შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ანატომია


9-03-2017, 00:08
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 844

სიყვარული უნიკალური გრძნობაა, თუნდაც იმიტომ, რომ მხოლოდ ადამიანმა მოახერხა ევოლუციის პროცესში ერთმანეთისგან გამოეყო გამრავლება და ურთიერთმიზიდვა. მიღებულია, რომ ეს პროცესები ადამიანში არ არის დაკავშირებული წელიწადის დროებთან. მაგრამ ნამდვილად ასეა, როცა ფანჯრებში გაზაფხული გვიკაკუნებს? თვით ის ფაქტი, რომ ჩვენს გარემომცველ ადამიანთა ბრბოში ვარჩევთ ვიღაც განსაკუთრებულს - გასაოცარია. მაშ როგორ ხდება ეს ჯადოქრობა?
მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, რომ ჩვენს ყურადღებას ძირითადად ჩვენთან გენოტიპით ახლოს მდგომი ადამიანები იპყრობენ. ეს გამოწვეულია დადებითი ასორტატიულობით. აზრი იმის შესახებ, რომ ფიზიკურად მსგავსი მეუღლეები ბედნიერად იცხოვრებენ უმრავლეს შემთხვევაში სწორია, ჩვენს გარეგნობას ხომ ჩვენი გენები განსაზღვრავენ.
რაც შეეხება გამოთქმას "წინააღმდეგობები მიიზიდებიან", მეცნიერთა აზრით ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე კანონზომიერება. მაგალითად ჟღალთმიანები იშვიათად აწყობენ ურთიერთობებს ჟღალთმიანებთან.
რაც შეეხება არომაგიას. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ადამიანებს იზიდავს მისგან განსხვავებული ადამიანის სურნელი. ეს გარჩევა ქვეცნობიერ დონეზე ხდება.
სქესობრივი ფერომონები - ეს არის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ბიოლოგიურ ინფორმაციას გადასცემენ. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ადამიანისთვის ყნოსვით ფაქტორებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა პარტნიორის არჩევის დროს. პირველი კონტაქტისას უდიდეს როლს თამაშობს მხედველობის ორგანოები. მაგრამ რას ვაქცევთ ჩვენ ყურადღებას?
იტალიაში მდებარე პადუის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს თუ რას უყურებენ ადამიანები პირველ რიგში გაცნობისას. ძლიერი სქესი მაშინვე ყურადღების კონცენტრაციას ახდენს მკერდზე, შემდეგ ეშვება ფეხებზე, უყურებს სახეს (განსაკუთრებულ ყურადღებას ტუჩებს უთმობს) და ბოლოს მკვეთრად ეშვება თეძოებზე. ქალები კი მამაკაცის თავს უყურებენ. სტატისტიკური მაჩვენებლები მხოლოდ მაშინ შეიცვალა, როდესაც მამაკაცს კოსტიუმი ეცვა (ქალებმა დაახლოებით 5 წამი დახარჯეს მისი შარვლის შესაკრავის თვალიერებაში).
ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახის ფერი. რაც უფრო მეტია ჩვენს სხეულში კოროტინოედები, მით უფრო ოქროსფრად გამოიყურება ჩვენი კანი, ეს კი ძლიერი იმუნური სისტემის მაჩვენებელია. შესაძლოა სწორედ ამიტომ მამაკაცები აღტაცებთ უცქერენ გარუჯულ ქალებს. სამწუხაროა, მათ არ იციან, რომ მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე ეს არ აისახება.
წითელი ფერი ასევე იპყრობს ჩვენს ყურადღებას, ტყუილად კი არ ეძახიან მას სიყვარულის ფერს. როჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ფსიქოლოგიური ტესტი და დაადგინეს რომ ქალი წითელში მამაკაცს უფრო მოსიყვარულედ და გულუხვად გადააქცევს.
ქალებისათვის უფრო მიმზიდველს წარმოადგენს მამაკაცის ხმის დაბალი ტემბრი. თუმცა არსებობს ჰიპოთეზა, რომ სწორედ ასეთი მამრები არიან მიდრეკილნი ღალატისადმი. ასე, რომ ქალმა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყური უნდა დაუგდოს თავის არჩევანს.
თუმცა ქალებს თავისი ფარული იარაღი აქვთ, ეს არის ცრემლები. ცრემლები შეიცავენ ფერმენტს, რომელიც აქვეითებს მამაკაცის სხეულში ტესტოსტერონის დონეს, რომელიც თავის მხრივ აგრესიაზეა პასუხისმგებელი. მამაკაცი უფრო ნაზი ხდება. ასე, რომ ნუ დახარჯავთ თქვენს ცრემლებს ტელეფონით საუბრისას, შეინახეთ ისინი პირადი კონტაქტისათვის.
პიზის უნივერსიტეტის პროფესორი დონატალე მარაზიტი შეყვარებულობის პერიოდს "სქესთა დროებითი ჰარმონიის პერიოდს" უწოდებს. ამ დროს მამაკაცის სისხლში ტესტოსტერონის დონე იკლებს, ხოლო ქალის სისხლში იმატებს.
სპეციალისტებმა გაზომეს ტესტოსტერონის დონე 624 მამაკაცში 21 წლიდან 26 წლამდე. ანალიზი გაიმეორეს 4, 5 წლის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ტესტოსტერონის დონე მნიშვნელოვნად დადაბლდა იმ მამაკაცებში, რომლებსაც შვილი ეყოლათ. განსაკუთრებით ეს თვალსაჩინო იყო იმ მამაკაცებში, რომლებიც ბავშვებს უფრო დიდ დროს უთმობდნენ.
ტესტოსტერონის მაღალი დონე ამცირებს იმუნიტეტს, ამით აიხსნება ის ფაქტი რომ დაოჯახებული ადამიანები ცხოვრობენ უფრო დიდ ხანს ვიდრე მარტოხელები.
პროფესორი სინდი ხაზანი ამტკიცებს, რომ შეყვარების დროს ტვინში აქტიურდება სამი ქიმიური ელემენტი: დოპამინი, ფენილტილამინი და ოქსიტოცინი. ის აკვირდებოდა რამოდენიმე ათასი წყვილის ქცევას. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამ ნივთიერებების კონცენტრაცია იზრდება ურთიერთობის 18-30 თვიან პერიოდში, ხოლო შემდეგ თანდათანობით ეცემა და სიყვარული ჩვევაში გადადის. სწორედ ოქსიტოცინი იწვევს წყვილებში სქესობრივ მიზიდულობას.
ექომმა ჰელენ ფიშერმა გამოყო სიყვარულის სამისტადია:
1) "წყურვილი" ჩვენ გვწრურია სიყვარული და გაფაციცებით ვეძებთ პარტნიორს. 2)"სურვილი" "რომანტიკა" - ანუ გიჟური სიყვარული, როდესაც ჩვენ ერთი წუთიც კი ვერ წარმოგვიდგენია ჩვენი რჩეულის გარეშე. პროფესორმა გააკეთა საინტერესო დასკვნა გიჟურ სიყვარულს არ შეუძლია 30 თვეზე უფრო დიდი ხნით არსებობა, რის შემდეგაც ის იცვლება და ტრანსფორმირდება.
სიყვარულის მესამე ეტაპს ეწოდება "შეჩვევა"
- ის რასაც ჩვენ განვიცდით წყნარი ოჯახური ცხოვრებისას. სწორედ სიყვარულის ეს სტადიაა აუცილებელი ბავშვების აღზრდისათვის. ამ დროს ჩვენს ორგანიზმში გამოიმუშავება ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც იწვევს ნდობას ადამიანებში. სუსტი სქესისათვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მამაკაცებისათვის მეორე ადამიანთან შეხება. პატარა გოგონები უფრო ხშირად ეხუტებიან დედებს, ვიდრე ამას ბიჭები აკეთებენ. ადამიანები, რომლების იშვიათად ეხუტებიან ერთმანეთს უფრო ხშირად ავადმყოფობენ და ადრე იღუპებიან.
რთულია გაზაფხულს სიყვარულის ხანა უწოდო, ის იფრო შეყვარების ხანაა. ხო მართლა, ქალები ფლირტზე 300 კალორიით მეტს ხარჯავენ ვიდრე მამაკაცები... ასე რომ ქალბატონებო დახარჯეთ მეტი დრო ფლირტზე.



№1  offline წევრი MissTekla

სიყვარული არარსებობს

 


№2 სტუმარი Jeannette

Wow, this piece of writing is good, my younger sister is analyzing these things, so I am going
to inform her.

Check out my web blog :: vpn special coupon

 


№3 სტუმარი Ernest

Great information. Lucky me I found your blog by chance (stumbleupon).
I've book marked it for later!

My homepage: vpn special coupon code 2024

 


№4 სტუმარი სტუმარი Lucie

Hey there! This is kind of off topic but I need some guidance from an established blog.
Is it hard to set up your own blog? I'm not very techincal but I can figure
things out pretty quick. I'm thinking about making my own but I'm
not sure where to start. Do you have any ideas or suggestions?
Cheers

Here is my web blog :: best vpn deals

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent