ვერძის, კუროს, ტყუპისა და კირჩხიბის ყველა ქალური საიდუმლო – ეს საკუთარ თავზე აქამდე არ იცოდით
ზოდიაქოს ნიშნების ასტროლოგიური დახასიათება სიზუსტით გაგაოცებთ. გაიგეთ ყველა ზოდიაქოს ნიშნის საიდუმლო ვერძი ქალ ვერძს უყვარს ძლიერად და ნამდვილად. იგი სიყვარულს მუდამ პირველ ადგილზე აყენებს. როცა შეყვარებულია, საწყის ეტაპზე მაინც, შეუძლია, მთელი თავისი დრო და სიცოცხლეც კი მას მიუძღვნას. სასიყვარულო ურთიერთობას სწრაფად ავითარებს. თუმცა ვერძ ქალს, სხვა ნიშნების ქალებისგან განსხვავებით, ყველაზე დიდხანს შეუძლია მამაკაცის გარეშე ყოფნა. მართალია, საკუთარი თავისთვის საუკეთესო მამაკაცის არჩევა შეუძლია, მაგრამ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყველაფერს ურჩევნია. მისი დევიზია: "მირჩევნია, მარტო ვიყო, ვიდრე ვიღაცის გვერდით". ვერძი ბავშვობიდან მეტად დამოუკიდებელია, იცის, როგორ უპატრონოს საკუთარ თავს და არავის დააჩაგვრინებს თავს. კამათში ბოლო სიტყვა, რა თქმა უნდა, მას უნდა ეკუთვნოდეს. პარტნიორის მიმართაც ჩამოყალიბებული მოთხოვნა აქვს: "არ მსურს დომინანტი პარტნიორი, მაგრამ ჩემ გვერდით ფაფუკ ბაჭიასაც ვერ ავიტან". ვერძი ქალისთვის იდეალურია პარტნიორი, რომელიც შეეწინააღმდეგება. ვერძი ქალის გულის მოგება კომპლიმენტებით შეიძლება. მათ სიამოვნებთ, როცა მამაკაცები მათით აღფრთოვანებულები არიან. ვერძი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მამაკაცს იგი უყვარს და მისით ამაყობს კიდეც. ამისთვის კი საკუთარ ძალას და შესაძლებლობას არ დაიშურებს. ვერძის მართვა შეუძლებელია. მას უნდა ენდოთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ვერძი საშინლად ეჭვიანია. ვერძი მებრძოლია. ნუ გექნებათ იმედი, რომ დაქორწინების შემდეგ იგი დიასახლისად გადაიქცევა. უფრო მეტიც, კარიერის გულისთვის მას ოჯახზეც შეუძლია უარის თქმა. პროფესიაში წარმატების მისაღწევად კი ნებისმიერ მეთოდს გამოიყენებს. ვერძი იქნება ცნობილი ადვოკატი, აგრესიული მეწარმე ან ძლიერი ორგანიზატორი, მაგრამ წარმატებული თავის საქმეში. მათ გულწრფელად მიაჩნიათ, რომ საცოდაობაა არ აკეთო ის, რაც გიყვარს. თუ ქალი ვერძი შეგიყვარდათ, მადლიერი იყავით ბედის. თქვენ გვერდით არის ქალი, რომელიც მოგიგვარებთ ყველა პრობლემას; რომელიც იქნება თქვენი ერთგული და ღირსეული პარტნიორი. მას არ აფრთხობს წინააღმდეგობები და იგი მუდამ ეცდება საკუთარის (სიყვარული, კარიერა, შვილები, უფლებები) დაცვას. კურო კურო მშვიდი, მატერიალისტი, სერიოზული ქალია, რომელიც უმიზეზოდ ისტერიკებს არ აწყობს. ზოგჯერ შეიძლება აგრესიული და უხეში ადამიანივით მოიქცეს, მაგრამ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. კურო ეჭვიანი არაა, მამაკაცს გვერდზე გახედვის ან ცოლის გვერდზე სხვა ქალისთვის ნათქვამი კომპლიმენტის გამო ეჭვიანობის სცენებს არ მოუწყობს. თუმცა, ზოგჯერ მანაც შეიძლება დაკარგოს მოთმინების უნარი და საშიშ არსებად გადაიქცეს. გაფრთხილდით... კურო ელეგანტური და მუდამ დახვეწილად ჩაცმულია. უყვარს სამოსთან შეხამებული აქსესუარები. ვნებიანია, მაგრამ ვულგარულად არასდროს შეიმოსება. კურო ფანტაზიორი არაა. იგი მატერიალისტია და სჯერა მხოლოდ იმის, რასაც შეეხება, მყარად დგას მიწაზე. ბიზნესმენი კურო იშვიათად რისკავს. არც ავანტიურა ახასიათებს. მუდამ გააზრებულად მოქმედებს. მას კარგი გემოვნება აქვს მუსიკაში, გურმანია. აფასებს ხელოვნებას. უყვარს მუზეუმებში სიარული. იშვიათად ნახავთ კურო ქალს, რომელიც წუწუნებს, მოთქვამს. მას არანაირი სამუშაო არ აშინებს. რამდენიმე სამსახურს იშოვის, რათა საყვარელ მამაკაცს ღირსეულად დაუდგეს გვერდით. კურო ქალს მეუღლედ არ სჭირდება ძლიერი მამაკაცი, რომელიც შეიბრალებს. ის მამაცი ქალია, რომელსაც ხვალინდელი დღე არ აშინებს. ტყუპი ეს არის ერთ ადამიანში თავმოყრილი რამდენიმე პიროვნება. ყველა განსხვავებული. ნათესავებისა და მეგობრების აზრს იშვიათად ითვალისწინებს. სასიყვარულო ურთიერთობას რთულად აბამს. დიდხანს რომც ხვდებოდნენ ერთმანეთს, პარტნიორს მაინც უჭირს მისი გაგება. ტყუპი ადამიანი ექსპერიმენტია. მან ყველაფერი უნდა გამოსცადოს, სიახლე - აი, რა უყვარს ტყუპს. ერთფეროვნება მას კლავს. იგი ქამელეონივით ცვალებადი, მაგრამ მუდამ მომხიბლავი და დამაინტრიგებელია გარშემო მყოფებისთვის. მას სწრაფად უყვარდება და აცრუებაც მალევე ახასიათებს. მისი გულის მოგება რთულია. მამაკაცს დიდხანს აკვირდება, ცდის. არ ეჯაჭვება პარტნიორს ემოციურად, მათ ადვილად შეუძლიათ პარტნიორების ცვლა. ტყუპი არასდროს ნებდება. ტყუპი შეიძლება იყოს მოსიყვარულე და რომანტიკული, კარგი დიასახლისი. მთავარია, გვერდით ღირსეული მამაკაცი ჰყავდეს, რომელიც მოწყენის საშუალებას არ მისცემს, არ შეუზღუდავს თავისუფლებას. ტყუპი ის ქალია, რომელიც საკუთარ შეცდომებზე სწავლობს და რომელიც რამდენჯერმე იწყებს ცხოვრებას თავიდან. თუმცა, მათი ცინიზმი და მწარე ენა გარშემო მყოფებისთვის ზოგჯერ აუტანელიც კია. ტყუპი საუკეთესო მეგობარი და კომპანიონია. მან იცის ყველა პოპულარული ციტატა მულტფილმიდან და ფილმიდან. შემოქმედი ნიშანია, ცნობისმოყვარე, განვითარებული ფანტაზიით. შეყვარებული ტყუპი საყვარელი მამაკაცისთვის შეუძლებელს შეძლებს. მისთვის არ არსებობს "ქალური" და "მამაკაცური" საქმე. სიყვარულის გამო იგი მთებს გადადგამს. მას "ყურებით" უყვარს, - კომპლიმენტები და სასიყვარულო სიტყვები ყველაზე მეტად აღაფრთოვანებს. კირჩხიბი არც ერთი ქალი არ იქნება მამაკაცისთვის ისეთი რომანტიკული, ვნებიანი და "კომფორტული", როგორც კირჩხიბი. მისი პარტნიორი მუდამ განებივრებულია კოცნებით, გემრიელი კერძებით. რთულ მომენტში მასზე ერთგულ ადამიანს ვერსად იპოვით. მეორე მხრივ, კირჩხიბი ქალი მამაკაცისგან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მუდამ თქვენზე იქნება მოწებებული, ტელევიზორში უყურებს იმას, რასაც თქვენ უყურებთ, ოღონდ კი თქვენ გვერდით იყოს. როცა ხვდება, რომ მის პარტნიორს საქმეები არც ისე კარგად მისდის, ანუგეშებს, გაამხნევებს, დაეხმარება რჩევებითა და საქმით. იგი არასდროს იქნება "ბრმა" მისი უსიამოვნებებისა და პრობლემების მიმართ. ცოლ-ქმარს შორის უსიამოვნების შემთხვევაში, მათ ამბავს ვერავინ გაიგებს, კირჩხიბი ის ქალი არაა, ვინც თავის გასაჭირს ქვეყანას მოსდებს, მაგრამ პირისპირ მის მამაკაცს არ დაინდობს. მისი კრიტიკა ძალიან მტკივნეული მოსასმენია. განსაკუთრებით, მგრძნობიარე მამაკაცებისთვის. კირჩხიბ ქალს შეუძლია საიდუმლოებების შენახვა. ის არასდროს გაგთქვამთ. ისიც უნდა ითქვას, რომ კირჩხიბი საოცრად ეჭვიანია. ამიტომ არასდროს ითამაშოთ მის გრძნობებზე. ეცადეთ, მასთან მუდამ ჰამონიული ურთიერთობა გქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ მტერს სიცოცხლის ბოლომდე ვერ დაივიწყებთ. გაფრთხილდით, რომ კირჩხიბმა თქვენ მიმართ ნდობა არ დაკარგოს. თქვენთან ყოველგვარ ურთიერთობას გაწყვიტავს, როგორც კი თქვენში ეჭვი შეეპარება. თუ კირჩხიბი ქალის შენარჩუნება გსურთ, უნდა იყოთ ძლიერი და მზრუნველი. კირჩხიბი ძალიან სათუთი, მაგრამ ძვირფასი ადამიანია. კირჩხიბი ქალი არასდროს დაგანახვებთ თავს სუსტ არსებად. იგი მებრძოლია, რომელიც ნებისმიერ კრიზისს გაუძლებს და ნებისმიერ ომს მოიგებს. მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბი ქალის შინაგანი და ვიზუალური სილამაზე თვალშისაცემია, ყველა მამაკაცი სათანადოდ ვერ აფასებს მას, ვერ ხვდება, რომ მის გვერდით ქალღმერთია. თუ კირჩხიბის გვერდით მოგიწიათ ყოფნა, ბედს მეტს ნურაფერს შესთხოვთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.