შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვდრის სუნთქვა (თავი 2)


28-01-2019, 19:53
ნანახია 1 560

დედის გარდაცვალების შემდეგ დეიდა გაბრიელასთან ცხოვრობენ.დეიდა გაბრიელა კეთილი ქალია,რომელმაც შეიფარა გზას აცდენილი და-ძმა.ქალაქის ცენტრში ცხოვრობს ორსართულიან ბინაში.სახლში შესვლისთანავე იგრძნობ მყუდროებასა და გაზაფხულის სურნელს.სახლი 70ანების სტილშია მოწყობილი.თვითონ გაბრიელა ძალიან თბილი და კეთილი ადამიანია.მოხუცი,მაგრამ, კეთილი.რბილი ხასიათის,დამთმობი,ენერგიული დიასახლისი,დახვეწილი, მაგრამ სადა ჩაცმულობის,ეტყობა რომ ახალგაზრდობაში ულამაზესი ქალი უნდა ყოფილიყო.ევაც და ვაჩეც შვილებივით უყვარს.ნახევარი ბავშვობა მასთან აქვთ გატარებული.მის ეზოში დარბოდნენ,თამაშობდნენ,ტიროდნენ,უხაროდათ,სწყინდათ.მან შეაყვარა კითხვა.ერთხელ ბავშვები მეორე სართულზე აიყვანა და ბოლო ოთახის კარი შეაღო.ბავშვებს თვალწინ გადაეშალათ არნახული სანახაობა.ოთახის ერთ კუთხეს ვერ ნახავდით წიგნის გარეშე,ეს ბავშვებისთვის სამოთხე იყო.ოთახი ძველი ფურცლების, წიგნის მტვრის საოცარი სურნელით იყო გაჟღენთილი.წარმოიდგინეთ-ერთი დიდი ოთახი,რომლის ასობით თარო სავსეა წიგნებით.ძველი წიგნები, ახალი წიგნები,სქელყდიანი,თხელი ყდით,ყვითელი ფურცლებით,ქართველი,ევროპელი, ამერიკელი,მსოფლიოს ყველა მწერალი ერთ ოთახშია მოქცეული.ადგილი,რომელზეც ნებისმიერი იოცნებებდა,რომელსაც წიგნები უყვარს.
დილიდან საღამომდე ევა იმ ოთახში იყო და კითხულობდა ყველაფერს,რასაც იპოვიდა.ოცნებობდა, რომ ოდესღაც მასაც ექნებოდა ისეთი წიგნების ოთახი,როგორც დეიდა გაბრიელას ქონდა,უფრო სწორად ამაზე ათჯერ დიდი ექნებოდა,სადაც მოათავსებდა ყველა წიგნს რაც კი ოდესმე დაწერილა დედამიწაზე და ყველა წაკითხული ექნებოდა.
ევა განსხვავებული ადამიანი იყო,ეს ყველამ იცოდა.ძალიან კარგად აღზრდილი, ზრდილობიანი,ადამიანს შეურაცხოფას არასდროს მიაყენებდა,მაგრამ არავის არაფერს შეარჩენდა.ვერ იტანდა უსამართლობას და სრულიად უცხოსაც არაფერს უთმობდა,თუ უსამართლობას ხედავდა.ცხოველებზე გიჟდებოდა;დეიდას რომ უფლება მიეცა, ყველა მაწანწალა ძაღლს სახლში მიიყვანდა. ერთხელ სახლში ლეკვით დაბრუნდა.თურმე სკოლიდან რომ წამოსულა,გზაზე უპოვნია და სახლში წამოუყვანია.გაბრიელამ უარი უთხრა სახლში დატოვებაზე.გამწარებულმა ევამ იმ დღეს დაიფიცა,რომ გაიზრდებადა, თავშესაფარს გააკეთებდა და ყველა უპატრონო ცხოველს შეიფარებდა და მოუვლიდა. ხატვაც უყვარდა.უფროსწორედ,ხატვა მისი ცხოვრება იყო.ხატვაში აქსოვდა თავის დარდსა და ნაღველს.ყველა მის სურათში იგრძნობოდა დარდი, მარტოობა,ტკივილი...დღიური არ ჰქონია,არასდროს იზიდავდა,სამაგიეროდ ლექსებს წერდა,მაგრამ ამის შესახებ არავინ იცოდა.პატარა ლექსები იყო,მაგრამ ბევრ რამეს ამბობდა.თითოეულ სტროფს ფაქიზად ეპყრობოდა,თითოეულ სიტყვას ეფერებოდა,თავისი გრძელი,ლამაზი თითებით ნაზად იწერდა რვეულში...ძალიან ლამაზია ევა,თვალები ყველაზე ლამაზი აქვს,რომ ჩახედავ,სამყაროს ხედავ თითქოს,თვალის ფერიც ხასიათივით ცვალებადი აქვს,თუ გაბრაზდა მისი შავად მოელვარე თვალებიც კი შიშს გვრის ადამიანს,სევდიანს ოკენისფერ თვალებში ადვილად შეიმჩნევა მარილიანი წყლის პატარა,ლამაზი წვეთები,ნაცრისფერ თვალებზე შეხედვისთანავე ეტყობა,რომ საშინლად იმედგაცრუებულია და შენც სიხარულით ივსები, მის ნუშის ფორმის თვალებში ბედნიერებისგან მოციმციმე ოქროსფერ ბურთულებს რომ ხედავ.ძირითადად ლურჯი თვალები აქვს,რადგან იშვიათადაა ბედნიერი,უფრო სწორად,დედის სიკვდილის მერე მის თვალებში ოქროსფერი ნაპერწკალიც კი არავის უნახავს.კიდევ ერთი რამითაა გამორჩეული ჩვეულებრივი ადამიანებისგან;სხვებს გრძნობების გამო ხელები უკანკალებთ,წითლდებიან,ხმა არ ემორჩილებათ,ტირიან,ჩხუბობენ...ევას კი...რომ შეხედავ მის მიმოხრას,ქცევებს,მიმიკებს,ადამიანი იფიქრებს, რომ გრძნობა არ გააჩნია,მაგრამ საკმარისია ჩაიხედო მის თვალებში,დაინახავ რა ხდება მის გულში.მართალი იყო ის ადამიანი,ვინც თქვა,რომ თვალები ადამიანის სულის სარკეა.თვალები ევას სულის სარკეა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent