20 რამ, რასაც სიბერეში აუცილებლად ინანებ... შეცდომები, რომლებსაც ყველა უშვებს
პატარა და დიდი გადაწყვეტილებებისგან შედგება ჩვენი ცხოვრება. როგორ არ შევცდეთ და მოვიქცეთ სწორად? იმის გაფიქრებაც კი შემზარავია, რომ შენივე ქმედებებით, შესაძლოა, ცხოვრება უარესობისკენ შეცვალო. ახალგაზრდები ხშირად დაუფიქრებლად იქცევიან, არ არიან მიჩვეულები ქმედებების წინასწარ დაგეგმვას და გათვლას. იმისათვის, რომ ახალგარდობაში ჩადენილი საქციელი სიბერეში არ ვინანოთ, შეგვიძლია აქედანვე ვიზრონოთ ამაზე. ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი, მაგრამ უმჯობესია არ შევცდეთ. 1.ნუ დახარჯავ ცხოვრებას ტელეგადაცემებსა და სერიალებზე. ეს უამრავი დროა, რომელსაც უკან ვეღარასდროს დაიბრუნებ. 2.ვირტუალური სამყარო არ უნდა გახდეს რეალურზე პრიორიტეტული. იცხოვრე ნამდვილი ცხოვრებით! ის შენ ერთი გაქვს. 3.სიბერეში ინანებ იმის შესახებ, რომ იშვიათად ტკბებოდი ბუნებით და გარესამყაროთი. მიიღე სიამოვნება ყველაფერი მშვენიერისგან, დაიმახსოვრე კაშკაშა მომენტები. 4. სინანული, რომელიც სიბერეში გექნება, ვეღარ გამოასწორებს იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდობაში ჯანრთელი ცხოვრების წესს უგულებელყოფდი. გამოიმუშავე ჯანმრთელი ჩვევები. 5.შეიმეცნე ყოველდღე რაიმე ახალი! დახარჯე დრო უსაზღვრო სამყაროს შეცნობაზე და იქამდე დაბრძენდები, სანამ ღრმად მოხუცდები. 6.შეეგებე ალიონს და გააცილე დაისი. სიბერეში ეს მომენტები მოგაკლდება. 7.ინანებ იმ ნიღაბზე, რომელსაც ყოველდღიურად ატარებდი. იყავი გულწრფელი, ნუ დაემალები გარშემომყოფებს. ნუ დაკარგავ საკუთარ თავს. 8.შებორკილობა და შიში ცხოვრებაში გიშლის ხელს. იყავი გაბედული, საკუთარ თავში დარწმუნებული, მოერიდე სტერეოტიპულ აზროვნებას. ჩაკეტილი ადამიანი ვერ იცხოვრებს მთელი დატვირთვით. 9.მოიქეცი ბავშვივით, როცა ეს მოგინდება. ბავშვობა – ნებისმიერი ადამიანისთვის საუკეთესო დროა, თუნდაც ის 40 წლის იყოს, მაინც. შემოუშვი ბავშვობა შენს ცხოვრებაში დღესასწაულივით. 10.ინანებ, რომ იშვიათად ნახულობდი მეგობრებს. ისწავლე მეგობრობა, რომ სიბერეში მარტო არ დარჩე. 11.ინანებ ცხოვრების იმ ეტაპებს, როცა სიბრაზე, შური და ეჭვი სუფევდა შენში. შეინარჩუნე სუფთა და ნათელი გული, ნუ მისცემ ბნელ არსებას იბატონოს შენს გონებასა და ქცევებზე. 12.ინანებ იმას, რომ საკუთარ თავში ინახავდი ახლობელი ადამიანების სიყვარულს და არ გამოხატავდი ამას. ელაპარაკე შენს გრძნობებზე მათ, გაამხნევე ისინი ყოველ ნაბიჯზე! 13.მეტი იხალისე, იცინე, გაერთე. დადებითი ემოციები სიცოცხლეს ახანგრძლივებს. 14.ნუ მიუდგები ზედმეტი სერიოზულობით სხვის აზრს. ყველაფრისადმი ჩაღრმავება მოგიწამლავს გონებას, მიუდექი მოვლენებს მარტივად. 15. აუცილებლად ინანებ იმას, რომ ცოტას მოგზაურობდი. არ გაუშვა ხელიდან შანსი ნახო მსოფლიო! 16.ნუ დაკარგავ ბავშვობის ოცნებას. განავითარე ყველა შენი ნიჭი და უნარი. 17.ინანებ იმის შესახებ, რომ სათანადოდ არ აფასებდი საკუთარ თავს. იცოდე საკუთარი თავის ფასი. 18.არასოდეს ჩამოუშვა ხელები, ნურასოდეს დანებდები. შენი მონდომება ფუჭი არ იქნება ნებისმიერ შემთხვევაში. 19.ინანებ იმის შესახებ, რომ მატერიალური სამყარო უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სულიერი. ადამიანები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ნივთები! სიბერეში მძაფრად შეიგრძნობ, რომ მატერიაულურ კეთლიდღეობას ბედნიერება არ მოაქვს. 20.გული დაგწყდება, რომ ვერ მოასწარი გეთქვა ყველაზე მთავარი მათთვის, ვინც უკვე გვერდში აღარ გყავს. ნუ გადადებ ამას სამომავლოდ. შეიგრძენი ცხოვრების წამიერება. დროს ვერ დააბრუნებ და ამიტომაც ერთადერთი რაც შეგძლია გააკეთო, - შესძინო აზრი შენი არსებობის ყოველ წამს. იცხოვრე გააზრებულად და მაშინ სიბერეში უკან სინანულით აღარ მოიხედავ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.