შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტიტების მდელოში


8-10-2025, 22:38
ავტორი natia bagdasariani
ნანახია 115

თავი პირველი
დასასრულის დასაწყისი
12 დეკემბერი, 2023 წელი
ჩემს საძინებელში, კარადის წინ ვდგავარ და ჩემს გარდერობს სიჩქარისგან ვავლებ თვალს. ბოლოს შავი კლასიკური შლაქსის შარვალი, შავი ტოპი, შავი კეტები და რბოლის ფართო ქურთუკი ავარჩიე და სარკეში ბოლოჯერ ჩავიხედე, სანამ უნივერსიტეტში სირბილით წავიდოდი. ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები ჩემს მუქ ყავისფერ ტალღოვან თმას ოქროსფრად აკაშკაშებდა და თვალებზეც იგივე იერს ტოვებდა. იმ წამს უეცრად საკუთარი თავის მიმართ სიამაყის გრძნობა გამიჩნდა, რომ იმ სირთულეებს გავუმკლავდი და მაინც ძლიერი დავრჩი იმის მიუხედავად თუ როგორი ძნელი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. დრო მეწურებოდა, რის გამოც საკუთარი თავი გამოვაფხიზლე, საჭირო ნივთები ჩანთაში ჩავალაგე და უნივერსიტეტში სირბილით გავუდექი გზას. უნივერსიტეტში მისულს ჩემი საუკეთესო მეგობარი, მარი დამხვდა, რომლის მამა, პროფესორი დავით ციცქარაძე ჩემი ერთ- ერთი ლექტორი არის უნივერსიტეტში, ხატვის ფაკულტეტზე. სახეზე მოუთმენლობა ეწერა და ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ახლოს მისულს მაშინვე გაჩერდა და ჩემკენ წამოვიდა.
- როგორც ყოველთვის კარგად გამოიყურები. - დიდი ხნის დაკვირვები მერე წამოიძახა მარიმ.
- რაც ხელში მომხვდა ის მოვირგე და ისე წამოვედი.
- მაინც კარგად გამოიყურები, ძვირფასო. - თქვა თუ არა თვალი ჩამიკრა და აუდიტორიისკენ უნდა წავსულიყავით რომ უეცრად მარის ცნობილი გულთა მპყრობელი და გულრილობით ცნობილი ძმა, ლუკა ციცქარაძე დერეფანში გადაგვეყარა თავის ძმაკაცებთან ერთად. მშვენიერი ტანის აღნაგობა და მამისგან ნაჩუქარი სახის მოყვანილობა მას მთელს უნივერსიტეტში სიმპათიურ მამაკაცად აჩენდა. ზარი დაირეკა რაც გვამცნობდა, რომ ლექცია დაიწყო. ყველა ნელნელა დაიშალა და თავის გზაზე წავიდა. მე და მარი აუდიტორიაში შევედით და ჩვენი ადგილები დავიკავეთ, ამჯერად პირველი ლექცია მარის და ლუკას მამის გვქონდა, მაგრამ საბედნიეროდ აუდიტორიაში ჯერ არ დაგხვდა. უეცრად სიჩუმე ჩამოწვა რისი მიზეზიც პროფესორის შემოსვლა იყო. პროფესორს ლაპარაკი უნდა დაეწყო, რომ უეცრად კარი გაიღო და მასთან ლუკა გაჩნდა.
- ბოდიშით დაგვიანებისთვის პროფესორო დავით. - თქვა თუ არა აუდიტორიას თვალი მოავლო, რის დროსაც მისი თვალები ჩემს თვალებს შეხვდა. ამ წამიერმა თვალის კონტაქტმა მისგან რაღაც მაგრძნობინა, რაღაც ისეთი რაც აქამდე ვიგრძენი როდესაც ჩემი ყოფილი შეყვარებულის მიმართ გრძნობები მქონდა. მაგრამ ეს ხომ შეუძლებელი იყო. მას? მე? არარსებულია. დარწმუნებული ვარ სხვაზე ფიქრობს და მაგიტომ მიყურებს ეგეთი თვალებით. თვალი მომაშორა და ჩემს გვერდით გაიხედა, რის შემდეგაც ჩვენი მიმართულებით წამოვიდა, ჩემს გვერდით მდებარე თავისუფალ სკამზე დაჯდა, შემდეგ კი მე შემომხედა, გავიხედე და ვიგრძენი სახეზე სიმხურვალე, იმედი მქონდა ლუკამ არ შეამჩნია ამიტომაც ყველანაირად ვცადე ნერვიულობა დამემალა. როდესაც დავრწმუნდი, რომ დავმშვიდდი ჩემი გულიანად პროფესორის ლაპარაკისთვის უნდა მიმექცია ყურადღება, რომ უეცრად ლუკამ თქვა:
- მეც მიხარია ამდენი წლის მერე შენი ნახვა, ფოე.
***
ძნელად ნაშოვნი ფული, კომფორტული სახლი, თბილი და მოსიყვარულე ოჯახი, ოცნების მანქანა, ყველაფერი მქონდა, რასაც ღმერთს მე და ჩემი ოჯახი დიდი ხანი შევთხოვდით, მაგრამ არა მისი გული და კაშკაშა ღიმილი, რომელსაც მარის და თავის შეყვარებულს, ნიკოლოზ ინწკირველს აგებებდა და არა მე...ახლოს მისვლა და ლაპარაკი არასოდეს გამომდიდა, რის გამოც მას ყოველთვის შორიდან ვაკვირდებოდი. ჩემი უმცროსი და, მარი მისი საუკეთესო მეგობარია ვისგანაც ფოებეს შესახებ ბევრ რამეს ვიგებდი, რის გამოც მარი მგონი ძალიან შეწუხებულია დღემდე. რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ მარისგან გავიგე ფოებეს და ნიკოლოზის დაშორება და დაშორების მიზეზი. ფოებემ ნიკოლოზი უცხო გოგოსთან გამოიჭირა და იქვე, საზოგადოების თვალწინ დაშორდა.
- ახლა შანსი მოგეცა, რომ მას დაუახლოვდე და თუ მასაც გაუჩნდება გრძნობები ერთად იყოთ. მაგრამ იმედი მაქვს შენც იმ არარაობასავით არ მოექცევი ფოეს.
- ეგრე მიცნობ, მარო?
- არა. მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის გეუბნები. ფოე იმაზე მეტს იმსახურებს ვიდრე შენ გგონია. ვერ წარმოიდგენ რამდენად ძლიერი ადამიანია. - ჩვენი ლაპარაკის მერე ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ფოებეს გულს და თვითონ ფოეს ნებისმიერ ფასად დავიცავდი და სულ მის გვერდით ვიქნებოდი, გასაჭირში თუ მის ბედნიერ მომენტებში. დერეფანში მყოფი ფოე და მარო ვნახე. წამიერად აუდიტორიაში შევიდნენ და მე ჩემს ძმაკაცებს ვუთხარი რომ შესულიყვნენ და მერე მეც შევუერთდეოდი. საკუთარი თავის ხელში აყვანას როცა მოვრჩი აუდიტორიაში შევედი, მამას ბოდიში მოვუხადე და აუდიტორიას თვალი მოვავლე რათა თავისუფალი დასაჯდომი მეპოვა, რის დროსაც უცბად მისი თვალები ვიპოვე. წამიერი თვალის კონტაქტი იყო ეს, მეტი არაფერი... ნერვიულობისგან მის გვერდით გავიხედე, სადაც თავისუფალი დასაჯდომი იყო და მისკენ წავედი. ფოეს გვერდით დავჯექი, მაგრამ ხმა არ ამომიღია. ნერვიულობისგან არ ვიცოდი რა მეთქვა მისთვის ან როგორ გამება საუბარი, ამიტომაც იმის თქმა ვარჩიე, რაც გულით მინდოდა. მას შევხედე. ის უკვე მიყურებდა, რის დროსაც უცბად გაიხედა და ლოყები მსუბუქად შეეფაკლა. გამეღიმა. იმ დროს ძალიან საყვარლად გამოიყურებდა. ბოლოს როგორ იქნა პირი დავაღე და რაც გულით მინდოდა მეთქვა ნერვიუობის მიუხედავად მაინც ვუთხარი:
- მეც მიხარია ამდენი წლის მერე შენი ნახვა, ფოე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent