შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალი ლომი & მამაკაცი მშვილდოსანი


28-09-2015, 18:37
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 7 017

ცნობილი ამერიკელი ასტროლოგი ლინდა გუდმენი თავის წიგნში, წყვილების ასტროლოგიური თავსებადობის შესახებ ქალი ლომისა და მამაკაცი მშვილდოსნის შეთავსების შესახებ ერთობ საჭირო და რაც მთავარია, მშვილდოსანი მამაკაცისთვის მკაცრი გაფრთხილებით იწყებს: "ისრიანო, დრო დადგა გვერდზე გადადო ისრები, იმიტომ რომ, ისეთი ქალის მოხიბვლა, როგორიც ლომია, ჩვეული და ბანალური მეთოდებით, როგორიცაა ეჭვიანობა და აქა-იქ ცინიზმი (ინტერესის ობიექტის "ასაგდებად") უბრალოდ და მარტივად წამგებიანი იქნება შენთვის. ამ ქალს, განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეგ შენი ისრებიც და "ქარიზმის მთელი თაიგულიც" ამაო იქნება მისი სიყვარულის დასამსახურებლად"...

ეს ის ქალია, რომელიც თავისი ბუნებით საკმარისად ძლიერი და ამაყია საიმისოდ, რომ თავი დაიცვას. ამიტომ შენი ფამილარული საქციელი, იზრუნო მასზე როგორც "უმცროს, ჩერჩეტ დაიკოზე" მხოლოდ გააღიზიანებს და გააღვივებს ლომურ პატივმოყვარეობას. აჯობებს "მძიმე არტილერია" ჩართო საქმეში და მხიარული მასხარას ნიღაბს, ბრძენი ფილოსოფოსისა და ინტელექტუალის იმიჯი ამჯობინო ქალ ლომთან ურთიერთობის დასარეგულირებლად. პლანეტა იუპიტერი, რომელიც მშვილდოსნებს მართავს ხომ გულუხვად აჯილდოებს ამ ნიშნის მამრებს ინტელექტის მაღალი კოეფიციენტით. ქალ ლომს კი არაფერი ხიბლავს მამაკაცში ისე ძლიერად, როგორც განვითარებული ინტელექტი და ერუდიცია. ასე რომ, მორჩი მშვილდოსანო მასხარას როლის თამაშს, რომელიც წარმატებით გამოგდიოდა სხვა ქალების მოსახიბლად და გაცილებით სერიოზული მიდგომა გამოამჟღავნე, თუკი ცხოვრების გზაზე ქალი ლომის სიმპათიის დამსახურების შანსს გიბოძებს განგება.

მაგრამ, "თითის დაქნევას" ვერც ქალი ლომი გადაურჩება ასტროლოგების მხრიდან და ახლავე გეტყვით რატომ. მამაკაცი მშვილდოსნისა და ქალი ლომის ურთიერთობა, როგორც წესი, მშვილდოსნის აღფრთოვანებით იწყება, როგორც იქნა, იპოვა მან ის ერთადერთი გამორჩეული ქალი, რომლის გულწრფელობაში ეჭვი არ ეპარება. ამასთანავე, იგი ყველა იმ თვისებით გამოირჩევა, რომლის თანახმადაც მშვილდოსანს გვერდით თანასწორუფლებიანი პარტნიორი ეყოლება (კეთილია, მხიარული, დიდსულოვანი, მომხიბვლელი). თუმცა კარგად დააკვირდით სტყვას - "თანასწორუფლებიანი", ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ იგი ამ ქალბატონს ზემოდან არასოდეს შეხედავს, თუმცა არც იმას აიტანს ვინმეს თავად უყუროს ქვემოდან ზემოთ. ასე რომ, ქალი ლომი, რომელიც დედოფლურ-დიქტატორული თვისებებით გამოირჩევა (და ამას ოსტატურად მალავს ახალგაცნობილ მშვილდოსანთან) ამაოდ ეცდება საკუთარ კანონებს დაუქვემდებაროს იგი. მშვილდოსანი ის მამაკაცი არ არის, რომელიც ვინმეს წინაშე (თუნდაც ეს ვინმე ჯუნგლების დედოფალი იყოს) ადვილად დაიჩოქებს. ასე რომ, თუკი ქალი ლომი დიქტატორულ მიდრეკილებებს დაიოკებს, მშვილდოსანი კი სარკასტულ გამოთქმებს შეარბილებს მისი მისამართით (დაიმახსოვრეთ, ლომი ფიქსირებული ნიშანია, წყენას ადვილად ვერ პატიობს!), ეს ორი უბრალოდ ფანტასტიკურად გაუგებს ერთმანეთს. საერთო ინტერესები, ხასიათისა და ტემპერამენტის მსგავსება, ოპტიმიზმი... ორივეს საერთო აქვს, გარდა ამისა, ქალი ლომის უნარი საზოგადოებაში თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს, მუდმივად აიძულებს მამაკაც მშვილდოსანს იამაყოს თავისი ქალბატონით, რასაც იგი დიდი სიამოვნებით გააკეთებს.

მშვილდოსანი მუტაბელური (ცვალებადი) ნიშნების კატეგორიას განეკუთვნება, მაშინ როცა ლომი ე.წ. ფიქსირებული ნიშანების ოთხეულში შედის. რაც იმას ნიშნავს, რომ მშვილდოსნისთვის წვრილმანად ჩათვლილი ფლირტისა და მსუბუქი ღალატის თემა, რომლის უფლებასაც ეს მამაკაცები ძალზე ხშირად აძლევენ თავს ქორწინებაში ყოფნის დროსაც კი, ლომისთვის შესაძლოა თავმოყვარეობაზე სერიოზულ დარტყმად აღიქმებოდეს. ლომის სიამაყე კი დაიმახსოვრეთ ისრიანებო, ხელშეუხებელია! ადამიანი, რომლის ზოდიაქოს ნიშანსაც მზე - ეგოს გამოხატულება მართავს, მარტივად და იოლად არ გაპატიებთ თქვენი აზრით, "უვნებელ" წამასლაათებას სუსტი სქესის სხვა წარმომადგენელთან, თუნდაც ამ შეხვედრას მარტოოდენ "საქმიანი" სტატუსი ედოს იარლიყად. ქალი ლომი, რომელიც შინაგანად თავს ყოველთვის პრინცესად აღიქვამს მეტოქის არსებობას არათუ არ ცნობს, ის მათ უბრალოდ არ თვლის ღელვის ან ყურადღების ღირსად. თუმცა, ღალატის მცდელობა მშვილდოსნის მხრიდან, თუნდაც ეს ფაქტი მხოლოდ საკუთარი თავისთვის "ფორმაში ყოფნის" დამტკიცების სურვილით იყოს ნაკარნახევი (ტიპური მიზეზი, რომლითაც ხშირად ამართლებენ მშვილდოსანი მამარები საკუთარ პოლიგამიურობას) ლომთან უაპელაციოდ დაიბლოკება.

ამიტომ ასტროლოგიურ რჩევებს თუ გაითვალისწინებს ეს მამაკაცი, პირველი დაუწერელი კანონი, რაც მან ლომთან ურთიერთობაში უნდა დაიცვას არის ის, რომ არასოდეს შეურაცხყოს ამ ქალის პატივმოყვარეობა მსუბუქი ფლირტებით. ამასთან ერთად, ლომი, რომელიც თავის მხრივ ზოდიაქოს მეხუთე (სიყვარული, ფლირტი) სახლის მმართველად გვევლინება, არანაკლებ დახელოვნებულად ფლობს სასიყვარულო ცდუნების ხელოვნებას და მშვილდოსანს, ერთი შეხედვით უვნებელ გატაცებაზე შეუძლია სერიოზული ღალატით ან უფრო მეტი, უკეთესი პარტნიორით ჩანაცვლების მეთოდით უპასუხოს, რაც ფიცხ და ექსპანსიურ იუპიტერიანელს ნამდვილად არ დატოვებს გულგრილს. დაიმახსოვრეთ მშვილდოსნებო, ლომი ქალის თავმოყვარეობას ამქვეყნად ვერც ერთი მამაკაცის სიყვარული ვერ გადაუსვამს ხაზს.

ქალი ლომი თუკი მას მთელი გულით უყვარს მამაკაცი, თბილი და მოსიყვარულე პარტნიორი იქნება. მშვილდოსანს მასში აუცილებლად მოხიბლავს ის თვისებები, როგორიცაა გულუხვობა, დიდსულოვნება და ბავშვურობა ერთდროულად. მშვილდოსანი კი ზუსტად ამ თვისებებს აფასებს სუსტი სქესის წარმომადგენლებში ყველაზე მეტად. მათ შორის საკმაოდ ბევრია საერთო, დაწყებული მხურვალე სექსით, დამთავრებული საერთო იდეალებით, მიზნებითა და გრანდიოზული გეგმებით მომავალზე. ეს ორი შესანიშნავად მართავს საერთო ბიზნესს ან საქმიანობას, რომელიც გართობას, მოგზაურობას ან ხელოვნებას უკავშირდება. მათი სახლი სავსე იქნება მეგობრებით, იმიტომ რომ, ერთსაც და მეორესაც საშინლად უყვარს ღამის ცხოვრება და ხმაურიანი გართობა.

ლომი დღესასწაულის ადამიანია, მშვილდოსანზე უკეთეს ორგანიზატორს კი ამ ზემოხსენებული დღესასწაულების მოსაწყობად ქვეყნად ვერსად იპოვნით. ასე რომ, ამ წყვილს საკმარისზე მეტი მიზეზი აქვს საიმისოდ, რომ ხანგრძლივი პერიოდით ან სამუდამოდ გადაწყვიტოს ცხოვრების ერთმანეთთან დაკავშირება. მთავარია, ერთის ცვალებადობა და მეორეს პრინციპულობა, ურთიერთობის რომელიმე "ცხელ წერტილში" არ გადაიკვეთოს საბედისწეროდ.



№1  offline მოდერი nicol

მშვილდოსანთან მე ვიცი მერწყული, სხვა ვარიანტს არც განვიხილავ :-P :-P :-P ვოტ ტაკ :-D :-D :-D
--------------------
თინა ნიკოლ

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

nicol
მშვილდოსანთან მე ვიცი მერწყული, სხვა ვარიანტს არც განვიხილავ :-P :-P :-P ვოტ ტაკ :-D :-D :-D

wink

 


№3 სტუმარი tamo

miyvarxaar chemo mshvildosanooo.. me sheni lomi tamoo vaar.. ddd

 


№4 სტუმარი isari

მშვილდოსანთან მერწყული ვიციო წერია და მერწყული ნორმალური არ შემხვედრია ჯერ სამწუხაროდ,მაგარი დაქნეული ტიპები არიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent