ტესტი "ენეაგრამის მეთოდი". რა შეუძლია შიშებს, მოგვითხროს თქვენს ხასიათზე
ენეაგრამა - ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მეთოდია, რომელსაც თვითანალიზისთვის იყენებენ. იგი XX საუკუნის დასაწყისში ფილოსოფოს-მისტიკოსმა გიორგი გურჯიევმა შექმნა და მოგვიანებით, 1960-იან წლებში ფსიქოლოგმა კლაუდიო ნარანჰომ დაამუშავა. ენეაგრამა ( ბერძნულიდან ennea – "ცხრა" და gramma – "წერა", "გრაფიკული გამოსახულება) - ეს საჩვენებელი მეთოდია 9 ტიპის პიროვნების წარმოსაჩენად, რომელიც ადამიანის ქცევაზე დაკვირვების შედეგად გამოიმუშავეს. ჩვენი ფსიქოლოგიური და სულიერი განვითარება სიმბოლურად წარმოდგენილია მასში, როგორც ცხრაქიმიანი ვარსკვლავი - "ტენდენციები", რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გააჩნია. როგორ გავიაროთ ტესტი? აირჩიეთ პასუხის თქვენთვის სასურველი ვარიანტი. არ იჩქაროთ. თავი აარიდეთ ნებისმიერ შეფასებას, როგორც პოზიტიურს, ასევე ნეგატიურს. შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე ვარიანტი იყოს თქვენთან ახლოს. ეს ბუნებრივია, რადგან ყოველ ჩვენგანში რამდენიმე თვისება იყრის თავს. თუ დარწმუნებული არ ხართ, შეგიძლიათ პასუხის სამი ვარიანტი აირჩიოთ. მოინიშნეთ ვარიანტები ქაღალდის ფურცელზე, დაიწყეთ ჩამონათვალი ყველაზე მნიშვნელოვანიდან. დაუბრუნდით ტესტ-შეკითხვას და მონიშნეთ პირველი არჩეული ვარიანტი - ტესტის პირველ შედეგში მითითებული იქნება თქვენი "მთავარი" პიროვნული ტიპაჟი. შემდეგ მონიშნეთ მეორე და მესამე ვარიანტები. ეს შედეგები - თქვენი "მეორეხარისხოვანი" ტიპაჟია. მაშ ასე, რა გაშინებთ ყველაზე მეტად? 1. არასრულყოფილება 2. მარტოობა 3. წარუმატებლობა 4. ჩვეულებრიობა 5. უცერემონიობა 6. ღალატი 7. უმოქმედობა 8. სისუსტე 9. კონფლიქტი თუ თქვენ აირჩიეთ... 1. არასრულყოფილება თქვენი ენეატიპი - პერფექციონისტი ხშირად გეჩვენებათ, თითქოს არაფერი გამოგდით, რომ მოწოდების სიმაღლეზე არ იმყოფებით, რომ რაღაც გაკლიათ... ამასთან, იღვწით სრულყოფილებამდე, პუნქტუალური, გულწრფელი, შრომისმოყვარე ხართ და აფასებთ კარგ სამსახურს. თქვენთვის შეცდომა დამარცხების ტოლფასია. ხშირად ეუბნებით საკუთარ თავს უარს ემოციებსა და სიხარულზე, რადგან სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩენის გეშინიათ. კონტროლის დაკარგვა - თქვენთვის დამცირებასთან ასოცირდება. ვერ ეგუებით ფაქტს, რომ ადამიანური შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის და თვითგვემას მიეცემით ამის გამო. ცდილობთ, წინ წაიწიოთ, მაგრამ ტანჯვის საფასურად, რომლისთვისაც თავის არიდება შესაძლებელი იყო. ბავშვობაში მხარდაჭერა გაკლდათ და ახლობლების კრიტიკას დღემდე მწვავედ განიცდით. ამის გამო თავს იდანაშაულებთ, რომ მაღალ საფეხურს ვერ წვდებით. თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები • თქვენი ძირითადი თვისება: სრულყოფილებისთვის ღვაწლი. • ძირითადი მოტივაცია: მოთხოვნილება, რომ სათანადოდ დაგაფასონ, იმისთვის, რომ ხარისხიანად აკეთებთ ყველაფერს, • დადებითი ტენდენცია: მოთმენის უნარი. იმ შემთხვევაში, თუ ისწავლით საკუთარი რისხვის მოთვინიერებას და არა შეკავებას. • ნეგატიური ტენდენცია: რისხვა. უამრავ დროს კარგავთ მის შესაკავებლად. • დამცავი მექანიზმები: რადგანაც თქვენგან მუდმივად გაცილებით მეტს მოითხოვდნენ, განგივითარდათ საინტერესო რეაქცია. მაგალითად: რეაგირებთ არა ისე,როგორც ამას ელოდებიან, არამედ, მაგალითად, იღიმით განრისხების ნაცვლად. • მთავარი სირთულეები: განცდა იმისა, რომ გარემოებები და მოვალეობები გრთგუნავენ, რომ არასოდეს აკეთებთ რაიმეს ისე, როგორც საჭიროა. 2. მარტოობა ენეატიპი - დამხმარე კარგად გრძნობთ თავს, როდესაც ირგვლივ ყველა კარგად არის. ძალიან ბევრს ნიშნავთ ახლობლებისთვის და მათ ყოველთვის აქვთ თქვენი იმედი, რაც თავდაჯერებულობას გმატებთ. შეუდარებელი ინტუიციის წყალობით, ყოველთვის იცით, რა არის კარგი სხვებისთვის. შეგიძლიათ მათი სურვილების გამოცნობა და გულწრფელი დახმარების გაწევა. თქვენი ცხოვრების ცენტრში მუდმივად სხვები იმყოფებიან. ამიტომაც თავს არიდებთ სიმარტოვეს. ერთადერთი ფრაზით შეიძლება თქვენი დახასიათება: მიყვარს, მაშასადამე - ვარსებობ". მაგრამ არ გეხერხებათ მისცეთ საკუთარ თავს იმდენი, რასაც სხვებისთვის გაიღებთ. შესაძლოა, მშობლები ვერ აცნობიერებდნენ თქვენს მოთხოვნილებებს, ამიტომაც გქონდათ სიმარტოვის ავადმყოფური განცდა. გეშინიათ, რომ მიგატოვებენ. თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები • უმთავრესი თვისება: სიყვარული. • ძირითადი მოტივაცია: მოთხოვნილება იმისა, რომ თქვენს თავგანწირვას აფასებდნენ. • დადებითი ტენდენცია: შეგუება. სიამაყის გადალახვისას, შეგიძლიათ თავმდაბლობისა და უანგარობის უპირატესობა გაითავისოთ. • ნეგატიური ტენდენცია: სიამაყე. სხვებისთვის საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვისას, თავს შეუცვლელად გრძნობთ. • დამცავი მექანიზმები: საკუთარ მოთხოვნილებებს უგულებელყოფთ. • მთავარი სირთულეები: დაბალი თვითშეფასება, შიში იმისა, რომ შესაძლოა ეგოისტად შეგრაცხონ. 3. წარუმატებლობა ენეოტიპი - მებრძოლი სამსახური და მოქმედება - აი, რა გამოძრავებთ მთელი ცხოვრება. თვლით, რომ დაუღალავი ხართ და გამუდმებით იღვწით პოზიტიური შედეგებისთვის. წინდახედულობა, ორგანიზაციული ნიჭი, ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ მიაღწიოს წარმატებას - ეს ყველაფერი თქვენზეა. ვერ იტანთ პაუზას, რაც თქვენთვის მოწყენილობის სინონიმია. თქვენთვის არ არსებობს პრობლემის ცნება - არსებობს მხოლოდ მათი გადაწყვეტა! ამასთან, იბნევით, როდესაც საკუთარ თავზე ან სხვებზე გეკითხებიან. იმიტომ, რომ თავს აიგივებთ თქვენს საქმიანობასთან და არა იმასთან, თუ რას წარმოადგენთ. შესაძლოა, ბავშვობაში მიღწევებისთვის გაჯილდოებდნენ და გაქებდნენ, მაგრამ მშობლები ბევრს არ საუბრობდნენ თქვენზე, როგორც პიროვნებაზე. ამიტომ ჩათვალეთ, რომ თქვენ უყვარხათ იმიტომ, რომ წარმატებას მიაღწიეთ ცხოვრებაში. თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები • მთავარი თვისება: წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. • უმთავრესი მოტივაცია: მოთხოვნილება იმისა, რომ გაფასებდნენ თქვენი მიღწევებისთვის. • დადებითი ტენდენცია: განვითარებისას მებრძოლი ადამიანი იძენს თვისებას, იყოს ის, ვინც არის, გამოხატოს საკუთარი ნამდვილი არსი. • ნეგატიური ტენდენცია: დამარცხების შიშით შეგიძლიათ ნებისმიერ ხერხს მიმართოთ, თუნდაც ტყუილს, ოღონდ საწადელს მიაღწიოთ. • დამცავი მექანიზმები: თქვენ განავითარეთ იდენტიფიკაციის მექანიზმი იმისა, თუ რასთან გაიგივებენ. ანუ ხშირად ირგებთ როლს იმის მიხედვით, თუ რას ელოდებიან თქვენგან. • მთავარი სირთულეები: გამუდმებით გიწევთ "დაიხარჯოთ", გამუდმებით ადარებთ საკუთარ თავს სხვებს, არ გეხერხებათ სპონტანური და უბრალო ცხოვრება. 4. ჩვეულებრიობა ენეატიპი - რომანტიკოსი ჩვეულებრიობამ შეიძლება ჭკუიდან შეგშალოთ, არაფრით გამორჩეულ სიცოცხლეს თქვენთვის აზრი არ აქვს. მუდამ ეძებთ სილამაზეს, ესთეტიკას, ორიგინალურობას, რაც მთავარია - სიმძაფრეს, განსაკუთრებით, გრძნობებში. გეხერხებათ სხვისი ემოციების თანაგრძნობა. რომანტიკოსად გთვლიან, თავად კი "არტისტად" მიიჩნევთ თავს. ოცნებობთ უკეთეს სამყაროზე. თქვენი ქმედებები გრძნობებით არის ნაკარნახევი. არ ენდობით ძალიან ახლო ურთიერთობებს, რომლებიც, თქვენი აზრით, მუდმივი არ არის. ბავშვობაში გაკლდათ აღიარება - თქვენი ინდივიდუალობის აღიარება. თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები • უმთავრესი თვისება: შემოქმედებითობა. • უმთავრესი მოტივაცია: მოთხოვნილება იმისა, რომ სათანადოდ დაგაფასონ ორიგინალობის გამო. • დადებითი ტენდენცია: გაწონასწორებულობა. • ნეგატიური ტენდენცია: შური. როდესაც ცდილობთ, არ იყოთ ბანალური, გშურთ მათი, ვინც ამას მიაღწია. • დამცავი მექანიზმები: ხშირად, როდესაც "ზედმეტად" გრძნობთ თავს, ჩუმად იტანთ წყენას. • მთავარი სირთულეები: თქვენთვის ნაცნობია დეპრესია, მიტოვების შიში, ღრუბლებში ფრენა. 5. უცერემონიობა ენეოტიპი - დამკვირვებელი სხვებისგან დისტანცირებული ხართ - ამჯობინებთ დამკვირვებლისა და მსმენელის როლში ყოფნას. არ გიყვართ გამორჩეულობა და უცხო თვალის მზერა. ამასთან, მოგწონთ ყველაფერში გარკვევა და გაგება. სწავლა - ერთ-ერთი უმთავრესი სტიმული და სიამოვნებაა თქვენთვის. თქვენი ემოციები მხოლოდ თქვენ გეკუთვნით და არ გაუმართლებს მას, ვინც ეცდება, უნებართვოდ შემოიჭრას თქვენს პირად სამყაროში. მეგობრობაში გჭირდებათ დრო, რათა გაიხსნათ. ბავშვობაში, ალბათ, გაკლდათ სულიერი სიახლოვე. ფიქრობდით, რომ მშობლებმა იციან ყველაფერი, რაც თქვენს თავში ტრიალებს. თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები • უმთავრესი თვისება: გაცნობიერება. • უმთავრესი მოტივაცია: გაფასებდნენ თქვენი ცოდნისთვის. • დადებითი ტენდენციები: უანგარობა, ცოდნის სხვებისთვის გაზიარება. • უარყოფითი ტენდენცია: შეგიძლიათ ეჭვიანად გაუფრთხილდეთ თქვენს დროსა და ცოდნას. • დამცავი მექანიზმები: შინაგანი სიცარიელის თავიდან ასარიდებლად, საკუთარ თავში ჩაკეტვა ისწავლეთ. • მთავარი სირთულეები: უცხო ადამიანებთან შეხვედრის აუცილებლობა. საკუთარი აზრების სწრაფად და ნათლად გადმოცემა. 6. ღალატი ენეატიპი - კონსერვატორი თქვენთვის აუცილებელია, დაცულად იგრძნოთ თავი. ლოიალურობის წყალობით, კოლექტივში თანაცხოვრების უნარი გაქვთ. გამუდმებით ეძებთ მტკიცებულებებს, რომ ადამიანს ან სიტუაციას შეიძლება ენდოთ და ხშირად ფიქრობთ, საზიანო ხომ არ არის ეს თქვენთვის. თქვენთვის მნიშვნელოვანია კანონი, აუცილებელია სტრუქტურა. თუ რაიმე წესს არღვევთ, გაწუხებთ სინდისის ქენჯნა. ეძებთ სანდო ადამიანების წრეს, იღვწით მშვიდი ოჯახური გარემოსთვის. ბავშვობაში, ალბათ, ერთ-ერთი მშობელი სიმკაცრით გამოირჩეოდა. თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები • ძირითადი თვისება: ლოიალურობა. • ძირითადი მოტივაცია: მოთხოვნილება იმისა, რომ გაფასებდნენ თქვენი წესიერებისთვის. • დადებითი ტენდენცია: გამბედაობა. განვითარებისას გამბედაობა ცვლის შიშს. • ნეგატიური ტენდენცია: შიში. შფოთვების გამო გამუდმებით შიშის გრძნობა გეუფლებათ. • დამცავი მექანიზმები: შიშებს ბოლო რომ მოუღოთ, რომლებსაც ბავშვობაში განიცდიდით, შფოთვებისა და ფანტაზიების პროეცირებას ახდენთ სხვებზე. • მთავარი სირთულეები: გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, საკუთარ თავში გარკვევა, მიტოვების შიში. 7. უმოქმედობა ანეატიპი - ავანტიურისტი მოთამაშე ხართ, მოგწონთ სიამოვნების მიღება, საკუთარი თავისთვის სიხარულის მინიჭება, მოგზაურობა, ჩქარ ტემპში ცხოვრება. უამრავ მეგობარს იძენთ, რომ ნაცნობობის წრე გააფართოოთ და ახალი ურთიერთობები დაამყაროთ. ერთდროულად ათას საქმეს ჰკიდებთ ხელს, ცხოვრებისგან მაქსიმუმს იღებთ. თუ რაიმე საქმიანობა მოგბეზრდათ, უმალვე სხვაზე გადაერთვებით. არ გიყვართ, როდესაც სხვები თავიანთ პრობლემებს გახვევენ თავს. ბავშვობაში დაუცველად გრძნობდით თავს, შიშები დღემდე დაგრჩათ. თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები • ძირითადი თვისება: ოპტიმიზმი. • ძირითადი მოტივაცია: გაფასებდნენ თქვენი სიცოცხლისუნარიანობის გამო. • დადებითი ტენდენცია: თავშეკავებულობა. • ნეგატიური ტენდენცია: თავშეუკავებლობა, სიამოვნებების ძიება. • დამცავი მექანიზმები: ტანჯვისა და თავისუფლების შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად, რაციონალიზმი განავითარეთ. • მთავარი სირთულეები: არასოდეს გყოფნით დრო ყველაფრის მოსასწრებად. გიჭირთ სხვების მოთმინებით მოსმენა. 8. სისუსტე ენეოტიპი - ლიდერი ვერ იტანთ სისუსტის გამოვლენას: ვალდებულად თვლით თავს, გააკონტროლოთ ემოციები, იყოთ სამართლიანი და დაიცვათ სუსტები. პატივს სცემთ გამბედავ ადამიანებს. ცხოვრებას აღიქვამთ, როგორც ბრძოლის ველს, რადგანაც არაფერი მოდის ადვილად და დაღლილობას არ აქცევთ ყურადღებას. მოგწონთ სხვების დახმარება. ბავშვობაში სიყვარულის ნაკლებობის გამო საკუთარი სისუსტეების უარყოფა აქციეთ თავდაცვად. თქვენი სუსტი და ძლიერი მხარეები • ძირითადი თვისება: გამბედაობა. • ძირითადი მოტივაცია: მოთხოვნილება, გაფასებდნენ ხასიათის სიძლიერის გამო. • ნეგატიური ტენდენცია: მეტისმეტად ბევრს იღებთ საკუთარ თავზე. • დამცავი მექანიზმები: შესაძლოა, ვერ გათვალოთ საქმის რეალური მდგომარეობა. • ძირითადი სირთულეები: გეჩვენებათ, რომ სხვების გამო ხშირად რისკავთ, ამის გამო მადლობელი კი არავინ რჩება. 9. კონფლიქტი ენეატიპი - მშვიდობისმყოფელი გამუდმებით ეძებთ ჰარმონიას ყველაფერში. თავს არიდებთ კონფლიქტებს. არ გიყვართ სხვებისთვის ტკივილის მიყენება. გიყვართ მშვიდ გარემოში მუშაობა. ეს გეხმარებათ წინ წაწევაში. კარგად გესმით სხვების, საკუთარი თავის კი - ნაკლებად. არ გეხერხებათ უარის თქმა და საკუთარი აზრის გამოთქმა. ბავშვობაში შეეჩვიეთ სიჩუმეს, არ აჩენდით საკუთარ თავს. ამით ინარჩუნებდით სულიერ სიმშვიდეს. თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები • ძირითადი თვისება: მხარდაჭერა, სხვისი მიღება, როგორიც არის. • ძირითადი მოტივაცია: მოთხოვნილება, რომ გაფასებდნენ თქვენი შინაგანი სიმშვიდის გამო. • დადებითი ტენდენცია: თუ სიზარმაცეს დასძლევთ, შესაძლოა მიზანს მიაღწიოთ. • ნეგატიური ტენდენცია: სიზარმაცე. კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასარიდებლად ხელის ჩაქნევა. • დამცავი მექანიზმები: სიბრაზეს ახშობთ ყველა ხერხით: სამსახურით, ალკოჰოლით, სიგარეტითა და ტელევიზორით. • მთავარი სირთულეები: გიჭირთ სპონტანურად გამოხატოთ, თუ რაიმეს არ ეთანხმებით. სხვების აზრზე ხართ დამოკიდებული და ფიქრობთ, რომ თქვენს იდეებს ხშირად არ უწევენ ანგარიშს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.