შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კადრებად დაყოფილი ფილმი


17-03-2021, 19:54
ავტორი სალისალომე
ნანახია 1 127

ფილმი ეს ის სამყაროა რომელიც უნდა ამოიცნო,მის სიღრმეში შეხვიდე და მოთხრობილი ამბავი განიცადო. მეორენი კი მიიჩნევენ,რომ ფილმი ეს იგივე ოთკუთხა ფორმის მოძრავი,უზარმაზარი ეკრანია რომელიც კინოს ჰგავს და რეალურად ფილმი კინოს გარეშე, ან კინო ფილმის ჩვენების გარეშე ანდა მაყურებლისა და ცარიელი სკამების გარეშე წარმოუდგენელია.წარმოიდგინეთ ვაშლის ფორმა, რომელიც უმეტეშემთხვევაში არის მრგვალი,მას ერთი პატარა ნაწილი,რომ აკლდეს არ იქნებოდა ისეთი სრულყოფილი როგორიც საერთოდ არის ხოლმე ამ შემთხვევაში გამოვიდოდა როგორც არასრულყოფილი ხილი რომელსაც რაღაც მნიშვნელოვანი აკლია. ასეა ფილმი ეკრანის გარეშე და ეკრანი მოძრავი ადამიანების , პერსონაჟების, მათი ქმედებების გარეშე.არც კი წარმოგვიდგენია ის გარემოება,რომ ფილმს შეუძლია რაღაც ჩაგვინერგოს,ახალი სიცოცხლე აღმოაცენოს ჩენში,საკუთარი თავი გვაპოვნინოს,დაგვაფიქროს,ცხოვრებას სხვა თვალით შეგვახედოს,აქვე დიდი აღშფოთება და შთაბეჭდილებაც გამოიწვიოს... მეორეს მხრივ გაგვაოცოს და გრძონბებსა თუ ემოციებს შეეხოს, ეს თუ ხდება მაშინ ფილმი საკმარისად კარგია ან შენ ხარ ზედმეტად ემოციური. უფრო ხშირად კი ისე ხდება ხოლმე,რომ ფილმის ხარისხი და მისი სიკარგე იმარჯვებს და არა ადამიანის ემოციური მხარე რომელიც შედარებით უკანა პლანზეა.რაც არ უნდა უაზრო ან სულელური,ერთი შეხედვით არაფრის მომცემი ეკრანიზაცია იყოს, არ თქვა მასზე უარი და არ შეწყვიტო შუა ნაწილში მისი ყურება... ბოლომდე მიყევი მის დამაბნეველ,გრძელ და უსასრულო გზას რადგან სწორედ ბოლო წამს შესაძლოა მიხვდე ფილმის ჩანაფიქრს,მის მთავარ სათქმელს ,აზრსა თუ არს...


ამიტომ წინასწარი შეფასებებისგან თავი შეიკავეთ ხოლმე რადგან სწორედ ბოლო სიტყვამ,წინადადებამ,ჟესტიკულაციამ,ქმედებამ შესაძლოა თავდაყირა დააყენოს ფილმის სიუჟეტი და შეგეცვალოს აზრი,შეგიცვალოს არჩევანი თუ გემოვნებ. ეს სისულელე არ გეგონოთ ფილმმა ,როგორც წიგნმა იცის ჩათრევა და იმ მორევიდან გამოღწევა რთულია...ეს კი კარგია და იმას ნიშნავს,რომ მის აზრს მიხვდი და შენმა პიროვნებამ ზრდა განიცადა,განვითარდა და ახალ ეტაპზე გადავიდა რაღაც ახალი და სასარგებლო ისწავლა.სწორედ ასეთ შეუმჩნეველ,წვრილმან დეტალებშია სასარგებლო ინფორმაციები და ცხოვრებისეული შტრიხები რაც შემდეგ ადამიანების ცვლილებას,მათი აზროვნების შეცლას იწვევს. ახლა კი იცი რა უნდა გააკეთო? გადაშალო შენი ჩანაწრების რვეული,უბის წიგნაკი და მასში ჩაწერო ის ყველაფერი რასაც განიცდი,ან აიღო თაროდან შემთხვევთობის პრინციპით წიგნი და დაიწყო მისი წაკითხვა ან კიდევ გადაშალო ოთკუთხა ფორმის ლეპტოპი საძიებო ველში ჩაწერო ფილმის სახელწოდება და უყურო ორ საათიან ეკრანულ,უფასო სეანს რომელიც გასიამოვნებს,ბედნიერებას მოგანიჭებს და გამოცდილებას დაგიგროვებს,გასწავლის,მიგახვდრებს.შესაძლოა ფილმის ან წიგნის წაკითხვის შემდეგ იმ წამსვე ვერ/არ იგრძნო ან ვერ დაინახო,გაიაზრო მთავარი სათქმელი და მოგეჩვენოს რაღაც უაზრობად რომელმაც არაფერი მოგცა და მით უფრო არაფერი ღირებული გასწავლა... თუმცაღა ჩუმად ჩაილექება თქვენს გონებაში და შემდეგ ერთ მშვენიერ დღეს იქნება ის ცხობრებისეული გამოცდა რომელიც ერთ დროს წიგნის ფურცლის, ან კომპიუტერის ეკრანის სახით მოხდა შენს ცხოვრებაში .რომელიც ერთ დროს უარყავი და ჩათვალე,რომ უბრალოდ უაზრობა იყო მაგრამ ამ უაზრობამ მოგიტანა წარმატება რადგან აწ უკვე გამოვლილი გქონდა ცხოვრების ეს შემთხვევა თუ მომენტი ეს კი ნანახისა თუ წაკითხულის დამსახურებაა.ნუთუ არ არის მაგარი შეგრძნება როცა ამა თუ იმ ხერხმა გაამართლა,გაჭრა და გამოგადგა ე.ი ტყუილად არ გიშრომია,არ გარჯილხარ და ტუილად არ დაგიკარგავს დრო ესეც კიდევ ერთი გამარჯვება საკუთარ თავთან ბრძოლაში და იმის მტკიცებაში,რომ შეგიძლია.ამიტომ გჯეროდეს და გწამდეს საკუთარი თავის,რომ ყველაფერს სწორად აკეთებ ...მოეშვი საკუთარი თავის მკაცრ კონტროლსა და კრიტიტას. მიეცი მას თავისუფლება რადგან ეს ძალიან სჭირდება როგორც ადამიანს სუნთქვისთვის ჟანგბადი ისეა თავისუფლებაც ჩვენს ცხოვრებაში რადგან მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა ყოველი დღის გადატანა. ამიტომაც ჟანგბადი ჩვენთვითონ უნდა შევქმნათ ეს შეიძლება მოხდეს რაიმე ისეთი სტატიის,ინტერვიუს,ჩანახატის,სერიალის,წიგნის ან ფილმის დახმარებით რაც ჩვენში დიდ აღშფოთებას
გამოიწვევს და ცხოვრებას კარგის მხრივ ამოატრიალებს.
ახლა კი მინდა,რომ გირჩიოთ სამი საუკეთესო ფილმი რომელმაც ჩეში დიდი აღშფოთება გამოიწვია.ეს სამი ფილმი ცხოვრებას გვიყვება სხვადასხვა კუთხიდან და ერთი მეორეს ავსებს.

პირველი ფილმი ეს გახლავთ ჩემი სამყარო,სწორედაც,რომ სათაური ამბობს ფილმის მთავარ სათქმელს და მასში ჩადებულ აზრს რომელსაც დიდი სიღრმე აქვს.არ შეიძლება ამ ეკრანიზაციამ თქვენში დიდი მოწონება არ დაიმსახუროს და თვალები არ აგიცრემლიანოთ.ეს ფილმი გვასწავლის ცხოვრებას,მასთან გამკლავებას,მიზნის დასახვას,რწმენას,შრომასა და ცდას რომ არასდროს არ უნდა დავნებდეთ და არასდროს ვთვქათ არასოდეს.ყველას სხვადასხვა სამყარო აქვს და ამ სამყაროში ცხოვრების სხვადასხვა წესები,კანონები.ყველა სხვადასხვაგვარად ვუმკლავდებით ამა თუ იმ პრობლემას,სირთულეს და ყველაზე მთავარი ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს რაც არ უნდა უვარგისი,ავის მომტანი იყოს არასდროს უნდა თქვა უარი სიცოცხლეზე.ამდა სხვა კიდევ უფრო მნიშვნელოვან თემებს ეხება ფილმი რომელიც ფაქტიურად ყველა ადამიანის ცხოვრებაზე,მათ ყოველდღიურობაზე,შეცდომებზეა აგებული.შესაძლოა ერთხელ,ორჯერ,სამჯერ არ გამოგივიდეს ესა თუ ის საქმე მაგრამ შენ თუ მეტად ეცდები და იმუსავებ მეხუთე ჯერზე მაინც გამოგივა მთავარია გჯეროდეს იმისა,რომ გამოვა.


შემდეგი ფილმი ეს გახლავთ კლასის წინ,ესეც ერთ-ერთი ემოციური და უძლიერესი ფილმია რომელიც გვასწავლის ძალიან ბევრ რამეს,გვაფიქრებს და გვცვლის. გვაძლევს დიდ მაგალითს,რჩევას,რწმენასა და იმედს რომელიც ცხოვრებაში აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.სიცოცხლე შანსია და ეს ცხოვრებაში აუცილებლად უნდა გამოიყენო იმდენჯერ რამდენჯერაც ცხოვრება ამის უფლებას მოგცემს.

ფილმი გვასწავლის იმას,რომ შეუძლებელი არაფერია და არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები,ფილმი ამსხვრევს სტერეოტიპებს რაც დაკავშირებულია შშმ პირებთან.თვითონ მთავარი გმირი შშმ პირია რომელსაც აქვს უცნაური დაავადება ტვინიდან გამოსცემს ხმოვან სიგნალებს რომელიც ყველასათვის შესამჩნევია.პერსონაჟს ეს დაავადება დაბადებიდანვე ჰქონდა მან მთელი ბავშვობა სირთულეებთან ჭიდილში გაატარა როცა მის თანატოლებს,მასწავლბლებს არ ესმოდათ მისი და მისი დაავადების ეგონათ,რომ ამას ძალად აკეთებდა თუმცა ის გაიზარდა და დიდ წარმატებსაც მიაღწია,შეცვალა ადამიანების აზროვნება,მათი დამოკიდებლება შშმ პირების მიმართ და მოახდინა ერთგვარი საოცრება.დაამტკიცა არაერთხელ,რომ მთავარია გქონდეს მიზანი რომელსაც სწორა გამოიყენებ და მასზე არასდროს იტყვი უარს.

მესამე ფილმი კი გახლავთ წითელი ძაღლი.ეს ფილმი ჩემი ბოლო დროის აღმოჩენაა,ძალზედ ემოციური სითბოთი და სიყვარულით სავსე.როცა თავს უცნაურად,მიტოვებულად ან მარტოსულად იგრძნობთ ან კიდევ ცუდ ხასიათზე იქნებით აუცილებლად უყურეთ ამ ფილმს და თქვენში დიადი სიყვარული,სითბო დაიკავებს ადგილს.ფილმი გვასწავლის სიკეთეს,სიყვარულსა და ერთიანობას რომ უნდა გვიყვარდეს შინაური ცხოველები მათ ჩვენი ესმით ყველაზე მეტად,ისინი გრძნობენ,განიცდიან ყველაზე კარგად იციან.რაც არ უნდა მოხდეს ძაღლი იმდენად ერთგულია,რომ არ მიგატოვებს მეტიც შენს გამო თავსაც კი გაწირავს,რისკზეც კი წავა და არაფერს შეუშინდება. ისე ამოგიდგება მხარში,დაგამშვიდებს,მყარად დაგაყენებს ფეხზე და იმედს

მოგცემს.თუ საჭიროება იქნება მთელ დედამიწას შეოივლის,რომ გიპოვოს...ის ყველას ძაღლია და არა ერთის.ის სულ სხვაა,მან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა,ბევრი სიკეთეც გააკეთა და ადამიანებში სიყვარულიც დათესა.ის ყველაფერს გრძნობდა,განიცდიდა და იცოდა, აი პატრონს კი სიკვდილის ბოლო წუთამდე კართან ელოდებოდა. ყველაზე გონიერი,ჭკვიანი და მოსიყვარულეა მისნაირი წითური ძაღლი მსოფლიოში არ არსებობს.ის ადამიანებს ეხმარება და სიცოცხლეს ჩუქნის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent