4 ever (ნაწილი 2)
დამღლელი დღის შემდეგ გადავწყვიტე ჩემს ახალ ორ მეგობართან ერთად განვტვირთულიყავი, ამიტომ ორივეს დავურეკე და სადარბაზოსთან დავხვდი. აკო ჯერ არ მოსულიყო და კილომეტრიდან მიყვიროდა გუკამ დამელაპარაკა შენზეო, არც კი ვიცოდი ვინ იყო გუკა მაგრამ როგორც აღმოჩნდა ის მუტრუკი გუკა ყოფილა. - პრივეტ გოგოებოო გზაში ვინ შემხვდა იცით? - ვინ აბა? - გუკა ბატონი, - ეგ ვინარის ვკითხე მე და სახე შევიშმუშნე. - უი შენ სახელი არ იცი ხო? მუტრუკს რო ეძახი აი ეგაა გუკა!-მერე რაო რამინდაო? რაო და შენს მეგობარს უთხარი ბევრს ნუ ტლიკინებსო! - მერე შენ რა უთხარი აკო? უთხრა ნიამ..-რა ვუთხარი დაა შენს თავს მიხედეთქო და აგერრ... აკომ თმა გადაწია და შუბლზე სილურჯე გვაჩვენა... მე ელენე მაჭავარიანი არ ვიყო ეგ თუ შევარჩინო! ბავშვებმა დამაწყნარეს და იმისთვის, რომ მოვდუნებულიყავით ბარში წავედით დასალევათ, სახლში გვიან მივედი. მეორე დღეც გათენდა თავი ისე მტკიოდა მეგონა სადაცაა მოვკვდებოდი მაგრამ ვინ მომცა ეგ ბედნიერება, სკოლა მელოდა წინ ტრადიციულად ჩავიცვი და სკოლისკენ გავექანე.. იმ იმედით, რო დრო მალე გავიდოდა და ცეკვაზე მალე წავიდოდი. დღემ მალე ჩაიარა მე ნია და აკო გაკვეთილებს ტლიკინში ვატარებდით, აი დადგა სანატრელი 5 საათი და ცეკვაზე წასვლის დროც მოვიდა, როდესაც მივედი მასწავლებელმა მითხრა რომ ჯერ მეყურებინა და შემდეგ მეც დავმატებოდი მათ. უეცრად ნია შევნიშნე, მე გამიკვირდა ალბათ ვერ დამინახა თორემ მოვიდოდათქო, ფანჯრის პირდაპირ დადგა საწყის პოზიციაში, მე გამახსენდა დედას ნათქვამი ქალბატონი ლიას შვილიც იქ დადისო და მერე მივხვდი რაშიც იყო საქმე ნია ჩემს მეზობელ კორპუსში ცხოვრობდა და თან ჩემსავით მოცეკვავე იყო. ცოტა რამ ნიაზე : ჩემი ტოლია, გვაქვს ერთნაირი სტილი და გემოვნება და ერთი დიდი საიდუმლო გვაქვს რომელსაც მხოლოდ თქვენ გაგანდობთ.. მას აკო მოწონს უკვე დაწყებითი კლასებიდან თუმცა რთულია ვინმეს გამოუტყდე სიყვარულში თუ იგი ყურადღებასაც არ გაქცევს.... წამოვედით ერთად ცეკვიდან, სახლში მივედი და ანერვიულებული დედაჩემის სახე დავინახე დედა რამოხდა ვყვიროდი მეე შვილო დამშვიდდი მაწყნარებდა ისს - ბებია გარდაიცვალა ამიტომ სოფელში უნდა წავიდეთ და მოვაგვაროთ საქმეები შენ კი ლია დეიდასთან დარჩები ამ დროსი მანძილზე. ძალიან მეწყინა ბებოს გარდაცვალების ამბავი ის ერთადერთი იყო ვის გამოც სოფელში ჩავდიოდით ხოლმე, მსურდა წავსულიყავი და საბოლოოდ დავმშვიდობებოდი თუმცა დედამ მითხრა რომ აქ დარჩენა და სკოლაში სიარული უკეთესი იქნებოდა ვიდრე იქ ყოფნა და დროის ტყუილად ხარჯვა, მალევე კარზე ზარი გაისმა ლია დეიდა და მის უკან ვიღაც მაღალი ბიჭი შემომეფეთნენ - ელენე დეიდა გაიცანი ეს იკაა ჩემი უფროსი შვილი, იკა ეს ელენეაა, ნიაკომ მითხრა, რომ ერთმანეთს იცნობთ თურმე და ძალიან მიხარია... იკა ნიასავით წითური იყო მწვანე თვალებით და მაღლა აწეული წითური თმით. მან მძიმე ტვირთი თავისთან გადამატანია და როცა ნიას სიხარულისგან ჩავეხუტე მკაცრად უთხრა - ქალბატონო ჩემს ნივთებს არ შეეხო! - არის უფროსო უთხრა ნიამ სიცილით, მან ერთი სათავსო გამომიყო სადაც მოვთავსდი. ერთი საათის შემდეგ იკა შემოვიდა და ნიას უთხრა რომ მისი ძმაკაცები უნდა ამოეყვანა და ფეხბურთის ჩემპიონატისთვის უნდა ეყურებინათ ამიტომ ფული მისცა და გვითხრა რომ სადმე წავსულიყავით და ხელი არ შეგვეშალა მათთვის. ნიას ძალიან გაუკვირდა მითხრა რომ მისი ძმაცაკები ჩვეულებრივ არ დადიან მასთან და ძალიან უკვირდა რატომ მოჰყავდა ისინი დღეს მასთან სახლში. მე და ნიამ ჩავიცვით და სადარბაზოდან გამოვედით რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ მივხვდით, რომ უკან ვიღაც მოგვყვებოდაა - ნია უკან გაიხედე ვინმე მოგვყვება? - ელენე ეს ვინარი? ჩვენ რატო მოგვყვება? აფორიაქდა ნია... - ღმერთო შენ მიშველე, მოდი აქ დავჯდეთ თუ გაიარა გადავრჩით თუ არადა ცუდად გვაქვს საქმე. ბიჭი მოგვიახლოვდა როცა ქუდი გადაიძრო შემომეფეთა ბიჭი რომელიც 2 წლის წინ ქობულეთში ამეკიდა და მის მერე ვერ ვიშორებ, - გამარჯობა გოგოებოოო, - ნიკა? აქ რასაკეთებ? - ძაან კარგად იცი რატომაც ვარ აქქ, ვაა ეს ვინაა არ გამაცნობ შენს დაქალს ელენიკო? მარჯვნივ გავიხედე და დავინახე იკა და გუკა როგორ საუბრობდნენ ნიას სადარბაზოსთან, ცოტა გამიკვირდა კიდეც თუმცა ახლა სულ სხვა პრობლემა მქონდა და იმისთვის უნდა მიმეხედა. ნიკა არ გვეშვებოდაა სწორედ ამიტომ ნია ადგა და გაიქცა ბიჭებთან.. - ირაკლი ელენეს უშველე გთხოვ ვიღაც მანიაკი აეკიდა და ვეღარ იშორებს, - ელენე ვინ? ის ახალი გოგო? კითხა გუკამ ნიას, ხო ხო ის ახალი გოგო შენ, რომ ეჩხუბე თუ არ გინდა მისი დახმარება დარჩი იკა შენ კიდე დროზე წამომყევი ცუდ დღეშია ელენე. ბიჭები როცა დავინახე რომ ჩემსკენ მორბოდნენ ხმას ავუწიე, გუკამ ნიკას უკნიდან ხელი მოკიდა და ძირს დაანარცა ისე ურტყეს საწყალი ნიკა სულ დასისხლიანდა ბოლოს ჩვენი თხოვნით დაანებეს თავი და სახლში ასვლა გადავწყვიტეთ, არ მინდოდა ლია დეიდას ამ მდგომარეობაში ვენახე ამიტომ ჩემს ბინაში ავედით და ღამის იქ გათენება გადავწყვიტეთ. გუკამ და იკამ გვითხრეს, რომ მარტო ვერ დაგვტოვებდნენ, ამიტომ მისაღებში გავუშალეთ საწოლები და იქ დაწვნენ დასაძინებლად, გვიან წყალი მომინდა მთელი ღამე ისედაც ფანჯრის რაფასთან გავათენე, ვფიქრობდი გუკა რატომ დამეხმარა, მითუმეტეს ხომ მე მას არ მოვწონდი არც ხასიათებით და არც გარეგნობით ყოველი შემთხვევისთვის მე ასე მეგონაა.. გავედი სამზარეულოში, სამზარეულოში მისასვლელად მისაღები უნდა გამეარა ვხედავდი გუკას თუ როგორ იწვა მდივანზე, ასე მისთვის არასდროს შემიხედავს, როგორც კი ოდნავ შეირხა თხელმა მაისურმა ვერ დაფარა მისი დაკუნთული სხეული.. წყლის დასხმის დროს ხელიდან გამიცურდა ფინჯანი და გუკა ამ ხმაურზე წამოხტა,-ცოტა ფრთხილად ელენე რაგჭირსს? - ბოდიში მეე, მეე ჭიქა.. - კარგი ელენე დაწყნარდი ნუღა ნერვიულობ ის ბიჭი ვეღარ შეგაწუხებს, ამ სიტყვების შემდეგ მაგრად ჩამეხუტა, აშკარად ვგრძნობდი მისი კუნთების სიძლიერეს მის ცხელ სუნთქვას და თბილ ტუჩებს ჩემს გაყინულ შუბლზე დიდხანს ვიდექით ასე ბოლოს დასაძინებლად გამიშვა და კმაყოფილმა დავხუჭე თვალები იმის მოლოდინში, რომ ხვალ ახალი დღე იწყებოდა.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.