შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოდიაქოს სამი ყველაზე შეუთავსებელი წყვილი


25-07-2016, 23:58
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 787

ხდება ხოლმე, რომ ადამიანები ერთმანეთს საოცრად იზიდავენ ფიზიკურად. თუმცა, ერთ ჭერქვეშ მათი თანაცხოვრება ხშირად ჯოჯოხეთს ემსგავსება. მაინც რაშია საქმე? თურმე ნუ იტყვით და ხშირად მიზეზი არც მეტი არც ნაკლები, ასტროლოგიური შეუთავსებლობა გახლავთ:


ტყუპი & მშვილდოსანი


ტყუპი მშვილდოსნის ოპოზიციაა. შესაბამისად, მათ შორის დიდი განსხვავებაა. მშვილდოსანი ბუნებით დემაგოგია. თუმცა, ტყუპსაც არანაკლებ უყვარს მახვილსიტყვაობა და ლაქლაქი. შესაბამისად, ცოლ-ქმარს შორის რომელიმეს მაინც ხომ უნდა გააჩნდეს მოსმენის კულტურა? ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მათი არც თუ მშვიდი დიალოგების ერთგულ მსმენელებად, ყველაზე ხშირად ცნობისმოყვარე მეზობლები გვევლინებიან.
სამაგიეროდ, ტყუპზე კარგად არავის შეუძლია მშვილდოსანი ახალ-ახალი გმირობების ჩადენისა და ქმედებისკენ წააქეზოს. ჰაერი ხომ ცეცხლს უფრო აღვივებს. ხოლო თავად მშვილდოსანი კარგად მოახერხებს ჰაეროვანი ტყუპი, თავისი მართალია, არცთუ ტაქტიანი კრიტიკით, ზოგჯერ დაუკვირვებელი და იმპულსური ქმედებებისგან იხსნას. ცეცხლი ხომ ჟანგბადს შთანთქავს.


ვერძი & თხის რქა

ამბობენ, რომ ორი რქიანის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, კატასტროფის ტოლფასია. თუმცა, არც მთლად მასეა საქმე, ბატონებო. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვერძი, ისე თხის რქა უაპელაციო სიჯიუტისკენაა მიდრეკილი, ამ ორს შორისაც შეიძლება
ჩამოყალიბდეს საკმაოდ სტაბილური და რაც მთავარია, წარმატებული ოჯახური დუეტი. საამისოდ კი აუცილებელია, რომ პარტნიორული ურთიერთობის გარდა, საერთო ბიზნესინტერესებიც გააჩნდეს. ქმარი თხის რქა, შესანიშნავი პრომოუტერი, სპონსორი ან თანაშემწე იქნება ცოლი ვერძისთვის, რომელსაც იდეები და კრეატივი როგორც წესი, თავზე საყრელად გააჩნია. თუმცა, მათი რეალიზებისთვის გზებს ვერ პოულობს, ან ნებისყოფა არ ყოფნის დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად. ჰოდა, თხის რქა ქმარზე უკეთეს იმპრესარიოს სად იშოვნის კაცი?


მორიელი & ლომი

ეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური, მაგრამ ამავდროულად უაღრესად რომანტიკული და ემოციური კავშირია. მორიელისა და ლომის ზოდიაქოს ნიშნები, ერთმანეთთან კვადრატურას ქმნიან. შესაბამისად, მათთვის ურთიერთჰარმონიის მიღწევა, ძალზე რთული, ან სულაც უტოპიური თემაა. ამიტომ, კრიზისული პერიოდები ყველაზე ხშირად, სწორედ ამ წყვილს ელოდება ოჯახურ ცხოვრებაში. თუმცა, მიზიდულობა მათ შორის, იმდენად დიდია, – როგორც ფიზიკური, ისე ემოციური თვალსაზრისით, რომ ეს წყვილი მიუხედავად ბევრი პრობლემისა, მაინც ახერხებს ხანგრძლივად შეინარჩუნოს ოჯახი. უმთავრესი პრობლემა კი ამ ორს შორის, როგორც წესი, მართვის სადავეების ფლობა და პირველობის მოთხოვნილებაა. თქმა არ უნდა, მორიელი, რომელსაც ამქვეყნად ყველასა და ყველაფრის კონტროლი ლამის სისხლში აქვს გამჯდარი, თავისუფლებისმოყვარე და ამაყ ძუ ლომსაც მოუნდომებს გალიაში გამომწყვდევას. ჰოდა, აი აქ დაიწყება პრობლემები. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ გალია ოქროსგან მაინც იქნება გაკეთებული, როგორმე აიტანს ტყვეობას ფუფუნების მოყვარული ქალი ლომი



№1  offline წევრი f43i3zxv

მართალია ლომებს ვერ ვეგუები და ვგონებ ვერც ვერასდროს შევეგუები :დ

 


№2  offline წევრი mar9999

კარგი იყო :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent