ჭადრაკი სასიკვდილო სქემად
მოჭიქულ ღია თვალებში, სამყაროს ხალი დაესვა დაღად. კონსპირაციებად დარჩენილ საიდუმლოებებს იტევდა ხალი, მოზაიკური ენა კი საშუალებას არ აძლევდა საწყალს,გაენდო ჰომო საპიენსებისათვის. იგავით ღაღადი ყველას ხვედრი როდია! უბედურების ძებნაა ხვედრი, იმედის აღმოჩენა-დანიშნულება, იმისათვის რომ იგი არ გაგიცრუვდეს, საჭიროა-მიზანი! ფიგურული ცხოვრება უჯრედიანი დაფა იშვიათად იხსნებოდა და დამტვერილს სინათლე აბრმავებდა. პირველ სხივზე ოცნებობდა პაიკი მუდამ, პირველი სხივი ავსებდა. დარჩენილებს ეშინოდათ სინათლის, ეზარებოდათ, სასოწარკვეთისგან დაფის კუთხეებს ახლიდნენ თავს. ბრძოლის დაწყების ნიშანი იყო სინათლის გამოჩენა. ყველაზე სუსტი, მაგრამ უშიშარი პაიკი კი მათ ამხნევებდა. გათენდა. მაგრამ პაიკი უჩვეულო აპათეას მისცემოდა. დამწკრივდნენ ფიგურები. უშიშარმა ვეღარ მოითმინა და ლაზიერს გასძახა:- იცი რა განსხვავებაა ჩვენსა და მეფეს შორის? ლაზიერი აიწურა, როგორც ჩანს თავადაც ბევრი ეფიქრა ამ საკითხზე. პაიკმა განაგრძო: - მეფე, როგორც უნარშეზღუდული ავტორიტეტი ჩვენი პასუხისმგებლობაა, თუ ამ პასუხისმგებლობას გავექცევით,- დავიმარხებით, სამუდამოდ. მიზნის გარეშე სინათლე აღარ გამოჩნდება. დღეს პირველად დავკარგე ხალისი, შემაწუხა სხივმა. დღეს მივხვდი რომ ყოფნას, ხანდახან არყოფნა უნდა არჩიო. ლაზიერი დაფის უძლიერესი ფიგურა იყო, თუმცა სათქმელი არაფერი ჰქონდა. ფიგურულმა ცხოვრებამ აღარ დაუტოვა ფიქრის შანსი. ემორჩილებოდა გარკვეულ წესებს და ცხოვრებაც ათამაშებდა. დაიწყო ბრძოლა, თუმცა ბრძოლის არსსზე ფიქრმა გაიტაცა ფიგურები. პაიკის ნაფიქრზე ფიქრობდა ყველა, გარდა მეფისა. მეფეს დარდად ეყოფოდა:- საკუთარი სიცოცხლე, სხვათა ხელში. ვისღა ახსოვდა დედოფალი. უიმედო მდგომარეობაში მოექცნენ თეთრები. ლაზიერმა პაიკს გახედა და ჰკითხა:- ყოფნა, თუ არყოფნა? იერიშმიტანილ მეფეს აღარ დარჩენოდა უსაფრთხო უჯრა, დრო იწურებოდა. რეალობა გაიყინა. სავარძლის კიდეებს ჰქონდა მიჭედებული არსი. თითქოს ხალი გადიდდა, ვეღარ დაეტია გუგაში და საბოლოოდ ატმოსფეროში გასკდა. შამათი! ვერ გაეგო უხალოდ დარჩენილს, გახმა, მიილია. დანიშნულება და მიზანი ერთდროულად დაეკარგა. თავის თავთან წაგებულმა დიდხანს უყურა ჭადრაკის დაფას. მიხვდა, როგორ გაემხილა ცხოვრების საიდუმლო, რომელიც სიტყვებით უბრალო წესები აღმოჩნდა. გაუცრუვდა იმედი, თავისუფლებაც კი დაკანონებულად ეჩვენა საწყალს. ამღვრეულ სარკეში ახალ, სიცარიელეში მკვდარ თვალს ჩახედა:- შამათი! მეექვსე სართულის შუშაბანდიდან გადახტა ინდიგო, ისე რომ უკან არ მოუხედავს. ისე, რომ სიკვდილს ნათელი მხრიდან შეხედა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.