შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

10 მიზეზი, რატომ არიან ვერძები ქარიზმატული და საუკეთესო მეგობრები


17-08-2016, 15:01
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 669

საიმედო პარტნიორს ეძებთ სიყვარულისა და მეგობრობისთვის? ვერძი აირჩიეთ, ისინი საუკეთესოები არიან.
1. თავგადასავლების მოყვარულები
არ იცით, რა გააკეთოთ უქმეებზე? ვერძ მეგობარს შეეხმიანეთ. მის გვერდით მუდამ მხიარულება, თავგადასავალი და დღესასწაულია. გარდა ამისა, ვერძი წარმატებას აღწევს ყველა საქმეში, რომელსაც ხელს მოჰკიდებს.

2. პოზიტივს ასხივებს
არ წუწუნებს, არ გრძნობს უხერხულობას, დისკომფორტს, ყველასთან შეუძლია საერთო ენის გამონახვა და ყველა სიტუაციაში გართობა.

3. ოპტიმიზმითაა აღსავსე
თუ იმედგაცრუებული ხართ, დაურეკეთ ვერძს. მან იცის, როგორ გამოგიყვანოთ რთული სიტუაციიდან და როგორ გაგაღიმოთ.

4. საიმედოა
სხვებისგან განსხვავებით, საიდუმლოს შენახვა შეუძლიათ. თუმცა, მათ გაბრაზებას არ გირჩევთ. ხომ იცით, "ცხვარი, ცხვარიაო..." სამაგიეროდ, ვერძი უბედურებაში არ მიგატოვებთ.

5. პირდაპირ ამბობს სათქმელს
"სიმართლე - საუკეთესო პოლიტიკაა". ეს გამოთქმა ყველა ვერძმა იცის.

6. დამოუკიდებლობა მისთვის ყველაფერია

ნებისმიერ ცხოვრებისეულ გამოწვევას, ტრაგედიასაც კი დამოუკიდებლად გაუმკლავდება. მას არ ახასიათებს ტირილი და თავის უდებურებაზე სხვებთან საუბარი.

7. შეგიძლიათ ენდოთ
შეგიძლიათ ყველაფერი მოუყვეთ, ყველა პაროლი გაანდოთ. ვერძები აფასებენ, როცა ენდობიან.

8. ხელგაშლილი სხვებისთვის, ხელმომჭირნე - საკუთარი თავისთვის

მეგობრის გულისთვის არაფერს დაიშურებს. საკუთარი თავისთვის კი მხოლოდ აუცილებელ ნივთებს ყიდულობს. სახლი მინიმალისტურად აქვს მოწყობილი.

9. ამბიციურია
მუდამ უკმაყოფილოა მიღწეულით და მუდამ ცდილობს შედეგის გაუმჯობესებას. ეს თვისება გადამდებია და ხშირად მეგობრებსაც ეხმარება წარმატების მიღწევაში.

10. დასკვნა

გადახედეთ ყველა ზემოთქმულს და მიხვდებით, როგორ გაგიმართლათ, თუ ვერძი მეგობარი, საყვარელი ადამიანი გყავთ. მართალია, ის ჭირვეული, მოუთმენელი და იმპულსურია, მაგრამ ამაშია მისი ხიბლი.

დაბოლოს, ერთი ვერძი მეგობარი ყველას უნდა ჰყავდეს.



№1  offline წევრი Barbare ❤

ჩემი საუკეთესო მეგობარი ვერძია! heart_eyes და აქ ჩამოთვლილი თვისებებიდან უმეტესობა აქვს blush

 


№2 სტუმარი Ani xucisvili

Me miyvars cekva da ris advokadi viqnebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent