შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იქ, სადაც შენ ხარ


20-05-2020, 21:55
ნანახია 1 478

იქაურობას გავეცალე, ვინაიდან არ შემეძლო მათი ყურება.
ჩემთვის რთული აღმოჩნდა იმ ყველაფრის ნახვა რაც მე არ მქონდა. ჩემი დებისა და მშობლების ბედნიერების ყურება, რომლებიც მათ საყვარელ ადამიანებთან ერთად იყვნენ, ხოლო მე მხოლოდ შემეძლო რომ მეოცნება ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნაზე.
ტელეფონი ავიღე და თაზოსთან დარეკვა დავაპირე, მაგრამ შემდეგ ჩემმა თავმა ამომძახა გონების სიღრმიდან, რომ თუ ახლა დავურეკავდი ჩემს თავს გავყიდდი.
ამიტომ ჩემს იმ იდიოტ კლონს დავუჯერე და არ დამირეკავს, სამაგიეროდ ტელეფონს დავხედე და მისი ზარი შემოვიდა რომელსაც რათქმაუნდა არ ვუპასუხე.
-პასუხს არ აპირებ? - ეკა მომიახლოვდა
- აა არაა...-და ტელეფონი გავთიშე.
- რატომ?
- მნიშვნელოვანი არავინაა და იმიტომ...
-ვითომ? .... ბავშვობიდან კარგი მატყუარა იყავი მაგრამ ახლა რაღაც მოიკოჭლებ.
- ბავშვობაში? და ახლა რა დიდი ვარ?- სიმწრით გავიცინე და ზურგი შევაქციე. მაგრამ გაბრუნებული მისმა სიტყვებმა მომაბრუნა.
- ხანდახან ჩემზე დიდიც კი, ხანდახან ჩემზე პატარა, ხანდახან ჩემზე ჭკვიანი, ხანდახან კი ჩემზე სულელი.
-ვერ ვხვდები რას გულისხმობ.
- ვითომ? ვფიქრობ რომ ხვდები.
- ეკი ხო იცი რო ძალიან მიყვარხარ. მაგრამ ვერ ვიტან შორიდან შემოვლებსა და ნამიოკებს ამიტომ პირდაპირ მითხარი.
- კარგი. მხოლოდ იმას გეუბნები, რომ ამ ასაკში ჩემზე უფრო კარგად აზროვნებ, ქმედებებს განახორციელებ, ახალ ნაბიჯებს დგამ, ახალ გამოწვევებს უპირისპირდები და ....- სიტყვა გაწყვიტა.
-დაა?
- და მეტ გამოცდილებასაც იღებ.
-გამოცდილებაში რას გულისხმობ.
- თაზოს ვგულისხმობ. მესმის რომ ეს შენთვის რთული ასაკია, თან მითუმეტეს რომ ახლა ასეთი გამოწვევის წინაშე დადექი მაგრამ მინდა იცოდე რომ
-გაჩერდი.- სიტყვა შუაში გავაწყვეტინე და ხელით ვანიშნე.- უბრალოდ გაჩერდი... კარგად ვიცი რა ასაკშიც ვარ. კარგად ვიცი რა გამოწვევები და პრობლემებიც მაქვს და ამ პრობლემებს ჩემით მოვაგვარებ. მადლობა რომ ჩემთან საუბარი მოისურვე მაგრამ საჭირო არ არის. როგორც შევნიშნე დედამ ყველაფერი გითხრა ამიტომ განმარტებას არ დავიწყებ. მხოლოდ ის იცოდეთ ყველამ რომ ჩემს პრობლემებს თავადვე მოვაგვარებ - მხოლოდ ეს ვუთხარი და წამოვედი. ეს სიტყვები დიდი ხნის განმავლობაში მიტრიალებდა თავში და დიდად არ მსიამუვნებდა ის ტონი რომლითაც ჩემს უფროს დას მივმართე. ბოლოსდაბოლოს მას ხომ ჩემი დახმარება უნდოდა? მე კი როგორც ყოველთვის ყველაფერი სხვა მხრიდან დავინახე და ვფიქრობ რომ ვაწყენინე კიდეც. მაგრამ მე ვარ ის პიროვნება რომელიც აღაირებს თავის დანაშაულს და მიუხედავად ამისა არასდროს იხდის ბოდიშს. რა უაზრობაა არა? მაგრამ ასეთი ვარ და რა ვქნა. როგორიც გამაჩინა დედაჩემმა ასეთად დავრჩი.

***

-ბიჭო გავგიჟდები ეხლა... მართლა აღარ ვიცი რა ვქნა. ვურეკავ არ მპასუხობს, ვხედავ და თვალს მარიდებს. უკვე ვფიქრობ რო მაგის დაქალებს დავურეკო იქნება ეგენი მაინც დავიხმარო გვანცას შემორიგებაში.- უთხრა თაზომ გიორგის და ლუკას.
-ეგენი რას იზავენ?- უთხრა გიორგიმ.
-აუ რა ვიცი. იქნება დამალაპარაკონ მაინც.
-რაღაც არა მგონია- თქვა ლუკამ.
-ვითომ რატომ?
-იმიტორო ეჭვი მეპარება დაქალებისთვის ეთქვა.
-იმდღეს თავის დაქალთან ერთად რო იყო მოტოციკლით ვითომ იმას არ ეცოდინება? დავიჯერო კითხვა არ გაუჩნდებოდა რატომ არ გააჩერა თავისი შეყვარებულის სანახავად?
- აა შენ ეგ არ იცი ხო?- გაეცინა გიორგის და ფეხზე წამოდგა.-რაც შეეხება მაგას დაჯექი, დაჯექი. -უთხრა და სიცილით იგუდებოდა
- რა ხდება, რა იყო? - დაიბნა თაზო.
- აა ხო - ლუკამაც მოწვა რა ხდებოდა და მანაც გაიცინა.
- გამაგებინებთ რა ხდება?
- კაროჩე, იმდღეს რო იყო მოტოციკლით თან თავისი დაქალი კი არა დედამისი ახლდა -ძლივს ჩაამთავრა სათქმელი რადგან სიცილით იგუდებოდა.
- ოო კაი რა რას მეღადავებით - თაზო ფეხზე წამოდგა და წასვლა დააპირა, მაგრამ ბიჭებმა კვლავ ადგილზე დააბრუნეს და ძლივს დაარწმუნეს რომ ის ვინც თან მახლდა მართლა დედაჩემი იყო. ნუ რომ გითხრათ მიკვირს თქო. არა. არ მიკვირს, რადგან დედაჩემზე ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენს რომ სამი შვილის დედაა, მითუმეტეს სამი ამხელა შვილის... ერთი 24 წლისაა, ერთი 20-ის ერთიც კი 16-ის. დედა ძალიან გამხდარია, გრძელი კუპრივით შავი თმით, რომელიც მენჯამდე სწვდება, ფერმკრთალი კანით, ზღვასავით ლურჯი თვალებით და საშვალო სიმაღლით. ის 42 წლისაა მაგრამ რომ შეხედო შეიძლება 24 წლის გეგონოს, ხშირად ხალხს ის, არა დედაჩემი, არამედ ჩემი და ჰგონიათ და არც თაზო ყოფილა გამონაკლისი.-
კაით რაა შანსი არაა. - კვლავ გაოგნებული იყო თაზო.
-არის. -დარწმუნებით უთხრა გიორგიმ.
-კაი. მაშინ ალბათ მზიკოს დავურეკავ ის ხო გვანცას დაქალია.
- ჰო რავი როგორც გინდა.
- კაით მერე შეგეხმიანებით.
თაზო გამოვიდა და გზაში მზიკოს ნომერი აკრიფა და დაურეკა.
- გისმენთ? - მზიკოს ხმა გაისმა ტელეფონიდან.
- მზიკო გამარჯობა, თაზო ვარ.
- თაზო? - ცოტა დაიბნა - უი თაზო, როგორ ხარ.
- კარგად მადლობა. შენ?
- მეც კარგად. რა არის რამე ხომ არ გინდოდა?
- სიმართლე თუ გაინტერესებს კი. მისმინე გვანცას რამე ხომ არ უთქვამს შენთვის?
- არა რა უნდა ეთქვა?
- ანუ არაფერი უთქვამს?
- არა, რამე მოხდა?
- ამმ... სიმართლე თუ გაინტერესებს კი, და შენი დახმარება მჭირდება. -ყველაფერი მოუყვა და ბოლოს დააყოლა - ასე იყო, შენი დახმარება მჭირდება რომ როგორმე დაველაპარაკო, რადგან როცა ვურეკავ არ მპასუხობს.
-გასაგებია. შეიძლება ჩემი აზრი გამოვთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით?
-კი შეიძლება.
- კარგი. პირდაპირი ვიქნები, მაგარი იდიოტი ხარ.
- ვიცი...
- კარგია თუ იცი. მეც არ ვთქვი ეს დღეები გვანცა რატომ იყო ცუდ გუნებაზე?
- მართლა?
-კი მართლა, წესით არ უნდა გეხმარებოდე მაგრამ ჯანდაბას. რადგან ვიცი რომ მას შენ ძალიან უყვარხარ.
- მადლობა.
- არაფრის, მასთან ერთად რომ ვიქნები დაგირეკავ და დაგალაპარაკებ ან შემიძლია შეგახვედრო.
- მართლა შეგიძლია?
- რათქმაუნდა, მე ყველაფერი შემიძლია. ნუ მოკლედ ლაგოდეხში წამოვიყვან ხვალ ალბათ და ადგილს მოგწერ.
- კაი.

***
ტელეფონს დავხედე და მზიკოს მესიჯი დამხვდა.
- ანუ არ აპირებ მოყოლას?
- ვფიქრობ უკვე ყველაფერი იცი, მაგრამ არ ვიცი საიდან.
- კი ვიცი, და ისიც ვიცი, რომ ეგ შენი თაზო ძაან მაგარი იდიოტია და არ მჯერა, რომ მაგ ყველაფრის მიუხედავად მაინც ასე ძალიან გიყვარს.
- ჰოო ეგ არც მე არ მჯერა.
- ნუ მოკლედ დროა თაზო დაიკიდო. ხვალ ლაგოდეხში გამომყვები?
- ხვალ ვერა, მნიშვნელოვანი საქემეები მაქვს.
- ზეგ?
- ზეგ მგონი შეიძლება.
- კაი.
ისევ ოთახში შევედი ოღონდ ამჯერად სუფრასთან აღარ დავმჯდარვარ, წავედი და ჩემ დიშვილებს დავუწყე თამაში. ისეთი ანცები არიან, რომ ძალიან მარტივად დამღალეს, თვითონ კი ისე განაგრძობდნენ თამაშს თითქოს ახლა გაიღვიძესო.
უკვე ღამის პირველი საათი ხდებოდა რომ დასაძინებლად წავედი და ბავშვებიც თან გავიყოლე მთელი ღამე მათთან ჩახუტებულს პატარა ბავშვივით მეძინა.
დილით 8 საათზე დემეტრე და ლილე თავზე დამახტნენ და გამაღვიძეს.
- აუუ პატარა ეშმაკის ფეხებო მეტკინა-სიცილით ვუთხარი და ორივე გულში ჩავიკარი. - დიდი ხანია გღვიძავთ?
- არც ისე -ის საყვარლად თქვა ლილემ რომ ვეღარ მოვითმინე და ლოყები დავუჩქმინტე. - მეტკინა მეტკინააა - საყვარლად კისკისებდა.
- აბაააა ეშმაკუნებო გავიდეთ გარეთ?
- კი კი კიი- ორივე ერთად აკისკისდნენ მე კი დემეტრე კისერზე დავისვი ლილე ხელში ავიყვანე და სამზარეულოში გავედით, სადაც ეკა და მაკა საზიზღარ ბროკოლის სუპს ხარშავდნენ.
-უპს ბავშვებო ლოკაცია შეგვეშალა.-ვითომც არაფერი ისე გამოვბრუნდი უკან მაგრამ ეკამ დაგვიჭირა.
-არაფერიც არ შეგშლიათ, ახლა უნდა დაგვეძახა თქვენთვის, სუპი მზად არის დროა ჭამონ.
- ფუუ კაით რაა თქვენი შვილები მაინც არ იყვნენ, არ გეცოდებათ მაგ საზიზღრობას რო აჭმევთ?
- სასარგებლოა.
-ბლააახ... - დავიჯღანეთ მე, დემტრე და ლილე. - ბავშვებო ამის ჭამა გიყვართ?
- არაა -ერთხმად თქვეს ორივემ მე კი მხრები ავიჩეჩე ვითომც არაფერი.
ამ დროს სამზარეულოში დედა შემოვიდა და ქოქოლა დამაყარა.
- შენ სულ გაგიჟდი? დროზე დასვი ორივე ჩაგწყდა წელი.
- აუუუ კაი რა ნუ ხარ პანიკა.
- რას ქვია ნუ ვარ პანიკა. დროზე დასვი ორივე.
- არაფერიც არ მომივა და არცერთსაც არ დავსვამ.
- დასვამ იმიტომ რომ უნდა ჭამონ -თქვა მაკამ და დემეტრე ჩამოსვა.
- კარგი მაშინ მეც მათთან ერთად დავიტანჯები -ვთქვი და გვერძე მივუჯექი ბავშვებს. - აბა რას ვჭამთ?
- ბროკოლის სუპს.- თქვა მაკამ და სამივეს სუპით სავსე თეფშები დაგვიდგეს.
- აუუჩ.
- სიძეების მაინც შეგრცხვეს ამხელა გოგო პიჟამოებით რო დატანტალებ- ისევ აგრძელებდა დედა.
-აუუ კაი რაა, არაფერიც არ მიჩანს ამიტომაც არაფერიც არ მიტყდება.
-სიტყვებიი- ჩაერია ფილოლოგი ეკა.
-არაფრისაც არ მრცხვენია -გადავატრიალე თვალები და სუფი "დავხვრიპე", იმდენად საშინელი იყო რომ ძლივს ჩავყლაპე და საშინლად დავიჯღანე. - ჯანდაბაა ეს რა არის. ფუუ. ამას როგორ აჭმევთ ამ ბავშვებს, ცარიელი კომბოსტოს ნახარშია.
-თუ არ გინდა არავინ გაძალებს - ეკამ ამაცალა თეფში მე კი ბავშვებს გავხედე რომლებიც ჩემზე უარესად იჯღანებოდნენ.
-მე არა მაგრამ ამ საცოდავებს რო აძალებთ. აუუ ძაან გთხოვთ რა დღეს ამ ბავშვების ძიძა და მზარეული მე ვიქნები. მე ვაკონტროლებ დღეს მათ კვებას ძაან გთხოვთ რაა.
- დღეს არ გცალია შენ ქალბატონო ამიტომ ჩუმად იყავი და ნელ-ნელა მზადება დაიწყე, დღეს აისიუში მიდიხარ.
-აუუ ეგ სულ დამავიწყდა. ე.ი დღეს შუადღის მერე გასული ვიქნები და საღამოს რო წამოვალ სახლში ამათ შაურმას წამოვუღებ და თქვენი ხმა არ გავიგო- თითით მივუთითე ეკას და მაკას.
- ეე ჩვენც გვინდა. -დაიბღვირა მაკა
-ოჰ კაი ერთი რაა.- სიცილით ვუთხარი და სამზარეულოდან გამოვედი.
ცოტა უხერხულად კი ვიგრძენი თავი როცა ბავშვები ამ საშინელ სიტუაციაში დავტოვე მაგრამ ახლა ვერაფერს ვუშველიდი, თუმცა თავი ვინუგეშე იმით, რომ საღამოს მათ შაურმას ვაჭმევდი. ჯერ ცხრა საათიც არ იყო ამიტომ წავედი და ისევ წავუძინე, ორი იყო დაწყებული რომ გავიღვიძე ამიტომ საწრაფოდ გავემზადე და სამს ეკლდა თხუთმეტი წუთი როცა მოტოციკლით სახლიდან გავედი. 10 წუთში აისიუს ოფისში ვიყავი და კიბეებს ავუყევი, დირექტორის ოფისში შევედი სადაც მოკლე გასაუბრება გავიარე. დირექტორი ძალიან თბილად შემეგება, რამაც იმ გარემოსთან შეგუება გამიმარტივა. მთელი დღე იქ ვიყავი, დირექტორთან საუბრის დროს მას მივაწოდე ასეთი იდეა, რომ მსურველები ბაკურიანის სამ დღიან ბანაკში წაგვეყვანა, შემდეგ დეტალებიც გავარკვიეთ და საბოლოოდ გადაწყდა, რომ რამდენიმე დღეში ბავშვები უნდა მოგროვილიყვნენ, რათა ბაკურიანში წავსულიყავით. შემდეგ ჩემი მოწადინებით აღფრთოვანებულმა, ბატონმა ლევანმა ნება დამრთო სახლში წავსულიყავი, ვინაიდან პირველი დღისთვის საკმაოდ კარგი ნამუშევარი იყო.
სახლში, რომ დავბრუნდი ლილე და დემეტრე თავს დამეხვივნენ და მოტოციკლით კატაობა მთხოვეს, მათი თვალებისთვის თქვენც, რომ შეგეხედათ უარს ვერც თქვენ გაუბედავდით. ამიტომ ვუთხარი რომ ჩუმად ყოფილიყვნენ და რიგრიგობით დავუწყე ტარება, ხან ერთს ვისვამდი, ხან მეორეს და ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ მოტოციკლს მაინც თავისებური ხმა აქვს, ამ ხმით შეწუხებული მაკა გამომივარდა როდესაც ლილე ჩამოვსვი მოტოციკლიდან და დემეტრე უნდა დამესვა. თქვენ იცით მისი ისტერიკების შესახებ ხომ? ამიტომ არც ახლა ყოფილა გამონაკლისი.
- სულ გაგიჟდი?! ისინი ხომ სულ პატარები არიან, ვის გაუგია მათი მოტოციკლზე დასმა?! ახლა არ დაიწყო ძალიან მთხოვესო, ისინი პატარა ბავშვები არიან და არ შეიძლება მათ დაკრულზე სიარული! - გაცოფებული მოვიდა და ლილეც და დემეტრეც ჩემგან მოშორებით დააყენა.
- აუუ კაი რა, რა უნდა მოუვიდეთ, მარტოებს ხომ არ ვსვამ, აქ ვუზივარ, თანაც წინ ვისვამ რომ არ გადავარდნენ და საშიშიც არაფერია
- რას ქვია საშიში არაფერია, რომ წაიქცეთ?! მერე სად მიდიხარ? რას გააკეთებ?!
- პირველი, არ წავიქცევით, და მეორე რომც წავიქცე, მათ არაფერი დაემართებათ!
- მაგის გარანტიას ვერ მომცემ! ახლა კი გეყოს ჩემთან კამათი და უბრალოდ დამიჯერე, რადგან შენზე დიდი ვარ და უკეთ ვიცი რა არის უკეთესი, თანაც კამათის თავი არ მაქვს, ძალიან დავიღალე.
- უიი იცი? შენდა გასაკვირად, ყველაფერი არ იცი, და არც მე მაქვს შენთან კამათის თავი, რადგან მეც ძალიან დაღლილი ვარ.- გაზს მივაჭირე და მაღაზიაში წავედი, სადაც შოკოლადები, სასუსნავები და ენერგეტიკული სასმელები ვიყიდე ჩემთვის, შემდეგ სახლში დავბრუნდი, მოტოციკლი ავტოფარეხში შევაყენე და ჩემს ოთახში ჩუმად ავედი, ტელეფონი ავიღე და ჩემს მეგობრებს მივწერე რომ რამდენიმე დღეში ბაკურიანში იყო ბანაკი, და ჩემდა გადაკვირად 20 ბავშვი ძალიან მალე მოვაგროვე, მეც კი არ ველოდებოდი ასე სწრაფად ამდენი ბავშვის მოგროვებას. მერე ყველანაირ დეტალებში გავარკვიე და დრო დავუთქვი შესახვედრად, ვინაიდან ფასიანი ბანაკი იყო, ყველას 90 ლარის გადახდა უწევდა, სადაც ტრანსპორტირება, კვება, და სასტუმრო შედიოდა.
უკვე გვიანი იყო ამიტომ ჯერ ფილმის ყურება შემდეგ კი დაძინება გადავწყვიტე. ფილმი ავარჩიე, სასუსნავები მოვიმარაგე და ჩავრთე. ჩართვისთანავე ჯერ რეკლამა ამომიგდო რომლის მთავარი აზრიც შაურმა იყო და მაშინვე გამახსენდა, როგორ ვუთხარი ჩემს დიშვილებს რომ დღს შაურმას ვაჭმევდი.
- ჯანდაბა რა იდიოტი ვაარ- ჩემ თავს შევძახე და მაშინვე წამოვხტი. ფული ავიღე, ჩავიცვი და ავტოფარეხის კარი გავაღე, სწრაფად მოვაჯექი მოტოციკლს და ლაგოდეხში წავედი. მთელი ლაგოდეხი მოვიარე მაგრამ ვერსად ვერ ვნახე საშაურმე რომელიც ღია იყო. ბოლოს მზიკოს დავურეკე...
- გოგო გძინავს?
- არაა ვთოხნი... თუ გიპასუხე ზნაჩიტ მღვიძავს დებილო... რა არის.
- კაი ხო რა დღეში გაქ ნერვები. აუ რამე საშაურმე არ იცი რომელიც მთელი ღამე მუშაობს?
- ერთი კი ვიცი მარა ლაგოდეხში არაა. თნ არც შენ მოგეწონება დიდად ის ადგილი.
- დაიკიდე ადგილი უეჭველი მჭირდება ეხლა შაურმა სად არის მითხარი.
- კაროჩე შრომაშია თუ გინდა რუკას ჩაგიგდებ.
- ჯანდაბა... კაი ჩამიგდე.
- კაი. - მითხრა და ტელეფონი გავუთიშე. სადღაც ორ წუთში მისგან შეტყობინება მომივიდა.
მის მიერ გამოგზავნილ რუკას მივყევი და მართლაც მივაღწიე საშაურმემდე. შიგნით შევედი და უამრავი ხალხი დამხვდა სადაც ძირითადად ჩემი ასაკის ახალგაზრდები იყვნენ, სხვათა შორის საკმაოდ სასიამუვნო გარემო იყო, ვიფირე აქ ალბათ ხშირად მოვალ თქო და რიგში ჩავდექი. რიგი გრძელი იყო ამიტომ დავიწყე დათვლა თუ რამდენი შაურმა მინდოდა. დათვლის შემდეგ ზუსტად 10 ცალი გამოვიდა. ცოტა კი გამიტყდა ათი შაურმის შეკვეთა, მაგრამ რა ვქნა მიყვარს ჩემი ოჯახი. და აი, ჩემი როგიც მოვიდა.
- საღამო მშვიდობისა. 10 შაურმა მინდა. 2 წიწაკით დანარჩენი წიწაკის გარეშე, სხვა ყველაფრით.
- გასაგებია, მაგრამ ცოტა დრო დასჭირება. - ცოტა დაბნეულმა მიპასუხა მზარეულის დამხმარე ბიჭმა, რომელიც დაახლოვებით ჩემი ასაკის ან ჩემზე ერთი წლით დიდი იქნებოდა, და საყვარლად გამიღიმა.
- არაუშავს მოვიცდი.- მოკლედ ვუპასუხე და ტელეფონი ამოვიღე.
- ათი შაურმა ბევრია ერთი ადამიანისთვის. - მომესმა ძალიან ნაცნობი ხმა.
- არაუშავს.-ცივად ვუპასუხე ისე, რომ უკან არც კი მივტრიალებულვარ.
- რა ცივი ხარ.- კვლავ არ მტოვებდა ნაცნობი.
- საინტერესოა.
- ვითომ?
- უდავოდ.
- რატომ გახდი ასეთი ცივი ჩემს მიმართ?
- არ ვიცი, იქნებ იმიტომ რომ იდიოტობებზე ჭედავ?- მოვტრიალდი და უდარელი ღიმილით ვიღიმოდი.
- იდიოტობებზე?
- დიახ იდიოტობებზე.
- ის ფაქტი, რომ ვიღაც სხვამ მიგიყვანა სახლში და შემდეგ შენ ის მოტოციკლით აკატავე სულაც არ მეჩვენება იდიოტობად.
- მე კი მეჩვენება. და გეყოს აქ ბევრი ხალხია და არ მინდა ახლა აქ სხვების თანდასწრებით საუბარი. - ჩემი სათქმელი ვთქვი და კვლავ შემოვბრუნდი და ზურგი ვაქციე, მერე კი უკვე თვითონ მომიარა და ჩემს გვერდით ჩამოეყუდა რათა თვალებში ჩაეხედა.
- რატომ? გიტყდება?- ცინიკურად თქვა და სახეზე კმყოფილების ღიმილი დაეტყო.
- ო არა ძვირფასო, მე არაფერი მიტყდება, უბრალოდ შენზე ვღელავ, რომ ამდენი ხალხის თვალწინ არ ჩაისვარო. - ახლა უკვე მე ვუთხარი ცინიკურად და თვალიდან არარსებული ცრემლი მოვიწმინდე და თვალებში ჩავაშტერდი (მართალია ღამე იყო და ცუდი განათებები მაგრამ მის თვალებში მაინც ჩავიძირე).
- ვითომ?
- აჰაამ...
კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას მაგრამ მზარეულის დამხმარე ბიჭი მოვიდა და თაზოს მიესალმა.
- ვა თაზო რამდენი ხანია აქ არ გამოჩენილხარ.
- ხო რა ვიცი .- მიმართა თაზომ და ისევ ჩემსკენ გამოიხედა.
- ბიჭო იცი ვინაა? აქ პირველად ვხედავ.- ჩუმად უჩურჩულა ჩემზე მაგრამ მაინც გავიგე და გამეღიმა. თაზოს სახე უნდა გენახათ წამებში სახიდან ფერი გადაუვიდა და გაშტერებულმა გახედა იმ ბიჭს.
- კი ვიცი ვინაა რაში გაინტერესებს?
- აუ რავი ძაან საინტერესო პიროვნება ჩანს.
ამ ყველაფერს ვუსმენდი და თაზოს მიმიკებზე ძალიან ბევრს ვიცინოდი,
-თქვენი შეკვეთა მზად არის - გამოვიდა შეფი სმზარეულოდან და თან ყუთით ხელში მომიახლოვდა.
- აჰ მადლობა - ვუთხარი, ფული გადავიხადე და მოტოციკლისკენ წავედი.
უკვე გარეთ ვიყავი, რომ ვიღაცის მოახლოება ვიგრძენი, უკან მივიხედე და თაზო დავინახე, რომელსაც მზარეულის დამხმარე ბიჭი ახლდა თან. მეც მეტი რაღა მინდოდა ვიფიქრე თაზოს გამწარების შესაძლებლობა მომეცა მეთქი ამიტომ ბიჭს მივუბრუნდი და ვუთხარი
- იცი? რატომღაც ძალიან მესაყვარლები- და საყვარლად გავუღიმე. სახე ერთიანად აელეწა, თაზოს კი ყველა სისხლძარღვი დაეტყო. ამ დროს კი ვეღარ მოვითმინე და სიცილი წამსკა. - კარგით, რა სახეები გაქვთ- მხოლოდ ეს ვთქვი იმიტომ რომ სიცილსგან უკვე მუცელი მტკიოდა.
- წავედით - მითხრა თაზომ და მკლავში ხელი მომკიდა.
- უკაცრავად? - ვუთხარი და თავის განთავისუფლებას შევეცადე მაგრამ უშედეგოდ მას მაინც თავისი მანქანისკენ მივყავდი - გამიშვი ხელი.
- წამოდი- კიდევ ერთხელ გაიმეორა ისე რომ არც გამოუხედავს ჩემსკენ.
- თაზო გეყოფა, შენ არ გაქვს უფლება ასე უბრალოდ მოხვიდე და მითხრა "წამოდი" ისე თითქოს არაფერი მომხდარა, გესმის? საკმარისია უკვე ძალიან დამღლა შენმა ეჭვიანობამ.
- უნდა ვილაპარაკოთ.
- მაგრამ არა აქ, ახლა და ამ მდგომარეობაში.- ზურგი ვაქციე მოტოციკლი დავქოქე და სახლში წავედი.
სახლში მისულმა შაურმა სამზარეულოში შევიტანე, ტაფები ავიღე და ოთახში გავედი. უკვე თორმეტი ხდებოდა ამიტომაც თითქმის ყველას ეძინა, მაკა და ეკას ბავშვებთნ ერთად ჩასძინებოდათ, დედაც დაღლილი უკვე დასაძინებლად წასულიყო და ოთახში მხოლოდ მამა და სიძეები დამხვდნენ.
- სად იყავი ამ დროს ქალბატონო? - მითხრა მამამ
- დღეს ბავშვებს შაურმას დავპირდი და დამავიწყდა ამიტომ ახლა ვუყიდე.
- ამ დროს სად იშოვე
- საშაურმეში - ვუთხარი და გავეკრიჭე რომ მეტი აღარფერი ეთქვა - ბავშვები სად არიან?
- ტაფები რათ გინდა? - მითხრა გიორგი ნარინმა, მაკას ქმარმა. რადგან ორივე სიძეს გიორგი ერქვა გადავწყვიტე რომ მათთვის ნარინი და ულუ შემერქმია, ისე როგორც საქართველოს ისტორიაში იყვნენ დავით ულუ და დავით ნარინი.
- მეგონა ყველას გეძინებოდათ და თქვენი გაღვიძება მინდოდა.
- უკეთესი იდეა მაქვს. - თქვა გიორგი ულუმ, ანუ ეკას ქმარმა.
- აბა გისმენ?
- მანქანები და მოტოციკლი ყველამ ერთად დავქოქოთ და ავასიგნალოთ.
- კარგი იდეაა ხო იცი შენ- ვუთხარი და სიცილით გავედით მე, მამა და სიძეები. ჩემი მოტოციკლი ქუჩაში იდგა ისევე, როგორც მამას მანქანა, ამიტომ ჩვენ გარეთ გავედით სიძეები კი ეზოში მდგარ მანქანებში ჩუმად ჩასხდნენ, სამამდე დავთვალეთ ყველამ და ერთიანად ავაგრიალეთ თითქმის ყველა ტრანსპორტი. უნდა გენახათ რა ხმაური იყო და რა სასაცილოდ გამოცვივდნენ ყველანი ოთახებიდან, მე, გიორგები და მამაჩემი კი სიცილით ვიგუდებოდით და სახლში შევბრუნდით.
სახლში შესვლამდე, როცა მოტოციკლიდან გადმოვედი ნაცნობი ადამიანის ჩრდილი დავინახე, ამიტომ სახლში შესვლისას სწრაფადვე განვაცხადე რომ დაპირებული შაურმა მოვიტანე და ოთახი დავტოვე.
ქუჩაში გამოვედი და იმ ადგილისკენ წავედი სადაც რამდენიმე წუთის წინ ნაცნობ პიროვნებას მოვკარი თვალი, ვერავის ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ იქ ვიღაც იყო
-წეღან დაგინახე, დამალვას აზრი არ აქვს.
-კარგი გამომიჭირე - სიბნელიდან გამოვიდა თაზო და ჩემს წინ დადგა.
- რა გინდა? თავს რატომ არ მანებებ? ვერ შეიგნე, რომ ყველაფერი მორჩა შენი ეჭვიანობის გამო?
- უნდა ვილაპარაკოთ.
-რაზე თაზო? მითხარი რამე დარჩა კიდევ გაურკვეველი? რამე ვერ გაიგე? შენ მე არ მენდობოდი, ჩემზე ეჭვიანობდი, ამიტომ ასეთი ეჭვების მქონე ურთიერთობის გაგრძელებას ვფიქრობ აზრი არ აქვს ხომ? - ხმა მიკანკალებდა, ვეღარ ვჩხუბობდი ამიტომ მხოლოდ ცრემლებით სავსე თვალებით ვაშტერდებოდი მის თვალებს.
- შენ ტირი... ეგ ნიშნავს იმას, რომ არ გინდა ურთიერთობის დასრულება...- ჩემი ცრემლების შესამშრალებლად ახლოს მოიწია მაგრამ მე გავეცალე.
- არ მინდა. მართალი ხარ, არ მინდა, რადგან მიყვარხარ, მაგრამ არ აქვს აზრი ამ ურთიერთობას, დიდხანს ვერ გასტანს, არ არის ისეთი მყარი, როგორიც უნდა იყოს.- ცრემლების კიდევ უფრო დიდი ნაკადი წამოვიდა ჩემი თვალებიდან, ამიტომ თავი დავხარე და ხელები გადავიჯვარედინე - მაპატიე...
- არა, არა, არა ძალიან გთხოვ ნუ ტირი - მისი ხმაც კანკალებდა, მისი ხმა აღარ იყო ისეთი მყარი და ცივი, ახლა ის პატარა ბავშვის ხმასავით კანკალებდა.- არ შემიძლია შენი ამ მდგომარეობაში დანახვა... მე შენ ყველაზე მეტად გენდობი, შენ ის ხარ ვისაც ჩემს სულს დაუფიქრებლად მივცემ, ეს ეჭვები კი, ეჭვები იმიტომ მღრღნის, რომ შენი დაკარგვის მეშინია... გთხოვ, ასე ნუ მომექცევი... - უკვე ისიც ჩემსავით ტიროდა. ნიკაპი თითებით ამაწევინა და თვალებში ჩამხედა.- შემომხედე... ჩემი სული დაცარიელდა შენს გარეშე...
-გეყოფა, გთხოვ... არ შემიძლია შენი ცრემლიანი თვალების დანახვა... - უფრო ვტიროდი და თან მის თვალებზე ცრემლების შეშრობას ვცდილობდი მაგრამ ამასობაში ისე ვსუსტდებოდი რომ მუხლებიც კი მომეკვეთა და რამდენიმე წამში თაზოს წინ მომტირალი და მიწაზე მჯდომიარე აღმოვჩნდი...
- გთხოვ ასე არ მომექცე... - თაზომაც დაიჩოქა და ახლა ის მიმშრალებდა ცრემლებს.- უშენოდ ვერ შევძლებ, ყველაფერზე მეტად, რომ მიყვარხარ ხომ იცი... ამიტომ გთხოვ ასე ნუ მომექცევი ჩემო ლოყება...
- რა გავაკეთო? მითხარი როგორ მოვიქცე, ძალიან დავიბენი... აღარაფერი ვიცი... ღამეებია არ მძინავს...
- მაპატიე...
- არ ვიცი... მერე რა იქნება?
- მერე ყველაფერი კარგად იქნება. ცრემლიანი თვალებით თბილად გამიღიმა და გულში ჩამიკრა. სიტყვებით ვერც კი აღვწერ რამდენად სასიამუვნო იყო მისი ჩახუტება, არც ის მინდოდა, რომ ეს მომენტი გამეფუჭებინა, ამიტომ მის მკლავებში გავიტრუნე და აღარაფერი არ მითქვამს ცოტა ხნის განმავლობაში.
მერე კი გამახსენდა რომ სახლში უნდა შევსულიყავი ამიტომ წამოვდექი და წასვლა დავაპირე როცა თაზომ უკან მისკენ მიმაბრუნა და დარჩენა მთხოვა.
- ხუმრობ? შენ მამაჩემს არ იცნობ, რა ვუთხრა გარეთ შეყვარებული მელოდება და გავალ თქო? - გავიცინე და ლოყაზე ვუჩქმინტე.
- როგორ მიყვარს შეყვარებულს რომ მეძახი ხოლმე- მითხრა და საკოცნელად გამოიწია მაგრამ უკან ვუბიძგე.
- თავი შეიკავე ჯერ კიდევ ნაწყენი ვარ.
- და რა უნდა გავაკეთო რომ ნაწყენი აღარ იყო?
- ეგ ჯერ არ ვიცი...
- აი მე კი ვიცი - მხიარულად გაიკრიჭა და მომეხვია.
- არ ვიცი გონებაში რა გიტრიალებს მაგრამ არა. - მკაცრად ვუთხარი და მეც მოვეხვიე.
- კარგი რაა ჯერ ხო არც არაფერი იცი.
- ვიცი რო ნორმალური იდეა შენ არ გექნება და რა გინდა რო გააკეთო.
- ძალიან კარგი იდეა მაქვს, მაგრამ მხოლოდ მჭირდება რომ შენ წამომყვე.
- ახლა? შანსი არაა სახლში უნდა შევიდე, თან მამაჩემიც არ გამომიშვებს.- ვუთხარი და სახლში შესასვლელად გამოვბრუნდი ის კი წინ გადამიდგა.
- გთხოოვ გინდა მამაშენს მე ვთხოვო?
- შენ რა გაგიჟდი? შანსი არაა.
- მაშინ რამე მოიმიზეზე ძალიან გთხოოვ.-ხელები მავედრებლად გამიმიწია და კნუტის თვალებით შემომხედა. მე სერიოზული სახით ვუყურებდი მაგრამ ბოლოს მაინც მოახერხა ჩემი დაყოლიება.
-კარგი, მაინც არ მინდა სახლში ყოფნა ახლა, მაგრამ ერთი ვიღაცის წაყვანა მოგვიწევს კიდევ.
- კარგი არ არის პრობლემა.
- კაი, ცოტა ხანი დამელოდე.
სახლში შევედი და მამას ვუთხარი, რომ ამღამ მარისთან ვრჩებოდი, რადგან არც ისე კარგად გრძნობდა თავს და თავისი მშობლებიც სახლში არ იყვნენ. ეს მხოლოდ ნაწილობრივ იყო ტყუილი, რადგან სახლში მართლა მარტო იყო მაგრამ ცუდად ყოფნის რა გითხრათ. ბოლოს, როგორც იქნა დავითანხმე და სახლიდან გასულმა მარის დავურეკე.
- მაროო ხო იცი როგორ მიყვარხარ - ვუთხარი როგორც კი ტელეფონს უპასუხა.
- მოკლედ თქვი რა გინდა.
- გარეთ გამოდი და მოგიყვები რა გრძელი ამბავია.
- კაი.- უსიამუვნოდ თქვა, მე და თაზო კი მისი სახლისკენ წავედით.
იქ მისულებს მარი უკვე გარეთ დაგვხვდა
- მოიცა.- მხოლოდ ეს თქვა მე და თაზო ერთად რომ დაგვინახა, თვალები მოიფშვნიტა და განაგრძო- მესიზმრება?
- არა - ერთად ვუპასუხეთ მე და თაზომ და ერთმანეთს ღიმილით შევხედეთ.
- რა ჯანდაბა ხდება. - დაბნეული იყურებოდა მარი და განმარტებას ითხოვდა.
- მოკლეედ...-მთელი ამბავი მოვუყევი რაც მოხდა და ბოლოს დავაყოლე- ახლა კი ჩემებს ვუთხარი, რომ შენთან ვრჩები ამღამ, ნუ ალბათ ეს ასეც იქნება მაგრამ ჯერ ამ ვაჟბატონმა სადღაც უნდა წავიდეთო და შენც უნდა წამოხვიდე. -ვუთხარი და მავედრებლად გავეკრიჭე.
- კარგი. - თქვა გაუაზრებლად, ხოლო გონს როცა მოეგო წამოიყვირა- მოიცა რა?!
- ჩუმაად -სიცილით ვუთხარი და პირზე ხელი ავაფარე.- ხოო წავედით. ძაან გთხოვ რა.
- აუ კაი რაა.
- გთხოოვ - ისევ მე ვთხოვდი და მერე თაზოს მივუბრუნდი. - შენც უთხარი რამე, თუ გინდა რო წამოვიდე.
- გთხოვ რა მარი, გპირდები შენც კარგად გაერთობი.- ახლა თაზოც ამყვა.
- იყავი ჩვენი კუპიდონი - სიცილით ვთხოვე.
- აუუ.... კაი- თქვა უკმაყოფილოდ და უკან გამოგვყვა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent