შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

5 სიტყვა, რომელსაც ქორწინება და სასიყვარულო ურთიერთობები დანგრევამდე მიჰყავს


9-05-2015, 23:53
ავტორი goga27
ნანახია 4 940

სიტყვების ძალა! მათ შეუძლიათ გატკინონ, დაგაავადონ, განგკურნონ, შთაგაგონონ, რამის გაკეთებისკენ გიბიძგონ და პირიქით, უარი გათქმევინონ. ყველა ურთიერთობას სჭირდება ენა და ამ ენის შესწავლა დროს და პრაქტიკას მოითხოვს. არსებობს გამოთქმები, რომლებსაც საშინელი ზიანი მოაქვთ. ყველაზე გავრცელებული და საშინელი ხუთი მათგანია:

1.არასოდეს – ეს სიტყვა უიმედობას და დასასრულს ვარაუდობს. როცა ამბობ – ,,არასოდეს“ შენ შენს პარტნიორს ეუბნები, რომ ამ სიტუაციის გამოსწორების შანსი არ არის, რომ გაიჭედეთ ამ უიმედობაში. ,, ან ყველაფერი – ან არაფერი დამოკიდებულება“ კომპრომისს გამორიცხავს, გაგებას გამორიცხავს, შეცდომების გამოსწორების მცდელობას გამორიცხავს, სწავლას და განვითარებას, რის გარეშეც ურთიერთობის არსებობა ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

2.ყოველთვის – ეს სიტყვა თქვენს სიხისტეზე და უსამართლობაზე მეტყველებს. როცა საყვედურს ეუბნები და იყენებ სიტყვას ,,ყოველთვის“ ამით ეუბნები, რომ ის სულ ცდება და გამუდმებით თქვენ ხართ მართალი. ეს უმადურობაა, მეტი არაფერი. გამოდის, რომ საერთოდ ვერ უფასებთ ვერაფერს და ამას უკვე არაფერი ეშველება. ესეც ,,ან ყველაფერი, ან არაფერი“ დამოკიდებულებაა, რომლითაც შორს ვერ გაფრინდებით. გახდით ცოტა უფრო მეტად მოქნილი.

3.მაგრამ – ეს სიტყვა თავის თავში მანიპულაციას გულისხმობს და პირდაპირობის ნაკლებობას. როცა ამბობ ,,მაგრამს“ უარყოფ იმ ყველაფერს, რაც მანამდე თქვი. იგი ამახინჯებს შენს მესიჯს და პოზიტივის მაგივრად ვიღებთ ნეგატივს. ის, რასაც მოსდევს ,,მაგრამ“ უკვე ეჭვქვეშ დგას. ეს სიტყვა თქვენს ურთიერთობაში თესავს უნდობლობას, ამცირებს გულწრფელობის ხარისხს და საფრთხეს უქმნის ინტიმურობას. ასეთივე სიტყვებია – ,,თუმცა“, ,,მიუხედავად ამისა“ და სხვები. ჩამოყალიბდით.

4.“*#%&. – დაიხმარეთ ფანტაზია. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს სიმბოლოები? თქვენ უკეთ იცით როგორ მიმართავთ მას, როდესაც ბრაზობთ. ეს იარლიყია, რომელსაც აკრავთ მაშინ, როცა გინდათ ისეთი რამე უთხრათ, რომ გულზე მოხვდეს. ასე მის ფსიქიკას და თქვენს ურთიერთობას ნელ-ნელა ანადგურებთ. ხშირად გაუმეორეთ და დაიჯერებს. ზუსტად იმის შესაფერისად მოგექცევათ, რასაც უწოდებთ.

5.გავშორდეთ – თქვენ მის შეშინებას ცდილობთ, რეალურად კი ამით მთელს პასუხისმგებლობას იხსნით, მთლიანად მას აბრალებთ, რომ თქვენი ურთიერთობა არ შედგა და თანაც ეუბნებით, რომ თქვენთვის არაფერს ნიშნავს ეს ყველაფერი , რომ ყველაფერი მასზეა მხოლოდ დამოკიდებული. რაც უფრო ხშირად გაიმეორებთ ამას, მით უფრო მალე მიხვალთ ამ დასასრულამდე. განშორება სერიოზული გადაწყვეტილებაა და მისი იარაღად გამოყენება არ ღირს. შანტაჟით პრობლემას ვერ მოაგვარებთ – პირიქით, უფრო დიდ პრობლემას შეიქმნით.

სანამ რამეს იტყოდეთ, ყოველთვის დაფიქრდით, ჩამოყალიბდით – რის თქმა გსურთ, როგორი კომუნიკაცია გსურთ, რას ემსახურება ის, რასაც თქვენს საყვარელ ადამიანს ეუბნებით – პრობლემის გადაჭრა გსურთ, თუ უბრალოდ უკმაყოფილების გამოხატვა და გულის მოოხება? რა გინდათ თქვენ -სიყვარულის ატმოსფეროს შექმნა, თუ მისი შეშინება, მისთვის გულის ტკენა? ჩვენ ხანდახან ისე ვისვრით ფრაზებს, არც ვუფიქრდებით საკუთარ მოტივებს და მიზნებს. ნუ დაიზარებთ საჭირო სიტყვების მოძებნას. ,,ამას არასოდეს გავაკეთებ“, ,,შენ ყოველთვის ასე იქცევი“, ,,კარგია, რომ ასე მოიქეცი, მაგრამ..“ ,,ჩერჩეტი ხარ“ , ,,ეგოისტი ხარ“, ,,ყველაფერს სჯობს, დავშორდეთ!“ – აი, მთელი სცენარი.

ისწავლეთ უკეთესი კომუნიკაცია, ამაზე დგას მთელი ურთიერთობა. შეიცვალეთ კომუნიკაციის მანერა. ყოველი წარმოთქმული სიტყვა გავლენას ახდენს თქვენს ურთიერთობაზე და თავად უნდა გადაწყვიტოთ რა სახის გავლენის მოხდენა გინდათ მასზე!

ჯულია ორლოვი – ფსიქოთერაპევტი



№1  offline წევრი შოკი მოკი

:D აუ გავშორდეთ კატასტროფაააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent