შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვიქცეთ, როცა სიყვარულის გამო ცუდად ვართ? – რამდენიმე საიდუმლო, რომელიც სევდის გაქრობაში დაგეხმარებათ


9-04-2015, 23:00
ავტორი goga27
ნანახია 3 464

წარუმატებელი სიყვარულის ისტორია ბევრია.

ხშირად საქმე უკვე დასრულებულ ურთიერთობას ეხება – ზოგჯერ კი, ისეთ წყვილს, რომლის ერთად ყოფნაც მხოლოდ ცუდის მომტანია. ყველა შემთხვევაში სევდა ის გრძნობაა, რომელსაც ცოტათი ყველანი ვიცნობთ და ზოგჯერ მისი გადალახვა შეუძლებელიც კი გვგონია.

ჩვენ, ამ შემთხვევაში შევეცდებით თქვენი გიდები ვიყოთ და მოწყენილობის გვირაბიდან გარეთ გაგიყვანოთ.

ახლა კარგად ჩაისუნთქეთ და ყურადღება მოიკრიბეთ: გამოსავალი იმაზე უფრო ახლოა, ვიდრე თქვენ ფიქრობთ!

ვითარებაში კარგად გაერკვიეთ!

როცა სიყვარული მთავრდება (ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, რომელიც ჩვენს სასიყვარულო ურთიერთობას ეხება) და ამის გამო თავს ცუდად ვგრძნობთ – საჭიროა სიტუაციის გაცხადება. ზოგადად, როცა არასასურველი მოვლენები ხდება, დანაშაული თითქმის ყოველთვის ორმხრივია – ამიტომ შეცდომაა იმის ფიქრი, რომ ბრალი მხოლოდ თქვენს შეყვარებულს მიუძღვის.

ჩვენი რჩევაა – აიღეთ კალამი და ფურცელი და დაწერეთ. ეს არა მხოლოდ თერაპიაა, არამედ ბევრი რამის გარკვევაშიც დაგეხმარებათ.

გააანალიზეთ სიტუაცია – მოტივები, რომლებმაც თქვენი შეყვარებულის არასასურველი (ყოველ შემთხვევაში თქვენთვის) საქციელის პროვოცირება მოახდინეს.

სწრაფი ჩანაწერები გააკეთეთ, ოღონდ მერე ,,დღიური” გარკვეული პერიოდი დაკეტილი დატოვეთ და რამდენიმე დღის შემდეგ მიაკითხეთ მას. ნახავთ, რომ პასუხი (თუნდაც მინიმალური) თქვენი თავისთვის უკვე იმ რამდენიმე ხაზის წერისას გაგიციათ.

გიყვარდეთ საკუთარი თავი, ცოტათი უფრო მეტად


მოწყენილობის გაძევება ალტერნეტიული აქტივობებით შეიძლება – ვიღაცისთვის სასარგებლოა კარგი მუსიკის მოსმენა, ვიღაცისთვის შოკოლადის გემრიელი ფილის ჭამა და შოპინგი.

ეცადეთ, რომ ცოტათი საკუთარი თავის ფსიქოლოგები თავად იყოთ და თავს შემდეგი შეკითხვა დაუსვით - რა მაბედნიერებს?

აი, მოვედით კიდეც!

გააკეთეთ რაიმე მხოლოდ საკუთარი თავისთვის… რამე ისეთი, რაც თავს განსაკუთრებულად გაგრძნობინებთ:

ჩაიცვით ექსტრავაგანტულად (ოდესმე ,,პანკობაზე” გიოცნებიათ?) – გადით ქალაქგარეთ (კარგი იქნება, თუ ამას მეგობრებთან ერთად გააკეთებთ), საკუთარ თავს მასაჟის ან spa-ს ერთი დღე აჩუქეთ.

მთავარია გაინძრეთ და მთელი დღეები დივანზე გაწოლილები არ დარჩეთ, იმის მოლოდინში, რომ თქვენს გულში წვიმა გადაიღებს. გაგიჟდით, ხატვა დაიწყეთ, პარაშუტით გადმოხტომაზე იფიქრეთ, ადამინებს ჩაეხუტეთ…

ერთი სიტყვით – გამოხატეთ და შეიყვარეთ თქვენი თავი უფრო მეტად! ეს ალბათ ყველაზე პატიოსანი საიდუმლოა, რომლის გამხელაც თქვენთვის შეგვიძლია.

მარტო არ დარჩეთ


თუ ის ტიპი ხართ, რომელსაც მარტოობის ეშინია, მაშინ მოწყენილობის დროს მარტო დარჩენა ყველაზე უარესია, რაც საკუთარ თავს შეიძლება გაუკეთოთ.

დაურეკეთ ყველაზე ახლობელ მეგობრებს, რომლებთანაც საუკეთესო ურთიერთობა გაქვთ. გარშემო სიყვარული და სითბო შემოირტყით.

სანდო მეგობარმა მართლაც იცის თქვენი მოსმენა და სწორი რჩევების მოცემა – მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, მან იცის როგორ გაგაცინოთ!

და ბოლოს, აი ჩვენი თერაპიაც




№1  offline წევრი Heartbeat

მადლობაა..❤️❤️❤️ მგონი დაეხმარება ბევრს
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№2  offline წევრი prettygirl

Da bolos :D depresiashi myofi xalxi shemomexmianet :D sxva Tu veraferi gagamxiarulebt mainc :D kargad gamomdis eg saqme

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent