შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ძნელად უყვარდებათ


6-08-2016, 11:30
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 484

ადამიანების უმეტესობა სხვადასხვაგვარად აღიქვამს სიყვარულს. ზოგს თუ პარტნიორული ურთიერთობა მარტივად გამოსდის და საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია უადვილდება, არის ისეთი ხალხიც, რომელიც სურვილისდა მიუხედავად სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებს მეორე ნახევრის პოვნას და ცხოვრების ნახევარზე მეტს (თუ მთელ ცხოვრებას არა!) მარტოობასა და პესიმისტურ დამოკიდებულებაში ატარებს. ბევრ მათგანს ხშირად არც კი სჯერა უკვე სიყვარულის. დღეს გვინდა ზოდიაქოს ნიშნით ყველაზე რთული ინდივიდები წამოგიდგინოთ, ისინი, ვისთვისაც სიყვარული და პარტნიორული კავშირები ხშირად ხდება თავის ტკივილისა და ხშირად გულის ტკივილის მიზეზიც...

ქალწული - ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ამ ნიშანზე ყველაზე მეტი "შინაბერა" და "ბერბიჭა" იბადება. ყველაფრის მიზეზი კი ქალწულისთვის დამახასიათებელი დეტალიზაციის უნარია და თვისება ყველაფერში ეძებოს იდეალი. ქალწულების დიდი ნაწილი მეწვილმანე და ზედმეტად მოწესრიგებულია. სიყვარულიც, მათი აზრით, რაიმე ტიპის სისტემატიზაციას უნდა ექვემდებარებოდეს, ამიტომ ბევრი ქალწული ცდილობს პირად ურთიერთობაში გეგმის მიხედვით გაწეროს ყველაფერი. ჰოდა, ზუსტად აქ იწყება პრობლემები. ქალწულს ასტროლოგები ურჩევენ, ცოტა უფრო ლოიალურად მოეკიდოს პარტნიორების შერჩევას. ამ ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ იდეალური და უნაკლო ამ ქვეყანაზე არავინაა და ამაოდ არ უნდა შეეცადონ სიყვარულის ობიექტის გადაკეთებას.

მორიელი - ბუნებით უზომოდ ემოციური, ვნებიანი და საშინლად ეჭვიანია. ზუსტად ეს არის მიზეზი იმისა, რომ ბევრი მორიელის ცხოვრებაში სასიყვარულო კავშირები დრამას ემსგავსება და ხშირად გადაიზრდება ხოლმე პარტნიორთან ხელჩართულ ომში. მორიელი სენსიტიური, ფრთხილი და მგრძნობიარეა. ზოგჯერ იმაზე მეტად მგრძნობიარეც კი ვიდრე საჭიროა. ამიტომ წყენას, რომელიც პარტნიორებს შორის ხშირად ხდება ბევრი მორიელი ვერ ხარშავს მეორე ნახევრისთვის სამაგიეროს გადახდის გარეშე, რაც ხშირად ხდება მიზეზი ხანგრძლივი და დამღლელი პრობლემების, რომელიც ორ ადამიანს შორის ყველაზე დიდ სიყვარულსაც კი აქრობს. მორიელის დესტრუქციული ბუნება და სურვილი ყოველთვის გადაუხადოს სამაგიერო მას, ვინც აწყენინა, არის კიდეც მის ცხოვრებაში პირადი ურთიერთობების
კუთხით პრობლემების მიზეზი. ასტროლოგები ურჩევენ მორიელს ისწავლოს პატიება და საკუთარ თავზე დაკვრივებით დაიწყოს სხვების დასჯა.

თხის რქა - ემოციურად ცივი, ხშირად საკმაოდ მორცხვი და სიყვარულისადმი სკეპტიკურად განწყობილი ნიშანია. თხის რქები შინაგანად საშინლად ამბიციურები და ამაყები არიან, რაც მათ თანდაყოლილ სიმორცხვესთან ერთად პრობლემებს უქმნის პირად ურთიერთობაში. ბევრი თხის რქა ვერ დგამს თამამ ნაბიჯს ინტერესის ობიექტისკენ მარტოოდენ უარყოფის შიშის გამო. მით უმეტეს, თუ ამ მხრივ მას მწარე გამოცდილება უკვე დაუგროვდა წარსულში. თხის რქები არ განეკუთვნებიან იმ ადამიანთა რიცხვს, ვისაც ენის მოჩლექით საუბარი შეუძლია. ამიტომ ხშირად მათ პარტნიორს ჰგონია, რომ თხის რქას სიყვარული საერთოდ არ შეუძლია ან თუ შეუძლია მხოლოდ ფორმალობაში გამოიხატება იგი. სინამდვილეში, თხის რქა ძალიან ერთგული, სტაბილური ნიშანია და საიმისოდ, რომ ბოლომდე გაიხსნას ემოციურად დრო და შესაბამისი მიდგომა სჭირდება პარტნიორისგან. რისი სურვილი და მოთმინებაც ბევრ ადამიანს არ აქვს.



№1  offline მოდერი ^paradise^

txis rqa zustiaaaa

 


№2 სტუმარი anukibanuki

თხის რქაზე ყველაფერი ზუსტად დაემთხვა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent