შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერი წყვილის 4 მარტივი და მნიშვნელოვანი ჩვევა


24-11-2016, 15:46
ავტორი 4Love.Ge
ნანახია 4 633

როგორც ლევ ტოლსტოი ამბობდა, ბედნიერი ოჯახები ერთნაირად ბედნიერები არიან. მართლაც, კარგ წყვლებს აქვთ რაღაც საერთო, რაც ეხმარება მათ ურთიერთობის შენარჩუნებასა და გამყარებაში.

1. არასდროს გახვიდეთ სახლიდან დაუმშვიდობებლად


ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამეა. თუმცა, მაშინაც კი, როცა ძალიან გაგვიანდებათ თქვენი საყვარელი ადამიანისთვის “ნახვამდის” თქმა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უნდა იყოს ერთგვარი ტრადიცია, რომელიც დემონსტირებს თქვენს ყურადღებიანობასა და მზრუნველობას.

2. ყოველდღიურად ისაუბრეთ ერთი-ერთზე


ეს აუცილებელია. გამოკითხეთ თქვენს მეორე ნახევარს, როგორ ჩაიარა დღემ, მოუყევით თქვენ შესახებაც. ამას შეუძლია გაამყაროს თქვენი ურთიერთობა. არ გადადოთ საუბარი ხვალისთვის, რადგან ეს შესაძლოა ჩვევაში გადაგივიდეთ. ხვალ ხომ იქნება ახალი დღე, ახალი მოვლენები, ამბები, ცვლილებები, რომლებიც, შესაძლოა, გამოგეპაროთ.

3. ხშრად თქვით “მე შენ მიყვარხარ”


არ არსებობს არასწორი საშუალება ამის სათქმელად. ყოველ ჯერზე, როცა ამას იტყვით, მრავალი წლის შემდეგაც კი ექნება მნიშვნელობა. ურთიერთობებში ადამიანეები ხშირად იქმნიან რაღაც კომპლექსებს, მაგალითად, განიცდიან, რომ არ არიან მიმზიდველები, რომ არ არიან საკმარისად კარგები თქვენთვის, რის გამოც იქმნება დისტანცია. თქვენ შეგიძლიათ გაათავისუფლოთ თქვენი მეორე ნახევარი ამ ფიქრებისგან, თუ ხშირად გაუმეორებთ, რომ გიყვართ.

4. გააოცეთ ერთმანეთი


ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ერთმანეთს ძვირიანი საჩუქრები უნდა აჩუქოთ და განსაკუთრებული საღამოები მოუწყოთ. ძალიან მარტივია მოულოდნელად აკოცოთ საყვარელ ადამიანს და უთხრათ, თუ როგორი ბედნიერი ხართ მის გვერდით და როგორ გაგიმართლათ, რომ გვერდით გყავთ. ასეთი პატარა მოულოდნელობაც ურთიერთობას სიცოცხლეს შემატებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent