შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკი ატარებს პრადას


22-05-2021, 23:10
ავტორი სალისალომე
ნანახია 1 539

იქამდე სანამ არ მქონდა ნანახი ფილმი,არ ვიცოდი თუ რას ნიშნავდა ეს სათაური,რა შინაარსის მატარებელი იყო.რადგან ძალიან შორეული იყო თვით სიტყვა "ეშმაკი "და ცალკე აღებული" პრადა" რომელიც ვარაუდებისა და ვერსიების მიხედვით ან რაღაც ტანისამოსს წარმოადგენდა,უშუალოდ მოდის სფეროსთან იყო კავშირში ან კიდევ ეშმაკისეული რაიმე განუყოფელი ნივთი იყო რომელსაც კონკრეტული პიროვნება თან ატარებდა და არასდროს ივიწყებდა.
და თურმე...თურმე რას არ მოიცავს ეს სამი სიტყვა,განსაკუთრებით კი ეშმაკი და პრადა რომელიც ერთმანეთზე ზედგამოჭრდილი სიტყვებია. როგორც დღის ჩაცმულობის კონკრეტულ სტილს,რომ შექმნი და ერთურთის შესაფერისად ჩაიცმევ ტანისამოსს ისეა ეს ორი სიტყვაც.
ეშმაკს შეუძლია შეაცდინოს ნებისმიერი,განსაკუთრებით კი სიკეთის სადაჯაროზე მდგომი ყველა ის არსება რომელსაც დიადი რწმენა და იმედი აქვს.სიტუაცია ასე მარტივად შეგვიძლია აღვიქვათ და წარმოვიდგინოთ.

ადამიანს რომელსაც ჰქონდა სხვა მისწრაფება,მიზნები და ოცნებები იყო ჟურნალისტი,წერდა ჰქონდა თავისი პატარა სამყარო და უეცრად მოხვდა სულ სხვა სამყაროში,სხვა წრეში და სხვა გარემოებაში.ეს საზოგადოება მის სტანდარტებზე არ იყო მორგებული,მაღალი საზოგადოება რომელიც ხშირ შემთხევაში იწუნებდა მათზე დაბალი ან საშუალო ფენის წარმომადგენლებს.
ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი გოგონა სახელად - ენდი რომელსაც ჰქონდა მშვიდი და ჩვეულებრივი ცხოვრება ყოველდღიური რუტინით,თავის შეყვარებულთან და მეგობრებთან ერთად გართობთ,რომ შემოიფარგლებოდა.ჩაცმულობა უბრალო,სადა და ისეთი როგორიც ყველას (საშუალო ფენის წარმომადგენლებს აქვთ) ჯინსი,სპორტული,კედები.ეს ჩაცმულობა კი მაღალი საზოგადოებისთვის უგემოვნო და ერთფეროვანი იყო.არაფერი საინტერესო და მათზე მორგებული,პირიქით წამგებიანი.
გოგონა (ენდი) არასდროს ყოფილა მოდის სფეროში ჩახედილი,მით უფრო მოდით დაინტერესებული,ამ სფეროში ნასწავლი,გათვიცნობიერებული.არაფერი ესმოდა და ვერა გაეგებოდა რა.მას ცხოვრება უამრავ სირთულეებს,გამოწვევებს უმზადებდა მირანდასთან მუშაობის სახით. იმ სფეროში შედგა ნაბიჯი სადაც არავის იცნობდა,სადაც ყველა გულცივი,ბოროტი ძრახვებით სავსე იყო.სადაც საკუთარი თავი ერჩივნათ და სხვა არც კი აინტერესებდათ,სადაც სამართალი არ არსებობდა.ის ადგილი იყო მხოლოდ ერთს,რომ ემორჩილებოდნენ,მის დაქვემდებარებაში იყვნენ,მის ბრძანებებსა და კაპირიზებს ასრულებდნენ.

თანამშრომლები ითმედნენ უფროსის სიმკაცრეს,უკმაყოფილო ხასიათს,რთულ ბუნებას და მის ზე დიდებულებას რადგან მირანდა დედოფალი იყო,მასთან მუშაობა კი ყველა გოგონასთვის საოცნებო სამსახური.იქ მოხვედრა ადვილი არ გეგონოთ,მით უმეტეს იქიდან წამოსვლა მოხვედრაზე ადვილია ერთი გადაბრუნებული და არასწორი ნაბიჯი და თავისუფალი ხარ სამსახურიდან.ასეთი იყო მათი ბოსი მირანდა, მოდის სფეროში ყველაზე გავლენიანი,წარმატებული,მოთხოვნადი პერსონა.დრო მას არაფერს აკლებდა რადგან ის ძივა იყო მკაცრი ხასიათის მქონე ქალბატონი მუშაობაზე,წარმატებაზე (დიდებულების მოყვარული ) ორიენტირებული.სიამაყე და ამბიციები არ აკლდა,სურდა ყველსა დამორჩილება და ყველასა და ყველაფერზე ბატონობა.

მირანდას კომპანიაში მის ასისტენტად დაიწყებს მუშაობას,გოგონა ბევრს შრომობს,სწავლობს უნდა,რომ უფროსის მოწონება დაიმსახუროს ამის გამო დღე და ღამეს ასწორებს.ბოსის ერთ ზარზე უკვე სტარტზე დგას და საქმეს ასრულებს მაგრამ მაინც,მის თვალში არ არის მოსაწონი.ერთ დღესაც კი ყველაფერი შეიცვლება ენდის ტრანსფორმაცია მოხდება,სტილს შეიცვლის და მოდის ტენდეციებს აუწყობს ფეხს.ბოსს ეს სიამოვნებს რადგან მის გარშემო ყველა მშვენიერი და მიმზიდველი უნდა იყოს.
ამ დროში კი აღმოჩნდება ის,რომ ენდი ეშმაკმა შეიპყრო,თითქოს მირანდასნარი გახდა.რადგან ყველა მის კაპრიზს ასრულებდა,დრო აღარ რჩებოდა საყვარელი ადამიანებისთვის და საკუთარი თავისთვის.ის აღარ იყო ვინც უწინ,ამ საშინელმა სამყარომ შეცვალა მაგრამ ადრე თუ გვიან მიხვდა იმას,რომ უნდა იყოს ის ვინც თვითონ უნდა და არა ის ვისაც სხვა უნდა,რომ იყოს.უნდა აკეთოს ის რაც უკეთ გამოსდის,რისი ნიჭიც აქვს და არა ის რაც მის პიროვნებას უარყოფით თვისებებს სძენს და გულიდან არ მოდის ეს ყოველივე.
ერთგვარი მონობა, ცვალებადი და ამპარტავანი ბოსის და ყველაფრის და მიუხედავად ის უკმაყოფილოა ! მუდამ მის გვერდში ვერ იდგები რადგან სხვა დანარჩენიც არსებობს მაგ: პირადი და არა მხოლოდ წარმატება,არსებობს ცხოვრება,სიცოცხლე,ოჯახი,სიყვარული რომელიც არ უნდა დაივიწყო მოლოდ ერთი ადამიანის გამო ვინც ცხოვრებას არ აფასებს. ენდი მიხვდა ამას ამიტომ წამოვიდა იმ სამყაროდან რომელსაც არ ეკუთვნოდა და იგრძნო თავისუფლება... აღარავინ იყო მისი უფროსი და ზედამხედველი.მხოლოდ ის,უფროსად საკუთარი თავი და თავისუფლება,ის ნანატრი გრძნობა რომელიც მირანდას წყალობით კარგა ხანს აღარ უგრძვნია.
მაგრამ მირანდასაც ჰქონდა რაღაც შარმი,იყო მასში რაღაც კარგი რაც ადამიანად წარმოაჩენდა და სულ არ დაგიკარგავდა წარმოდგენას.იყო მებრძოლი,ცხოვრებას თავისი მეთოდებით ებრძოდა. ჰქონდა ცხოვრებისგან ისეთი ტკივილი,გაღიზიანებადობა რასაც ამ მკაცრი გზით სხვა დანარჩენებს უზიარებდა და ასე ცხოვრობდა სულ,რომ არ გაგიჟებულიყო სხვებზე იყრიდა ამ გზებით ჯავრს... თავის გრძნობებს ვერავის უზიარებდა ისევ და ისევ ჯიუტი ხასიათისა და დიდების გამო რომლისთვისაც თავი დადო.

მაგრამ ენდი აღმოჩნდა ის გოგონა რომელმაც მირანდას დიდი მოწონება დაიმსახურა და საუკეთესო რეკომენდაციაც დაუწერა არადა შეეძლო უარყოფითი ყოფილიყო შეფასება მაგრამ არა,არ დაუნგრია მომავალი და ცხოვრების შანსი აჩუქა...ესეც დასაფასებელია...ესეც სათქმელია ყველაფერთან ერთად...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent