შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოდიაქოს ნიშნები რომელთაც კამათში ვერასოდეს აჯობებთ


15-11-2015, 12:46
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 8 199

ამბობენ - "კამათში იბადება ჭეშმარიტებაო". თუმცა, კამათში ჭეშმარიტებასთან ერთად, მუშტიკრივიც რომ ხშირად იბადება, ესეც ფაქტია. ამიტომ ზუსტად უნდა იცოდეთ ვის ეკამათოთ და საერთოდ თუ ღირს პოლემიკის წამოწყება ამა თუ იმ ადამიანთან. ასტროლოგები ზოდიაქოს იმ ნიშნით დაბადებულთა სიას გვთავაზობენ ვისთანაც კამათში არასოდეს უნდა შევიდეთ, იმიტომ რომ ჩვენი არგუმენტები ჩანასახშივე განწირული იქნება.


ტყუპი - ინფორმაციის მიღებ-გაცემისა და კომუნიკაციის დიდოსტატი ტყუპი, სიტყვისთვის "ჯიბეში არასოდეს ჩაიყოფენ ხელს". ამ ადამიანებს ბასრი ენა და სწრაფი, ანალიტიკური გონება გააჩნიათ. ამიტომ თანამოსაუბრეს იმდენ არგუმენტს აყრიან კამათისას, ეს უკანასკნელი ენასაც ვერ მოაბრუნებს საპასუხოდ. შესაბამისად, ტყუპთან კამათი არ ღირს, თუკი მასავით "ალესილი" ენის პატრონი არ ხართ.


სასწორი - სასწორს კამათის ხელოვნება უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი. ამასთან ერთად, იგი საკუთარ აზრს კი არა ხშირ შემთხვევაში, საზოგადოდ გავრცელებულ ნორმებს იცავს ხოლმე. სასწორები დიპლომატიური პოლემიკის დიდოსტატები არიან. მათთვის მარტივია მოწინააღმდეგე დახვეწილი შენიშვნებით გამოიყვანონ წყობიდან.


მშვილდოსანი - დემაგოგიისკენ მიდრეკილი და საკმაოდ შემტევი ხასიათის ინდივიდია. მშვილდოსანი იდეალისტია, ამიტომ საკუთარი მოსაზრების სისწორეში არასოდეს ეპარება ეჭვი და საწინააღმდეგო აზრის გაჟღერებისთანავე ბრძოლას უცხადებს ყველა ოპონენტს. მშვილდოსნები მტკივნეულად რეაგირებენ მათთვის სათაყვანებელი იდეალების ხელყოფაზე. ისინი ვერ იტანენ კრიტიკას თუნდაც ჯანსაღს და მუდამ მზად არიან თავგამოდებით დაიცვან საკუთარი პოზიცია.



№1  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

რაღაც მეეჭვება :დ (მორიელი)
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№2 სტუმარი black

Mshvildosani...namdvilad asea yoveltvis..sashinlad ver vitan roca chem sawinaagmdegos amboben,mag dros ise meshleba nervebi chemi ro ver gavitano an sityvier an pizikurad davashaveb:D

 


№3 სტუმარი თინი

ვერავინ მაჯობებს მე (მერწყული)

 


№4  offline მოდერი წითური გოგონა

ყველგან თავს როგორ უნდა ვიჩენდეთ ^_^
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№5 სტუმარი Ana-anuki

Tqven txis rqebs ar icnobt? ?

 


№6 სტუმარი Tatia

ნამდვილად ასეა, სამივე ნიშანზე ვეთანხმები

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

Ana-anuki
Tqven txis rqebs ar icnobt? ?

კი ;დ

 


№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

თხის რქას რქა ტყდება ხოლმე :დ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent