შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

5 მიზეზი, თუ რატომ ხართ ჯერ კიდევ გაუთხოვარი


7-07-2015, 22:34
ავტორი goga27
ნანახია 8 663

1. მიჩვევის შიში

თანამედროვე ლამაზმანების მარტოობის მთავარი მიზეზიც ალბათ ეს არის. ამ ყველაფრის უკან დგას მოტყუებისა და ღალატის შიში. სინამდვილეში, ახლო ურთიერთობები არ არსებობს ერთგულების, საყვარელ ადამიანზე დამოკიდებულებისა და რისკის გარეშე, რომ შეიძლება გული გატკინონ. მაგრამ ამავე დროს გარისკვაზე უარის თქმით წაგებული დარჩებით, ამით არ აძლევთ თავს ნამდვილი ბედნიერების უფლებას.

2. ზედმეტად მიუკარებელი ხართ

იმაზე ფიქრით ეს აირჩიოთ თუ ის, თქვენ ზედმეტად თავდაჭერილი ხდებით. პირველად თაყვანისმცემელს ეს აინტრიგებს, თუმცა საბოლოოდ მას ჰგონია, რომ ის თქვენ არ გაინტერესებთ. რა თქმა უნდა მკაცრი პრინცესას როლი კარგია, მაგრამ უმჯობესია ისწავლოთ ნაბიჯის გადადგმა და აგრძნობინოთ რაინდებს ყურადღება.

3. წარსულს ებღაუჭებით

ბუნებრივია, თუ კი ყოფილი შეყვარებულისგან გულის ტკენის გამო იტანჯებით, მაგრამ როცა წარსულის მოჩვენებები გამუდმებით თქვენსა და ახალ თაყვანისმცემელს შორის დგას, იცოდეთ, იმის გამორ რომ წარსულს არ ივიწყებთ, თქვენ წირავთ მომავალს. მიმართეთ ფსიქოლოგს, მედიტაციას ან პატიების წერილებს, რათა საბოლოოდ დაუსვათ წერტილი და გაუხსნათ გული
ახალ გრძნობებს.

4. თქვენ კვლავ აგრძელებთ არაპერსპექტიულ ურთიერთობებს

არ არის გამორიცხული, რომ თქვენს გათხოვებას აფერხებდეს ურთიერთობები, რომელთა დასრულება ვერ გადაგიწყვეტიათ. ამერიკელი ფსიქოლოგი ამიერ ლევაინი მსგავს სულელურ შემთხვევებს ასე აფასებს - ურთიერთობა, რომელსაც არსაითკენ მიჰყავხართ, მაგრამ მისი გაწყვეტა გიჭირთ - თუმცა ეს აუცილებელია თუ გსურთ ბედნიერი იყოთ.

5. არ გყოფნით თეატრალურობა

თუ თქვენს ურთიერთობაში ხშირია ვნებიანი ჩხუბი, შემდეგ ბალიშზე ცრემლების ღვრა, მოსაწყენი ლექსების დაზეპირება, ვრცელი შეტყობინებები, ფიცი, ურთიერთობის ხანგრძლივი გაურკვევლობა და ისევ კამათი, და თუ თქვენ სიყვარული სწორედ ასეთად წარმოგიდგენიათ - ემოციური ამაღლებებითა და დაცემით, მოკლედ ისე, როგორც თეატრში გინახავთ - შესაბამისად, თქვენი რჩეული ხდება ის, ვინც მსგავს სპექტაკლებს შემოგთავაზებთ. მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ვიდრე თქვენ ამ გაუთავებელ სპექტაკლებზე ხარჯავთ დროს, შეუმჩნეველი გრჩებათ მამაკაცები, რომლებიც მზად არიან გულწრფელი და ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის. თქვენ მათ უაროფთ, რადგან გამუდმებული დრამების ფონზე ისინი მოსაწყენად გეჩვენებათ.

ანა ვერძაძე



№1  offline მოდერი ჯია

იმედია ეს პოსტი 30 წელზე ზევით ქალებისთვის არის გათვლილი )))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent