7 რამ, რასაც სწავლობს ქალი, რომლის სიყვარულიც რთულია
როდესაც ისეთი ქალი ხარ, რომლის სიყვარულიც რთულია, ურთიერთობების შესახებ ბევრი რამის სწავლა გიწევს. აღმოაჩენ, რომ მომხიბლველი თავგადასავლის დაწყება ადვილი და რომანტიკულია, თუმცა ამ რომანტიკის შენარჩუნება ძალიან დამღლელი საქმეა… შენ ცეცხლოვანი, ამაღელვებელი და სექსუალური ხარ. ვულკანის მწველი და მისტიკური ლავასავით დნები. მამაკაცები ისე გეტანებიან, როგორც პეპელა სინათლეს, მაგრამ მითოლოგიური იკარუსის მსგავსად, ისინიც განწირულნი არიან – მეტისმეტი სიახლოვე დამღუპველია. შენთან პაემნები მუდმივი დრამაა, გსურთ თუ არა ამის აღიარება. შენ წყურვილითა და ემოცით სავსე ჭურჭელი ხარ. არის გამუდმებული ბრძოლები, ხმაურიანი ჩხუბი და ინტენსიური კოსმეტიკა. შენი გრძნობები და მღელვარება იმაზე ბევრად მძაფრია, სიყვარული კი ბევრად ძლიერი, ვიდრე ეს ვინმე სხვას შეუძლია. შენთან ყოფნა მომაჯადოებელი და საოცრად საინტერესოა, თუმცა ამავდროულად საშინლად მომქანცველიც. თითზე ჩამოსათვლელია იმ მამაკაცებისა და ქალების რიცხვი, ვინც გაგიძლებს. ბრწყინვალე და ულამაზესი ხარ, ადამიანს ჭკუიდან გადაიყვან. მაგრამ პარტნიორს უბრალოდ ფიტავ, რადგან მისი ენერგიით იკვებები. უკვე გიცდია დამშვიდება სიყვარულის გულისთვის. საყვარელი, კეთილშობილი და ნაზიც სცადე ყოფილიყავი. ცდილობ იყო… მარტივი. მაგრამ ეს ისეთი უცხოა შენთვის!… ეს შენ არ გგავს. ნამდვილი ბუნების შენიღბვა დიდხანს არასდროს გამოგდის. ვნებების განსახიერება ხარ. შენ – ოცნება და კოშმარი ხარ – ქალის სხეულში მოთავსებული. ყველა მამაკაცი, რომელიც გყოლია, საბოლოოდ დამარცხებული ხელებს მაღლა სწევს. შენი მოთვინიერება, შენი შეზღუდვა შეუძლებელია… შენი სიყვარული შტორმის სიყვარულს ჰგავს. ისეთი მაჰიპნოზირებელი ხარ, მაგრამ ამავდროულად ცვალებადი. შენს ცხოვრებაში უცებ შემოიჭრება ხოლმე ქარიშხალი, ყველაფერს თავდაყირა აყენებს, ხეებს მიწიდან თხრის და უცებვე ჩაივლის, გზას აგრძელებს – აი, რას ჰგავს შენი სიყვარული… შენ, ჩემო ძვირფასი, ხარ ქალი, რომლის სიყვარულიც ძალიან, ძალიან რთულია. მაგრამ ეს უნდა დააფასო და ამის გამო თავდაჯერებულობა არ დაკარგო. ნურავის მისცემ შენი სულის ჩახშობისა და ცეცხლის განალების უფლებას. შენ დიდებული, საუცხოო და სრულყოფილი ხარ. რთული ხარ, თუმცა… ამად ღირხარ. თავადაც ყველაზე რთულად შესაყვარებელი ადამიანის სიყვარული შეგიძლია, თუმცა მაინც გაკვეთილები გიზიდავს. როცა ისეთ სიყვარულს იპოვი, რომელიც ხანგრძლივად გრძელდება, შეკითხვებს ნუღარ დასვამ – ეს სწორედ ისაა. 1. სწავლობ, რომ სიყვარულს ბევრი მუშაობა სჭირდება ნებისმიერი სახის სიყვარული ღირს ბრძოლად. ნაყოფიერი, წარმატებული ურთიერთობა არ არსებობს ბევრი მუშაობისა და ზრდის გარეშე. შენ ყოველთვის შემართული იარაღი იყავი, თავზეხელაღებული გატაცებით სიყვარული რომ იცის. დახარჯული დროისა და დაკარგული სიყვარულის შემდეგ იმის გაცნობიერებას იწყებ, რომ ჯანმრთელი ურთიერთობა ყოველდღიური შრომის ნაყოფია. შენთვის ადვილი არასდროს არაფერია, განსაკუთრებით დიდი სიყვარული. 2. სწავლობ, როგორ სიყვარულს იმსახურებ ურიცხვმა დაშორებებმა, ინტენსიურმა ვნებებმა და ტრაგიკულმა ამბებმა შესაძლოა ძალიან იმოქმედოს შენს თვითშეფასებაზე. რა გჭირს, ნუთუ აქედან არადროს არაფერი გამოვა?! საკუთარი თავისთვის შეკითხვების დასმას იწყებ, იმსახურებ კი საერთოდ სიყვარულს? ხშირად ისეთ ადამიანებთან ურთიერთობასაც თანხმდებოდი, რომლებიც არ გიმსახურებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძლიერი წყურვილი მოგეკლა. მათ შენი ოდნავი შეხებაც კი ვერ შეძლეს, ამ სიტყვების გადატანითი მნიშვნელობით. შენ მწველი და მძვინვარე სიყვარულით უნდა შეგიყვარონ. შესაძლოა, შენი სიყვარული მართლაც რთულია, მაგრამ ადამიანი, რომელსაც ნამდვილად, გულწრფელად და მთელი გულით ეყვარები, ის ადამიანი იქნება, ვინც ამას დაიმსახურებს. 3. სწავლობ, რომ სიყვარული მოთმინებაა ადამიანი, რომელიც შენი გულის მონადირებას გულწრფელად შეძლებს, ის იქნება, ვისაც უზომოდ დიდი მოთმინების უნარი აქვს. ნელ-ნელა ისწავლი, რომ სიყვარული და მოთმინება ერთი და იგივე რამაა. ერთი მეორის გარეშე ვერ იარსებებს. შენ არ შეგწევს ამ აბეზარი მოთმინების ძალა, ამიტომ შენი პარტნიორის მოთმინების იმედად ყოფნა მოგიწევს. ქაოსური არადმიანი ხარ, თუმცა ნამდვილი სიყვარული ამ ქაოსის დალაგებაში დაგეხმარება, ნაცვლად მისი განკურნების უშედეგო მცდელობებისა. 4. სწავლობ, რომ სიყვარული საკუთარი თავის სიყვარულიდან იწყება სხვა ადამიანის შეყვარებას ვერ შეძლებ, სანამ საკუთარი თავის სიყვარულს არ ისწავლი. სიყვარულში რამდენჯერმე წარუმატებლობის განცდის შემდეგ იმ სიყვარულის განვითარებას იწყებ, რომელიც საკუთარი თავისთვის გაქვს შემონახული. მარტოობით მოცული მის დაფასებას იწყებ. მარტო გატარებული დრო თვითგანვითარებისა და სრულყოფის დროა. 5. სწავლობ, რომ სიყვარული კომპრომისია კომპრომისები არადროს გეხერხებოდა. შეუწყნარებელი ხარ ნებისმიერი რამის მიმართ, რაც შენს ყოველდღიურ ცხოვრებას ხელს უშლის. ამის გამო შენი ურთიერთობები იმსხვრევა. ერთხელაც გააცნობიერებ იმ ფაქტს, რომ სიყვარული კომპრომისების გარეშე ვერ გაიზრდება და იმასაც შეძლებ, რომ საკუთარ თავს ამ დათმობებზე წასვლა აიძულო. სიყვარული – გაცემა და მიღებაა. 6. სწავლობ ცხოვრებას საკუთარ სიგიჟესთან ერთად არიან გოგონები, რომლებიც თავიანთი სიგიჟის დამალვას რაც შეიძლება დიდხანს ცდილობენ და ახერხებენ კიდეც. შენ ეს არ შეგიძლია. შენ თავიდანვე გიჟი ხარ. რთულია როცა გამუდმებით გიჟ ძუკნას გიწოდებენ, შენ ხარ კიდეც ნაწილობრივ ასეთი. თუმცა ეს ცუდი სულაც არაა. შენი სიგიჟე სამყაროს აფერადებს და საგნებს უფრო ალამაზებს. დამშვიდება და სიმარტივე შესძლოა ადვილია, მაგრამ მოსაწყენია. გულში ჩაიკარი შენი სიგიჟე, რადგან ეს სწორედ ისაა, რაც ცხოვრებას აზრს აძლევს და ფასეულს ხდის მას. 7. სწავლობ გიყვარდეს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ ქალი, რომლის სიყვარულიც რთულია, ცუდი ქალი სულაც არ არის. შენ არ ხარ ის, ვისიც უნდა ეშინოდეთ ან ეზიზღებოდეთ. შენ უბრალოდ რთული და ჯიუტი ხარ. მხოლოდ მამაც გულს ძალუძს შენი სიყვარული, რადგან შენ დიდებული და ჯადოსნური ხარ. სუსტები ისინი არიან, ვინც ბრძოლაში დამარცხებას არჩევენ. შენ საკუთარი თავის სიყვარულს სწავლობ, საკუთარი “დეფეტქების” მიუხედავად, რომლმებიც ჩაგაგაონებენ, რომ შენთან ურთიერთობა შეუძლებლია. ადამიანი, ვისაც შენი ნამდვილი სიყვარული შეუძლია, გაგაღმერთებს და სწორედ მაგ შენი “ნაკლოვანებების” გამო ეყვარები და არა მათ მიუხედავად. P.S. ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო… (c) ერიხ მარია რემარკი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.