ფრთები საჩუქრად
ეს იყო ერთ უხსოვარ დროს, რომელიც ჯერ არ ყოფილა და რადგანაც ასეა, ამ ამბის თხრობას თქვენთვის ასე დავიწყებ: „იყო და არა იყო რა“ და მართლაც, როგორ იყო ეს, თუ არ ყოფილა, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნლობა არ აქვს, რადგან ახლა, ამ ფურცეელზე მთებსაც მე ვდგამ და ოკიანეებსაც, სამოთხესაც მე ვაფორმებ და ჯოჯოხეთსაც, ჯოჯოხეთს, სადაც ეშმაკები თავის ვალს ასრულებენ, იმ ვალს რაც მათ მამამ, ანუ ღმერთმა მიანიჭა. "ბელზებერი"-ჯოჯოხეთში ეს სახელი წამებული სულის ხმასავით მტკიცედ დგას მამის დავალების შესასრულებლად. ბელზებერი, ის დედამიწის და ჯიჯოხეთის მმართველია. რადგან მან მოინდომა მმართველობა, თავის სფეროში ზენიტის დაკავება და გულკეთილმა მამამ შეუსრულა ეს სურვილი, ჩამოაგდო დედამიწაზე და უბოძა მას დედამიწისა და ჯოჯოხეთის მმართველობა დროის დასრულებამდე, მაგრამ ხანდახან ხომ მასაც ეწვის ეშმაკის გული, ოდესღაც ისიც ხომ ანგელოზი იყო და ყოველ ანგელოზ ძმაზე ახლოს იჯდა შემოქმედ მამასთან. ყოველი დღე საკუთარი წამებით იწყება. დედამიწაზე, თავის ერთ-ერთ სამფლობელოში, ყველგან ხედავს კაენის მკვლელობას და ევას ცდუნებას. ყოველთვის ფიქრობს: „ნუთუ მამას იმედები გავუცრუე, ნუთუ მე, ბელზებერმა, ღმერთის სინათლის მომტანმა, ადამიანებს ჭეშმარიტება ვერ დავანახე, ნუთუ მამამ დაივიწა, რომ მეც და აბადონიც ისეთივე ანგელოზები ვართ როგორც მიქაელი და გაბრიელა. ნუთუ ეს დრო აღარ მთავრდება ჩემს ჯინაზე“_ ფიქრობდა იგი სკვერში. ანგელოზური შარმი და „ეშმაკური“ ჩაფიქრებული სახე ჰქონდა, როდესაც საათები გაწამდნენ და მიწაზე გაბრიელა დაეშვა... -ჰეი, ჩემო უმცროსო ძმაო, როგორ არის ზეციური საქმეები? - გამოეხმაურა ბელზებერი. -როდის უნდა მიატოვო ეგ უღმერთო ცინიკოსობა, ჩემო ბებერო ძმაო?! - მონატრებანარევი ღიმილით უპასუხა, ფრთები დაკეცა და ძმას გადაეხვია. -ჩემო უმცროსო ძმაო სულ უფროდაუფრო იშვიათად მოდიხარ ჩემთან, ნუთუ სულ დაგავიწყდა როგორი მოწყენილობა სუფევს დედამიწაზე! არც კი გებრალები?! - გაღიმებულმა შესჩივლა გაბრიელას. -მაპატიე, ჩემო ძმაო, ვიცი არ მეპატიება ამგვარი უყურაღებობა, მაგრამ...-აქ უხეშად გააწყვეტინა ბელზებერმა გაბრიელას. -მოიცა ერთი რა! ჯოჯოხეთშიც მაქვს ეკლესია, იქაც ვადიდებთ ჩვენ საყვარელ მამას, მაგრამ ხომ ხედავ, როგორც კი ვიგრძენი რომ მოდიოდი, დაგხვდი.-ჩაღუნა თავი და განაწყენებულად ჩაიბურტყუნა. -ვიცი, ძამიკო, მაგრამ ამ სამოთხეში ყველაფერი ჩემ კისერზეა. ხომ იცი, ჯერ წმინდანები უნდა დავაყენო გზაზე, მერე მამას ბრძანებები შევასრულო, შემდეგ წირვა-ლოცვები და ისევ თავიდან. - გაიმართლა თავი გაბრიელამ. -რა გაწუწუნებს, შე გაპუტულ ფრთებიანო! - გაეხუმრა ბელზებერი. - იმდენი მოდის ჯოჯოხეთში უკვე ქანცი გამწყდა. ამათ მიხედვაში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 799923 ცოდვილი სული გამოაგზავნა მამამ ჯოჯოხეთში. ისე ჩვენში დარჩეს და, აბადონი ხშირად ჩაიცინებს ხოლმე, სამოთხეში ვინღა მიყავს ჩვენ საამაყო მამიკოსო. - სიცილით დაასრულა წუწუნი ბელზებერმა. -შენი კიდე არ მოეშვი ამ ცინიკოსობას?! რას ერჩი მამაჩვენს? ხომ იცი რომ მისი ბრალი არ არის, შენ რომ ჯოჯოხთსა და დედამიწას მართავ? - უთხრა აღელვებულმა გაბრიელამ. -მისმინე, ძმაო. შენ მე კარგად მიცნობ და იცი როგორიც ვარ, აბადონსაც კარგად იცნობ და ისიც გემახსოვრება, რომ ადამიანების დასახმარებლად ჩამოსული აბადონი, ღმერთმა უკან აღარ დაბრუნდა მხოლოდ იმიტომ, რომ ღვთის სიტყვა ადამიანებისადმი სიყვარულმა გადაწონა. ვცდილობდით ადამიანებისათვის ჭეშმარიტება დაგვანახებინა, მაგრამ ვერ შევძელით. ამის გამო მათი ზიზღი დავიმსახურეთ. ისინი ფიქრობენ, რომ როცა კვდებიან ჩვენ ვაწამებთ, მაგრამ მათ ხომ საკუთარი ცოდვები აწამებენ. იცი, ჩემო ძმაო, ადამიანები რომ მიჯერებდნენ და ხედავდნენ რაც მინდა, ეს რომ შემეძლოს სამოთხეში თვეში ერთის მაგივრად ასიათასობით მოვიდოდნენ, მაგრამ არა, მათ ხომ საკუთარი ტკივილის გაგებაც აღარ შეუძლიათ, არა თუ ერთმანეთის, თავიანთი რაობაც აქვთ დაკარგული და ფულის შოვნის გზას ეძებენ. ხომ გჯერა ჩიემი ძმაო?..მითხარი ხომ გჯერა?! სასოწარკვეთილად ჩაღუნა თავი გაბრიელამ და ზიზღნარევად უთხრა: -კი, ძმაო, რა თქმა უნდა, მჯერა შენი. ეს შენს ძალებს აღემატება, აბადონის ძალებსაც... ჩემს ძალებსაც. მაგრამ დაფიქრებულარ, რატომ მოგანიჭა ღმერთმა ეს ყველაფერი? რისთვის?! საჩუქრია, სასჯელი, თუ... -აქ გაჩერდა გაბრიელა და გაიღიმა. -თუ? თუ რა?! რატომ აჭიანურებ? მითხარი რასაც გულისხმობ! - მოუთმენლობა შეეყარა ბელზებერს და თვალებში უყურებდა გაბრიელას. -თუ უბრალოდ პა-სუ-ხი და მეტი არაფერი. -ჩუმად დაუმარცვლა ანგელოზმა ეშმაკს. -პასუხი გინდა? მაშინ მომისმინე. შევცდი! გესმის? შევცდი. მეგონა შემეძლო მმართველობა. მე რას ვმართავ? აღარ შემიძლია უკვე გაძლება. ის კი იმხელა სამყაროს მართავს, თანაც როგორ მართავს?! ისე რომ ნებისმიერ ანგელოზს შეშურდება მისი. - ეშმაკურად თქვა ბელზებერმა. -კარგი, ძმაო. ეხლა უნდა წავიდე, მამა მიხმობს. კიდევ მოგინახულებ ამ დღეებში. აბადონი მომიკითხე და იუდას უთხარი, ჯოჯოეთის ტაძარში ნუ ატარებს დროს. მისი ადგილი იქ არის, ზევით. - ღიმილით დააბარა ბელზებერს. -შენ გაჩუმდი! ერთი მქადაგებელი მყავ ჯოხეთში და იმასაც მართმევ. სირცხვილი არ გაგაჩნია?! მამიკო მომიკითხე და ევედრე, რომ მომცეს ძალა! -ნახვამდის, ძმაო. -დროებით! გაბრიელამ თავისი დიდებული ნაცრისფერი ფრთები გაშალა და წამში გაუჩინარდა. დრომ ისევ უკიდეგანო სვლა განაგრძო. ჩიტმაც განაგრძეს ფრენა. მხოლოდ ბელზებერი იდგა რამდენიმე წამით უძრავად, თითქოს წამით ვალდებულება იგრძნო, რაამდენიმე წუთის შემდეგ კი ახედა ხალხს და დაიღრიალა: - რა ჯანდაბაა?! საერთოდ დაგავიწყდათ, რომ სამოთხეში უნდა ცხოვრობდეთ! სულ დაგვიწყდათ, რომ ღმერთი გიყურებთ?! რატომ მატანჯინებთ სულებს?! მისი სიტყვები იქ მდგომი ასამდე მსმენელიდან ვერავინ გაიგო. ბელზებერი უსიტყვო სინანულით წავიდა ჯოჯოხეთში. ჯოჯოხეთში... -ა-ბა-დონ! -ეშმაკური სიკეთით დაუძახა ბელზებერმა აბადონს. -სად იყავი?იცი რამდენი სული მოვიდა? -შეშჩივლა დაღლილმა აბადონმა. -გაბრიელა ვნახე, ჩემო ერთგულო ძმაო. - ღიმილმოუშორებლად უპასუხა ბელზებერმა. -არა, მე სულ დავავიწყდი. მაგ ქათმისფრთებიანს ხომ საერთოდ აღარ აინტერესებს ძველი ძმა. არა, სულ შენ რატომ გიხმობს?!-დაიყო წუწუნი აბადონმა. -დამშვიდდი, ძმაო. გულთბილი მოკითხვა დამაბარა და მითხრა, რომ მალე მოგინახულებს. -დააიმედა ბელზებერმა. -მოიცა, ის აქ აპირებს ჩამოსვლას?-გაოცდა აბადონი. -აბა ჩვენ იქ ვერ ავალთ და... - თავი ჩაღუნა ბელზებერმა. -ძალიან კარგი. მეც მაქვს შენთვის ერთი კარგი ამბავი.-მაცდური ღიმილით შეხედა აბადონმა ბელზებერს. -ჰა ახლა, დიდხანს გელოდო?! გისმენ! -უხეშად შებღვირა ბელზებერმა. -ის ადამიანი გახსოვს, ცოდვას ცოდვაზე რომ სჩადიოდა? მერე შენ რომ შეუჩნდი. რომ გინდოდა ტკივილი ეგრძნო და ჭეშმარიტებისთვის მიემართა დახმარებისათვის? -რა თქმა უნდა. შემდეგ? -გუშინ მოკვდა და მამამ სამოთხეში წაიყვნა. შენ ის გადაარჩინე ძმაო!-აბადონის ეს სიტყვები მადლობასავით ჟღერდა. -შენ ვერც კი ხვდები როგორ გამახარე, ძმაო. იცი ებრაელები ამბობენ_"თუ ერთი ადამიანი მაინც გადაარჩინე, შენ სამყარო გადაარჩინეო". ბედნიერი ვარ, ძმაო.-ბელზებერს ცრემლებით აევსო თვალები. -ხო მართლა, ებრაელებზე გამახსენდა, ჰიტლერს რა ვუყოთ? - ინტერესით ჰკითხა აბადონმა ბელზებერს. -რავიცი, ძმაო. მემგონი არაა ეგ ნორმალური. რაღა უნდა ვუყოთ? სამასი წელი მარტოობასა და ცეცხლში, შემდეგ უკეთესი მოვუფიქროთ. -რგი ძმაო ასე ვქნათ. -ახლა წავალ, ეკლესიაში შევივლი. მაინტერესებს ვინ და ვინ დამხვდება. - წაიჩურჩულა ბელზებერმა და აბადონს მხარზე ხელი მიარტყა. -კარგი წადი, მაგრამ გაბრიელა რომ ჩამოვა, მაშინ მაინც შევხდეთ ერთად.-მოკრდზალებით სთხოვა აბადონმა. -კარგი, კარგი. დროებით. ჯოჯოხეთში უდიდესი ეკლესია იყო. მთელი დედამიწა დაეტეოდა. უამრავი ხატი იყო, კედლები თავად დავინჩმა მოხატა! ოქროს შანდლები და თაფლის სანთლები. როდესაც ბელზებერი ეკლესიაში შევიდა უამრავი ცოდვილი სული დაინახა და მათ შორის 30 სული, რომელიც მთელი არსებით ლოცულობდა. ეკლესიის თავში ჩუმად იუდა ჩურჩულებდა: -„მამაო ჩვენო, რომელიც ზიხარ ცათა შინა. წიმნდა არის სახელი შენი, მე ვარ სასუფეველში ჩემში. არის ნება შენი ცაში და იყოს ნება შენი მიწაზე. ძალა ჩვენი არსობისა, მოგვეც ჩვენ და მოგვიტევე ჩვენ ცოდვები, რადგანაც მივუტევოთ ჩვენ ცოდვილთ სულებს. და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა. არამედ გვიხსენ ადამიანისაგან. ამინ!“ -რაო, რა გითხრა მამამ, უიდავ?- დამცინავი ტონით უთხრა ბელზებერმა. -უი, ბელზებერ, დაბრუნდი? ვიფიქრე დიდხანს მომიწევდა ლოდინი.-გაუხარდა იუდას. -მისმინე, იუდა! გაბრიელა ვნახე.-სერიოზული სახით უთხრა ბელზებერმა. -მერე?-ჩაფიქრდა იუდა. -მას უნდა, რომ სამოთხეში წახვიდე და ქრისტეს გვერდით იყო.თვალგაუსწორებლად უთხრა ბელზებერმა. გარშემო ყველაფერი ჩაქრა. თითქოს მოელვარე სანთლები აღარ ანათებდა. იუდას გონება ისევ წარსულმა მოიცვა და ცრემლები წასკდა. ხალხით სავსე ეკლესიაში თითქოს არავინ იყო. -რატომ არ გესმის ჩემი, ბელზებერ?-ტირილით ჰკითხა იუდამ.-მე ჩემი ერთადერთი მესია ოცდაათ ვერცხლად გავყიდე და როდესაც ის შეიპყრეს, ის ვერცხლიც კი გადავუყარე მათ! ესეც კი არ ვიკმარე და თავი ჩამოვიხრჩვე! შენი აზრით, ვიმსახურებ მე იესოს გვერდით ყოფნას?!-იუდა ძირს დაემხო და გააგრძელა მოთქმა - ის ჩემ გამო ეცვა ჯვარს! ყველა ცოდვილთა გამო! და მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთმა ასე დაგეგმა ? იქნებ ისიც დაგეგმა, რომ მე გამეცა ის და აქ, ჯოჯოხეთში ვყოფილიყავი! იქნებ ისიც დაგეგმა, რომ ეხლა ასე დავტანჯულიყავი?! რატომ ხდება ეს, ბელზებერ, არ ვიცი!-მისი ცრემლები ჯოჯოხეთის წმინდა ტაძრის იატაკს ასველებდა. -იუდა, მამაჩემის გეგმები არც მე მომწონს. მან მე ეს მომიძღვნა. იმის გამო, რომ მე არ ვიყავი ისეთი ანგელოზი, როგორც მას სურდა! მაგრამ ის ხომ უზენაისია?! ის გეგმავს, მისი ნება არის ყველელგან! მას ვერ გავაკვირვებთ და ვერც იმედებს გავუცრუებთ. ალბად ჩემზე ეს ქონდა გეგმად და მოხდა კიდეც.-დაამშვიდა ბელზებერმა იუდა. -თუ შენ ასე ფიქრობ რა იცი, რომ მისი გეგმა დასრულდა შენს მიმართ? - ცრემლიანი თვალებით ახალა მქადაგებელმა იუდამ. ტაძარში ერთგან ჯოჯოხეთური სიჩუმე ჩამოწვა. თითქოს აღარაფერი ხდებოდა. თითქოს ტანჯული სულები გაჩუმდნენ და დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა... მაგრამ რამდენიმე წუთში ... -და სამოთხეზე რას ფიქრობ? შენ ხომ მოინანიე შენი ცოდვა და სცადე გამოგესყიდა ის. შენ ნანობდი და ამიტომ არ იტანჯები! აქ ისეო მიმტევებელია, იესო კეთილია, იესო შენი მასწავლებელია და ის გიხმობს. ნუთუ არ გინდა მას კიდევ შეხვდე?! -ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ბელზებერს ნამდვილად სურდა ეცდუნებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა და ამის გამო სულაც არ ბრაზდებოდა. -დიახ, ისეო მიმტევებელია და ის შემინდობს მეც. მაგრამ, შენ რატომ შემინდე? არ გიფიქრია, რომ ისეო ძალიან კეთილია? რომ თუნდაც ერთი დღით გვიან გამეცა ის, სულ მცირე ერთ ლოცვას მაინც მოასწრებდა შენთვის. არ გიფიქრია ამაზე? ან თუნდაც, მე რომ წავიდე სამოთხეში, რა ვუთხრა იესოს? როგორ ჩავხედო თვალებში?! - იუდა გაიმართა და ცრემლები შეიშრო. - არა, მე აქ იმიტომ არ ვარ, რომ ამ ტანჯულ და რწმენა დაკარგულ სულებს დავანახო ის გზა, რომელიც მათ ცხოვრებში უნდა ეპოვათ!-ამაყად განაცხადა მან. -იცი, მეგობარო, იესო ხშირად ლოცულობდა ჩემზე. აი, შეხედე ამ სულს. რა განსხვავებაა ჩვენს შორის? მეც დავკარგე რწმენა და შევცოდე ისევე, როგორც მან. მეც ყველაფერი დავკარგე რაც მებადა. მანაც... ისეო კი ცდილობდა სწორ გზაზე დავეყენებინე. მისი ლოცვით, კეთილი და ბრძენი ძე ჰყავს ჩემ მამიკოს.- ბელზებერმა ანგელოზივით უმანკოდ გაიღიმა და წავიდა. ერთხელაც აბადონი სეირნობდა იქ, დედამიწაზე, სადაც არჩევდა მორიგ ცოდვილს, რათა მას შეჰყროდა და დაენახებინა ჭეშმარიტი გზა, რომელიც ცათა სასუფეველში მიიყვანდა. მაგრამ ამ სიარულის დროს მან დიდიხნის მონატრებული ხმა გაიგო. -აბადონ, შე პატარა ეშმაკუნა!-სათნოდ შემოესმა აბადონს ეს სიტყვები. -მიქაელ? ეს მართლა შენ ხარ?- გაოცდა ძმის ნახვით აბადონი. -დიახ, ჩემო ლამაზო ძმაო, მე ვარ! -ღიმილით უპასუხა გაბრიელამ და ფრთები დახარა. -მოდი გადაგეხვიო, დაკარგულო! საერთოდ არ მოგენატრე, ხომ?!- ირონიულად იკითხა აბადონმა და გადაეხვია მონატრებულ ძმას. - ჰა, ახლა ხომ დაკეცე ფრთები? გააგრძელე დრო. არ მიყვარს გაშეშებული სამყარო! -არა, ძმაო. შენ ჯოჯოხეთმაც ვერ გამოგასწორა! - ჩაიცინა მიქაელმა. ძლიერად დახუჭა თვალები და სამყარომ კვლავ გააგრძელა ფუნქციონირება. -როგორ ხარ, მიქაელ? ასე უნდა უფროსი ძმების დავიწყება? საერთოდ არ გცხვენია?-მიაყარა კითხვები აბადონმა და გახარებული მზერით უყურებდა მას. -ეეეჰ, ჩემო აბადონ! შენ ნამდვილად ვერ გეტყვი შენზე მეტი საქმე მაქვს-მეთქი, მაგრამ ხომ იცი, რა ძნელია იქედან აქ ჩამოსვლა? ხომ გახსოვს არა?- მიქაელის ეს სიტყვები მწუხარებით იყო აღსავსე. -მახსოვს, მიქაელ. მახსოვს როგორია იქ ყველაფერი, გუშინდელი დღესავით მახსოვს. - თავი ჩახარა აბადონმა. -კარგი ახლა, ნუ ჩამოგტირის ცხვირპირი! მომიყევი როგორ ხართ შენ და ბელზებერი. - ბელზებერის განწყობის გამოსწორებას ცდილობდა მიქაელი. -რავიცი აბა. ბელზებერი ჯოჯოხეთურადაა.- ჩაიცინა აბადონმა.- სხვათაშორის, გაბრიელა ესტუმრა თურმე ამას წინათ. მე კი სულ არ ვახსენდები. დააბარა, რომ მნახავდა, მაგრამ რატომღაც არ ჩანს. -ხო, ჩემო ძმაო, გაბრიელა გუშინ მამამ ჩრდილოეთ პოლუსისკენ გაგზავნა. სეზონია ახლა, ვინმემ ხომ უნდა მოხატოს ცა?- გაამათლა მიქაელმა გაბრიელა. მაგრამ ხვდებოდა, რომ ეს არ იყო საკმარისი მისთვის. -გაჩერდი ერთი! ბელზებერისთვის თუ აქვს დრო ჩემთვის რატომ ვერ იცლის ? -უკმაყოფილოდ დაიწუწუნა აბადონმა. ისე, ყველაზე მეტად ამ სამყაროში ჩრდილოეთის ზეცის ყურება მიყვარს. რატომღაც სახლს მაგონებს. -ხომ ხედავ, გაბრიელა შენთვის წვალობს! - ბედმა გაუღიმა მიქაელს. -კარგი მოვჩეთ გაბრიელაზე საუბარს. შენ რას შვრები ის მითხარი. -მე რა უნდა ვქნა, ჩემო მეგობარო, ათასში ერთი მორწმუნე თუ მოკვდება რომ სამოთხეში წავიყვანო. თუ მოდიან, ისიც იუდას გამოსწორებული სულები ჯოჯოხეთიდან. -წამით ჩაფიქრდა მიქაელი.-ისე, იუდა რატომ არ მოდის სამოთხეში? მისი მადლი უკვე უსაზღვროა.-ინტერესით იკითხა მიქაელმა. -რცხვენია.-მოკლედ და კონკრეტულად, ეშმაკისთვის შეუფერებელი პასუხით ეცადა აბადონი ამ თემის დახურვას, მაგრამ მიქაელმა არ აცადა. -კი მაგრამ რისი რცხვენია? იესომ თავად ინება რომ წამოსულიყო. -კარგი ვეთყვი იუდას, რომ იესო იხმობს და არ შეიძლება მისი სიტყვების გმობა. აუცილებლად ამოვა თავის კუთნილ ადგილას.-იკეთილშობილა ეშმაკმა. -ძალიან კარგი! დიდი მადლობა, ძმაო!-გაუღიმა გაბრიელამ. -კარგი ახლა, ნუ მიხდი მადლობას, არ ღირს. მეც ხომ ოდესღაც ანგელოზი ვიყავი!-და კვლავ დახარა თვალები აბადონმა.- მომიყევი მამა როგორ არის. -მამამ გამომზავნა ახლა, სიმართლე რომ გითხრა. - სიცილით უპასუხა გაბრიელამ. -ხო, შენ აბა ისე როგორ გაგახსენდებოდით! -უკმაყოფილოდ შეუღრინა აბადონმა. -ბევრს ნუ ლაპარაკობ, კაცო! წავედით ჯოჯოხეთში, ბელზებერი უნდა ვნახო.- თითქოს არაფერი ადარდებდა ისე უთხრა აბადონს მიქაელმა. -კარგი, წამოდი აბა რა საქმე გაქვს. - უკმაყოფილოდ მიუგო აბადონმა და წაიყვანა ჯოჯოხეთში. ჯოჯოხეთში როცა ჩავიდნენ, ბელზებერი ატილას აწამებდა. „შენ ვინ მოგცა იმის უფლება, რომ შენი საცოდავი ჯარისკაცუნები ჩემ დიდებულ ლაშქრად გაგესაღებინა?! მხედართმთავარი კიარა, საცოდაობა ხარ, შე ველურო!“ -ჰეი, ბელზებერ, დაანებე მაგას თავი! მოდი აქ, სტუმარი გვყავს.-ინტრიგულად დაუდზახა აბადონმა. -კარგი, მოვდივარ. ვინ მოიყვანე აბა? -როგორც კი დაინახა მიქაელი ბელზებერმა მაშინვე შეკრთა და გაოცდა. - შე ბუმბულიანო, როგორ მომენატრე იცი?! - შეჰყვირა და გადაეხია. -ჰო, ძმაო, მეც ძალიან. მაგრამ აქ საქმეზე ვარ მოსული.-იმედგაცრუებული ტონით უპასუხა მიქაელმა. -ჰა, გისმენ აბა, რა გინდა?-უხეშად ჰკითხა ბელზებერმა. -მე არაფერი. მამას უნდა თქვენთან საუბარი.- გაუღიმა მიქაელმა. -მოიცა, ანუ ჩვენ კვლავ ვიხილავთ ედემს?-წამოიყვირა აბადონმა. -რაღას ვუცდით? გავფრინდეთ ედემისაკენ! - ბელზებერი მოუთმენლობამ შეიპყრო. -კარგი, წავედით.-უთხრა გულაჩუყებულმა მიქაელმა. თავის ფრთებდაჭრილ ძმებს მოჰკიდა ხელები, გაშალა რუხი, დიდებული ფრთები. მოსწყდა ჯოჯოხეთს და თვალის დახამხამებაში ედემში იყო, არც კი დაუყოვნებია, მაშინვე უფალთან მიიფრინა. - მამაო ჩვენო, მოგიყვანე შენი ორივე შვილი.- აბადონმა და ბელზებერმა დაუყოვნებლივ მუხლი მოიყარა შემოქმედის წინაშე. -ადექით, შვილებო! მე აქ განსასჯელად არ მოვაყვანინე თქვენი თავი მიქაელს.-მისი ხმა იმედს მიმცემ ნაპერწკალს აღვივებდა. -გისმენთ, მამაო ჩვენო.- ბელზებერის ხმაში ულევი ბედიერება იგრძნობოდა. -ბელზებერ და აბადონ, ალბად გახსოვთ, რაც გითხარით. თქვენ მოგესაჯათ მიწის და ქვესკნელის მართველობა გარკვეული დროის დასრულებამდე. -დიახ, მამა, გვახსოვს. -გულჩვილად უპასუხა აბადონმა. -მინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ თქვენ ეს გამოცდა ჩააბარეთ და ეს დროც დამთავრდა. ამიერიდან და უკუნითი უკუნისამდე მე თქვენ გიბოძებთ წართმეულ ფრთებს და თქვენ დაბრუნდებით ცათა სასუფეველში! დედამიწა ჩემი ბრდზანებლობის ქვეშ იქნება, ხოლო ქვესკნელს გაბრიელასა და მიქაელთან ერთად გაუძღვებით. ასეთია ჩემი ნება. შეგიძლია გახვიდეთ ბაღში და დაისვენოთ. აბადონისა და ბელზებერის სიხარულს საზგვარი არ ჰქონდა, როცა ედემის ბაღში ისევ თავიანთი კუთვნილი ფრთები ამოუვიდათ ზურგზე. ისევ დაირხა ხმა და ეს ხმა ისევ შემოქმედისა იყო. -იესო, ჩადი ჯოჯოხეთში, იპოვე იუდა და წამოიყვანე ის თავის კუთნილ ადგილზე. იესო დაემორჩილა მას და ამოიყვანა იუდა ედემის ბაღში. ამ რიგად, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. უფალი მართავდა ყველაფერს, ანგელოზები მფარველობდნე ადამიანებს და ადამიანები კვლავ გამუდმებით, ძველებურად სცოდავდნენ. ჭირი იქა, ლხინი აქა; ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.