შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა მიზეზით ქრება სიყვარული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


6-10-2015, 20:10
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 259

ალბათ ბევრი თქვენგანი შეუწუხებია საყოველთაო დილემად ქცეულ კითხვას, რატომ ქრება წყვილებს შორის სიყვარული და თუ გაქრობას ექვემდებარება გრძნობა, არის კი ის საერთოდ ღირსი სიყვარულად იწოდებოდეს? ადამიანებს მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე სხვადასხვა ფსიქოლოგიური მახასიათებლები გააჩნიათ. აქვთ ნაკლი და აქვთ ღირსებები, ხოლო პარტნიორის მხრიდან ჩვენი ნაკლის გამუდმებით აფიშირებას და დემონსტრატიულ მოთხოვნას გადავკეთდეთ ხშირად მივყავართ ხოლმე ურთიერთობების გაცივებამდე. რაღა თქმა უნდა, სიყვარულის გაქრობის სხვა მიზეზებიც მოიპოვება, მაგრამ ურთიერთობაში ყველაზე ხშირად "ცეცხლი" ზუსტად რომ ზემოხსენებული ნაკლოვანებების მიმართ შეუწყნარებლობის გამო ქრება... მაშ ასე, როდის ხუნდება სიყვარული ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნისთვის და რა უნდა გავაკეთოთ პარტნიორის მხრიდან ხანგრძლივი და რაც მთავარია, მხურვალე გრძნობების შესანარჩუნებლად.


მაშ ასე, თუკი თქვენი პარტნიორი ვერძია მას ურთიერთობაში "ტემპერატურა" სჭირდება. პერიოდულად მაინც, თუ ყოველთვის არა. მიეცით თქვენს ვერძს საშუალება "კვამლის გამოსაშვებად", ეკამათეთ ან შეეჯიბრეთ ერთმანეთს, თუნდაც კროსვორდების ამოხსნაში. ასე იგი არასოდეს დაკარგავს თქვენდამი ინტერესს.

კურო თუა თქვენი მეორე ნახევარი მას ვერძისგან განსხვავებით აბსოლუტური სტაბილურობა სჭირდება. ხშირად გაანებივრეთ ხოლმე გემრიელი ვახშმით, ზრუნვითა და კომფორტით. თუკი იგი თავს თქვენ გარემოცვაში დაცულად და მშვიდად გრძნობს, მერწმუნეთ სხვა "საძოვრების" ძიებას არასოდეს დაიწყებს.

ტყუპი თუა თქვენი სიყვარულის ობიექტი, ხშირად ესაუბრეთ მას. არამხოლოდ ოჯახურ თემებზე და სამსახურის შემდეგ, არამედ დღის მანძილზეც მუდმივად იქონიეთ მასთან მიმოწერა "მესიჯებით". ბევრი იუმორი და ცოტა კრიტიკა გაურიეთ თქვენს ურთიერთობაში, ეს ნაცადი ხერხია ტყუპის "მოსაშინაურებლად".

კირჩხიბი თუა თქვენი პარტნიორი პირველ რიგში პატივი ეცით და დაუმეგობრდით მის დედას, შემდგომ ამისა ზოგადად მის ნათესავებს. მაქსიმალურად გამოხატეთ პარტნიორის მიმართ ემოციური მხარდაჭერა, როცა იგი ნერვიულობს რაიმეზე. აგრძნობინეთ, რომ მის გვერდით ხართ როგორც "მზრუნველი, მეორე დედა/მამა".

ლომი თუა თქვენი მეორე ნახევარი არასოდეს გადაეჩვიოთ მისით აღფრთოვანებას. ლომებს პარტნიორის აღტაცებული თვალები უყვართ თავად სიყვარულში, ამიტომ ხშირად უთხარით კომპლიმენტები თქვენს ცეცხლოვან მეწყვილეს. ხშირად ისეც, უმიზეზოდ...

ქალწული თუა თქვენი პარტნიორი დაიცავით მასთან წესრიგი და დისტანცია. პატივი ეცით მის ჩვევებს, რომელსაც ქალწული არანაირი სიყვარულის გამო არ ღალატობს. ნურასოდეს დასცინებთ მის კვების რეჟიმს ან მიდრეკილებას ზოგადად, დაგეგმილად იცხოვროს. თუკი იგი თქვენში მონათესავე სულს ამოიცნობს, დიდხანს ან სამუდამოდაც შეაბერდებით ერთმანეთს.

სასწორის მეუღლეობა თუ გერგოთ წილად, ნუ დაკარგავთ ურთიერთობაში რომანტიკულ განწყობას. სასწორებისთვის მთელი ცხოვრება თაფლობის თვის გაგრძელებას უნდა გავდეს. ლამაზი საჩუქრებით, ხშირი კომპლიმენტებით და პოეტური განწყობით. ეს ის ელექა, რომელიც სასწორ ქალს თუ მამაკაცს დიდი ხნით მიაჯაჭვავს პარტნიორზე.

მორიელი თუა თქვენი მეორე ნახევარი აუცილებლად ჩართეთ ურთიერთობაში ექსტრიმი. იეჭვიანეთ და ხანდახან თავადაც მიეცით საბაბი მსუბუქად აეჭვიანოთ. თუმცა, სიტყვა "მსუბუქის" დეფინიცია აბსოლუტური სიზუსტით უნდა იყოს დაცული. მორიელს მოსწონს ნგრევის და შენების პროცესი. ამიტომ ხელოვნურად შეუქმენით ხოლმე ამ ყველაფრის ილუზია, თუ არ გინდათ სამომავლოდ რეალურად დაანგრიოს თქვენი ურთიერობა მოწყენილობის გამო.

მშვილდოსანი
თუა თქვენი მეუღლე მიანიჭეთ დიდი დოზით თავისუფლება. მიეცით უფლება "თავისუფალი ჭენების", საიმისოდ რომ ხანგრძლივი ვადით "მოკლეზე" იყოლიოთ დაბმული. ნუ იქნებით ეჭვიანი, არ მოუწყოთ ისტერიკები და ნაკლებად აკრიტიკეთ ხოლმე დაუკვირვებლობის გამო.

თხის რქა თუა თქვენი მეორე ნახევარი პატივი ეცით პირველ რიგში მის ნათესავებს, მეორე რიგში კი მეუღლის კარიერულ მიღწევებს და სამსახურს, რომელზეც იგი თქვენზე დაქორწინებამდე ბევრად ადრე "დაქორწინდა". არასოდეს მოითხოვით მეუღლისგან არჩევანის გაკეთება სამსახურსა და ოჯახს შორის.

მერწყული
თუა თქვენი პარტნიორი შეინარჩუნეთ იდუმალება და არაპროგნოზირებადი ხასიათი (რის გამოც მას თავიდან მოეწონეთ). ნუ შეუზღუდავთ მეუღლეს თავისუფლებას და ნუ მოითხოვთ მისგან იყოს "ნორმალური" - ანუ მიებაძოს სხვებს ჩვეულებრივობაში.

დაბოლოს, თევზები თუა თქვენი ცოლი ან ქმარი, მაქსიმალური ყურადღება დაუთმეთ მას ემოციურად. ნუ დააძალებთ გადაჭრას რთული პრობლემები ცხოვრებაში, მით უმეტეს მარტომ და მით უმეტეს ერთი ხელის მოსმით.



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

მოდით "ლუბოი" :დდდ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

ErckeMydass25
მოდით "ლუბოი" :დდდ

მორბიან ))

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

drunkinlove
ErckeMydass25
მოდით "ლუბოი" :დდდ

მორბიან ))

ძალიანაც ნუ იჩქარებენ :დ და კიდევ ცალ-ცალკე თუ შეიძლება, ან მაქსიმუმ სამს მოვერიო :დ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

ErckeMydass25
drunkinlove
ErckeMydass25
მოდით "ლუბოი" :დდდ

მორბიან ))

ძალიანაც ნუ იჩქარებენ :დ და კიდევ ცალ-ცალკე თუ შეიძლება, ან მაქსიმუმ სამს მოვერიო :დ

wink wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent