შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

3 რამ, რასაც მამაკაცი ყველაზე მეტად აფასებს ქალში


30-09-2015, 17:22
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 653

ქალისა მა მამაკაცის ურთიერთობის ფსიქოლოგია ყოველთვის აქტუალური თემაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს საკითხი ცოლქმრული ურთიერთობის დროს, რადგან წყვილმა თანაცხოვრეის პერიოდში არაერთ გამოცდასა და რთულ პერიოდს უნდა გაუძლოს.
ქალები ათასგვარ ხერხს მიმართავენ, რომ სასურველი მამაკაცი შეინარჩუნონ. ძლიერ სქესს კი თავისი სისუსტეები აქვს, რასაც კაცები არასდროს აღიარებენ. რამდენიმე ცხოვრებისეული დეტალი მამაკაცისთვის აუცილებელია, რათა თავის შინაგან კრიზისებს გაუმკლავდეს. თუ ქალში ამ "დეტალებს" ხედავს, მისთვის ფასდაუდებელი თანამგზავრი ხდება.

მოსმენის უნარი
კაცს მოთხოვნილება აქვს, ამოთქვას ყველაფერი, რაც მის გეგმებს ეხება, უყვარს თავის წარმატებებზე საუბარი. ყველაზე სიტყვაძუნწ კაცსაც
ახასიათებს ეს. ფსიქოლოგების აზრით, სინამდვილეში მამაკაცებს ქალში მოსმენის უნარი მეტად იზიდავთ, ვიდრე გარეგნობა ან ინტელექტი.

რეალიზებული ქალი
რაც არ უნდა მოსწონდეთ კაცებს სუსტი ქალები, მათზე ზრუნვა და დაცვა, რეალიზებულ ქალს მათ თვალში სხვა პეწი აქვს. საქმე, ჰობი და პიროვნების განვითარება რეალიზებულ და დამოუკიდებელ ქალად გაქცევთ. ასეთი ქალის გვერდით ყოფნა კი მამაკაცისთვის ძალიან კომფორტულია.

ქალური და არა დედობრივი სიყვარული
ამბობენ, რომ კაცები დიდი ბავშვები არიან. სინამდვილეში დედობრივი მზრუნველობა მათ არ სჭირდებათ. ეცადეთ აგრძნობინოთ, რომ გიყვართ როგორც მამაკაცი და არა როგორც "დიდი ბავშვი" ან შვილების მამა.

ფსიქოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს 3 ფაქტორი აუცილებელია კაცისთვის. როცა ამ სამეულოდან რომელიმე აკლიათ, ურთიერთობაში ბზარი ჩნდება.
რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და სხვადასხვა პრიორიტეტი გააჩნია, თუმცა მაინც შეხედეთ თქვენს ურთიერთობას სხვა თვალით. რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და რამდენად აკმაყოფილებთ ერთმანეთისთვის სასიცოცხლო მოთხოვნებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent