შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვირტუალური ნაცნობობა....


14-07-2016, 23:14
ავტორი nawka
ნანახია 2 908

დღეს გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ რომელიმე ჩვენგანს ერთხელ მაინც არ უცდია ინტერნეტში ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის ადამიანთან: ზოგს გასართობად, ზოგს სერიოზული განზრახვისთვის, რომ ეპოვათ, ან იპოვონ სიყვარული.
იმისათვის რომ ინტერნეტ ნაცნობობის დროს არ დარჩეთ მოტყუებული საჭიროა იცოდეთ როგორ მოიქცეთ, რას უნდა ერიდოთ, ან რა უნდა გააკეთოთ როცა შეხვედრას შემოგთავაზებენ.
ეცადეთ შორს დაიჭიროთ თავი იმ ადამიანისგან, რომელიც გაცნობის წუთიდანვე სურათის გაგზავნას გთხოვთ. ფოტო შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ გაცვალოთ, როდესაც შეხედრას გადაწყვეტთ, რომ ერთმანეთი იცნოთ და არ დასჭირდეს ნაცნობს გითხრათ “გაზეთით ან ყვავილით ვისაც დაინახავ მე ვიქნებიო'', ან შეძლებდით, თუ არა მისი ვიზუალის მქონე ადამიანთან სერიოზული ურთიერთობის გაგრძელებას.
ყურადღება მიაქციეთ “სმაილების'' ხშირ გამოგზავნას (როდესაც შესაძლებელია მისი განწყობის გამოხატვა სიტყვებითაც), თუ მოსაუბრე ამას ხშირად იყენებს: ან დაკავვებულია, ან მას ძალიან არ აინტერესებთ, ან სხვა ჰყავს კიდევ რეზერვში.
თუ არ ხართ დარწმუნებული, ისწავლეთ უარის თქმა შემოთავაზებული შეხვედრაზე, მასთან შეხედრისას შეიძლება იმედი გაგიცრუვდეთ.
აუციელებლი არ არის ვინმეს გაცნობისას ეძიოთ მასში მომავალი თქვენი პარტნიორი, უბრალოდ გაერთეთ, მიეცით ნება მსუბუქ ფლირტს, ეს დაგეხმარებათ უფრო გახსნილიც გახდეთ.
იყავით რეალისტები, თუ შეხვედრას გადაწყვიტავთ, გააცნობიერეთ, რომ ვისაც ხვდებით შეიძლება ისეთი არ აღმოჩნეს ვინც წარმოგედგინათ.
არ იჩქაროთ ინტერნეტ ნაცნობობა მალე გადაიტონოთ რელურ ნაცნობობაში, თუ დარწმუნებული ხართ, რომ გინდათ შეხვედრა მაშინ აღარ გადადოთ შეგიძლიათ პირველი ნაბიჯი გადადგათ.
პირველივე შეხვედრისას არ წარუდგინოთ თავი ისეთი როგორიც არ ხართ, არ მოერიდოთ თქვენი აზრის გამოხატვას, არ მოყვეთ თქვენს ცხოვრებაში წარუმატებელი მომენტების შესახებ, ილაპარაკეთ ნეიტრალურ თემბზე, რომ არ დაემსგავსოს “შეხვედრა ფსიქოლოგთან''.
მთავარია გახსოვდეთ, რომ შეხვედრისას ნუ იქნებით დაძაბული.


ინტერმედია.ჯი



№1 სტუმარი სტუმარი Tura

Garegnulad lamazi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent