შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

5 მარტივი ხერხი, როგორ გავხდეთ უფრო ბედნიერი


8-04-2018, 00:31
ავტორი goga27
ნანახია 6 253

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ბედნიერება არ უნდა, მაგრამ ის, რაც ასეთი მარტივია სათქმელად, რთულია შესასრულებლად.

რა აბედნიერებთ ადამიანებს? ბედნიერი ადამიანების ქცევები და ჩვევები ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

გაატარეთ მეტი დრო მხიარულ ადამიანებთან

შეუძლებელია, იყოთ ბედნიერი, თუ სასიამოვნო ადამიანებთან არ გაქვთ ურთიერთობა. კარგი იქნება, თუ თქვენ გვერდით მეტი ხალისიანი, მომღიმარი ადამიანი იქნება. კარგი განწყობა გადამდებია.

ყურადღება მხოლოდ პოზიტივზე გაამახვილეთ

ბედნიერი ადამიანები დღევანდელი დღით ცხოვრობენ. ისინი დიდ დროს არ ხარჯავენ წარსულის შეცდომებზე ან არარსებულ საშიშროებებზე ფიქრს.

დაეხმარეთ ადამიანებს

სიკეთის კეთებით არა მხოლოდ სხვებს დაეხმარებით, საკუთრ ბედნიერებასაც შეუწყობთ ხელს, სხვებზე ზრუნვით ჩვენ საკუთარ თავს ვაუმჯობესებთ, რაც სხვა პოზიტიურ ცვლილებებსაც იწვევს.

იყავით მადლიერი

როგორც ამბობენ, მადლიერების გრძნობას დიდი ძალა აქვს და ის სოციალურ ურთიერთობებში შეუფასებელია. თუ ადამიანები ხედავენ, რომ თქვენ ამჩნევთ მათ კეთილგანწყობასა და სიკეთეს, უჩნდებათ მოტივაცია, რომ მომავალშიც თქვენ გვერდით იყვნენ. თუ კარგად დააკვირდებით, ბედნიერ ადამიანებს ბევრი კეთილისმსურველი ჰყავთ.

გათავისუფლდით უარყოფითი ემოციებისაგან

თუ ნეგატივისაგან და უარყოფითი ემოციებისაგან გათავისუფლება მარტივად გამოგდით, ეს ნიშნავს, რომ ბედნიერების საიდუმლო უკვე ამოხსენით. ირწმუნეთ, რომ შეუძლებელი არაფერია და ყველა პრობლემა გამოსწორდება საკუთარ თავზე მუშაობით.



№1 სტუმარი ტიტი

რთულია იყო ბედნიერი როდესაც ამდენ დარდს ატარებ გულით, თვითონ ხვდები რომ ნერვიულობა სპობს ადამიანს თუმცა შენს გონებას და გულს ვერ იმორჩილებ რომ მხოლოდ საოცარ და ბენიერ რაღაცაებზე იფიქრო,, ბედნიერება მხოლოდ ორმხრივ სიყვარულში არაა არამედ ეგ ოჯახის წევრებთანაც არის,, ალბათ ბედნიერია ის ადამიანი ვინც მშობლებთან იზრდება, იზიარებს დედა მის ტკივილს დარდს და გაძლევს უამრავ რჩევებს ეს ხომ უდიდესი ბედნიერებაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent