შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ მამაკაცს შეგიძლიათ ენდოთ სიყვარულში - ანუ ვისთან იპოვნით სიმშვიდეს


3-09-2016, 10:14
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 342

თუკი თქვენ სუსტი სქესის წარმომადგენელი ხართ, ამასთანავე მამაკაცებზე გულგატეხილიც, შესაძლოა ამ სტატიის სათაურმა სიცილი მოგგვაროთ. თუმცა, ნუ იჩქარებთ გაღიმებას, ბოლომდე ჩაიკითხეთ ჩვენი რჩევები და რაც მთავარია, პრაქტიკაზე "დატესტეთ" მათი სისწორე. გვერწმუნეთ, გაოცებული დარჩებით. მაშ ასე, ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან მამაკაცები, რომელთაც მართლაც შესწევთ ძალა უყვარდეთ უანგაროდ, ხანგრძლივად და მძაფრად ქალი.

კირჩხიბი - მთვარე, რომელიც კირჩხიბის ზოდიაქოს მართავს, განაპირობებს იმას, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამრებს ქალის ბუნება ხუთი თითივით ესმით. კირჩხიბი ბუნებით მზრუნველი, მოსიყვარულე და სენტიმენტალური მამრია. ზოგჯერ იმდენად მოსიყვარულეა, რომ შესაძლოა თავიც კი მოგაბეზროთ ყურადღებით. თუმცა, არამც და არამც არ გირჩევთ უკმაყოფილების გამოხატვას. იმიტომ რომ, მამაკაცი კირჩხიბი საოცრად ემოციური, ბუტია და წყენიაა. მას შეუძლია ხანგრძლივი ვადით უყვარდეს ერთი და იგივე ქალი, იმიტომ რომ, ემოციურად ადვილად ეჯაჭვება პარტნიორს. შესაბამისად, შეჩვეული ჭირი ურჩევნია, შეუჩვეველ სიახლეს - ანუ ახალ რომანს.

მორიელი - არ მოგატყუოთ იმან, რომ იგი სექსუალურად საოცრად აქტიური, ტემპერამენტიანი, ვნებიანი და ქარიზმატულია. ნურც იმის გამო გაკიცხავთ ამ მამაკაცს, თუკი ქალები როგორც ფუტკარი ყვავილს ისე ეტანებიან ყოველ ჯერზე. მორიელი გასაოცარი მიმზიდველობით გამორჩეული მამრია. თუმცა მას აქვს ერთი სოლიდური უპირატესობა სხვა მამაკაცებთან შედარებით - მაქსიმალისტია და სიყვარულშიც სულსა და გულს დებს ყოველთვის. შესაბამისად, თუკი მორიელმა შეგიყვარათ, თავისებურად სადისტურად, უცნაურად, მაგრამ მაინც გულით ეყვარებით. შესაძლოა, პერიოდულად დაგტანჯოთ კიდეც, განგებ მოგიწყოთ ეჭვიანობის სცენები, თავადაც გაეჭვიანოთ ხოლმე. ეს ყველაფერი მისთვის "საკონტროლო გასროლაა" საიმისოდ, რომ დარწმუნდეს თქვენი მისდამი ემოციების სიძლიერეში.

თხის რქა - ერთი შეხედვით ცივი, თითქოსდა უემოციო, თავდაჭერილი მამრია. მაგრამ მისმა გარეგნობამ არ შეგიყვანოთ შეცდომაში. იმიტომ რომ, მისი "რაფინირებული" და უნაკლო იმიჯის უკან, საშინლად ერთგული და მოსიყვარულე კაცი იმალება. მას უბრალოდ დრო სჭირდება საიმისოდ, რომ გაიხსნას ბოლომდე თქვენთან. სამაგიეროდ, თუკი თქვენს საიმედოობაში დარწმუნდა და ყველაფერთან ერთად მის ოჯახსაც მოაწონეთ თავი, გარწმუნებთ, მასზე უფრო ერთგულ ქმარს მსოფლიოში ვერ იპოვნით. თხის რქა ემოციების გამოხატვაში ძუნწია, ცოტა ჯუჯღუნაც არის პერიოდულად. სამაგიეროდ, ძალიან საიმედოა და იმ მამაკაცების კატეგორიას განეკუთვნება, ვისაც თვალდახუჭული შეუძლია ენდოს ქალი.



№1  offline წევრი don juan

Ravi aba txis rqa var da yvelaze tavisupali

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent