შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

7 საფეხური, რომელიც ნამდვილი სიყვარულისთვის ყველამ უნდა გაიაროს


23-06-2018, 21:52
ავტორი 4Love.Ge
ნანახია 6 309

ფსიქოლოგები გამოყოფენ 7 მთავარ საფეხურს, რომლებიც ნამდვილი სიყვარულისთვის ყველამ უნდა გაიაროს.

1. მოწონება შეყვარება

ეს არის მომენტი, როცა დაინახავთ მას და გრძნობთ, რომ ძალიან მოგწონთ, რომ გიზიდავთ. ფიქრობთ, რომ ის თქვენთვის შეუცვლელი იქნება, ბედნიერი ხართ, თავი სამყაროს ცენტრი გგონიათ. ეს მდგომარეობა ალბათ ყველა თქვენგანს გამოუცდია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ ხდება ამ მოწონების მატერიალიზება და ის სუბსტანციურ, განყენებულ გრძნობად რჩება. ზოგიერთები კი, ახერხებენ ურთიერთობის განვითარებას და მომდევნო საფეხურზე გადასვლას.

2. მეორე საფეხური კი ურთიერთობის დაწყებაა

როდესაც გრძნობ, რომ ვიღაც მოგწონს, ცდილობ მასთან ურთიერთობის გაბმას, ცდილობ მოიქცე ისე, რომ შენი საუკეთესო მხარე დაინახოს. ეს ძალიან საინტერესო ნაწილია ურთიერთობის. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ურთიერთობა ყველაზე საინტერესო საწყის ეტაპზეა. ცდილობ გაარკვიო აქვს თუ არა იუმორი და ასევე ცდილობ, რომ შენი იუმორიც დაანახო. გაიგო მისი ინტერესები და ა.შ.

3. ერთმანეთის გაცნობა

თუკი წინა ორი ეტაპი წარმატებით გადალახეთ და თვლით, რომ შესაძლოა მართლაც მყარი ურთიერთობა გამოგივიდეთ, ერთმანეთის მიმართ ინტერესი უფრო იზრდება, დგება ერთმანეთის კარგად გაცნობის ეტაპი. ამ საფეხურზე უფრო მეტს იგებთ ერთმანეთის ნათესავების, მეგობრების შესახებ. იგებთ ერთმანეთის ბავშვობის შესახებ.

ცდილობთ, გაიცნოთ იმდენად კარგად, რამდენადაც შესაძლებელია. ეს ყველაზე სასიამოვნო ეტაპია ურთიერთობის. ერთმანეთს უზიარებთ შეხეუდლებებს, აზრებს. თქვენს საყვარელ ადამიანს ხედავთ სრულიად განსხვავებული კუთხით.



4. დგება გადაწყვეტილების მიღების ეტაპი: გსურთ თუ არა ურთიერთობის გაგრძელება

თქვენ უკვე კარგად იცნობთ ერთმანეთს, იცით დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ და დგება მომენტი, როცა უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, ნამდვილად გინდათ თუ არა მასთან ურთიერთობის გაგრძელება. ამ თვალსაზრისით აუცილებელია, რომ ორივე თქვენგანის ფიქრები და აზრები ერთმანეთს ემთხვეოდეს. ურთიერთობაში ჩნდება სიტყვა „ჩვენ“. იწყებთ საერთო მომავლის დაგეგმვას.

5. კომპრომისი

ურთიერთობის ამ ეტაპზე მთავარია, რომ ორივე პარტნიორმა გაანალიზოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, თანაცხოვრების დროს, თუნდაც მცირე კომპრომისზე წასვლა. თქვენი ცხოვრების სტილი შეიცვალა. თანაცხოვრების დროს უნდა გაითვალისწინოთ ერთმანეთის აზრები და შეხედულებები. ეს მთავარი კომპონენტია მყარი ურთიერთობის ასაგებად.

6. გაანალიზება

თანაცხოვრების შემდეგ მალევე მიხვდებით არის თუ არა კომფორტული თანაცხოვრება. არის თუ არა ეს ურთიერთობა ისეთი, როგორსაც ელოდით. სწორედ ამ ეტაპზე მიხვდებით რამდენად ძლიერია თქვენი სიყვარული, რამდენად კარგად უმკლავდებით ერობლივად სირთულეებს, უჭერთ თუ არა მხარს ერთმანეთს.

7. ურიერთგაგება

ნამდვილი სიყვარულის ბოლო ეტაპი, ბოლო საფეხური აჩვენებს, თუ რამდენად გესმით ერთმანეთის. თქვენ იცნობთ ერთმანეთს, ყველაფერი იცით ერთმანეთის შესახებ, კომფორტულად გრძნობთ თავს, იცით, რომ მთელი ცხოვრების გატარება გინდათ ამ ადამიანის გვერდით და უსიტყვოდ შეგიძლიათ გაუგოთ ერთმანეთს.

ასეთი ურთიერთგაგება ნამდვილი სიყვარულის მთავარი ინდიკატორია. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ერთმანეთის აზრები, მიხვდეთ როდის ეშინია თქვენ პარტნიორს, როდის გრძნობს თავს ცუდად, როდისაა ბედნიერი. ყოველივეს მისი ერთი გამოხედვით ხვდებით. ეს სიყვარულის ყველაზე მაღალი საფეხურია და მიუთითებს, რომ ერთმანეთი მთელი ცხოვრება გეყვარებათ, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.




№1  offline წევრი ნეფერტარი

არ ვეთანხმები არცერთ პოზიციას. : )

 


№2  offline მოდერი Giorgi Uertashvili

ნეფერტარი
არ ვეთანხმები არცერთ პოზიციას. : )

არადა ეს ყველაფერი ყველამ რომ გაითვალისწინოს კარგი იქნება...
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№3 სტუმარი ლიზი სვით

bowtie

<3 კეე ასეააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent