შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ავე & იმადა


7-12-2020, 00:21
ავტორი Morning
ნანახია 8 908

თუ ხარ მაგი,მაშინ შენ დიდებული ადამიანი ხარ.მაგრამ თუ ხარ ბანძი გამოდის რომ ხარ უბრალოდ ბანძი ! გიმა და გაუტამა მე არ ვიცი.ისინი მოკვდნენ,განაგრძეს თუ არა არსებობა,ამასაც არ აქვს არანაირი,აბსოლიტურად არანაირი არსებითი მნიშნველობა.ხოდა... რას ვაწვები ახლავე მოგახსენებთ ბატონო ! მე ვაწვები ჩემს დამპალ ტვინს.არა ვის,არამედ ჩემს ტვინს.ჩემს გონებას ! რადგან აი ახლა თავად ვარ "ნება" და ეს ნიშნავს იმას,რომ ან ისეთ "ბანძ" რამეს დავწერ,რომ გადავიკითხავ და თავად ჩამოვიკიდებ თავს,ან დიდებულების მორევში სულ მცირე დროით მაინც ჩაგაგდებთ ! ხო თქვენ ადამიანებო,რომელთაც ტვინი გაგჭ....ტვიათ ! უხ რა ცუდი სიტყვი გასდევს ამ ჭეშმარიტების ამსახველ სიტყვას.დღევანდელი რეალობის,ადამიანის გონების მდგომარეობის მამხილებელ სიტყვას....კაი დავივიწყეთ,რადგან ქარი ბობოქრობს ! წვიმს და მე ნანახი მაქვს,ის რასაც ალბად შენ ვერ ნახავ ! მზე და მთვარე გვერდიგვერდ,ამავე დროს ღამის 2 საათი და არ იყო მხოლოდ ღამე ! იყო დღე და იყო ღამე ! იყო ეს ღამის 2 საათზე.იცი ? ამავდროულად კიდევ ვნახე რაღაც,არა მარტო მზე და მთვარე ღამის 2 საათზე სადაც ამ დროს დღე იყო,არამედ იყო ამავდროულად მაისი და თოვდა ! დავიფიცებდი მაგრამ შენთვის არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ამას,შემოქმედმა ხომ იცის ! მე ეს მართლა ვნახე მას შემდეგ თავს მაგს ვუწოდებ,ბრიყვ მაგს.არა,არ დავფრინავ და ყველა მკითხავი მეცოდება ! მოღუშული ღიმილის სმაილი ამ დამპალ სივრცეში რატომ არ არსებობს ?! რატომ არსებობს ეს დაუნგრეველი კედლები,ყველგან ! არა,ლექციის წასაკითხად კი არ ვწერ ამას,არამედ... არამედ ახლა შენ სამფერა ფერის მაგიის მონაწილე გახდები სადაც ნებისმიერი კითხვის პასუხი მხოლოდ მე მეცოდინება და თუ კარგად ჩაუფიქრდები ასევე შენც ! შენც და მეც.მოკლედ აი ახლა განვიზრახე ასე ვთქვათ ხელაუღებლად "გაუჩერებლად" ! ყოველგვარი შესწორებებისა და თავმოწონებების ან არ მოწონებების გარეშე დავიწყო,უფრო სწორედ დავიწყე,მაგრამ ეს არ არის ის რაც უნდა წაიკითხო და ის რაზეც უნდა თქვა "ვაუ,რა ბანძობააო".მაგრამ ამასაც ვერ იტყვი,თუ იტყვი და ეშმაკსაც წაუღიხარ.მაგრამ ადამიანთა ცნობიერება ისე "გაბანძდა" რომ ეშმაკსაც კი ვკიდივართ.არავინ არსად არ წაგიყვანთ,დაიკიდეთ.არცერთი ბოროტი სული თქვენთვის თავს არ შეიწუხებს და თუ სადმე "გაგპარვიათ" შიშისგან ესეც თქვენივე,საკუთარ თავზე უდიდესი მნიშვნელობის ქონის გამო და ნუ არა მარტო ეს,სიბრიყვის,სიჩლუნგისა და მოკლედ ახლა ვაპირებ ჩემი აზროვნების აპარატს,დავაძალო ისეთი რამის მოქსოვა,აი დაახლოებით წინასწარ,რომ აგიხსნათ,ორ სამყაროში მყოფი,ორი ცალკეული ინდივიდის შეხვედრა,სხვა,მესამე სამყაროში,თუმცაღა იძულებულნი ყოველ დღე დაუბრუნდნენ თავიდან თავ თავიანთ დამპალ სამყაროს.თუ ასე არა ? და უბრალოდ მივაწვე ისეთი პერსონაჟების შექმნას,რომელბიც იმდონემდე დრამატულები არიან,რომ დღედაღამ საკუთარი თავისა და მთელი თავიანთი ცხოვრების,სხვისთვის მიძღვნას ოცნებობენ ! დამპლები.სულელები,ელოდონ რამდენიც უნდათ.მაგრამ ეს კი არ არის მთავარი,არამედ ასეთ მორევში მოხვედრილებს თავში აზრად ასეთი აზრებიც,რომ უბზუით ხოლმე. "სუიციდი"-ამის შემდეგ,გემრიელად ჩასკდომა და ვნებების დაკმაყოფილება.სიცილი და ისევ სუიციდი.თავიანთი თავებისთვის,რომ ვერ მიუხედიათ და იმაზე იწყებენ ფიქრს,ვინ რა დააშავა,ამდენი სიბოროტე რატომ არის ! და როგორ შეცვალონ სამყარო,როდესაც ცხვირის უაზროდ ფხანვას ვერ გადაჩვეულან.მოკლედ თუ არ ხარ ტიპი,ტიპი რომელიც საკუთარი არცთუ ისე ხშირად...ჰმ...და არც თუ ისე იშვიათად ერთობა საკუთარი სასქესო ორგანოთი და ოდნავ მაინც გაქვს წარმოდგენა იმაზე,თუ რა ხარ ! სად ხარ და რომ ხარ და თუ ხარ თუ გაქვს რეალური "მარადიული" ფასეულობები და თუ კი ინფორმაციის შესრუტვით ისე იკვებები როგორც იმ ნივთიერებებით,რომლებიც ჯოჯოხეთის საჭიროებისთვის გამოიყენება.მაშინ უბრალოდ გადადე ყველაფერი,არსად არაფრის გარჩევა არ დაიწყო და მომყევი და მაშინ გაჩერდი როცა გეტყვი ! მოკლედ სხვა აზრი დამიტრიალდა და ასე ვცდი.
იყო ერთი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი არსება ! სახელად ავე და მეორე,საპირისპირო სექსის წარმომადგენელი იმადა,რომელსაც ავე მეს ძახილით ისეთი მადა გაეხსნა,რომ ბოლოს დედა უტირა ყველაფერს,სად მოხდა ეს ესეც მხოლოდ მე ვიცი.მაგრამ სანამ ეს გაუმაძღარი ტიპი,იმას დამართებდა ყველაფერს რაც დამართა,მანამ,მას შემოქმედმა მისცა ნიჭი რომ ემოგზაურა სამყაროებს შორის.შემოქმედმა იმდენი სამყარო,იმდენი განსხვავებული სივრცე შეჰქმნა თავთავიანთი არსებებით რამდენიც ნებისმიერი ადამიანის სხეული შედგება ატომებისაგან...ნუ მოკლედ დაუთვლელი და ციფრები კარგავენ თავიანთ ძალას.ჰოდა... უნდა იცოდე ის რომ ქალი,რომელიც იყო შექმნილი არა იმ სახით როგორიც დღეს დედამიწაზე მცხოვრებმა არსებებმა იციან,არამედ მასსზე იმდენად დიდებული,რომ...მოკლედ ამას ვერც მე და ვერავინ ვერ გეტყვის,უბრალოდ აზრი არ აქვს რომელი ლექსიკონიდან რომელ სიტყვებს ამოვარჩევ და როგორ და რანაირად შევკრავ მათ.მაინც ვერ გაიგებ.ჰოდა ჩვენი ბიჭუნა,დახეტიალობდა ღვთის მიერ შეჰქმნილ სამყაროებში.ყველა მათგანი ამ სამყაროებით არ იყო მყარი საგნების ერთობლიობა ! იყო ასეც და იყო ისეც.ესეიგი ხან უბრალოდ ენერგიებს აგემოვნებდა ხანაც ნაყოფებს,რომლებსაც ადამიანის გემოვნებისთვის მიუწვდოომელი "გემო" გააჩნდათ.და ერთხელაც ჩვენი გმირი,სრულიად შემხვევით,მოხვდა იმ სამყაროში სადაც ეს ქალბატონი თავისთვის მიტასაობდა.მას ჰქონდა უნარი ! რომ ყოფილიყო მარტო, და ყოფილიყო ბედნიერი. თუმცა ამავე უნარით იყო დაჯილდოვებული ჩვენი ღორმუცელაც.და როდესაც ის შეხვდა მას.მან შეწყვიტა თავისი უნარის გამოყენება.იგი მოიხიბლა.იგი გახდა ტყვე.იმ სამყაროსი,რომელშიც ამ ქალბატონს დაედო ბინა და მისთვის სამუდამო ნავსაყუდლად ქცეულიყო.რადგანაც ის სივრცე თავისი დროის აღქმითა და მატერიალური დიდებულებებით,გამოირჩეოდა ყველა სსხვა სამყაროსაგან,რადგანაც... რადგანაც ამ სამყაროში მხოლოდ ისინი არსებობდნენ ვისაც შეეძლოთ შემოქმედის მიერ "შექმნამდე" არსებული განზრახვის განხორციელება.მაგრამ ჩვენი ვაჟბატონი თავს გენიოსად თვლიდა და თითქმის ყველა არსებულ სამყაროს სტუმრობდა.ერთი მეორის მიყოლებით,არ გაჩერებულა მანამ სანამ,ის არ მოხდა რაც უკვე მოგიყევით.იგი გახდა ტყვე.ქალბატონი რომელიც თავისთვის მინავარდობდა და თან მიჰქონდა თითქმის იმდენი სამყარო რაც კი ამ ბიჭუნას გამოევლო,რა თქმა უნდა არ იყო იქ ! ის იყო ყველგან,ის იყო მის შიგნით არსებულ სიმდიდრეში და დრო და დრო გახსენების მიზნით ახელდა თვალს ! რადგან არ დაევიწყებინა ის თუ ყველაფრისთვის მას რაც ჰქონდა,ვის მიმართ უნდა ყოფილიყო მადლიერი.და აი დამთხვევა. და აი დ***სწიოკი.მან გაახილა თვალები და იგრძნო ის,რაც არასდროს უგრძვნია.მან დაინახა ჩვენი იმადა და მასსში გაურკვეველმა გრძნობათა ტალყამ საოცრად იმატა.იფიქრა ეს როგორ ? ეს რა არის ?! წამით გაჩერდა,შემოქმედს ჰკითხა,ეს რა გრძნობაა ?! მე ხომ შენი სახე და ხატი ვარ ! ჩემს არსებასაში მსგავსი არაფერი მენახა და მე ვფიქრობდი რომ გგავდი შენ-ო.შემოქმედმა მიუგო,შენ კი ხარ სახე და ხატი ჩემი მაგრამ,საქმე იმაშია,რომ ეს როგორ ხდება მეც არ ვიციო ! რადგან მუღამი ამაშიაო.მოკლედ ავემ ვერ მიიღო კითხვაზე პასუხი თუ ასეთი რყევები მასსში როგორ და რატომ ხდებოდა და იმადამ ამ ბრიყვა გენიოსმა მის წინ იმ ფორმით მატერიალიზება დაიწყო რა ფორმაც დღეს წყეულ ადამიანს გააჩნია ! ქალმაც არ დაიშურა თავისი შესაძლებლობები და მხოლოდ იმიტომ მატერიალიზდა,რომ მას გამოლაპარაკებოდა და გაერკვია,მის შინაგან სამყაროში უკვე,აწ მიმდინარე პასუხგაუცემელი რყევებისა და სულისწიოკისთვის.მოკლედ,როდესაც ორივე მათგანმა მიიღო ფორმა ! ფორმა როგორიც დღეს,ამ უსუსურმა მოკვდავმა,არაფრისთვის და მხოლოდ სიკვდილისთვის განწირულმა არსებებმა იციან.აი ზუსტად ამ დროს,რაღაც შეიცვლა.ავეს მთელი ყურადღება,მისი ყველა სურვილი და "ნება" რომელიც იყო თავად,და რომელიც გააჩნდა მას.მიემართა ამ საცოდავი გენიოსისკენ.ავემ მაშინათვე შენიშნა მისი სამყაროების "გაჩერება"-წყვეტა იმდენად მძლავრი და მტკივნეული იყო რომ ამ ვაჟბატონის წინაშე თვალიდან ცრემლი "გადმოსცდა".ჯელტმენმა მაშინათვე გამოიყენა თავისი ერთ ერთი საოცარი უნარი ბრიყვ-გენიოსობისა და ქალისკენ გაეშურა.მან მას უთხრა,რომ მან ვინც შეჰქმნა ისინი,კი არ ვარაუდობდა არამედ ახლა სწამდა,რომ ერთმანეთისთვის შევუქმნივართო.შემდეგ მოხდა ის,რომ ავემ,დაკარგა ის ჰარმონია,ის სიმაღლე,რომელიც მას გააჩნდა მანამ სანამ მას შეხვდებოდა და ეს აზრი,მასაც ისევე რეალურად მოეჩვენა როგორც მის გამომხატველ "გენიოსს" ყველაფერი ისე მოხდა,რომ და მათ შორის არსებული ენერგეტიკული კავშირი იმ სამყაროში სადაც ისინი იმყოფებოდნენ,იმ დონემდე გაიზარდა,რომ მთელი ის სამყარო გაანათა ! არა,გააბრწყინა.იმადამაც დაკარგა უნარი მოგზაურობისა.რადგანაც მან მასზე თავად თქვა უარი,ისინი მარადისობაში ერთმანეთისთვის არსებობდნენ,სამარადისოდ,წამით არ შენელებულა ის გრძნობა,რავიცი რას გრძნობდნენ,და აი ამ დროს იფიქრეს,მოდი... შევქმნათ კაცი,ჩვენს სახედ და ხატად,როგორც ეს ჩვენმა შემოქმედმა იკისრაო.ერთიანი ძალებით,მივცეთ მათ ის რაც ჩვენ გვაქვსო.და ჰქმნეს ასე.სამყარო რომელშიც პირველი ადამი და ევა შეიქმნენ.შემდეგ მოხდა ისე,რომ მათ რაღაც გამოეპარათ.მათ შეეშალათ ! პირველებმა მათ შესცოდეს.მათ არასწორი რამ ჩაიდინეს.მათ შეჰქმნეს ადამი და ევა და მიატოვეს ! და როდესაც ერთიანი ძალებით ავემ და იმადამ თავიანთი საქმე შესრულებულად ჩათვალეს,და მოხიეს იმ სამყაროდან რომელშიც ადამ და ევა დატოვეს.მხოლოდ ერთი ელემენტის ნაკლელობის გამო,მარადისობაში,დროით 800 წლის შემდეგ,მათ ის გრძნობა რომელიც თავიდან და ამ დროის განმავლობაში გააჩნდათ,რომლითაც იწვოდნენ... ნელ-ნელ თუმცა შესამჩნევად რაღაც რაღაც უნარებისა და მათში სხვადასხვა სივრცეების წარმოქმნის გაამო ეს წვა შენელდა,შენელდა და მათ დაიწყეს,აზროვნება იმ ფორმით რა ფორმითაც დღეს ჩვეულებრივ ადამიანებზე მაღლა მდგომი "არაჩვეულებრივი"- ადამიანები აზროვნებენ.მათში ნელ ნელა ყველა იმ,დღევანდელმა ადამიანურმა სისუტემ იჩინა თავი... და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო საბოლოო ჯამში,ისინი,მატერისა დახარბებულ არსებებად იქცნენ,ამ მძვინვარე ურჩხულის დანთებულ ცეცხლში ჩაიხოცნენ.მათაც დატოვეს თავთავიანთი-მსგავსი არსებები და ყველა სისუსტე,რომელიც მათ გაუჩნდათ გადასცეს მათ მიერვე შექმნილ არსებებს.და იყო ასე...და ადამიანი კვდება მატერიით განცხრომის,შურის,სიბოროტის,საკუთარი თავის უმართავობის,უამრავი უმიზნო უფასო,სურვილებისა და ბრიყვული შემოქმედებითი უნარების გამო.მაგრამ რა შეიძლება ითქვას,შენ შექმნი კი შენს მსგავს არსებას ისეთს... აი სუ სუ თავდაპირველად,რომ შეჰქმნა,ყოველივე არსებულის შემოქმედმა,შექმნი მის მსგავსს ? არა,არ ჩაატარო "ექსპერიმენტი"-ადრე თუ გვიან მიგაწყევლიან,თუ საკუთარ თავს არ შექმნი ჯერ ! და თუ პროსტა გინდა რომ განადგურდე,კიბატონო ეშმაკსაც წაუღიღხარ ! დაფიქრდი რა არის ნამდვილი ფასეულობა ! მაგრამ მოიცა,რას გავს ეს ყველაფერი ? სასაცილოა,თუმცაღა ასეთი ულტრაფანტასტიკური რამის დაწერას,ნამდვილად შემიძლია ვუწოდო სიბანძე,რადგანაც დავა "იმაზე თუ რა როგორ იყო" ამას არ აქვს არც აზრი და არც მნიშვნელობა,სტრიქონებს შორის კითხვის უნარი....ხომ გაქვს ? ხოდა ღმერთი შენსკენ მე დავიღალე !




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent