შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

8 მიზეზი, რის გამოც მამაკაცთან ურთიერთობა სასწრაფოდ უნდა გაწყვიტოთ


23-10-2015, 21:59
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 834

1. ცოლიანია
ბანალურია, მაგრამ ფაქტია. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენწლიანია ქორწინება, რამდენი შვილი ჰყავს და ა.შ. ის ცოლიანია. ან არსებობს მეორე ვარიანტი: წელიწადზე მეტია არ ცხოვრობს ცოლთან ერთად, არ იცის, სადაა მისი ყოფილი, მაგრამ მაინც ცოლიანია. უმჯობესია, მამაკაცმა დაასრულოს ძველი ურთიერთობა, თუ ახლის დაწყებას აპირებს.

2. ხელი ასწია ქალზე
არა, თქვენზე არა, ვიღაც ქალზე, ლოთ მეზობელზე, რომელმაც წყალი ჩამოუშვა და ავეჯი გაუფუჭა; მეძავზე, რომელიც ქუჩაში აეტორღიალა; ენამწარე სიდედრზე და ა.შ. ფაქტია, მან ქალზე ხელი ასწია. რატომ, ვისზე, არა აქვს მნიშვნელობა, თუ ერთხელ გაბედა, კიდევ გაიმეორებს.

3. ქალს მხოლოდ სილამაზის გამო აფასებს
პირველ რიგში, ადამიანები ვართ და ავადაც ვხდებით, ხოლო, როცა კარგად ვართ, ჰოლივუდის ვარსკვლავებივით მიმზიდველები ვართ მამაკაცისთვის. მაგრამ მუდამ მოვლილები და გამოპრანჭულები ვერ ვიქნებით. თუ მამაკაცს ქალი მხოლოდ სილამაზის გამო უყვარს, ეს იგივეა, ქალს მამაკაცი მხოლოდ სიმდიდრის გამო უყვარდეს.

4. გაიძულებთ, იეჭვიანოთ
ეჭვიანობა დამამცირებელია, ე.ი. პატივს არ სცემთ იმ მამაკაცს, რომელიც თქვენ გვერდითაა. და თუ მამაკაცი გაიძულებთ იეჭვიანოთ, ის არ აფასებს იმ ქალს, მის

გრძნობას შეურაცხყოფს.

5. არ უყვარს შვილები
თქვენ კი გიყვართ და ვერ თანხმდებით.

6. მიაჩნია, რომ თქვენი ურთიერთობა ფარული უნდა იყოს
არ გაცნობთ მეგობრებს. მხოლოდ მაშინ გპატიჟებთ სახლში, როცა მარტოა. არ დადის თქვენთან ერთად წვეულებებზე. გეუბნებათ, რომ მისთვის ძვირფასი და ერთადერთი ადამიანი ხართ, მაგრამ საქმით არ ამტკიცებს. რაში გჭირდებათ ურთიერთობა, როცა ვითომ გყავთ მამაკაცი, სინამდვილეში კი იგი ყველასთვის უჩინარია. მამაკაცის ასეთ ქცევაში რაღაც საიდუმლო იმალება და რაც უფრო ადრე გაიგებთ მის შესახებ, მით მშვიდად გექნებათ ნერვები.

7. მუდამ გადარებთ ყოფილ ცოლს, საყვარელს
თუ მამაკაცი მუდამ თავის ყოფილებზე გიყვებათ, ე.ი. წარსული ჯერ ვერ დაუვიწყებია. მაგრამ თქვენ მომავალში გსურთ ცხოვრება და წარმოიდგინეთ, ყოველ ჯერზე ის შეგადარებთ თავის ყოფილ ცოლს, საყვარელს და ხშირად ისინი გჯობიან თქვენ და არა პირიქით.

8. უინტერესოა საწოლში
თუ არც საწოლში განიჭებთ სიამოვნებას, რა გინდათ მის გვერდით?!



№1 ახალბედა მწერალი ერკე

დაუჯერეთ :D :D :D

--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent