შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი ოქროს წესი ზოდიაქოს ნიშნებთან ურთიერთობის დასარეგულირებლად


27-08-2015, 08:58
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 595

ჯანსაღი კომუნიკაციის საკითხი, როგორც პირადი ისე სამსახურეობრივი კუთხით დამეთანხმებით, რომ არაერთი ჩვენგანისთვისაა პრობლემა. ზოგჯერ ადამიანებს უჭირთ საერთო ენის გამონახვა ერთმანეთთან და ხშირად ვერც კი გაუგიათ, მაინც რა არის საჭირო იმისთვის, რომ თანამშრომელს ან ოჯახის წევრს "თავის ენაზე" ელაპარაკოს. ასტროლოგია ზუსტად ამ კუთხით მუშაობს ყველაზე კარგად. იმიტომ რომ, თუკი თქვენი თანამოსაუბრის ზოდიაქოს ნიშანი ზედმიწევნით სწორად იცით - შანსი იმისა, რომ მასთან მოლაპარაკებას წარმატებით შესძლებთ თითქმის 98% -ია.

ასე მაგალითად ვერძთან ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ინიციატივას, ნუ დაუწყებთ იმის მტკიცებას, რომ რაიმეს მასზე უკეთ კეთება გამოგდით და ნურასოდეს ეცდებით მისი ენთუზიაზმის ხელყოფას.

კუროსთან ურთიერთობაში - ნუ დააძალებთ მას სწრაფად გადაწყვეტილების მიღებას, ნუ დაურღვევთ ჩვეულ მყუდროებას და ნუ გამოიჩენთ დაუდევრობას ფინანსური საკითხების კუთხით.

ტყუპთან ურთიერთობისას ნუ ჩამოართმევთ მას სიტყვას, როცა იგი სახალხოდ "მჭერმეტყველებს". ნუ აიძულებთ, ინფორმაციულ ვაკუუმში იყოს და ნუ გახდით მის ცხოვრებას მონოტონურად მოსაწყენს.

კირჩხიბთან ურთიერთობაში ნუ იქნებით არაპროგნოზირებადი; პატივი ეცით მის ოჯახს და ნათესავებს. დაუმტკიცეთ, რომ თქვენი ნდობა შეიძლება.

ლომთან კავშირისასა აღიარეთ მისი უპირატესობა ყველაფერში, არასოდეს დაუფიქსიროთ, რომ მას მასასთან კონტექსტში განიხილავთ, აღნიშნეთ მისი მიღწევები და ნიჭი.

ქალწულთან ურთიერთობის გასამყარებლად იყავით პუნქტუალური, მოწესრიგებული და საიმედო.

სასწორთან თუ გსურთ საერთო ენის მარტივად გამონახვა თავი დაანებეთ უხეშობას. მისი თანდასწრებით არასოდეს გამოავლინოთ აგრესია და მუდმივად ეცადეთ, რომ სასიამოვნოდ გამოიყურებოდეთ ვიზუალურად.

მორიელთან ჰარმონიის მისაღწევად უნდა იყოთ მაქსიმალურად გულწრფელი, სამართლიანი და სულით ძლიერი, რომ მან თქვენი სისუსტით ბოროტად ვერ ისარგებლოს.

მშვილდოსანის გულის მოგება შედარებით მარტივია - საამისოდ კარგი იუმორის გრძნობა, მეგობრულობა და არამეშჩანური ხასიათი დაგეხმარებათ.

თხის რქასთან კარგი კომუნიკაციისთვის აუცილებელია დაანახვოთ მას შრომისმოყვარეობა, სერიოზული მიდგომა ცხოვრებისეული საკითხებისადმი და პრინციპების ერთგულება.

მერწყულთან ხანგრძლივი ურთიერთობისთვის აუცილებელია არ ზღუდავდეთ მის თავისუფლებას, ნაკლებად ავიწროვებდეთ მას ვალდებულებებით და იყოთ მაქსიმალურად კრეატიული.

თევზებთან კარგი კავშირისთვის აუცილებელია ე.წ. "სულიერი ძაფების" გაბმა ამ ინდივიდთან. მან უნდა იგრძნოს, რომ მისი მონათესავე სული ხართ და ყოველთვის ჰქონდეს იმედი, რომ გვერდში დაუდგებით.



№1  offline მოდერი ანკა

მომეწონა, კარგი სიახლე იყო winked lol love

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

ანკა
მომეწონა, კარგი სიახლე იყო winked lol love

love

 


№3  offline წევრი maridb

მაგარი სიახლე იყო მომეწონა ძალიან <3 love
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

maridb
მაგარი სიახლე იყო მომეწონა ძალიან <3 love

love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent