შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

4 ever (ნაწილი 1)


14-12-2019, 11:40
ავტორი Lizaabett
ნანახია 1 597

ელენე გაიღვიძე რა სწრაფად, დაგაგვიანდება გოგო ადექი დღეს ხო შენი პირველი დღეა ახალ სკოლაში!აი უკვე თავზე დამადგა ცოცხალი მაღვიძარა, დედაჩემი, ქალბატონი ნანა, რომელიც ჩემთვის ცოცხალ მაღვიძარად იქცა, იგი სულ მეჩხუბება რომ ვისწავლო წესრიგი და ეს მართლაც კარგია. აუ დე სამი წუთიც რა და ავდგები, გთხოვ მაცადეე!-შენ უნდა მომკლა მე შენი უპასუხისმგებლობა დამღუპავს მე! - ხო აი ავდექი დამაცადე დედა რააა.. მართლაც ავდექი, შევედი სააბაზანოში მოვწესრიგდი და როგორც ყოველთვის ჯინსით, კეტითა და პერანგით გავედი გარეთ, აივანზე, მარტში. - ელენე ყავა დალიე და ჭამე მოდი გოგო! - ახლავე.. მე გავედი და ჩემთვის უშაქრო ყავა ყოველ დილით იგივეა რაც ნარკომანისთვის წამალი. დედიკოს გამომცხვარი ქადები კი უგემრიელესია. - დეე მე გავდივარ! დავუძახე დედას. - კარგი დედი წარმატებები ჭკვიანად! სადარბაზოდან გავედი და ტაქსიში ჩავჯექი, როცა სკოლაში მივედი, როგორც ახალ ხორცს ისე მიყურებდნენ,ეს ჩვეულებრივი ფაქტია, ახალი გოგო, ახალ სკოლაში. დირექტორი შემომეგება და მეათე კლასის ოთახში მიმაცილა. დამრიგებელი გამაცნოდა ერთ წითურ გოგონასთან დამსვა. გაკვეთილების მანძილზე სულ ვსაუბრობდით, ნია ერქვა და მალევე დავმეგობრდით კიდეც. მესამე გაკვეთილის შემდეგ სასადილოში ჩავედით ვიყიდე ჟოლოს წვენი და ჰამბურგერი და გადავწყვიტეთ ერთ-ერთ მაგიდასთან დავმსხდარიყავით. ნიამ მითხრა რომ არ ღირდა აქ ჯდომა თუმცა მე ყურიც არ ვათხოვე და გადავწყვიტე იმის მოლოდინში თუ რა მოხდებოდა დავმსხდარიყავით მაგიდასთან და გვეჭამა, როცა ტელეფონში ვიხედებოდი ვიღაცამ ძლიერად დაჰკრა მუჭი მაგიდას, მაღლა ავიხედე და მაღალი დაკუნთული სიმპათიური ბიჭი დავინახე. - რა გინდა? უხეშად ვკითხე.. - შენ იცი ვის ადგილას ზიხარ? მითხრა იმ მუტრუკმა და პირველივე დღესვე ამიშალა ნერვები მაგრამ მე ხომ ველოდი რომ რაღაც ამდაგვარი მოხდებოდა თუ ამ მაგიდასთან დავსხდებოდით მე და ნია. - აა უკაცრავ გეთაყვა და ეს შენი ადგილია? ვუთხარი და ავდექი ფეხზე, ნიამ ხელი მომკიდა ეცადა რომ გავეყვანე თუმცა მე ის ელენე არ ვარ ვინმესთვის უხეშად საუბარი რომ შემერჩინა ამიტომ ველოდი მისგან საპასუხა დარტყმას. - როგორ მიხვდი რო ჩემი ადგილია? ჯერ უნდა იკითხო ერთ ადგილს სად დებ, ალბათ ახალი ხარ და არ იცი რო აქ არ უნდა დაჯდე მაგრამ არაუშავს დღეიდან გეცოდინება! - მომისმინე ზრდილობა იქონიე და წესიერად მელაპარაკე.. იცოდე ვის ელაპარაკები მუტრუკო! ეს საერთო სასადილოა და სადაც მინდა და როცა მინდა იქ დავჯდები და შევჭამ!,თუნდაც სულ ტყუილად ვიჯდე შენ არ უნდა შეგაწუხოს ამ ფაქტმა და კიდევ ერთი თუ ეს შენი ადგილი იყო დღეიდან კარგად დაიმახსოვრე ჩემი ადგილია! სახეზე ცივმა ოფლმა დაასხა და სიბრაზიზგან წამოწითლდა. ზარიც დაირეკა დირექტორის გაკვეთილი მქონდა და არ მინდოდა დამეგვიანა ამიტომ ჩემს ჟოლოს წვენს და ჰამბურგერს ხელი მოვკიდე და როცა შევტრიალდი "ბრახ" და იმ აყლაყუდას დავეტაკე,-შენ ნორმალური ხაარ? ისევ ავუშარდი მე თვალებში ვერ იყურებიი დამასველე! ხელში შევაჩეჩე დაჭ....ტილი წვენის მუყაოს კოლოფი და ქედმაღლურად გავემართე კლასისკენ, ისე ის უფრო დასველდა, მე აქა იქ მქონდა ჟოლოს ლაქები თუმცა აუცილებელია ამ დროს შენი გაიტანო და პირველივე დღეს აჩვენო საზოგადოებას რომ შეგიძლია პასუხის გაცემა როცა გსაყვედურობენ. როცა კლასში შევედი შევნიშნე რომ ჩემს ადგილას სხვა იჯდა ამიტომ მომიწია სულ ბოლო მერხზე ერთ მოუსვენარ ბიჭთან დავმჯდარიყავი. მთელი გაკვეთილი მისი მოსვენება არ იყო, მას აკო ერქვა და ძალიან მხიარული იყო.ჩემი და იმ ბიჭის ამბავი მთელმა სკოლამ იცოდა და შესაბამისად აკომაც გაიგო თუ როგორ ვეჩხუბე ვიღაც უფროს კლასელ მუტრუკს. - გოგო გაგიჟდი?! ეგ იცი საერთოდ ვინაა?მითხრა აკომ და გაოცებული მიყურებდა,-ვინარის ასეთი? ბიზმესმენის შვილია თუ პრეზიდენტის ბიძაშვილი?!... - ეგ იმენა ჯმუხია ტოოო, ჯერ გაღიმებული არავის უნახავს ჯერ ერთი აქ სკოლაში პალაჟენია მიყავს მაგას და ცოტა მოერიდე რაა ნუღა შეეპასუხები. მითხრა აკომ, თუმცა მაინც გავუმეორე - კაი ერთი რაა ვიღაცა მუტრუკია. გაკვეთილები დასრულდა, სახლში წავედით, პირველი დღის კვალობაზე უკეთესს ველოდი. რაც იყო იყო.. როცა სახლში მივედი ვიღაც ქალი დამხვდა, - ელენე დედიკო გაიცანი ეს ლია დეიდაა ჩვენს მეზობელ კორპუსში ცხოვრობს. - გამარჯობათ.. უღიმღამოდ მივესალმე მე და დედაჩემს ოთაკისკენ ვუხმე, - დე ჩემი საბუთები შეიტანე უკვე ცეკვაში? ცეკვა ძალიან მიყვარს,აი სულ ვცეკვავ მაგრამ, ჩემი იმიჯიდან გამომდინარე არ მეტყობა რომ მოცეკვავე ვარ, მოცეკვავეები კლასიკურად იცვამენ მე კი სულ ჯინსი და მაისური მაცვია. - კი ელე შევიტანე, სუხიშვილების ერთ-ერთი მოსწავლე გამეცადინებს ცეკვაში,თან ლიას შვილიც იქ ცეკვავს და ერთად ივლით ხოლნე. - ხო კაი როდიდან უნდა დავიწყო სიარული? - ხვალიდან.. და 5 საათზე უნდა იყო იქ.



№1 სტუმარი sukhy

აუ ძაან კაია ძაან დამაინტერესა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent