შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

9 რამ, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასწიროთ სიყვარულის გამო


24-05-2015, 18:50
ავტორი goga27
ნანახია 4 820

ნებისმიერი ურთიერთობა წყვილის ბედნიერების, ზრდის და განვითარების წყარო უნდა იყოს, ეს არის მისი რეალური დანიშნულება, თუმცა ხანდახან იგი ისეთ სულისშემხუთველ ციხედ იქცევა ხოლმე, ცხოვრება და სუნთქვა გაუსაძლისი ხდება. ნებისმიერ ურთიერთობას აქვს აზრი და თავის ფუნქცია, მნიშვნელობა არ აქვს ორ კვირას გაგრძელდება თუ მთელი ცხოვრება. ყველგან გვაქვს პრობლემები, გამოწვევები, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ, ყოველი მათგანი მოითხოვს კომპრომისს და დათმობას, თუმცა არსებობს რაღაცეები, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიტანოთ იმ ბომონის სამსხვერპლოზე სიყვარული რომ ჰქვია და არც თქვენს პარტნიორს უნდა მოსთხოვოთ მათი დათმობა, თუ მართლაც გიყვართ:

თავისუფლება

თუკი გამუდმებით გიწევთ მისთვის ანგარიშის ჩაბარება თუ სად ხართ და რას აკეთებთ და სახლში დაბრუნებულს, გაბუტული გხვდებათ, სერიოზული პრობლემები გქონიათ. მესაკუთრე და ეჭვიან ხასიათს ფსიქოლოგიური ტრავმები იწვევს, თუმცა ეს გასამართლებელი საბუთი არ არის. თუკი გამუდმებით დამნაშავედ იგრძნობთ თავს, მას უარესს გაუკეთებთ. როგორ ძალიანაც არ უნდა გიყვარდეთ, როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს თქვენთვის, ნუ მისცემთ თქვენზე დამოკიდებულების გაჩენის უფლებას. ეს არცერთ თქვენგანს არ მოგიტანთ სარგებელს.

საკუთარი თავი

ის ადამიანი, ვისაც თქვენ უყვარხართ და არა მისი ფანტაზიის ნაყოფი, რომელსაც უნდა რომ როგორღაც მოგარგოთ, თქვენს გადაკეთებას არასოდეს შეეცდება. ის ვინც თქვენი სიყვარულის ღირსია, თქვენ ზუსტად იმიტომ შეგიყვარებთ რომ ასეთი ხართ, ასე ლაპარაკობთ, ასე იცვამთ, ასე იცინით…. კომპრომისები ყველგან საჭიროა, შეიძლება ზოგჯერ საკუთარი ინტერესები გადავდოთ პარტნიორის ინტერესების სასარგებლოდ, მაგრამ ამან რეგულარული ხასიათი არ უნდა მიიღოს. მან არ უნდა მოგთხოვოთ გახდეთ სხვა ადამიანი სხვა ჰობით, სხვა ინტერესებით, სხვა შეხედულებებით და სხვა იმიჯით…

ბედნიერება

ბედნიერება უმაღლესი ღირებულებაა. თუკი ამ ურთიერობას თქვენთვის არ მოაქვს სიხარულის, სიმშვიდის და ბედნიერების განცდა, რა საჭიროა საერთოდ ის? ადამიანის გვერდით უკეთესი უნდა ხდებოდე და თუკი იგი საკუთარ თავს და ცხოვრებას გაძულებთ, არაფერი მის გვერდით არ გესაქმებათ. შეუძლებელია მოახერხო უქციო ყოველი დღე ვინმეს დღესასწაულად, მაგრამ თუკი თქვენი პარტნიორი გწამლავთ, ეს სიყვარული არ არის, თქვენ სიმართლისთვის თვალის გასწორება არ გსურთ უბრალოდ.

მხიარულება

მოგწონთ მის გვერდით ყოფნა? იცინით, ცეკვავთ, თამაშობთ, ახალ ახალ თავგადასავლებში ეხვევით, ბავშვებივით იქცევით ერთად? ხანდახან შეიძლება იჩხუბოთ კიდეც, მაგრამ თქვენში არსებულ, პატარა, ონავარ, გართობის მოყვარულ და ცელქ არსებას ნურასოდეს ჩაკლავთ. ის ყველაზე ძვირფასი ვინმეა თქვენში. მის გარეშე ყოველდღიურობაში ჩაფლულებს კოშმარად გვექცევა ხოლმე ცხოვრება. თქვენი შინაგანი ბავშვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათმოთ არცერთი ურთიერთობის გამო.

ოცნებები

ნამდვილი სიყვარული თვალებში ცქერა კი არა ერთი მიმართულებით ცქერააო, ასეთი გამოთქმა არსებობს. წყვილს საერთო ოცნებები უნდა ჰქონდეთ, საერთო მიზნები, იდეალები, საერთო გზა, თორემ ერთმანეთის აქეთ იქეთ ქაჩვითაც დაიღლებიან და ბოლოს ერთმანეთს დააბრალებენ რომ მათი გულისთვის თქვეს უარი საკუთარ ოცნებებზე. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს რომ განსხვავებული ოცნებები თუ გაქვთ, მაშინვე ერთმანეთს უნდა გაეცალოთ, ამას დროთა განმავლობაში მიხვდებით, ხელს უწყობთ, თუ ეხმარებით ერთმანეთს საკუთარი გზით სიარულში. შენ შენი გზა ხარ, შენი ოცნებები და საკუთარ თავზე უარი არასოდეს უნდა თქვა.

შინაგანი სიმშვიდე

ის უნდა იყოს თქვენი სახლი, თქვენი ნავსაყუდელი, სადაც ისვენებთ და სადაც ძალებს აღიდგენთ ხვალინდელი დღისთვის. მის გვერდით უნდა გავიწყდებოდეთ ქაოსი და ყველას ის უბედურება, რაც ირგვლივ ხდება და თუკი პირიქით, ენერგიას გაცლით, გფიტავთ, იწვევს თქვენს გაღიზიანებას, ნევროზს, დეპრესიას, თუკი გასუსტებთ ენერგეტიკულ დონეზე შევსების ნაცვლად მას უნდა გაეცალოთ. ეს საკუთარი თავის წინააღმდეგ სიარულია და ამაოდ დახარჯული ცხოვრება!

სიახლეების ძიების სურვილი

სწავლა და ახალი გამოცდილების აღებაა თქვენი სიცოცხლის აზრი და თუ იგი თქვენს ცნობისმოყვარეობას და თავგადასავლებისმოყვარე სულს ახშობს, იმის მაგივრად რომ წაგახალისოთ, კომფორტის ზონიდან გაგაძევოთ და რისკისკენ გიბიძგოთ, ეს უკვე წითელი ალამია. იგი თქვენ სულიერ განვითარებაში გიშლით ხელს… ამდენად გიღირთ?

სხვა ურთიერთობები

თქვენი ურთიერთობები სხვა ადამიანებთან – მეგობრებთან, ოჯახთან, თანამშრომლებთან თუ ყოველდღიურ ნაცნობებთან თქვენი საქმეა მხოლოდ და იმ ფაქტმა რომ სასიყვარულო პარტნიორი გყავთ, ეს ურთიერთობები არ უნდა დააზარალოს. სწორედ ამგვარ დამოკიდებულებებს მივყავართ მესაკუთრულ ურთიერთობამდე, რომელშიც ისე ეხუთებათ სული ადამიანებს, სულ გაქცევაზე ოცნებობენ, თუმცა ხშირად მოწამლულებს ამის ძალაც აღარ აქვთ.

რწმენა/ მსოფლმხედველობა

ადამიანები ხშირად იცვლიან რწმენას პარტნიორის გამო, ხანდახან ისეც ხდება რომ იმხელა გავლენას ახდენენ პარტნიორები ერთმანეთზე აბსოლუტურად ეცვლებათ მსოფლხედვა და შეხედულებები, თუმცა ეს ბუნებრივი მხოლოდ მაშინაა, როცა ნებაყოფილობით ხდება და არა იძულებით, საკუთარი რწმენის თავზე მოხვევით და ა.შ. თქვენი პარტნიორი პატივს უნდა სცემდეს თქვენს შორის განსხვავებებს და ასევე უნდა იქცეოდეთ თქვენც. თქვენ ხართ თქვენი აზრები, ფიქრები, შეხედულებები, თქვენ დაძალებით ან ხათრით არ უნდა იცვლებოდეთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent