შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრება შეცვალე (დასასრული)


22-02-2020, 22:53
ნანახია 1 589

ოხ ეს აკო, გოგონების გულის მპყრობელი, მუდამ თავისი კუნთებით მოამაყე, ნარცისი ადამიანი..
ჩემს მეზობლად ცხოვრობდა, იშვიათად თუ მომესალმებოდა..
(ხომ იცით სიმპატიურ ბიჭებს ყოველთვის თავში აქვთ ოდნავ ავარდნილი)
მაგრამ მისი მეზობლობა ერთი მხრივ მშვენიერიც კი იყო, სკოლაში არავინ მაწუხებდა რადგან იცოდნენ რომ ის ჩემი მეზობელი იყო, როდესაც მასთან ერთად ვიყავი ბუფეტის რიგში ყველა გზას მითმობდა, სკოლაში თითქმის ყველა გოგო ცდილობდა ახლო ურთიერთობა დაეჭირათ ჩემთნ..
გარდა ამისა მისი საძმაკაცოც როგორც დებს ისე გვიყურებდნენ..ერთი სიტყვით ეს ჩემი მეზობელი,ხალხურ ფოლკლორში გავრცელებულ სიმღერას ჰგავს
"ჩემო მკვლელო,ჩემო მცველო,
ჩემო კარის მეზობელო"..
ხომ სად ვიყავი?! მაგდას ეს ბიჭი თვალში და გულში ჩაუვარდა..
აკოსაც მოეწონა მაგდა..
ცოტახანში ორივე გავყარე სახლიდან,როგორც იქნა დავისვენე მაგრამ
საღამოს ბაბიმ იქვე ჩვენს ქალაქთან ჩამომავალ მდინარეზე მთხოვა წასვლა,მიყვარდა მდინარე, ამის გამო დავთანხმდი იმ გარიგებას რომ აკოც ჩვენთან ერთად წამოვიდოდა..
წავედით კიდეც, აკოს მანქანით მალევე მივეთ მდინარეზე, ბებოს საპიკნიკე ჩანთაში ჩალაგებული ნამცხვრების კონტეინერი ამივიღე და მდინარისკენ წავედით( ოჰ, მთავარი დამავიწყდა..ბებომ პირობა ჩამომართვა რომ წყალში არ ჩავიდოდი..ამას ქვია გასაგრილებლად წასვლა?!)
მე მდინარის ნაწირს მივაშურე და ნამცხვრებით ხელში ჩამოვჯექი ნაპირას..ბაბი და აკო კი მდინარეში პირადპირ თავით გადაეშვნენ..
"თვალს წყალი დაალევინაო"
ზუსტად ჩემზე იყო ნათქვამი..ნამცხვრებით პირში ვუყურებდი როგორ ერთობოდნენ ბავშვები მდინარეზე, ცივ და საკმაოდ სასიამოვნო წვეთების ქვეშ.წარმოვიდგენდი როგორი საამო იქნებოდა ასეთ სიცხეში ცივი წვეთების შეხება მზისგან გაწითლებულ სხეულზე..
მაგრამ ამ დროს ზურგზე მართლაც მომხვდა ცივი წვეთები და ხელის შეხებაც მკაფიოდ ვიგრძენი..მივტრიალდი და მაგდა ჩემს უკან იდგა..(ყოველთვის ამას რატო უნდა ვხედავდე?! -გავიფიქრე და ადგილი დავუთმე ჩემს გვერდით)
ისიც ჩამოჯდა,მდინარისგან დაღლილი და სველი ჩემს გვერდით,ცოტახანს მდუმარედ ვისხედით(წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ წამის წინ დარღვეულ სიმყუდროვეს)
შემდეგ მაგდამ დაარღვია წუთიერი დუმილი
-ვიცი რომ ნერვებს გიშლი,
(მოღუშული სახით დაიწყო საუბარი,ვფიქრობ ეს გოგო არარის კარგად, მის სახეზე ღიმილის გარდა ჯერ არაფერი მინახავს)
მაგრამ შენ ჩემი იმედი ხარ, ბოლო სხივი რომელმაც ცაზე გაუბრწყინა..
-სხივი? იმედი?რაებს ბოდიალებ? კარგად ხარ?!
