შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალდახუჭული მკითხაობა ციფრებზე


13-05-2015, 18:56
ავტორი MyLove
ნანახია 24 003

თქვენს წინაშეა შუასაუკუნეებისდროინდელი მკითხაობა ცხრილის მიხედვით. ჩაიფიქრეთ სურვილი, დაუფიქრებლად დაადეთ ხელი ცხრილს, რომელიც 1-დან 100-მდე ციფრისგან შედგება. რომელ ციფრზეც მოხვდება თითი – პასუხიც შესაბამისი იქნება.

1 – შენი გული დამწუხრებულია;
2 – მოგება გექნება, მაგრამ ცრემლიც;
3 – შენი ნიჭი უკვე დამარხე, გაუფრთხილდი დანარჩენს;
4 – იმედები არ გაგიცრუვდება, იცხოვრე პატიოსნად;
5 – დიდი სიხარული გელის, მაგრამ ფრთხილად იყავი;
6 – განაგდე შენგან ბოროტი აზრები, თორემ დაისჯები;
7 – ყველაფერი იცვლება ამქვეყნად: ღარიბიც კი ერთ დღეს შეიძლება გამდიდრდეს;
8 – ნუ შეუშინდები, თამამად გასწიე წინ: ვინც ეძებს, ის პოულობს;
9 – ფრთხილად იყავი, სულელის როლში არ აღმოჩნდე;
10 – ვინც დააპურე და გაათბე, სწორედ ის გიღალატებს;
11 – საქმე, რომლისგანაც სარგებელს ელოდი, ჩაიშლება;
12 – მოერიდე მლიქვნელი ადამიანების საზოგადოებას;
13 – ნუ ხარჯავ უქმად დროსა და ფულს;
14 - შენი სურვილის ასრულებას დრო სჭირდება;
15 – წარმატებული ცხოვრება გექნება;
16 – აკეთე კეთილი საქმე, დაეხმარე ახლობლებს, განაგდე ბოროტი აზრები;
17 – ახლობელი გაწყენინებს, ცრემლი გექნება;
18 – დაელოდე, დიდი ბედნიერება გელის, მაგრამ თუ ყურს დაუგდებ ქალის რჩევას, ყველაფერს დაკარგავ;
19 – ბევრ სიკეთეს თესავ და ამ სიკეთისთვის დღეგრძელი იქნები;
20 – ბევრი მტერი გეყოლება, მაგრამ ყველას დაამარცხებ;
21 – რაც ჩაიფიქრე, აგისრულდება;
22 – დიდი ქარცეცხლი დატრიალდება: თუ ჭკვიანურად მოიქცევი, აირიდებ.
23 – ნუ გაუკეთებ სხვას ცუდს და შენც არ მოგექცევიან ბოროტად;
24 – ვისი იმედიც გაქვს, შენს ზურგსუკან დგას;
25 – ცოტაც მოითმინე, სულ მალე შვება გექნება;
26 – დიდი სიხარული გელის;
27 – სულ ტყუილად ოცნებობ ამაზე;
28 – სიბერეში სიმშვიდესა და სიხარულში იცხოვრებ;
29 – ჩვენი ცხოვრება ზღვასავით ღელავს. ის, ვინც მიგატოვა, ტალღასავით დაგიბრუნდება;
30 – რასაც ითხოვ და გსურს, მალე მიიღებ, მაგრამ ენას კბილი დააჭირე;
31 – მეგობრები მოგატყუებენ და იმედები გაგიცრუვდება;
32 – ფეთქებადი ხარ, ყველას არ ესმის შენი, არადა, გული კეთილი გაქვს. შენსკენაც გამოანათებს.
33 – გატყუებს ის, ვისიც ასე გჯერა;
34 – ოქროსაც მოაქვს ცრემლი, მალე ირწმუნებ ჩემს სიტყვებს;
35 – ნუ ფორიაქობ: აგისრულდება, რაზეც ოცნებობ;
36 – მოიშორე სულელური ფიქრები და სიმართლით იცხოვრე;
37 – ადამიანებს შეიძლება დაუმალო, მაგრამ ღმერთს – ვერა; მოვა დრო და გაიხსენებ ამ სიტყვებს.
38 – ახალი ამბავი გაგაოცებს;
39 – ნუ მისცემ შენს ბოროტ აზრებს გასაქანს;
40 – დაიცხრე ვნებები;
41 – ერთს შეჭამ, მეორეს შეჭამ, ბოლოს შენ შეგჭამენ;
42 – მალე შენი სურვილი ასრულდება;
43 – რაღაც დაგამწუხრებს;
44 – ყოველთვის ნუ მოუსმენ ადამიანის რჩევებს;
45 – მიმოიხედე: ვიღაცას შენზე მეტად უჭირს, შენ ღმერთი გმფარველობს;
46 – ნუ განიკითხავ და ნუ გაავრცელებ ბოროტ ჭორებს;
47 – მოვა დრო და მიიღებ იმას, რისკენაც ისწრაფვოდი;
48 – გიყვარს გართობა? იმუშავე იმისათვის, რომ კარგად გაერთო.
49 – საფრთხეს ქუჩაში ელი, არადა, შინ გელოდება;
50 – ყველა შენი დარდი გაივლის;
51 – ექიმებში მოგიწევს სირბილი, თუმცა სერიოზული არაფერია;
52 – ერიდე მხდალ ადამიანებს;
53 – ნუ აიღებ ნაპოვნ ფულს;
54 – შეიყვარე და შეგიყვარებენ;
55 – სიახლეს ელოდე;
56 – ოცნებები სწრაფად ზღაპარში სრულდება, ცხოვრებაში კი ამას დრო სჭირდება;
57 – საეჭვოა, შენი იმედები გამართლდეს;
58 – განშორებას ელოდე;
59 – ფრთხილად იყავი ფინანსურ მაქინაციებთან;
60 – ახალი ამბავი დაგამწუხრებს;
61 – იმედი იქონიე, სურვილი აგისრულდება;
62 – ყველაფერი კარგად იქნება;
63 – გაუფრთხილდი შენს ბარგს. ყურადღებით იყავი;
64 – ღამე სიარულს მოერიდე;
65 – უსაფუძვლოდ დაგადანაშაულებენ;
66 – გზა აგერევა;
67 – სულ ტყუილად იჩხუბეთ, მალე შერიგდებით;
68 – ნუ დაადანაშაულებ საყვარელ ადამიანს ტყუილად;
69 – ვინც გიყვარს, ის გიღალატებს;
70 – არ იდარდო, ყველაფერი კარგად იქნება;
71 – სიცარიელე შენს ცხოვრებაში მალე შეივსება;
72 – დაისვენე, გადაღლილი ხარ;
73 – სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო;
74 – შენთვისაც მოინახება კეთილი გული;
75 – სულ ტყუილად ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება;
76 – ყველას ნუ ენდობი;
77 – სხვის საქმეში ნუ ჩაერევი;
78 – იმედები გაგიცრუვდება;
79 – შენი მომხიბვლელობა დაგეხმარება წარმატებაში;
80– დაისვენე ზღვისპირეთში;
81 – უყვარხარ და ბედნიერი იყავი ამით;
82 – ეს წელი ბევრ წარმატებას მოგიტანს, დაელოდე;
83 – საინტერესო ნაცნობობა გელის და დიდი სიყვარული;
84 – ტკბილი სიბერე გელის;
85 – ხვავი და ბარაქა გექნება;
86 – მზაკვარ თანამშრომელს ერიდე;
87 – საჩუქარს დაელოდე;
88 – ტკივილი გაივლის, შვება მოვა;
89 – მალე საკურთხეველთან მიხვალ;
90 – სტუმრად ყოფნისას საინტერესო პიროვნებას გაიცნობ;
91 – დღეგრძელი იქნები;
92 – ფულადი მოგება გელის.
93 – არადა, გაფრთხილებდნენ...
94 – ბედნიერება კარს მოგდგომია.
95 – გამოჯანმრთელდები;
96 – ხარჯი გექნება;
97 – დიდი სიყვარული გელის;
98 – ტყუილად წუწუნებ, სრულიად ჯანმრთელი ხარ;
99 – შვებას შვილებში ჰპოვებ;
100 – არანაირი მკითხაობა არ გიშველის, თუ ხელს არ გაანძრევ.



№1  offline მოდერი MyLove

Mrs. animal
რაებს გვაბოლებ გოგო wink

მართალია დას ვფიცავარ wink
myself
ჩავიფიქრე გამოცდების ჩაბარება და არანაირი მკითხაობა არ გიშველის, თუ ხელს არ გაანძრევო :| ეუჰ, დამერხა recourse

სიმართლე უთქვამს მერე am wink
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№2  offline წევრი magdamargia

4ჯერ დავადე თითი და ესენი ამომიგდო :D
47 61 25 56

 


№3  offline წევრი Somebody

ბედნიერებათქო და ნუმისცემო შენს ბოროტ აზრებს გასაქანსო >_<
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 


№4 სტუმარი nucaa ikaa

ტკივილი გაივლის შვება მოვა :))))

 


№5  offline წევრი flightless bird

ბავშვებო ეს ტესტი თქვენი სურვილის პასუხი კი არ არის, სურვილი უბრალოდ უნდა ჩაუთქვათ ხოლო ის რასაც აქ კითხულობთ უბრალოდ რჩევები და გაფრთხილებებია...
--------------------
თ.ნ.

 


№6 სტუმარი The grimm

ღამე სიარულს მოერიდეო:D

 


№7 სტუმარი bedniereba unda

Rac ginda imas male miixeb magram enas kbili daachireoo.

 


№8 სტუმარი სტუმარი ირინა

ვერგავიგე ვერაფერი

 


№9 სტუმარი ოთო

რანაირად დავადო თითი ყველა არ ჩანს

 


№10  offline წევრი amalia miyvarxar

ვაუ რამაგარია

 


№11 სტუმარი Miimi

Es raiyo ver gavige veraferi????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent