ღამის სამ საათზე(მარის M.V.)
ჩუმი ღამის სამ საათზე შენ მინათებ ცას, შენზე ფიქრში მე ვათენებ, ფიქრი ღამეს კლავს. შენზე ფიქრით დროს ვიბრუნებ, ვიპყრობ ახალ მთას, რომელიც ამ ჩემს გონებას თიშავს და სხვას რთავს. ჩუმი ღამის სამ საათზე მახსენდები შენ, მხოლოდ შენთვის მე დავწერ და რითმებს შევიძენ. ლექსით როცა არ გაღმერთებ ყოველთვის ვიწყენ, შენზე წერით ამ მთვარეზეც მუდამ მე ვიფრენ. ჩუმი ღამის სამ საათზე ვუყურებ შენს თვალს, უსასრულო ღიმილისკენ გონება მიჰყავს. ამ ლექსებით მე დავტოვებ სულ ცოტა ხნით კვალს იმ ორ თვალში, რომელიც მე მაგიჟებს, მიყვარს. ჩუმი ღამის სამ საათზე შენ მინათებ ცას, შენზე ფიქრში მე ვათენებ, ფიქრი ღამეს კლავს. მინდა გითხრა, რომ შენს გარდა აქ არავინ ჩანს, რომელიც ამ ჩემს სამყაროს განღმრთობილი ჰყავს. გიორგი უერთაშვილი #გიჟითავისუფალია #მეტიპოზიტივი #მარი #MV |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.