ვინ არის თქვენი საუკეთესო პარტნიორი სექსში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშანი არამხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელ სახასიათო შტრიხებზე, არამედ მის სექსუალურ პოტენციალზეც მეტყველებს. აქედან გამომდინარე, დანარჩენ თერთმეტ ნიშანს შორის, არის ის ერთადერთი, ვისთანაც ყველაზე ჰარმონიული სექსუალური თავსებადობა შეგიძლიათ გქონდეთ ტემპერამენტის მსგავსების გამო. თუმცა, სექსუალური თავსებადობა რომ არასოდესაა ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობების გაბმის 100%-იანი გარანტი ესეც გაითვალისწინეთ მანამ სანამ სტატიაში მითითებული იდეალური ადამიანის მოსაძებნად გაეშურებოდეთ. ვერძისთვის საუკეთესო პარტნიორი სექსში მორიელი შეიძლება იყოს. მათ ერთნაირი დაუოკებელი ტემპერამენტი და ექსპერიმენტებისკენ მიდრეკილება აერთიანებთ. კურო თავს შესანიშნავად გრძნობს საწოლში თხის რქასთან. მათ შორის სრული იდილია მყარდება. ტყუპისთვის არაჩვეულებრივია მშვილდოსანთან ურთიერთობა. ამ ორს არასოდეს ბეზრდება ერთმანეთი სწორედ სექსუალური კუთხით. კირჩხიბი ბოლომდე ახერხებს გაიხსნას სექსუალური თვალსაზრისით ქალწულთან. ლომი კი აღფრთოვანებაში მოჰყავს ტყუპის გამომგონებლურ გონებას და სიცელქეს. ქალწულს ძალიან მოეწონება კუროს სიმშვიდე და სტაბილური ტემპერამენტი. ხოლო სასწორისთვის შესანიშნავი მეწყვილეა ლოგინში კრეატიული და ზომიერად რომანტიკული მერწყული. მორიელი აღფრთოვანდება კუროს სიჯიუტითა და ჰიპერ-ტემპერამენტით. მშვილდოსანი კი მუდმივად განიცდის მოთხოვნილებას ხელში დაიჭიროს და რაც მთავარია, საძინებელში დიდი ხნით "გამოამწყვდიოს" ცეცხლოვანი ვერძი. თხის რქის "სიცივის" გალღობას კი ამ მხრივ, მხოლოდ კირჩხიბი მოახერხებს, რომელმაც იცის, როგორ აცდუნოს საწოლში თხის რქა. მერწყულს ძალიან იზიდავს კურო, თავისი სიდინჯითა და სიჯიუტით. ხოლო თევზები თავს არაჩვეულებრივად გრძნობს დესპოტი და სისასტიკის მოყვარული მორიელის გარემოცვაში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.