შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ დაოჯახდებით იქამდე, სანამ ამ 15 შეკითხვას არ უპასუხებთ


10-09-2015, 23:00
ავტორი 4Love.Ge
ნანახია 7 975

გამოცემა "ნიუ-იორკ თაიმსმა" ჩაატარა კვლევა თემაზე, რა კრიტიკული შეკითხვების დასმა ღირს ერთმანეთისთვის იქამდე, სანამ წყვილი სერიოზულ ნაბიჯს გადადგამდა და დაქორწინდებოდა.
და აი, 15 შეკითხვა, რომელიც ამ კვლევის დროს გამოიკვეთა:

1. ვიყოლიებთ თუ არა შვილებს და თუ კი, ვინ იქნება ოჯახში მთავარი შემომტანი და ვინ მიხედავს ბავშვებს?

2. გვაქვს თუ არა წარმოდგენა თითოეულის ფინანსურ ვალდებულებაზე და ემთხვევა თუ არა ჩვენი შეხედულებები იმას, თუ როგორ დავხარჯავთ ფულს და რაში დავზოგავთ?

3. რომელი ჩვენგანი დაკავდება სახლის საქმეებით და რომელი საგარეოთი?

4. ვიცით თუ არა ყველაფერი ერთმანეთის როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ?

5. საკმარისად თბილი არის თუ არა ჩემ მიმართ პარტნიორი?

6. შეგვიძლია თუ არა ღიად და მშვიდად განვიხილოთ ჩვენი სექსუალური მოთხოვნილებები, უპირატესობები და შიშები?

7. იქნება თუ არა ტელევიზორი ჩვენს საძინებელში?

8. ნამდვილად ვუსმენთ თუ არა ერთმანეთს და ვიღებთ თუ არა მხედველობაში ერთმანეთის იდეებსა და პრეტენზიებს?

9. გვესმის თუ არა ერთმანეთის სულიერი ფასეულობები და ასევე: როგორ გავზრდით ჩვენს შვილებს რელიგიური და მორალური თვალსაზრისით?

10. ვაფასებთ თუ
მსგავსი სიახლეები
ტესტი: აირჩიეთ სმაილი და გაიგეთ, ხასიათის რა თავისებურებებით გამოირჩევით
ტესტი: აირჩიეთ სმაილი და გაიგეთ, ხასიათის რა თავისებურებებით გამოირჩევით
არა ერთმანეთის მეგობრებს? მოგვწონს თუ არა ისინი?

11. ვაფასებთ თუ არა ერთმანეთის მშობლებს და გვაღელვებს თუ არა რომელიმე ჩვენგანს ის ფაქტი, რომ შესაძლოა, ჩვენი მშობლები ჩაერიონ ჩვენს ურთიერთობაში?

12. რა გაღაიზიანებს ჩემს ოჯახში?

13. არსებობს ისეთი რამ, რაზეც უარს ვერ ვიტყვით ქორწინების გამო?

14. თუკი რომელიმე ჩვენგანს შემოგვთავაზებენ სამსახურს სახლიდან შორს, შევძლებდით ერთმანეთის გამო სხვაგან საცხოვრებლად გადასვლას?

15. დარწმუნებულები ვართ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და გვჯერა, რომ არანაირი სირთულე არ შეგვაშინებს ერთად და ყველაფერს გადავლახავთ?

თუკი გეგმავთ, სამუდამოდ დაუკავშიროთ ერთმანეთს ბედი, უპასუხეთ ორივემ ამ შეკითხვებს, ახადეთ ფარდა ყველაფერს, გაარკვიეთ ყველა გაუგებარი საკითხი. თუკი შეგწევთ იმის უნარი, მოილაპარაკოთ და მიაღწიოთ კომპრომისს, ესე იგი, თქვენ ერთად ყველანაირ დაბრკოლებას გადალახავთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent