ლაზიერის გამბიტი
დღევანდელ სტატიაში მინდა,რომ გაგიზიარით ჩემი ახალი აღმოჩენა სერიალი ლაზიერის გამბიტი.ეს სერიალი 2020 წლის ოქტომბერში გამოვიდა და უამრავი ადამიანის გული დაიპყრო.ჯერ-ჯერობით გამოსულია პირველი სეზონი სულ 7-სერიისგან შედგება.სავარაუდოდ იგეგმება მეორე სეზონი თუმცა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია და ამაზე საუბარი ადრეა კიდეც.სერიალი გამოირჩევა თავისი ინტრიგითა და საუცხოო სიუჟეტით,არ არის რაღაც ბანალური არის პირიქით ყველასაგან განსხვავებული და ახალი.მოკლედ სერიალის შესახებ გეტყვით,ერთი გოგონაა სახელად ბეტი ჰარმონი რომელსაც ერთ დღეს მშობლები დაეღუპება და მოხვდება გოგონათა თავშესაფარში სადაც უამრავი გოგონა ცხოვრობს რომელთაც არ ჰყავთ ოჯახი.იქ ცხოვრობენ,სწავლობენ.თავშესაფარში იყო ერთი კაცი (ხელოსანი) მასთან არავინ მიდიოდა ბეტის გარდა,კაცს მაგიდაზე ედო ჭადრაკის დაფა და მასზე განლაგებული სათამაშო ფიგურები.მხოლოდ საკუთარ თავთან თამაშობდა ჭადრაკს,გოგონას დააინტერესდა ეს თამაში და ასე შეიყვარა ჭადრაკი ამის შემდეგ ხშირად მიდიოდა ხოლმე იმ ოთახში და თამაშიბდნენ ჭადრაკს.ბეტის ნიჭით გაოგნებული იყო ყველა.გავიდა წლები და მან ყველა გააოცა.ნიჭიერების განსახიერება,სულ რაღაც 9 წლის გოგონამ ძლიერი,მასზე დიდი მოთამაშეები დაამარცხა.რაც უფრო იზრდებოდა მით უფრო ვითარდებოდა,ძლიერდებოდა.მოკლედ გროსმაისტერებსაც კი მოუგო თამაშში. მოკლე აღწერა: 8 წლის ობოლი ბეტ ჰარმონი მშვიდი , პირქუში და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გოგონაა. თუმცა მაშინ , როცა პირველად თამაშობს ჭადრაკის პარტიას , ის გრძნობს , თუ როგორ ძლიერდება , როგორ აზროვნებს უკეთ და პირველად გრძნობს , რომ ცხოვრებაში ყველაფერს აკონტროლებს. 16 წლის ასაკში ის შეერთებული შტატების ღია ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას , თუმცა რაც უფრო მეტად მიიწევს პროფესიონალური წრისკენ , მით უფრო რთულდება ყველაფერი. სერიალი დაფუძნებულია უოლტერ რევისის წიგნზე. მთავარ როლს ანია ტეილორი ასრულებს.ყველაზე საინტერესო ფაქტი ლიტერატურის მოყვარულთათვის ის არის, რომ სერიალი ამერიკელ მწერალ უოლტერ ტევის ამავე სახელწოდების მქონე რომანის მიხედვით გადაიღეს, რომელიც 1983 წელს გამოქვეყნდა. მსახიობი ბეტ ჰარმონის როლს სცენარის წაკითხვის გარეშე დათანხმა. ჯერ კიდევ მაშინ როცა სცენარი ფაქტობრივად არც კი იყო დაწერილი... თუმცა მან ამ წიგნის შესახებ იცოდა და აქედან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება. ასევე ცნობილია ის ფაქტიც,რომ მსახიობმა საერთოდ არ იცოდა ჭადრაკის თამაში,თუმცა სპეციალური მასწავლებლის დამხარებით ისწავლა და ბეტის როლი არაჩვეულებრივად მოირგო,ხოლო ბეტის ხელის მოძრაობები თამაშის დროს მსახიობის საყვარელ საქმიანობას ბალენირობას უკავშირდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.