შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტესტი ჩახუტებაზე: რას მოგვითხრობს ჩახუტების მანერა თქვენს ურთიერთობაზე?


7-10-2015, 21:25
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 9 909

ჩვენს პიროვნებას, ჩვენს შინაგანი "მე"-ს მრავალი მხარე აქვს, რომელიც ჩვეულ, ყოველდღიურ ქმედებებში ვლინდება – სიარულიდან დაწყებული, ლაპარაკის მანერით დამთავრებული.
მაგრამ როცა საქმე ორი ადამიანის ურთიერთობას ეხება, არაფერია იმაზე მეტყველი, ვიდრე ჩახუტება. რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ სწორედ ეს ქმედება და არა, მაგალითად, კოცნა, ითვლება ბედნიერების წყაროდ. ეს ტაქტილური შეგრძნება თუ მოთხოვნილება ჩვილობის ასაკიდან დევს ჩვენში. ამიტომაც სწორედ ის, თუ როგორ ვეხუტებით ერთმანეთს, არკვევს, რას ვგრძნობთ ერთმანეთის მიმართ და საბოლოო ჯამში ურთიერთობის პირდაპირი მახასიათებელი ხდება.
1.მფარველი

ტესტი ჩახუტებაზე: რას მოგვითხრობს ჩახუტების მანერა თქვენს ურთიერთობაზე?


მფარველის ჩახუტება უსაფრთხოების შეგრძნებას გვაძლევს. ის, ვინც უკან დგას, თითქოს პარტნიორის წელზეა შემორტყმული და ასე საკუთარ თავზე იღებს მცველის ფუნქციას, რითაც პარტნიორს საიმედოობის შეგრძნებას ანიჭებს. ასეთი ჩახუტება აჩვენებს, რომ ეს ადამიანი თავის ნახევარს ენდობა და უგზავნის სიგნალს, რომ ერთმანეთზე ზრუნვა მისთვის უმთავრესია ურთიერთობაში. თქვენი ზურგის დაფარვით ეს ადამიანი გიცავთ – ასე ხსნიან ამ ჟესტს ფსიქოლოგები.

2.მხრებზე მოხვევა

ტესტი ჩახუტებაზე: რას მოგვითხრობს ჩახუტების მანერა თქვენს ურთიერთობაზე?


ჩახუტების ეს ფორმა – სიმშვიდის სიმბოლოა. ზურგზე ხელების შემოჭდობით, ადამიანები ცდილობენ აჩვენონ, რამდენად ძლიერად ზრუნავენ თქვენზე. ეს მდგომარეობა აჩვენებს ორივე პარტნიორის გახსნილობასაც და ამავე დროს, ერთმანეთზე მიჯაჭვულობასაც. ეს ძალიან თბილი და რაღაც კუთხით ინტიმური ჟესტია.

3.დარტყმით ჩახუტება

ტესტი ჩახუტებაზე: რას მოგვითხრობს ჩახუტების მანერა თქვენს ურთიერთობაზე?

ჩახუტების დროს ბეჭზე მსუბუქი დარტყმა მეგობრული ურთიერთობის გამომხატველი ჟესტია. დარტყმა – კომფორტულობის სიგნალად მიიჩნევა. თითქოს პარტნიორი განიშნებთ, რომ მისიანი ხართ. არანაირი რომანტიკა და ინტიმურობა ამასთან კავშირში არ არის. ასეთ ურთიერთობაში უფრო სულიერი სიახლოვე და ხასიათების მსგავსებაა, მაგრამ არა სიყვარული თავისი კლასიკური გაგებით. თქვენ პარტნიორისთვის – კარგი მეგობარი ხართ და მეტი არაფერი.

4.ნელი ცეკვა

ტესტი ჩახუტებაზე: რას მოგვითხრობს ჩახუტების მანერა თქვენს ურთიერთობაზე?


აი, ასეთ ჩახუტებაში – მთლიანად რომანტიკაა. პარტნიორი თქვენ წელზე გეხვევათ და ეს მდგომარეობა თითქოს სკოლის პერიოდში, პირველ სიყვარულთან და პირველ განცდებთან გაბრუნებთ. ასეთი ჩახუტება, ფსიქოლოგების აზრით, დამახასიათებელია ახალგაზრდა, ადრეული სიყვარულისთვის, იმ დროისთვის, როცა მუცელში პეპლები დაფრინავენ. ზრდასრულ ასაკში კი ჩახუტების ეს ფორმა მიანიშნებს იმაზე, რომ ურთიერთობაში ჯერ კიდევ ცოცხლობს რომანტიკა!

5.მეგობრული ჩახუტება

ტესტი ჩახუტებაზე: რას მოგვითხრობს ჩახუტების მანერა თქვენს ურთიერთობაზე?

ასეთი სიახლოვე მიანიშნებს, რომ თქვენ – ორი თანამზრახველი ხართ. ამ ჟესტთან ასევე არაფერი აქვს საერთო რომანტიკას და ის მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობით აიხსნება. აღნიშნავს გვერდში დგომას, კეთილგანწყობას და გამბედაობას.

6.კოშკი

ტესტი ჩახუტებაზე: რას მოგვითხრობს ჩახუტების მანერა თქვენს ურთიერთობაზე?

"დახურული წრე" – აი, ასეთია ამ ჩახუტების იდეალური ახსნა. როცა პარტნიორები ასე ეხვევით, თითქოს, გეშინიათ, არ დაკარგოთ ერთმანეთი. ამ ჟესტს ერთი ლამაზი ციტატა ახსნის: "სიყვარული უნდა ჰგავდეს ბებიის თბილ პლედს, რომელშიც ზამთრის სუსხიან დილას თბილად გაეხვევი". როცა ადამიანი მეორე ადამიანს ასე ეხვევა, თითქოს ეშინია, რომ მისი ნახევარი წავა, მიატოვებს მას.

7.ჩახუტება ჰაერში

ტესტი ჩახუტებაზე: რას მოგვითხრობს ჩახუტების მანერა თქვენს ურთიერთობაზე?


ასეთი ჩახუტების დროს პარტნიორს ან ხელში ჰყავხარ აყვანილი, ან რაიმე შემაღლებაზე გსვამს, ოღონდ მიწას მოგაცილოს. ამ ჟესტის ახსნა: ვნება და სურვილია. მსგავსი ჩახუტებისას პარტნიორებს აერთიანებთ მხოლოდ ფიზიკა, მხოლოდ სხეული, მაგრამ არა შინაგანი სამყარო.

8.ხიდი

ტესტი ჩახუტებაზე: რას მოგვითხრობს ჩახუტების მანერა თქვენს ურთიერთობაზე?


ხიდი დისტანციით აიხსნება. ანუ ზედა კორპუსით თქვენ თითქოს ეხვევით ერთმანეთს, მაგრამ ქვედა – სადღაც იქ არის, შორს. თუკი თქვენ ასე ეხუტებით ერთმანეთს, ეს

ნიშნავს, რომ თქვენს ურთიერთობაში დიდი ადგილი აქვს გაუგებრობას ან არაკომფორტულობას. თქვენ თითქოს ერთად ხართ, მაგრამ ამასთან, ცდილობთ დისტანციის შენარჩუნებას. არცერთი თქვენგანი არ იღვწის სიახლოვისთვის.

9.თვალი თვალში

ტესტი ჩახუტებაზე: რას მოგვითხრობს ჩახუტების მანერა თქვენს ურთიერთობაზე?


აი, ეს ჩახუტება – ორ სულს შორის ხიდია. თვალები – სულის სარკეა და ეს კავშირი, ეს ძაფი ორივესთვის უმნიშვნელოვანესია. ეს ღრმა გრძნობების და სულიერი სიახლოვის ნიშანია. თქვენი ურთიერთობა ძლიერი და ურყევია.

10."ნაჭრის თოჯინა"


ტესტი ჩახუტებაზე: რას მოგვითხრობს ჩახუტების მანერა თქვენს ურთიერთობაზე?

ასეთი ჩახუტების დროს ერთ-ერთი ძლიერად ეხვევა, ხოლო მეორე უფლებას აძლევს, რომ მოეხვიოს მას. არც ნამდვილი მეგობრობა, არც ნამდვილი სიყვარული ასეთი ჩახუტების დროს არ არის. რომელიმე თქვენგანს ატყუებენ!

11."ჯიბის ქურდი"

ტესტი ჩახუტებაზე: რას მოგვითხრობს ჩახუტების მანერა თქვენს ურთიერთობაზე?


ასეთი ჩახუტება – ქვეცნობიერად უბრალოებისა და კომფორტის ძიებაა. თითოეული თქვენგანი ხელებს ერთმანეთის უკანა ჯიბეში დებს. ეს ნიშნავს, რომ ორივე პარტნიორი იმედიანად არის და არ სჭირდებათ ამ ურთიერთობისთვის სულის ჩაბერვა - ყველაფერი ისედაც კარგად არის. როცა ჩუმად ყოფნა უხერხულობას არ გიქმნით და ასეც მშვენივრად გრძნობთ თავს, ეს სიყვარულია. ასე რომ, გილოცავთ – თქვენ იდეალური წყვილი ხართ.



№1  offline წევრი მეამეა

4. ნელა ცეკვა. ასე ჩახუტება მიყვარს ძალიან და ახსნაც შესაბამისად მართალია :)

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

მეამეა
4. ნელა ცეკვა. ასე ჩახუტება მიყვარს ძალიან და ახსნაც შესაბამისად მართალია :)

აჰამ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent