სასწაული დედამიწაზე
..მე ისევ ის მაწუხებს, რაც ერთი წლის წინ, ორი წლის წინ..რაც მაშინ დაიწყო, როცა ყველაზე ნაკლებად ველოდი,იმ დღიდან თავში, სულში ყველაფერი აირია, ძარღვებში სისხლს გულიდან და გულამდე კიარა, შენამდე მოვყავარ.. ყველაფერს, ყველა ქმედებას, ყველა გზას, ყოველ გადადგმულ ნაბიჯს შენამდე მოვყავარ.. და ამვდროულად შენიდან შორს...ადრე უფრო რეალური, მაგრამ ამასთან სასწაულის მსგავსი იყავი, ახლა იმდენი ხანია ცხადად არ მინახიხარ, ჩემს მიერ გამოგონილი მგონიხარ, მაგრამ ისევ სასწაული ხარ.. არვიცი სად ხარ, რას აკეთებ, რას ფიქრობ ამ წამს, ა'ხ'ლად გათენებულზე, გაიღვიძე თუ.. არც გძინებია.. მე გავდივარ, ფილტვებში პირველ ჯანსაღ ჰაერს ვუშვებ და არაფერზე ვფიქრობ, გარდა მზის ამოსვლისა, თუ როგორი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს ის ყოველ დილით, ვნანობ აქამდე რომ ვერ ვხედავდი..მას ვუყურებ და აღარ მიკვირს სასწაულების დედამიწაზე..და შენს არსებობასაც ვიჯერებ.. მე არვიცი შენ ამდროს რას აკეთებ, სად ხარ ან თუ ხარ.. მე კი სახიდან წუხანდელ სიზმრებს ვიბან, რომლებიც არ მემეტება... 29.X.2020 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.