(გაოცებული ვიყავი მისი ასეთი სიტყვებისგან)
-კი, იმედი..კარგი მოდი რაღაცას მოგიყვები
(უფრო ახლოს მოიწია ჩემსკენ)
-მე და ლეო(ლევანი, მისი უფროსი საზიზღარი ძმა)
ორი წლის წინ მარტო დავრჩით, ჩვენი მშობლები დაიღუპნენ, ღამით გაზმა გაგუდა( არც კი ვიცოდი რა მეთქმა, ძალიან დავიბენი,)
-ძალიან ვწუხვარ
(ძლივს ამოვილუღლუღე)
-მადლობა(ისევ გამიღიმა,სავსე და თბილი ღიმილით აქამდე ეს ღიმილი საშინლად არ მომწონდა ახლა კი სხვანაირად ვუყურებდი მას)
მაგრამ საქმე იმაშია რომ ჩემი ძმა იმის შემდეგ თავის თავს აღარ გავს, მშობლების დაღუპვიდან ერთ კვირაში მოწევა დაიწყო, შემდეგ სმა, დღეს კი წამლებსაც იკეთებს. ალბათ მკითხავ მე რა შუაში ვარო?!
(ზუსტად მიხვდა, მაგ კითხვა მიტრიალებდა თავში)
შენი გაცნობის შემდეგ შეიცვალა, რაც საავადმყოფოში იწექი ერთხელ არ მოუწევია, არც კი გაკარებია მასეთებს..მგონი მოწონხარ...
-მოვწონვარ?!
(გაოცებული ვუყურებდი)
-კი, ამას წინად შენს ექაუნთში იყო გადასული და ფოტოებს ამთვალიერებდა
-ჩემს ფოტოებს ათვალიერებდა?!
მერე მაგ უტვინომ ლაიქი არ იცის რაარი?!
(ვცდილობდი გამეაზრებინა ის რომ იმ ბიჭს მოვწონდი, რომელიც პირველ დანახვისთანავე ჩამივარდა გულში)
-ახლა აქ არის, თავის ძმაკაცებთან ერთად.ცოტახანში აპირებენ მოწიონ, ვიფიქრე შენ თუ დაგინახავს აღარ მოწევს..
( უკვე მივუხვდი განზრახვას)
-კარგი წავიდეთ..(ვუთხარი და ნამცვრის კალათა ავიღე ხელში)
იქვე ახლოს, ორიოდე ნაბიჯზე ისხდნენ ბიჭები..მისი დანახვის თანავე მომინდა მთელი ნამცხვარი ჩამეტენა პირში რომ ნერწყვს არ დავესველებინე,
საშინლად ლამაზი იყო, შორიდან მისი თმა ოქროსფრად ელვარებდა როგორც ჩემი, ახლოს რომ მივედი უფრო გამოიკვეთა მისი ნაკვთები, მისი შავი დიდრონი თვალები,მისი ლამაზი მაგრამ გრძელი ცხვირი, და უცნაური პირბადრი სახე
-ვაუ ავადმყოფი მოვიდა(არა რა, როგორ მოახერხა და ასეთი სიმპატიური ბიჭი, ორ წამში ისევ კუნძად როგორ გადაიქცა არ ვიცი????)
-ავადმყოფს გაჩვენებ მანდ თუ მოვედი
(ისე ვთქვი თორემ არ ვაპირებდი მისვლას,რომც მივსულიყავი რა აზრი ქონდა იმხელა ბიჭს მე მოვერეოდი?!)
-მაგდა ეს ლამაზი გოგო ვინარის?
( იკითხა მისმა ძმაკაცმა,რომელიც როგორც გაირკვა იმ დღეს როდესაც პირვლად შევხვდი ამ კუნძს იქ იყო)
-ეს ელეონორაა
( გვერდზე ჩამოუჯდა მაგდა იმ ბიჭს)
-ოჰ დიახ მე ელეონორა მქვია,მოფერებით შეგიძლიათ
(აქ კი ლეომ გამოყო თავი)
-მოფერებით არა ის კიდე, შენ ვინ მოგეფერება
(ღმერთოო ამ ვირს დავახრჩობ)
- ელე დამიძახეთ(ბრაზიანი ხმით განვაცხადე და დავჯექი მაგდას გვერდით)
-კარგი ელე ჩვენ მდინარეში უნდა ჩავიდეთ და ჩამოხვალ?
(შემომთავაზა მაგდამ, ძალიან კი მინდოდა მაგრამ რასვიზავდი?! ბებოს პირობა მივეცი, თან ახლახანს გამოვედი საავადმყოფოდან)
-არა ვერ ჩამოვალ
(მაგდამ ბიჭებს მოკიდა ხელი და მდინარეში ჩასახტომად მოემზადა, წამიც და გადახდა მთელი არმიით ნაპირზე კი მე და მისი ძმა დაგვტოვა)
-რატომ არ ჩადიხარ?
(ჩემი საქციელით გაოცებულმა მკითხა, ვიფიქრე ცოტას გავიბლატავრბთქო)
-არ მინდა და მაგიტო
(ვუპასუხე და ცხვირი წყლისკენ წავიღე)
-არ გინდა არა?!
(სწრაფად წამოხტა ფეხზე და ჩემსკენ წამოვიდა ვიფიქრე ახლა ხელში ამიყვანს და წყალში ჩამაგდებსთქო მაგრამ არა!
ადგა და თავით ისკუპა წყალში..დებილი,გავიფიქრე გონებაში)
ცოტახანს ვუყურებდი, როგორ მიცურავდა, როგორ ეჭიდავებოდა ბიჭებს, მაგდაც კი აყვინთავა წყალში..მეც მიჩნდებოდა სურვილი წყალში ჩავსულიყავი,მაგრამ მე ხომ დავპირდი ბებოს და პირობას ვერ დავარღვევდი..მალე ბაბიმ და აკომაც მიაგნეს ჩემს ადგილსამყოფელს და თავიანთი ნივთებით ჩვენთან გადმოინაცვლეს..ისინიც გაერივნენ ბავშვებს, მხოლოდ მე ვიჯექი დაპირას და მათ მხიარულებას ვუყურებდი,ცოტა არ იყოს მომწონდა კიდეც..მოსაღამოვს როდესაც მზე ბოლო სხივებით ემშვიდობებოდა დედამიწას მაშინ იკადრეს მხოლოდ წყლიდან ამოსვლა და სველებმა იქაურობა სულ მოწუნწეს)
-არ გინდათ ცეცხლი დავანთოთ?!
(იკითხა აკომ რომელიც უკვე კარგად დაუბრატდა ახალ გაცნობილ ბიჭებს)
-მშვენიერი აზრია,თან ტაროც მოვიპაროთ
(დაურთო ლეოს ძმაკაცმა)
-მიყვარს ტარო
(ვცადე მათ საუბარში მეც ჩავრეოდი)
-კარგი გოგოებს წავიყვან და დავანთოთ
(თქვა აკომ და ხელით მანიშნა მანქანაზე ჩაჯექითო..)
-არსად არ მოვდივარ(სწრაფად ვიყვირე)
მეც ვრჩები, მეც მიყვარს ტარო
-კარგი დარჩეს,ჩემი დაც აქ იქნება და ერთდ გაერთობიან(სასხვათაშორისოდ თქვა ლეომ, თითქოს არ უნდოდა ჩემი იქ დარჩენა მაგრამ რადგან მაგდა რჩებოდა გასართობად დამიტოვებდნენ)
-არმინდა იცი რა?! წავიდეთ უკვე გვიანია და ბებო ინერვიულებს(სწრაფად წავავლე კალათს ხელი და მანქანისკენ წავედი)
-არა ვრჩებით
(მტკიცე ხმით თქვა ბაბიმ,ისე რომ ვეღარც შევეკამათე..ბიჭები სიმინდის მოსაპარად წავიდნენ,გოგოებს კი ასანთი დაგვიტოვეს ცეცხლის ასანთებად)
-როგორ დავანთოთ?!
(მეკითხება მაგდა და თან ხის ხმელ ტოტებს ეძებს,მაგრამ გარშემო მხოლოდ ნედლი ტოტებია)
-დებილო ასანთი შენ გაქვს გამოკარი და დაინთება
(მისი კითხვისგან შორს ვუპასუხე)
-ეე ბიჭების მაისურები რომ დავწვათ?! მგონი ვერაფერს მიხვდებიან
(წამოიძახა ბაბიმ)
-კარგი აზრია
(დაეთანხმა მაგდაც და მზეზე გასაშრობად დალაგებილ მაიკებს სტაცა ხელი)
-თქვენ თავი დაარტყით რამეს?! რომ გაიგებენ მოგვკვლავენ(ერთადერთი ვიყავი რომელიც ვაზროვნებდი)
-და როგორ გაიგებენ?! არ ვეტყვით(ბაბი მაინც თავის აზრზე იდგა)
-ხო რათქმაუნდა დებილები არიან და ვერ მიხვდებიან არა?!
(მაგრამ ამ დროს მართლაც მშვენიერმა აზრმა გამიელვა თავში, ისინი გაბრაზდებოდნენ და სახლებში წაგვიყვანდენ)
-კარგი, დავწვათ..იქნებ აკოს პორნოჟურნალიც გამოგვეყენებია? როგორც ვიცი მანქანაში უნდა ქონდეს..
(ახალი იდეები მოვიფიქრე)
-კარგი აზრია, მაგრამ ის პორნო ჟურნალი არარის, ის ჩვენი სკოლის ტოპ გოგოების ჟურნალია
(ბაბი უკვე ათასჯერ მიხსნიდა იგივეს)
-განსხვავება?!
(ამჯერად კარგად მოვუჭერი და მანქანისკენ წავედი, ადვილად მივაგენი მის ჟურნალს, ან რა მიგნება უნდოდა..მანქანაში ჩაჯდომის თანავე თვალში მოგხვდებოდა მაღლა დაკიდებული ჟურნალი)
ცოტა შეშაც მოვიშველიეთ და ბიჭების დაბრუნებამდე მაგარი ცეცხლი ავაგიზგიზედ..დავრუნებულები საშინლად გაოცდნენ
-ვაა გოგოებო?! თქვენ უკვე აღარ ხუმრობთ,მაგარი ცეცხლია.როგორ დაანთეთ?
(გაოცებულმა გვკითხა ლეომ)
-ამაში თქვენ დაგვეხმარეთ
( ღიმილით ვუპასუხე)
-იმას გულისხმობს რომ მოტივაცია მოგვეცით რომ კარგად შეგვესრულებინა მოცემული სამუშაო
(მაგდა აჭიკჭიკდა თითქოს ვინმე ეკითხებოდეს მე რა ვთქვი)
-მაგდა სწოორდიი!
( დავუძახე და სწრაფად მივირბინე აკოსკენ,რადგან თავში რამე არ მომხვედროდა)
-ელე ხომ არ დაგინახავს ჩემი მაისური გასაშრობად სად გადავფინე?
(აქ კი აკოსგან მინდა გაქცევა მაგრამ ეს უფრო დააეჭვებს)
-კი,შვრება..
(სასხვათაშორისოდ ვუპასუხე)
-ელე დაგვეხმარები ქვების მოტანაში?! (მკითხა მაგდამ,მგონი სამაგიეროს გადახდა უნდა,იცის რომ ქვებს ვერ დავიჭერ ხელში,მე ხომ ახლა გამომწერეს საავადმყოფოდან)
-ხო მაგრამ!!
(ვიფიქრე ახსნას დავიწყებდი)
-მხოლოდ მოგვინათე,ქვებს ჩვენ მოვიტანთ
(მიხვდა მაგდა)
-კარგი, მაგრამ რად გინდათ ქვები?
(ძალიან მაინტერესებდა! სიმინდი გვქონდა,ცეცხლი დავანთეთ და ქვები რაღა საჭირო იყო?!)
-ცეცხლი რომ არ გაგვექცეს
(ღრიჭინით მიპასუხა ლეომ, თან ჩემი საპიკნიკე კალათიდან, ნამცხვრები ამოალაგა)
-რასშვები?
(სწრაფად მივაჭერი და კალათის წართმევა ვცადე)
-შენი აზრით როგორ უნდა მოვიტანო ქვები? ჯიბეში ჩავიდო?!
( კალათი შორს გაწია)
-არა პირში ჩაილაგე, ყველა დაეტევა
(კიდევ ვცადე გამორთმევა მაგრამ არ გამომივიდა)
-გაჩერდი თორემ ყველას ვეტყვი რომ მაისურები შენ დაწვი
(ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში)
-უთხარი ვის აშინებ მაგით?!
(მეც არ შევეპუე)
-კარგი, მე და ელე ერთად მივდივართ! ბაბი და მაგდა კი ერთად წავლიან, თქვენ მანამდე ცეცხლი შეანელეთ
(დაარიგა ბავშვები)
დიდხანს მივდიოდით მე და ლეო ჩუმად არც ის არღვევდა სიმყუდროვეს და არც ვცდილობდი ეს ჰარმონია დამერღვია.ბოლოს ისევ მე დავიწყე..
-იცი რა მაინრერესებს? როგორ ხარ მასეთი უტვინო?
(ჩემთვის ყველაზე საინტერესო კითხვა დავუსვი)
-ჩემი ტვინი შენს ხელშია..შენ მიისაკუთვრე
(გამეკეკლუცა?!????)
-მართლა მოგწონვარ?!
(პირდაპირ მივახალე კითხვა)
მან კი მთელი მიმზიდველობით კალათი ძირს დადგა და ჩემსკენ მოიხედა
-შენ როგორ ფიქრობ?!მომეწონებოდი?
(ვერვიტან კითხვას რომ მიბრუნებენ)
-მე შენი პასუხი მაინტერესებდა..
(იქვე მდგარ კალათზე ჩამოექი იმედია გამიძლებს)
-მაშინ გული უნდა დაგწყვიტო და უნდა გითხრა რომ არა, არ მომწონხარ!
(რაღაცამ გამწკნა გულში, ვერ ვხვდები ეს რა გრძნობაა, მიხარია თუ მართლა მეწყინა?!)
- არა რა გულსაწყვეტია!
(ვცადე ისევ მხიარულად გამომსვლოდა)
პირიქით მიხარია კიდეც რომ შენსნაირ მუტრუკს არ მოვწონვარ
(ჩემი გველი ენა ყველგან მადგება!ხო ხედავთ არა?????)
-იცი რა?! ამ მუტრუკს შენ უყვარხარ და იცი რატომ?!
(ეს ისეთი მომაჯადოებლად თქვა რომ მართლა დავინტერესდი)
-რატომ?
-იმიტომ რომ შენ მისი ცხოვრება შეცვალე!
(დავიბენი, არც კი ვიცოდი რა მეთქვა, უბრალოდ ვიდექი და ვგრძნობდი ჩემი შინაგანი ძალა როგორ დახტოდა, როგორ ეხვეოდა ლეოს,როგორ ირინდებოდა მის მკლავებში..მე კი უძრავად ვიდექი და მივრჩერებოდი..არ მინდოდა ეს სიყვარულიც იმ უაზრო გრძნობას დამსგავსებოდა, ჩემი ტოლები რომ განიცდიან ჩემს ასაკში..მინდოდა ჩემი და მისი გრძნობა ნამდვილი ყოფილიყო, მინდოდა მერწმუნდა რომ უსასრულობა ჩვენთვის მხოლოდ მცირე დრო იქნებოდა,დრო რომელიც წამივით გაივლიდა ჩვენს ცხოვრებაში მაგრამ მგონი შორს შევტოპე მას ჯერ არც კი დაულაიქებია ფბ-ზე..კარგი ხო კარგი შორს შევტოპე ძაან..მოდი ისევე ელე ჩვენს პლანეტაზე)
და აი მოვედი..
-მე არაფერი შემიცვლია, შენ ისეთივე ხარ როგორიც იყავი..
მაგრამ მე არ ვიცი როგორი იყავი
(ამაზე ჩაფიქრება შეიძლებოდა)
გაეცინა და გულში ჩამიკრა, ყველაზე საოცარი გრძნობა იყო ჩემს ცხოვრებაში..ალბათ იმიტომ რომ არასდროს ჩავხუტებივარ ბიჭს რომელსაც მოვწონდი, კი არადა ვუყვარდი)
მალევე დავბრუნდით ბავშვებთან,ისე ვიქცეოდით თითქოს არაფერი მომხდარა,ცხელი ტაროც კი ვესროლე თავში..ასე თერთმეტი საათისთვის კი ჩვენი ყიჟინა დამთავრდა და სახლებში წავედით..არაფერი მომხდარა განსაკუთრებული გზაში იმას თუ არ ჩავთვლით რომ აკომ 100-ით იარა და კინაღამ ავარიაში მოვყევით...
სახლში ცოცხლები მივედით, მალევე დავწექი დასაძინებლად მაგრამ რა დამაძინებდა, მე ხომ მისი ცხოვრება შევცვალე...როგორც იქნა წყვდიადი მზის კაშკაშაქა სხივებმა შეცვალეს პირველმა ესემესმა დაარღვია ჩემი მყუდროება..
-დილამშვიდობის..შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე....
მთელი ღამის უძილობა ამად ღირდა, გადავბრუნდი და დავიძინე, ყველაზე თბილი ძილი ჩემს ცხოვრებაში????????????

მე მისი ცხოვრება შევცვალე..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent