მუზეუმში [მინი ისტორია]
შაბათი იყო, საღამოს ექვსი საათი... ჩემი იტალიაში ყოფნის მეოთხე დღე... მინდოდა ბევრი რამის ნახვა მომესწრო და გული მაინც და მაინც მუზეუმისკენ მიმიწევდა... ზოგადად ხელოვნებაზე შეყვარებული ადამიანი ვიყავი და სწორედ ამიტომ ავირჩიე გამოცდების ჩაბარების შემდეგ საჩუქრად და ბონუსად იტალიაში 2 კვირის გატარება. ვენეციის მუზეუმებში საათობით ვხეტიალობდი და ამით არნახულ სიამოვნებას ვიღებდი. მთელი რენესანსული ეპოქა ჩემ წინ რეალურ მოვლენად გარდაიქმნებოდა და წამით იმ ფერწერის ტილოებში ვიკარგებოდი. გამიმართლა რომ სანდრო ბოტიჩელის "ცილისწამება" რამდენიმე დღით ფლორენციიდან ვენეციაში ჰქონდათ გალერეაში გამოფენილი და მეც წავედი და ნახვისთანავე მასში ჩავიძირე. იმდენად ლამაზი იყო თითოეული დეტალი. თითქოს მეც იქ ვიყავი, იმ ქაოსში, ძველ რომში დავძრწოდი და ამ სცენებს თვალწინ ვხედავდი. გვერდით როგორ ამომიდგა სხეული ვერ გავიგე... ჩემ სამყაროში დავსეირნობდი, მინდოდა იქ ვყოფილიყავი, ყოველი წამი შემეგრძნო და გამეცოცხლებინა. -იმდენად ჩაძირული უყურებთ ამ სცენას, მომინდა მოვსულიყავი და შემეთვალიერებინა. თქვენი მზერა მომნუსხავია.-ინგლისურად, ბოხი ხმით დამელაპარაკა გვერდით მდგარი სხეული. -ბოტიჩელი გენიოსი იყო.-გვერდულად გავხედე, აზიელი იყო, ჩემთვის კარგად ნაცნობი პიროვნება, თვალი მოვაშორე და ვიგრძენი როგორ დაბორიალობდა ირგვლივ ჩვეულებრივ სამოსში გადაცმული მისი დაცვა. -გეთანხმებით, ნამდვილად იყო.-ჩაეცინა.-მაგრამ ამ ტილოს მე თუ მკითხავთ, ბევრად ჯობია "ახალგაზრდა ქალის პორტრეტი". -არ მინახავს, საერთოდ იტალიაშიც პირველად ვარ, ბოტიჩელის შემოქმედების გვირგვინი "ვენერას დაბადება" რამდნეიმე წლის წინ ჩემს ქვეყანაში იყო ჩამოტანილი და იქ ვნახე. მინდა რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე აქ და ბოლომდე შევისრუტო იტალიური ხელოვნება. -არ შეიძლება იტალიაში ხელოვნებას საზღვრები გაუვლო და ის ბოლომდე გამოლიო. აქ ხელოვნება უსაზღვროა, ისევე როგორც საფრანგეთში, საბერძნეთში, ინდოეთში. -მაგრამ ჩემი წილი ხელოვნება მაინც მერგება, აქედან ბედნიერი და სავსე წავალ. ზოგადად არც ჩემი ქვეყანაა ამ მხრივ ნაკლებად განვითარებული. პირიქით, საკმაოდ ბევრი და საამაყო ხელოვანი გვყავს, თუმცა მაინც მოგვიწევს გული აქეთ, ევროპისკენ, სადაც კონკრეტული მიმდინარეობბეი ჩაისახა. -თქვენ საიდან ხართ?-მკითხა ბიჭმა რომელსაც ნახევარი მსოფლიო ეტრფოდა. -მე? მე ერთი პატარა ქვეყნიდან, საქართველო ჰქვია. ხელოვნების მხრივ დიდია, ტერიტორიულად პატარა. -მსმენია. როგორც ვიცი პირველი ადამიანის ნაკვალევიც მანდ არის. -დინოზავრის რამდენიმე ნაკვალევიც გვაქვს.-გამეღიმა.-თქვენ ალბათ კორეიდან. -აშკარად ვერ მიცანით.-გაეღიმა.-ან მიცანით და არ იმჩნევთ. -აზიური კულტურით დაინტერესებული ვარ.-გავუღიმე.-ძალიან მინდოდ არდადეგების რომელიმე აზიურ ქვეყანაში გატარება თუმცა ბოლოს მაინც რენესანსმა გამიტაცა. -საინტერესო ადამიანი ხართ. -თქვენზეც იგივე შემიძლია ვთქვა.-შევხედე.-ჩემს ადგილას ბევრი ზედ შემოგახტებოდათ თუმცა არიან ადამიანები რომლებსაც თქვენი გონება და მსოფმხედველობა იზიდავთ ბატონო კიმ. -თქვენ ნამდვილი ხელოვანი ხართ, ასე მგონია. -ჰობის დონეზე ვწერ და ვხატავ, სერიოზული არაფერი.-გამეღიმა.-მე უფრო მაყურებელი ვარ ვიდრე შემოქმედი.-მუზეუმკს დერეფნებში მასთან ერთად დავდიოდი, განვიხილავდი ყველა დილოს და ნამუშევარს, ამაზე დიდი სიამოვნება მე ცხოვრებაში არ განმეცადა. მუზეუმის გასასვლელთან რომ მივედი, ავხედე და გავუღიმე. -მე თქვენი სახელიც არ ვიცი. -რომ გითხრათ რამეს მომიძღვნით?-გავუღიმე. -აუცილებლად.-გულზე დაიდო ლამაზი ხელი. -მაშინ, ჩემი სახელია სესილია.-გავუღიმე.-თქვენი კი ჩემთან ერთად კიდევ ნახევარმა მსოფლიომ იცის ნამჯუნ. -მაჩუქებთ ერთ დღეს როგორც ჩვეულებრივ ადამიანს? ჯერ რომის კოლიზეუმი არ მინახავს. -თავს ნუ ვიტყუებთ ბატონო კიმ, ამის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებით.-გამეცინა, დამუხტული ვიყავი დადებითი ემოციებით.-მშვიდობით.-თავი დავუკარი და ზურგი ვაქციე. არ ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი ამის შემდეგ. მუზეუმის ფაქტობრივად პაემანი მქონდა მსოფლიო ვარსკვლავ კიმ ნამჯუნთან ერთად, ვინ დაიჯერებდა? არავინ! ..............………………… 2წლის შემდეგ...... ოცნებები რომ ხდება ეს ახალი ამბავი არ არის. ხდება და თან ძალიან სწრაფად... სივი რომელიც კორეაში ერთ-ერთი მუზეუმის პერსონალის თანამდებობაზე გავგზავნე დაკმაყოფილებული იყო. 2 კვირაში კორეაში უნდა ვყოფილიყავი, ეროვნულ მუზეუმში და გიდად დამეწყო მუშაობა. ჯერ გარდერობის შეცვლა მომიწია, ტანსაცმელი სპორტულიდან ფორმალური გახდა, ჩემოდანი ჩავალაგე და დიდი დამშვიდობების შემდეგ დავტოვე ოჯახი და წავედი იქ სადაც ახლა საკურა ყვავილობდა. კორეაში ჩასვლისთანავე მუზეუმის წარმომადგენლებმა დამაბინავეს, ენას ბოლო 1 წელია დაზუთხულივით ვსწავლობ, ლამის ჩემი მშობლიური ენა გახდეს. მიყვარს აქაურობა, ვგრძნობ რომ ღამით სეული ყველაზე ლამაზი და უჩვეულოდ თბილი ქალაქია. არა, ზოგადად ცივა ხოლმე, მაგრამ ჩემს გულში თბილა. მუზეუმში მუშაობის დაწყების დღიდან, 1 თვე რომ გავიდა, ხელფასიც დამერიცხა და საღამოს სახლში მივდიოდი ჩემი თანამშრომელი რომ შმეოვიდა ჩემს კაბინეტში. -სესილია, ცუდად ვარ და დღეს საპატიო სტუმრებს შეგიძლია შენ უმასპინძლო? ახალი კოლექციის სანახავად მოდიან, მათთან არ უნდაშევრცხვეთ. -არარის პრობლემა.-გავუღიმე, ჩემი ატმისფერი ბიჯაკი შევისწორე, თმა უკან გადავიყარე და მაღალქუსლიანების კაკუნით გავიარე დერეფანი. შემოსასვლელის კართან დავდექი და სტუმრების გამოჩენას დაველოდე. მანქანა მალე გაჩერდა, დაცვამ გააღო ორივე მხარეს კარი და ნაცნობი ორი ფიგურა რომ გადმოვიდა თვალი წამით გამიშტერდა. შემოსულებს თავიდ ავუაკრი და მივესალმე. რომ გავსწორდი თვალებში ჩავხედე ორი წლის წინ მუზეუმში ნანახ ფიგურას, მიყურებდა და აშკარად მიცნო. -გამარჯობა ქალბატონო სესილია.-ხელი ჩამომართვა, გვერდით თეჰიონი ედგა, კიმ თეჰიონი, აი ის, ახლა მასთან ერთად დგომისთვის რომ ნახევარი საქალეთი შუაზე გამხევდა. -სასიამოვნოა თქვენი კვლავ ნახვა.-გავუღიმე.-მთლიან მუზეუმს დაათვალიერებთ თუ მხოლოდ ახალ კოლექციას? მასში შედის თიხის ნაკეთობები, ძველი მონეტები და ფერწერის ტილოები. -ყველაფრის ნახვა გვინდა. -კარგით, მაშინ აქედან დავიწყოთ.-ბროშურები გავუწოდე და პირველ ტილოსთან მივიყვანე. 2საათ ნახევარი მოვუნდით მთელი მუზეუმის დათვალიერებას. საბოლოოდ გასასვლელთან მდგარ ორივე ვარსკვლავს დავემშვიდობე. გაბრუნებას და ჩემი ოთახის დაკეტვას ვაპირებდი ნამჯუნის ხმა რომ გავიგე და უკან მივბრუნდი. -ხვალ, როგორც ვიცი შვიდზე ამთავრებ, უკანა გასასვლელთან დაგელოდები.-გამიღიმა, სახეზე ის ღრმულები გამოუჩნდა ასე ძალიან რომ მომეონდა, თმა ნაცრისფრად ჰქონდა შეღებილი და წამოზრდილი, ზედნეტად სიმპატიური იყო. -კარგი.-იყო ჩემი პასუხი რომელსაც ვიცოდი, არასდროს ვინანებდი. ასობით დაუმთავრებელი ისტორია მაქვს, აბიტურიენტი ვარ, თავზე საყრელად მაქვს საქმე და ახალს ვერაფერს გთავაზობთ???? მხოლოდ ამ პატარ-პატარა ისტორიებით შემიძლია მოვიდე და იმედია საახალწლოდ მაინც გამომივა რამე????მომენატრეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.