შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრება შეცვალე 3


10-02-2020, 00:53
ნანახია 8 910

საწოლიდან გადმოვარდნილს არვინ მაყენებს ფეხზე, მხოლოდ დამცინავი ხმა მესმის უკნიდან,ისინი მე დამცინიან..
-მასე არა?! ჩემი დაც აიყოლიეთ თქვენს საქციელში?! მე თქვენ განახებთ სეირს...
წამოვდექი და გადასხმის გადასატან აპარატს ვსტაცე ხელი და მათკენ მივდიოდი თავის გასატახედ...
მაგრამ ექთანმა შემოაღო კარები ხმაურზე და როდესაც აპარატით ხელში დამინახა გაოცებულმა შემომხედა
-აქ რა ხდება?
სწრაფად მომვარდა ხელიდან გამომგლიჯა ის ჯოხი
-მინდოდა(თავი გამეჩეჩქვა მათთვის რადგან იმის მაგივრად რომ დამხმარებოდნენ დამცინეს, ამის თქმა მინდოდა მაგრამ ვუთახარი:)
ამეყენებინა, ხელი მეკრა და.გადავარდა..
-შენ რომ არ ამდგარიყავი ისინი ვერ აიღებდნენ?!
ეჭვის თვალით მიყურებდა ქალი..
-კი,მაგრამ მათმა მითხრეს შენით არ ააყენო ექთანი მოვა და ააყენენს, არაფერი გააფუჭოო, მე კი არ გავითვალისწინე და ეს წუთია ავდექი და ხელში ავიღე..
ტყუილის თქმისას ზოგადად ვწითლდები ხოლმე მაგრამ ამ ჯერად აღარ გავწითლებულვრ რადგან როდესაც ის კუნძი შემოვიდა მაშინ გავწითლდი და იმის მერე აღარ გადაუვლია სიწითლეს..
-კარგი მიდი დაემშვიდობე შენს მეგობს.
მედდამ ისინი გარეთ გაყარა..
რამდენიმე დღე ჩემს პალატას არ მოშორებია შეშლილი მედდა თავისი დიდი ნევსით, რომელიც სულ ჯიბეში ქონდა და პალატაში შემოსვლისას ხელში აათამაშებდა ხოლმე.
რათქმაუნდ
ხუთი დღის შემდეგ საავადმყოფოდან გამომწერეს და თან წამლების მთელი ორი ფურცელი სია გამომატანეს,
ზოგი რისი იყო, ზოგიც რისი, ზოგი კი უბრალო ვიტამინი...სიმართლეს გეტყვით არცერთი არ მიყიდია, საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ სია პირდაპირ ნაგვის ბუნკერში მოვისროლე..
რაც შეეხედა ჩემს სამ კუდს (მათში მოიხსენიება ბაბი, მაგდა და მისი მოსაბეზრებელი ძმა) ისინი გვერდიდან არ მცილდებოდნენ, ყველგან თან დამყვებოდნენ..სამი კუდი გამომება ერთდროულად უკან..
სახლში ტაქსით წავედით.. მაგდა ჩვენთან წამოვიდა მისი ძმა კი ძმაკაცებთან წავიდა, როგორც იქნა ერთი მოვიშორე ახლა მეორის ჯერი იყო.სახლში ბებო უგემრიელესი კერძებით დაგვხვდა, ვიფიქრე ბებოს ზედმეტ ყურადღებაზე( ჩვენს სახლში მოსულ სტუმრებს ყოველთვის ზედმეტ ყურადღებას აქცევს, ჩვენში დარჩეს და ზოგს საკუთარი ხელითაც აჭმევს ხოლმე) გაღიზიანდება კარატისტი და წავათქო მაგრამ იმ უკუღმართად დაბადებულს ბებიაჩემი ისე მოეწონა აღარ გვშორდებოდა.. ბებოსაც ძალიან მოეწონა ის შეშლილი, და ჩვენთან დარჩენა შესთავაზა, მაშინვე დათანხმდა კარატისტი შემოთავაზებას
-მაწანწალა..
ჩავიბუტბუტე და აწეწილის ჭამა განვაგრძე
-რა თქვი?!
თითქოს და ნაწყენი მზერით შემომხედა კარატისტმა, ვიფიქრე ახლა ჩემი დროა, უნდა ვაწყენინო და იქნებ მოვიშორო კიდეც სახლიდანთქო..
-რა ვთქვი და მაწანწალა ხარ.!
მივაგებე ოდნავ ხმამაღლა, ჩემი თავით გმაყოფილს ღიმილი შემეპარა ოდნავ..კარატისტმა შემომხედა, გამიღიმა, პიცის დიდი ნაჭერი ჩაიფო პირში და პირგამოტენილმა მიპასუხა:
-შენთვის ოკუპანტიც ვიქნები, ჩემო ენაჭარტალა..
ეს სიტყვები რათქმაუნდა ვეშაპისებრი წამოთქვა(ანუ პირგამოტენილმა, რომლის სიტყვებიც მხოლოდ ლუკმა-ლუკმა ისმოდა)
არ ეწყინა, კი არა და უფრო გაეხარდა..
იმ ქაჯის ჩემს სახლში ყოფნისას საავადმყოფოც კი მენატრებოდა! ჩემი კარადა,ჩემი ტანსაცმელი როგორც მურვან ყრუმ ისე დალაშქრა, ერთი მაიკაც არ გამოუტოვებია თავის ტანზე რომ არ ჩამოეფხოკა(მართალია ჩემზე კარგად ჰქონდა ჩემი ტანსაცმელი მაგრამ მაინც არ უხდებოდა)
ბაბის ძალიან მოწონდა მაგდა, ერთად უყურებდნენ ფილმებს, ღამის სამ საათამდე, შემდეგ კი ხელოვნებით დაკავდნენ!
(ეს ყველაზე ტრაგიკული მომენტია)
მათმა ჩემი სახე, ედვარდ მუნკის "კივილს" დაამსგავსეს.
ზუსტად ეს სათაური გაისმა დილაზე როდესაც ახალმა გაღვიძებულმა სარკეში ჩემს სახეზე შექმნილ ხელოვნებას მოვკარი თვალი..
ჩემი კივილის ხმაზე შეშინებული ბებო ოთახში ცხელი ტაფით ხელში შემოვარდა, უკან ბაბი და მაგდა მოყვებოდნენ ფრუტუნი..
-რამოხდა ბებო?კოშმარი ნახე?!
ბებომ ტაფა მაგიდაზე დადო და ჩემსკენ გამოეშურა
-ერთი არა თან ორი იყო ბებო და ახლაც ვხედავ...
ვყვიროდი და თან მაგდას და ბაბის არ ვაშორებდი მზერას..
-გიხდება ბებო ახალი მაკიაჟი..
ჩაიხითხითა და თავისი კალთით დამიწყო ჩამოწმენდა
-ლამაზი გრიმია?!როგორ ფიქრობ შენს შვილიშვილს და მეორე ქაჯს მოუხდება?!
არ ვჩერდებოდი მინდოდა სამაგიერო გადამეხადა მათთვის
-არა საყვარელო, მაგ გრიმი შენთვისაა შექმნილი,ჩვენ მის გარეშედაც მშვენივრად გამოვიყურებით,ასე არაა ბაბი?!
ბაბიმ თავი დაუნია გიჟს და ჩაიღიმა..
-მაგ ლამაზ სახეს ახლავე გაგილამაზებ
წამოვიყვირე და მოვშორდი ბებოს
-მოიცადე, შენ მე კომპლიმენტი მითხარი?!მადლობა საყვარელო შენც ძალიან ლამაზი სახე გაქვს...
ბაბის ზურგს უკან იდგა და თან მეჯღანებოდა, ნერვოზი დამმართა.ყოველთვის მეგონა მე ვიყავი ადამიანი ვისაც სხვის ნერვებზე თამაში ყველაზე კარგად გამოდიოდა მაგრამ ამ საზიზღარმა ეს სტატუსიც მიისაკუთრა,ბებიაჩემზე და ბაბიზე რომ არაფერი ვთქვა..
-მაგ ენას ამოგაძრობ და ჩემი მეზობლის ძაღლებს ვაჭმევ...
გავცხარდი და მის დასაწერად ბაბის შემოუარე კრუგი, მაგრამ არც ის არ ჩერდებოდა ერთ ადგილას, კალიასავით დახტოდა.
-ელე დამშვიდდი და ტყუილად ნუ იმუქრები, რომც ამოაცალო ენა მაგდას ის ძაღლები მაინც არ შეჭამენ
ბაბი ჩვენი სირბილისგან თავბრუდახვეული ძლის ამბობდა სიტყვებს
-რატომ ვითომ?
(ჩაჩერდა მაგდა)
რატომ არ შეჭამენ ცუდი ენა მაქვს თუ?..
ენა გამოყო და თავი ჩემსკენ მოაბრუნა, რომ მეტად გავღიზიანებულიყავი
-არა,შენი.ენა მშვენიერია
( მიუტრიალდა ბაბი,)
მაგრამ ის ძაღლები მხოლოდ სპეციალურ კონსერვებს ჭამენ
გაიკრიჭა და თაბისი პასუხით გმაყოფილი ცეკვას შეუდგა(თითწოს სიმღერა სადმე ისმოდეს)
-მაშინ უნდა ვიჩქაროთ, დაკონსერვებას დიდი დრო უნდა..
არც მე არ დავუთმე და მისკენ გავეშურე მაგრამ კარებში ჩვენი მეზობელი აკო შემოვარდა შეშინებული.
-რახდება?
ხელში ისევ ყვავილების ბარი ეჭირა და გახდილ ტანზე ღორივით ტახალით დასვრილიყო(მაგდას აზრით კი ეს მეტად სექსუალურს ხდიდა)
-არაფერი ისეთი ტალახში ნაგორავები რომ შემოვარდნილიყავი ჩემს ახლად მოწმენდილ იატაკზე(ცოტა ვიცრუე, ჩემი მოწმენდილი არ იყო)
-ჩემი ენაჭარტალა,შენ სულ როგორ ბუზღუნებ ჩემო მსუნაგო..
ვაიმეე ახლა კი მორჩა, პატარაობაში თავი რომ დავარტყმევინე მეტად უნდა დამერტყმევინებინა..(უი ხო პატარაობაში თავი იატაკზე ვარტყმევინე, იმის გამო რომ ჩემს თოჯინას მახინჯი და უშნო უწოდა)
-აკო შენც გამოხვედი ბებო?! გოგოებმა ცოტა წაიკიმპლავეს..
მოდი ყავას დაგალევინებ..
ბებომ სახლში დიდი სიყვარულით მიიპატიჟა,ძალიან უყვარდა ბებოს აკო ამბობდა ხოლმე ჩემი მესამე შვილიშვილიაო.სულ ჩვენთან ერთად იყო იმის მიუხედავად რომ ერთი წლით დიდი იყო ჩვენზე..
ყავის საათმა მშვიდობიანად ჩაიარა, მაგდა იმდენად ეპრანჭებოდა აკოს რომ ჩემი არსებობა დაავიწყდა..არც მე შევახსენე თავი..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent