შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ გავხდეთ სასურველნი?! რჩევები ქალბატონებს.


16-03-2017, 00:01
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 9 635

რა ქმნის ქალბატონს მამაკაცებისთვის მიმზიდველად – გარეგნობა თუ ხასიათის თავისებურებები? სული? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ერთნაირად როგორც მამაკაცები ასევე ქალბატონებიც ცდილობენ. მათ მიერ გაცემული პასუხები კი აჩვენებს, რომ მათი დამოკიდებულება ერთმანეთისგან არც თუ ისე ძალიან განსხვავდება. ქალბატონები თვლიან, რომ ყველა მამაკაცი ერთნაირია და მათი ამოცნობა არ არის რთული. ერთი ნაწილი თვლის, რომ გარეგნნობა არც თუ ისე მნიშვნელოვანია, მაშინ როცა საქმე თავისებულ ხასიათს ეხება. აქედან გამომდინარე, რა არის საჭირო ქალისთვის რომ იგი მამაკაცისთის სასურველი გახდეს? რა უარყოფითი მაჩვენებლები უნდა გამოისწოროს ქალმა თავდაპირველად? როგორც აღმოჩნდა, მამაკაცების ყურადღებას იმდენად ქალის სახე კი არ იპყრობს, არამედ მისი მანერები და ქცევა. ამ შემთხვევაში არც გარეგნობა და არც ხასიათი არაფერ შუაში არ არის.
გოგონების გარკვეული რაოდენობა თვლის, რომ სამოდელო ბიზნესში ჩართულობა და მისი წევრობა მამაკაცისთვის სასურველ ქალბატონად ქცევის საფუძველია. სიმართლე კი ის გახლავთ, რომ მეტად გრძელფეხება ქალბატონები არ იზიდავთ მამაკაცებს. ისინი მათ ერთნაირებად და ნაკლებსაინტერესოებად თვლიან. სილამაზით გატაცება რამდენიმე თვეში ქრება და წინა ფლანგზე ხასიათი და საყვარელი ადმაიანის თვისებები გადმოდის. მამაკაცები თვლიან რომ ურთიერთობა უნდა განვითარდეს და არ უნდა დარჩეს ერთ დონეზე. ეს კი შეუძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორები ერთმანეთის სულიერ სამყაროს არ იზიარებენ. მიმზიდველი ქალბატონი აუცილებელია იყოს სასიამოვნო მოსაუბრე და უნდა შეეძლოს საკუთარი აზრების სწორად გადმოცემა. მამაკაცები ზებუნებრივად ლამაზ ქალებში ნაკლებ ინტელექტს ხედავენ და მათთვის ისინი ნაკლებად საინტერესონი ხდებიან. საუბრის წამოწყებისა და მისი შენარჩუნება–განვითარების ნიჭით დაჯილდოებული სუსტი სქესის წარმომადგენლები კი სასურველნი გახლავთ მამაკაცებისთვის.
ეს კი ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ქალბატონებმა მამაკაცთან ურთიერთობისას ძალიან ბევრი უნდა ისაუბრონ. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი უკუღმა წარიმართება. ნებისმიერ დამოუკიდებელ არსებას საკუთარი აზრი და დამოკიდებულება უნდა გააჩნდეს. ასეთი დამოუკიდებელი ქალბატონები კი ნამდვილად იზიდავთ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქალმა საკუთარი თავი მამაკაცთან ურთიერთობისას მთავარ მოქმედ გმირად უნდა წარმოაჩინოს. რა თქმა უნდა მან უნდა შეძლოს პარტნიორს მაქსიმალურად ამოუდგეს გვერდში, დაეხმაროს პრობლემების გადაჭრაში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება კაცს უნდა მისცეს. ქალბატონებო, მამკაცს უნდა აჩვენოთ, რომ თქვენ მისი მხრიდან დაცვა გესაჭიროებათ. სუსტი სქესის წარმომადგენლების მომხიბვლელობა მათ დაუცველობაში მდგომარეობს. სწორედ ასე თვლიან მამაკაცები, მათი აზრით კაცი ქალის დასაცავად არის შექმნილი. საჭიროა ქალი რაც შეიძლება ხშირად დაინტერესდეს პარტნიორის აზრითა და დამოკიდებულებით და ამ დამოკიდებულების გარკვეული ნაწილი, მათთვის მისაღები პუნქტები გაითვალისწინოს. მამაკაცებს უყვართ როცა გრძნობენ, რომ ქალბატონები მათზე დამოკიდებულნი არიან. მსოფლიო ფსიქოლოგების აზრით, ინტელექტუალი ქალბატონები მამაკაცებს განსაკუთრებით აინტერესებთ. ხოლო ინტელექტის მაღალ დონესთან ერთად თუ ქალს კარგი გარეგნობაც აქვს, მაშინ ეს ქალბატონი აუცილებლად იქცევა ნებისმიერი მამაკაცისთვის სასურველ ადამიანად. ყველაფერთან ერთად, დიდ როლს ასრულებს იუმორის გრძნობაც. თუმცა ამ შემთვევაშიც აუცილებელია ქალმა თავი აკონტროლოს და იუმორი მამაკცის შეურაცხყოფაში არ გადავიდეს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent