შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერძის მიმართ სიყვარულის 10 სასტიკი რეალობა


1-03-2017, 23:17
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 889

ვერძები - ფანტასტიკური ადამიანები არიან. ისინი - ყველა ზოდიაქოს შორის საუკეთესო საყვარლები არიან და ნებისმიერ თაყვანისმცემელს ჭკუიდან შლიან.

მაგრამ ეს ყველა თვისება არ არის, რომლითად ადამიანი-ვერძები არიან დაჯილდოებულნი.

გთავაზობთ 10 მიზეზს, რატომ უნდა გიყვარდეთ ან არ გიყვარდეთ ვერძი - ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.

ის - ცეცხლია
ვერძი - ცეცხლოვანი ნიშანია. შესაბამისად, დიდი ენერგიის მატარებელია და მას ყველა თავის რჩეულს უზიარებს. გარდა ამისა, ის კომპანიის სული და გულია. ამიტომაც, თუ გსურთ, რომ საღამო შედგეს - აუცილებლად დაპატიჟეთ ვერძი. მაგრამ მეორე მხრივ, ის სწრაფად ფეთქდება. ამიტომაც აჯობებს, არ გამოიწვიოთ.

ვერძს უზარმაზარი ეგო აქვს
ქალ-ვერძს სჭირდება ადამიანი, რომელიც მის ეგოს სათანადოდ მოეპყრობა, როცა ეს ვერძს სჭირდება. ამიტომაც, თუკი კომპლიმენტების კეთება და ვერძით გულწრფელად აღფრთოვანება არ შეგიძლიათ, ნურც ეცდებით, დაუახლოვდეთ ვერძს.

ის ფხიანია
ვერძს ყველაფერი აქვს მოსინჯული, აი, თითქმის ყველაფერი. მაგრამ თუკი მას არ მოსწონს ის, რასაც პირველად აკეთებს (ან ისეთი მაგარი არ არის ამ საქმეში), ვერძმა საეჭვოა, გაიმეოროს ექსპერიმენტი.

მას ყველაფერი მალე ბეზრდება
თუკი ვერძს სექსში, სიცოცხლისუნარიანობაში ან საუბარში ვერ ეწევით, თქვენ - მისი წყვილი არ ხართ. ვერძი თავაზიანად დაგემშვიდობებათ და სწრაფად გადაერთვება სხვაზე.

ვერძი საერთო სურათს ხედავს
მას წვრილმანი დეტალები არ აინტერესებს. ის განიხილავს პროექტებს, იდეებსა და მიზნებს მხოლოდ ფართო მასშტაბით.

ის აგრესიულია
თუკი მის გზაზე აღმოჩნდით, გულწრფელად თანაგიგრძნობთ. ვერძი ყველას გაანადგურებს, ვინც მისთვის მიზნის მიღწევაში ხელის შეშლას შეეცდება.

მას ვნებიანად უყვარს

ვერძს სწრაფად უყვარდება და დიდი ენთუზიაზმით. როცა ვერძს უყვარხართ, თქვენ ამას აუცილებლად იგრძნობთ, სიტყვების გარეშეც.

ვერძს უყვარს სიცოცხლე ყველა მისი გამოვლინებით
მას ყველაფერი ახარებს: მოგზაურობა, ლიტერატურა, თეატრი, საინტერესო ადამიანები, სამყარო, თქვენ.

ის თავდადებულია
ვერძს საოცარი მეგობრობა შეუძლია, რქებით დაიცავს მას, ვინც უყვარს. ამიტომაც ნურც შეეცდებით მისი მეგობრების გაბრაზებას, ვერძს მთელი ცხოვრება ემახსოვრება და ვერ მოისვენებს, სანამ შურს არ იძიებს მეგობრისთვის. საქმით თუ არა, სიტყვით მაინც.

ვერძი ჯიუტია
ის ყველაფერს ამბობს, რისი თქმაც სურს, განსაკუთრებით, იმ ადამიანებთან, ვისაც კარგად იცნობს. მისთვის ძალიან რთულია, არ გამოთქვას ის, რასაც გრძნობს. ამიტომაც აჯობებს, ჩაერიოთ, როცა ვერძი სიტყვებად იღვრება მასთან, ვინც ამას არ იმსახურებს.



№1  offline წევრი შამხათი

ზუსტად ეგეთი ვარ:)

 


№2 სტუმარი Guest თათა

გახოხილი ვერძი ვარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent