შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Პეტრას საიდუმლო (თავი 5 და 6)


დღეს, 16:26
ნანახია 0

#პეტრას_საიდუმლო
#თავი_მეხუთე — უდაბნოს საიდუმლო

დილა, რომელიც ყველაფერს შეცვლიდა

დილით, მზის პირველი სხივები ომარ ალ-ხალიდის სახლის ფანჯრებში შემოიჭრა.

მარია უკვე გამზადებული იყო. ღია ფერის პერანგი ეცვა, მხარზე ჩანთა გადაეკიდა, სახეზე კი ისეთი დაძაბულობა ეტყობოდა, თითქოს მთელი ღამე არ ეძინა.

საძინებელში ომარი შემოვიდა. ხელში მანქანის გასაღები ეჭირა.

— მზად ხარ? — ჰკითხა მან.

მარია ფანჯარასთან იდგა და ქალაქს გაჰყურებდა.

— კი. რაც უფრო მალე მივალთ, მით უკეთესი.

— დარწმუნებული ხარ, რომ კამერა იმ ადგილას დაგრჩა?

— ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პეტრაში მქონდა. იმ დღეს თითქმის ყველაფერს ვიღებდი. შეიძლება უბრალოდ ნანგრევებთან დავარდა, შეიძლება იმ ბილიკზე, სადაც მკვლელობა მოხდა.

ომარი რამდენიმე წამით ჩაფიქრდა.

— მარია, მინდა, ერთი რამ კარგად გაიგო. თუ იქ რამე საეჭვოს შევამჩნევთ, დაუყოვნებლივ წამოვალთ. კამერა შენი სიცოცხლის ფასად არ ღირს.

— ვიცი, მაგრამ თუ მასზე მკვლელობის ამსახველი კადრებია, ეს შეიძლება ერთადერთი მტკიცებულება იყოს.

— სწორედ ამიტომ უნდა ვიპოვოთ. მაგრამ ფარისის ხალხთან შეჯახებას არ ვაპირებთ.

ფარისის სახელის გაგონებაზე მარიას სახე შეეცვალა.

— როგორ შეგიძლია, ისევ მას ენდობოდე?

ომარმა მზერა გაუსწორა.

— არ მითქვამს, რომ მას ვენდობი. უბრალოდ ჯერ არ ვიცი ყველაფერი. ეჭვი და მტკიცებულება ერთი და იგივე არ არის.

— მე ის იმ ადგილას დავინახე, ომარ. იმ კაცის გვერდით იდგა, სანამ გასროლის ხმა გაისმოდა.

— ვიცი, მარია. შენი ნათქვამი არ დამვიწყებია.

ომარი მისკენ მივიდა.

— მაგრამ თუ გინდა, რომ სიმართლე გავიგოთ, ემოციებს არ უნდა მივცეთ უფლება, წინდაუხედავად გვამოქმედოს.

მარია ჩუმად დარჩა.

— წავიდეთ, — თქვა ბოლოს.

ომარმა მანქანის კარი გაუღო. მარია ჩაჯდა, თვითონ კი საჭეს მიუჯდა.

მანქანა სახლის ეზოდან გავიდა და პეტრას მიმართულებით აიღო გეზი.

ორივემ იცოდა, რომ იქ შეიძლებოდა პასუხები ეპოვათ.

მაგრამ ვერც ერთი წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე საათში მათი ცხოვრება კვლავ თავდაყირა დადგებოდა.

იმავე დილით, ქალაქის მეორე ნაწილში, ფარისის შავ ჯიპში ნადირი და კიდევ ორი მამაკაცი ისხდნენ.

ფარისი ტელეფონზე საუბრობდა.

— დარწმუნებული ხარ, რომ კამერა პეტრაში დარჩა? — იკითხა მან მკაცრად.

— ბატონო, ერთ-ერთმა თანამშრომელმა გვითხრა, რომ იმ დღეს ტურისტები დაკარგულ ნივთებს ეძებდნენ. კამერა ჯერ არ უპოვიათ, მაგრამ ძებნა გრძელდება.

ფარისიმ თვალები მოჭუტა.

— ეს პასუხი არ მაკმაყოფილებს. კამერა უნდა ვიპოვოთ, სანამ სხვები იპოვიან.

— გასაგებია.

— კიდევ ერთი რამ. ომარმა არ უნდა გაიგოს, რომ იქ ვეძებთ.

ნადირი სარკეში ჩახედა.

— და თუ თავად ომარი გამოჩნდა?

ფარისის სახე გამკაცრდა.

— მაშინ არ უნდა მიუახლოვდეთ. არ მინდა, ჩემმა ძმისშვილმა იფიქროს, რომ მის წინააღმდეგ რამეს ვაკეთებ.

— მაგრამ მარია ახლა მის ცოლად ითვლება. თუ გოგონას რამე დაემართა, ომარი ყველაფერს გააკეთებს მის მოსაძებნად.

— ვიცი, ვინ არის ომარი, ნადირ!

ფარისის ხმამ მანქანაში მყოფი კაცები გააჩუმა.

რამდენიმე წამი სიჩუმე იდგა.

შემდეგ ფარისიმ დაამატა:

— კამერა იპოვეთ. დანარჩენზე მე ვიზრუნებ.

მან ტელეფონი გათიშა და ფანჯრიდან გაიხედა.

მისთვის ეს მხოლოდ ერთი კამერის დაკარგვის საკითხი აღარ იყო. თუ მარიას ჩანაწერებში მისი დანაშაულის დამადასტურებელი კადრები აღმოჩნდებოდა, წლების განმავლობაში აშენებული ყველაფერი დაინგრეოდა.

— პეტრაში მივდივართ, — უბრძანა მან მძღოლს.

მანქანა დაიძრა.

ფარისის წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ომარიც იმავე მიმართულებით მიემგზავრებოდა.

პეტრაში დილის მზე უკვე მაღლა ასულიყო. წითელი კლდეები ოქროსფრად ანათებდა, ტურისტები კი ვიწრო ბილიკებზე ჯგუფებად გადაადგილდებოდნენ.

ომარმა მანქანა შედარებით მშვიდ ადგილას გააჩერა.

— აქედან ფეხით მოგვიწევს წასვლა, — უთხრა მან მარიას.

მარია მანქანიდან გადავიდა და გარემოს დააკვირდა.

ყველაფერი ნაცნობი იყო.

იგივე კლდეები.

იგივე ვიწრო ბილიკი.

იგივე ადგილი, სადაც რამდენიმე დღის წინ გასროლის ხმა გაიგონა და საკუთარი თვალით ნახა მკვლელობა.

მოულოდნელად სუნთქვა გაუხშირდა.

ომარმა მაშინვე შეამჩნია.

— მარია?

— კარგად ვარ.

— დარწმუნებული ხარ?

— უბრალოდ... აქ დაბრუნება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.

ომარი მის გვერდით დადგა.

— თუ გინდა, შეგვიძლია წავიდეთ.

მარია თავს უარყოფითად აქნევდა.

— არა. თუ ახლა დავბრუნდები, შეიძლება კამერა ვეღარასდროს ვიპოვო.

რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და კლდეებს შორის ვიწრო ბილიკს გაუყვა.

ომარი უკან მიჰყვებოდა და ყურადღებით აკვირდებოდა გარემოს.

— აქ ვიდექი, — თქვა მარიამ და ერთ ადგილას შეჩერდა. — მგონი, სწორედ აქედან ვიღებდი ნანგრევებს.

მან ირგვლივ მიმოიხედა.

— მერე ტურისტების ჯგუფი დავინახე. მათ გადაღებას ვაპირებდი, როცა ხმაური გავიგონე.

მარია რამდენიმე ნაბიჯით წინ წავიდა.

მოულოდნელად ფეხი შეაჩერა.

კლდის ძირში, ქვებს შორის, რაღაც შავი დაინახა.

— ომარ...

მის ხმაში ისეთი აღელვება იგრძნობოდა, რომ ომარი მაშინვე მისკენ შებრუნდა.

— რა მოხდა?

მარია დაიხარა.

ქვებს შორის მისი კამერა იდო.

კორპუსი მტვრით იყო დაფარული, ეკრანი კი ოდნავ გაბზარული ჩანდა, მაგრამ კამერა მთლიანად არ დაზიანებულიყო.

მარია ხელების კანკალით აიღო.

— ვიპოვე... ომარ, ვიპოვე!

თვალებში სიხარულის ცრემლები ჩაუდგა.

ომარი მის გვერდით ჩაიმუხლა.

— მაჩვენე.

მარია კამერას დააკვირდა და ჩართვის ღილაკს დააჭირა.

არაფერი მოხდა.

კიდევ სცადა.

ეკრანი ისევ შავი დარჩა.

— არა, გთხოვ... — ჩაიჩურჩულა მან.

— რა ხდება?

— არ ირთვება.

ომარმა კამერა გამოართვა და შეამოწმა.

— შეიძლება დაზიანებულია.

მარია აკანკალებული თითებით გახსნა ელემენტის განყოფილება.

— ელემენტი... დამჯდარია.

ომარმა ამოისუნთქა.

— ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ ჩანაწერები დაკარგულია. თუ მეხსიერების ბარათი დაზიანებული არ არის, შეიძლება ყველაფერი შენახული იყოს.

მარია კამერას ხელში მაგრად ჩაებღაუჭა.

— ანუ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი?

— დიახ. მაგრამ აქ ვერ გავიგებთ. კამერა უსაფრთხო ადგილას უნდა წავიღოთ და შევამოწმოთ.

მარიას სახეზე იმედი დაბრუნდა.

თუმცა ომარმა მაშინვე შეამჩნია, რომ ახლომდებარე ბილიკზე ორი მამაკაცი ზედმეტად დიდხანს იდგა და მათ აკვირდებოდა.

ერთ-ერთი ტელეფონზე საუბრობდა.

ომარის მზერა გამკაცრდა.

— მარია, კამერა ჩანთაში ჩადე.

— რატომ?

— უბრალოდ გააკეთე, გთხოვ.

მარია დაემორჩილა.

ომარმა კიდევ ერთხელ გახედა მამაკაცებს. ერთ-ერთმა მათგანმა მზერა აარიდა და ვითომ ტურისტების გადაღება დაიწყო.

ომარმა იგრძნო, რომ რაღაც რიგზე არ იყო.

— მივდივართ, — თქვა მან.

— მაგრამ...

— ახლა, მარია!

მარიამ კამერა ჩანთაში ჩადო და ომარს გაჰყვა.

მათ არ იცოდნენ, რომ რამდენიმე წუთის წინ ფარისის კაცებმა ომარისა და მარიას ამოცნობა შეძლეს.

და ერთ-ერთმა მათგანმა უკვე დარეკა.

— ბატონო, ცუდი ამბავია, — უთხრა ნადირმა ტელეფონში ფარისის კაცს.

ფარისი მაშინვე გამოფხიზლდა.

— რა მოხდა?

— ომარი და მარია აქ არიან. კამერას ეძებენ.

ფარისის სახე გაფითრდა, შემდეგ კი ბრაზისგან დაეძაბა.

— რა თქვი?

— საკუთარი თვალით დავინახეთ. გოგონამ რაღაც იპოვა და ჩანთაში ჩაიდო. როგორც ჩანს, კამერაა.

ფარისი რამდენიმე წამით ჩუმად იყო.

— არ დაკარგოთ ისინი თვალთახედვიდან.

— გასაგებია.

— და ნადირს დაუკავშირდით. არ მინდა, კამერა მათთან ერთად პეტრადან გავიდეს.

მან ტელეფონი გათიშა.

მის გონებაში ერთი აზრი ტრიალებდა: თუ მარიამ კამერა იპოვა, შესაძლოა მალე ჩანაწერებიც აღედგინა.

— სწრაფად იმოქმედეთ, — ჩაილაპარაკა მან.

---

ომარი და მარია მანქანამდე თითქმის სირბილით მივიდნენ.

ომარმა მანქანა დაქოქა და პეტრადან გასასვლელი გზისკენ აიღო გეზი.

რამდენიმე წუთის განმავლობაში ორივე ჩუმად იყო.

მარია ჩანთას ხელებით მაგრად იჭერდა.

— ომარ, თუ ჩანაწერები შენარჩუნებულია, ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რაც მოხდა.

— ჯერ უნდა ვნახოთ, რა არის მასზე.

— მე ფარისი დავინახე. დარწმუნებული ვარ, კამერაზე შეიძლება მისი გამოსახულებაც იყოს.

ომარმა საჭეს უფრო მაგრად მოუჭირა ხელი.

— თუ ჩანაწერზე ის ჩანს, ვინც მკვლელობასთან არის დაკავშირებული, ეს ყველაფერი პოლიციას უნდა გადავცეთ.

მარია მისკენ შემობრუნდა.

— მაშინ დამპირდი, რომ სიმართლეს არ დამიმალავ.

ომარმა წამით შეხედა.

— გპირდები.

ამ დროს უკანა ხედვის სარკეში შავი ჯიპი გამოჩნდა.

ომარმა სარკეს გახედა, შემდეგ კი კვლავ გზას მიაპყრო მზერა.

მანქანა მათ უკან საკმაოდ ახლოს მოძრაობდა.

რამდენიმე მოსახვევის შემდეგ ომარი სხვა გზაზე გადავიდა.

შავი ჯიპიც უკან გაჰყვა.

მარია დაიძაბა.

— ომარ... ეს მანქანა უკვე დიდი ხანია მოგვყვება.

— შევამჩნიე.

— შეიძლება ფარისის ხალხი იყოს?

ომარმა პასუხი არ გასცა.

მან სიჩქარე ოდნავ გაზარდა.

შავი ჯიპიც აჩქარდა.

— მარია, ღვედი შეამოწმე, — უთხრა მან.

მარია სავარძელს მიეყრდნო.

რამდენიმე წუთში ომარმა შენიშნა, რომ მანქანა უცნაურად მოძრაობდა. საჭე ერთ მხარეს ექაჩებოდა.

— ჯანდაბა...

მან სიჩქარე შეამცირა და გზის პირას გადასვლა სცადა.

— რა მოხდა? — შეშინებულმა იკითხა მარიამ.

— მგონი, საბურავს პრობლემა აქვს.

მანქანა გააჩერა.

ომარი გადმოვიდა და უკანა საბურავს დახედა.

საბურავი დაშვებული იყო.

მან მეორე მხარესაც შეამოწმა.

ორივე უკანა საბურავი დაზიანებული აღმოჩნდა.

ომარი მაშინვე მიხვდა, რომ ეს შემთხვევითი არ იყო.

— მარია, მანქანაში დარჩი, — უბრძანა მან.

— რა ხდება?

— ვიღაცამ საბურავები დააზიანა.

მარია გაფითრდა.

უკანა გზიდან შავი ჯიპი გამოჩნდა და მათგან რამდენიმე მეტრში გაჩერდა.

მანქანიდან ოთხი მამაკაცი გადმოვიდა.

ომარმა მარიას გახედა.

— კარი ჩაკეტე!

მაგრამ უკვე გვიანი იყო.

ერთ-ერთი მამაკაცი მარიას მხარეს მივარდა და კარი გააღო, სანამ ის საკეტის ჩაკეტვას მოასწრებდა.

— ხელი გამიშვით! — იყვირა მარიამ.

ომარი მანქანის მეორე მხრიდან მათკენ გაიქცა.

— მარიას ხელი არ ახლოთ!

მან ერთ-ერთ მამაკაცს ხელი ჰკრა და მარიას გათავისუფლება სცადა. რამდენიმე წამით ჩხუბი ატყდა. ომარმა ერთი თავდამსხმელი ძირს დასცა, მაგრამ მეორე ზურგიდან დაესხა თავს.

— ომარ! — იყვირა მარიამ.

ომარი შებრუნდა და თავდამსხმელს მუშტი დაარტყა.

მარიამ გაქცევა სცადა, მაგრამ ორმა მამაკაცმა მკლავებში ჩაავლო ხელი.

— გამიშვით! ომარ!

ომარმა მათკენ გაიწია, თუმცა ვიღაცამ მძიმე საგანი ჩაარტყა თავში.

თვალებში ყველაფერი აერია.

მაინც შეეცადა ფეხზე დარჩენას.

— მარია... — ძლივს ამოთქვა მან.

შემდეგ მუხლები მოეკეცა და მიწაზე დაეცა.

მისი მზერა დაბინდდა.

ბოლო, რაც გაიგონა, მარიას განწირული ყვირილი იყო.

— ომარ!

შემდეგ ყველაფერი სიბნელემ მოიცვა.

მარიას მანქანაში ძალით ჩასვეს.

ის გამუდმებით ცდილობდა, ხელიდან დასხლტომოდა, მაგრამ მამაკაცები ძლიერად იჭერდნენ.

— სად მიგყავართ?! — იყვირა მან. — რა გინდათ ჩემგან?!

ერთ-ერთმა მამაკაცმა უხეშად უპასუხა:

— გაჩუმდი!

— ომარს რა გაუკეთეთ?!

არავინ პასუხობდა.

მარიამ ფანჯრიდან უკან გაიხედა. ომარი გზის პირას უგონოდ იწვა.

მისი გული ისე ძლიერად უცემდა, რომ სუნთქვა უჭირდა.

— გთხოვთ... ის არაფერ შუაშია. რაც გინდათ, მე გამიკეთეთ, ოღონდ მას არაფერი დაუშავოთ!

მამაკაცმა, რომელიც მის გვერდით იჯდა, ცივად შეხედა.

— შენი ბედი შენზე აღარ არის დამოკიდებული.

მან მარიას ტელეფონი გამოართვა და გამორთო.

შემდეგ ჩანთის წართმევა სცადა.

მარია ინსტინქტურად ჩაეჭიდა.

— არა! ეს ჩემი ჩანთაა!

— კამერა აქ არის? — მკაცრად ჰკითხა მან.

მარია გაშეშდა.

მამაკაცმა მისი რეაქცია შეამჩნია.

— ე.ი. იპოვე.

მარია მიხვდა, რომ მათ ზუსტად იცოდნენ, რას ეძებდნენ.

მან ჩანთას ხელი გაუშვა, მაგრამ შიგნით არსებული კამერის შესახებ არაფერი უთქვამს.

მამაკაცმა ჩანთა გახსნა და კამერა ამოიღო.

— აი, თურმე რას ეძებდი პეტრაში.

მარიას თვალები აენთო.

— დამიბრუნეთ!

მამაკაცს გაეცინა.

— ჯერ ბატონმა ფარისიმ უნდა ნახოს.

ფარისის სახელის გაგონებაზე მარიას სხეულში სიცივემ დაუარა.

— ფარისი... — ჩაიჩურჩულა მან.

ახლა ყველაფერი გასაგები გახდა.

ეს შემთხვევითი თავდასხმა არ ყოფილა.

ფარისიმ იცოდა კამერის შესახებ და მისი ხელში ჩაგდება უნდოდა.

მანქანა გზას განაგრძობდა.

მარიამ ფანჯარაში გაიხედა. პეტრას კლდეები ნელ-ნელა უკან რჩებოდა, მათ ადგილს კი გაშლილი უდაბნოს პეიზაჟი იკავებდა.

მან არ იცოდა, სად მიჰყავდათ.

მაგრამ ერთი რამ ზუსტად იცოდა: თუ ფარისი მას პირისპირ შეხვდებოდა, უკან დასახევი გზა აღარ ექნებოდა.

---

6. ომარი გონს მოდის

რამდენიმე ხნის შემდეგ ომარის თითები ოდნავ შეირხა.

თავი საშინლად სტკიოდა. როცა თვალები გაახილა, რამდენიმე წამი ვერ მიხვდა, სად იყო.

შემდეგ ყველაფერი გაახსენდა.

შავი ჯიპი.

თავდამსხმელები.

მარიას ყვირილი.

ომარი სწრაფად წამოჯდა, მაგრამ თავბრუ დაეხვა და ისევ მიწას დაეყრდნო.

— მარია...

ირგვლივ მიმოიხედა.

გზა ცარიელი იყო.

მისი მანქანის ორივე უკანა საბურავი დაშვებული გახლდათ. მარიას ჩანთა და ტელეფონი აღარ ჩანდა.

ომარი ფეხზე წამოდგა და გზის ორივე მხარეს გაიხედა.

— მარია!

პასუხი არავის გაუცია.

მან ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. ეკრანი გაბზარული ჰქონდა, მაგრამ ჯერ კიდევ მუშაობდა.

პირველ რიგში პოლიციისთვის უნდა დაერეკა, თუმცა მაშინვე გაახსენდა, რომ ფარისის ხალხს შეეძლო ყველაფრის უარყოფა და კვალის წაშლა.

ამასობაში კი მარიას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

ომარმა ნადირს დაურეკა.

რამდენიმე ზარის შემდეგ მამაკაცმა უპასუხა.

— გისმენთ, ბატონო ომარ.

ომარმა ხმა შეიკავა.

— ნადირ, სად ხარ?

— ქალაქში, ბატონო. რამე მოხდა?

ომარი რამდენიმე წამით დუმდა.

— არა. უბრალოდ მითხარი, ბიძაჩემი სად არის.

ნადირი დაიბნა.

— ბატონი ფარისი? არ ვიცი, ბატონო. დილიდან არ მინახავს.

ომარმა ტელეფონი მაგრად მოუჭირა.

— გასაგებია.

ზარი გათიშა.

მისთვის უკვე ნათელი იყო, რომ ნადირი რაღაცას მალავდა.

მაგრამ პირდაპირი მტკიცებულება ჯერ არ ჰქონდა.

ომარმა გზაზე გამვლელი მანქანა გააჩერა და მძღოლს დახმარება სთხოვა. მამაკაცმა იგი უახლოეს დასახლებამდე მიიყვანა, საიდანაც ომარმა საკუთარი დაცვის სამსახურს დაუკავშირდა.

— სასწრაფოდ მომიტანეთ მანქანა, — უთხრა მან თანამშრომელს. — და კიდევ ერთი რამ: მინდა, ფარისის გადაადგილების შესახებ ყველაფერი გავიგო. სად მიდის, ვის ხვდება და სად ჩერდება.

— ბატონი ფარისის თვალთვალი გსურთ?

— დიახ. მაგრამ მან არ უნდა გაიგოს, რომ მე ვარ ამის უკან.

— გასაგებია.

ომარმა ზარი გათიშა.

შემდეგ შორეულ გზას გახედა.

— მარია, გპირდები, გიპოვი, — ჩაილაპარაკა მან. — თუნდაც მთელი უდაბნო უნდა გადავქექო.

რამდენიმე საათის შემდეგ ომარი უკვე სხვა მანქანით ქალაქში დაბრუნდა.

თავი ჯერ კიდევ სტკიოდა, მაგრამ ტკივილს ყურადღებას არ აქცევდა.

მისმა ერთ-ერთმა სანდო თანამშრომელმა დაურეკა.

— ბატონო ომარ, ფარისი ცოტა ხნის წინ ქალაქიდან გავიდა.

— საით?

— სამხრეთის მიმართულებით. მისი მანქანა ვადი რუმისკენ მიდის.

ომარი მაშინვე გამოფხიზლდა.

— დარწმუნებული ხარ?

— დიახ. ჩვენი კაცი დისტანციას ინარჩუნებს.

ომარი რამდენიმე წამი ჩუმად იყო.

ვადი რუმი.

უდაბნო, სადაც შორს გაშლილი წითელი ქვიშა და კლდეები ადამიანს ადვილად დაუკარგავდა გზას. ბოლო წლებში იქ რამდენიმე მდიდრული კაფსულა-სასტუმრო აშენებულიყო, სადაც სტუმრები გამჭვირვალე გუმბათებში ათევდნენ ღამეს და უდაბნოს ხედებით ტკბებოდნენ.

მაგრამ რატომ უნდა წასულიყო ფარისი იქ?

ომარმა მაშინვე იფიქრა მარიაზე.

— გამომიგზავნე მისი ზუსტი მარშრუტი, — უბრძანა თანამშრომელს.

— ახლავე.

ზარი დასრულდა.

ომარი საჭეს მიუჯდა და მანქანა დაქოქა.

მისთვის ახლა მთავარი იყო, ბიძამდე მისულიყო ისე, რომ მას ვერ გაეგო, ვინ მიჰყვებოდა.

ფარისის პირდაპირ დაპირისპირება არ შეიძლებოდა.

თუ ომარი დაურეკავდა და მარიას ადგილსამყოფელს ჰკითხავდა, ფარისი ყველაფერს უარყოფდა. შესაძლოა მარიას სხვა ადგილას გადაიყვანდა, ან საერთოდ გააქრობდა ყოველგვარ კვალს.

არა.

ამჯერად ომარი ჯერ უნდა დარწმუნებულიყო, რას მალავდა მისი ბიძა.

მან გაზს დააჭირა.

მანქანა ვადი რუმის მიმართულებით დაიძრა.

მზე უკვე დაბლა იდგა, როცა შავი ჯიპი ვადი რუმის ტერიტორიაზე შევიდა.

უდაბნო საოცრად ლამაზი იყო. წითელი ქვიშა მზის ჩასვლისას ოქროსფერ შეფერილობას იღებდა, უზარმაზარი კლდეები კი შორიდან გიგანტურ ჩრდილებს ჰგავდა.

თუმცა მარიასთვის ეს სილამაზე არაფერს ნიშნავდა.

მას თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და ხელები მუხლებზე დაეწყო, რათა კანკალი დაემალა.

მანქანა რამდენიმე კაფსულა-სასტუმროსგან შემდგარ კომპლექსთან გაჩერდა.

თანამშრომლები სტუმრებს ემსახურებოდნენ, პატარა ბილიკებზე კი განათებები ენთო. თითოეული კაფსულა უდაბნოს შუაგულში ცალკე იდგა, ერთმანეთისგან გარკვეული მანძილით დაშორებული.

მარიას მანქანიდან გადმოსვლა უბრძანეს.

— სად ვართ? — იკითხა მან.

— ვადი რუმში.

— რატომ მომიყვანეთ აქ?

— ამას ბატონი ფარისი აგიხსნის.

მარიას მკერდში გული აუჩქარდა.

მას სასტუმროს ერთ-ერთ კაფსულამდე მიიყვანეს. გარედან თითქმის მთლიანად გამჭვირვალე იყო, შიგნით კი საწოლი, პატარა მისაღები და სააბაზანო ჩანდა.

მამაკაცმა კარი გააღო და მარია შიგნით შეიყვანა.

— აქ დარჩები, სანამ სხვა ბრძანებას არ მივიღებთ.

— კამერა სად არის?

— შენზე არ ინერვიულო. ბატონმა ფარისიმ იცის, რაც უნდა გააკეთოს.

კარი დაიხურა.

მარია მაშინვე მისკენ მივარდა.

— გამიღეთ! გამიშვით!

მან სახელურს რამდენჯერმე მოქაჩა, მაგრამ კარი ჩაკეტილი იყო.

რამდენიმე წამში გარედან ნაბიჯების ხმა გაისმა.

კაფსულის შესასვლელთან ფარისი გამოჩნდა.

მან კარი გააღო და შიგნით შევიდა.

მარია უკან დაიხია.

— შენ...

ფარისიმ კარი დახურა.

— გამარჯობა, მარია.

მის ხმაში ისეთი სიმშვიდე იყო, თითქოს ძველი ნაცნობი სტუმრად სწვეოდა.

მარია მას თვალებში უყურებდა.

— შენ გააკეთე ეს.

ფარისიმ წარბი ასწია.

— კონკრეტულად რას გულისხმობ?

— ომარის მანქანას საბურავები დაუზიანეთ. შენმა ხალხმა დაგვესხა თავს. ომარი მიწაზე უგონოდ დატოვეთ, მე კი აქ მომიყვანეთ.

ფარისის სახეზე ღიმილი გაჩნდა.

— საკმაოდ ბევრი რამ გცოდნია.

— რატომ? რატომ არ შეგიძლია უბრალოდ დამანებო თავი?

ფარისიმ ოთახს თვალი მოავლო და სავარძელში მშვიდად ჩაჯდა.

— იმიტომ, რომ შენ რაღაც გაქვს, რაც მე მჭირდება.

მარია მიხვდა, რომ კამერას გულისხმობდა.

— კამერა?

— სწორედ ასე.

— ის ჩემია.

— ახლა ის ჩემთანაა.

— ჩანაწერები არ წაგიშლია?

ფარისიმ თავი ოდნავ გადახარა.

— ჯერ არ ვიცი, რა არის მასზე. შენც კი არ იცი, რას იღებდა შენი კამერა.

მარია გაჩუმდა.

ფარისიმ განაგრძო:

— ამიტომ მინდა, ყველაფერი მომიყვე. რა დაინახე იმ დღეს პეტრაში? ვის ესაუბრა ის კაცი, სანამ მოკვდებოდა? და რატომ აღმოჩნდი იმ ადგილას, სადაც არ უნდა ყოფილიყავი?

მარიამ ღრმად ჩაისუნთქა.

— მე ჟურნალისტი ვარ. პეტრას გადასაღებად ვიყავი მისული. მკვლელობა შემთხვევით დავინახე.

— შემთხვევით? — ფარისიმ ჩაიცინა. — ასეთ შემთხვევებს ხშირად მოაქვს უბედურება.

— იმ კაცის მოკვლის მიზეზი რა იყო?

ფარისის ღიმილი ნელ-ნელა გაქრა.

— შენ ძალიან ბევრ კითხვას სვამ.

— იმიტომ, რომ ვიღაც მოკლეს და შენ გეშინია, სიმართლე გაირკვევა.

ფარისი წამოდგა.

— ფრთხილად იყავი, მარია.

— რისი გეშინია? რომ ომარი გაიგებს?

ფარისის სახე გამკაცრდა.

— ომარი ამ საქმეში არ უნდა ჩარეულიყო.

— მაგრამ ჩაერია. მან გადამარჩინა. შენ კი ამის გამო ვერ იტან, რომ მის გვერდით ვარ.

ფარისი მარიასთან მივიდა, თუმცა მისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით შეჩერდა.

— ომარმა არ იცის, ვის წინააღმდეგ დადგა.

— მან იცის, რომ მე შენ გნახე.

— და შენ გგონია, რომ მხოლოდ შენი სიტყვებით ჩემი დამარცხება შეგიძლია?

მარია მტკიცედ უყურებდა.

— არა. ამიტომ ვიპოვე კამერა.

ფარისი გაშეშდა.

რამდენიმე წამით ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.

— ანუ იპოვე, — თქვა მან ბოლოს.

მარია მიხვდა, რომ ზედმეტი წამოსცდა, მაგრამ უკან დახევა აღარ შეეძლო.

— დიახ. ვიპოვე. და თუ ჩანაწერები შენს დანაშაულს ადასტურებს, ადრე თუ გვიან ყველაფერი გაირკვევა.

ფარისი მას დიდხანს უყურებდა.

— კამერა არ მუშაობს, ხომ ასეა?

მარია პასუხს არ აძლევდა.

ფარისიმ ცივად გაიღიმა.

— შენ არ გჭირდება პასუხის გაცემა. ჩემი ხალხი უკვე ამოწმებს.

— მაშინ იცი, რომ ჩანაწერები შეიძლება შენ წინააღმდეგ გამოიყენონ.

— და შენ იცი, რომ სანამ ეს მოხდება, შენ აქ დარჩები.

მარიას სახეზე შიში გაკრთა, მაგრამ მაშინვე შეეცადა დამალვას.

— ომარი მომძებნის.

ფარისიმ თავი გააქნია.

— ომარი ჭკვიანი კაცია. მაგრამ ახლა გაბრაზებულია, თავში დარტყმის შემდეგ კი შეიძლება ვერც კი მიხვდეს, სად უნდა დაიწყოს ძებნა.

მარიას თვალები ცრემლებით აევსო.

— თუ მას რამე დაემართა...

— ეს შენზე არ არის დამოკიდებული.

— შენ მისი ბიძა ხარ! როგორ შეგიძლია ასე მოექცე საკუთარ ოჯახს?!

ფარისიმ მზერა აარიდა.

ეს სიტყვები თითქოს წამით შეეხო, მაგრამ შემდეგ სახე კვლავ გაუცივდა.

— ოჯახი ყველაფერზე მაღლა დგას, მარია. ზოგჯერ კი ოჯახის გადასარჩენად ისეთი გადაწყვეტილებების მიღება გიწევს, რომლებიც სხვებს არ ესმით.

— არა, — მტკიცედ უპასუხა მარიამ. — ოჯახის სახელით დანაშაულის ჩადენა არ შეიძლება.

ფარისი მას მიუახლოვდა.

— შენ ჯერ კიდევ ვერ ხვდები, რა სამყაროში აღმოჩნდი.

— სამაგიეროდ, უკვე ვიცი, როგორი ადამიანი ხარ.

ფარისის თვალებში ბრაზი აელვარდა.

— ფრთხილად იყავი, გოგონავ. ჩემი მოთმინების გამოცდა არ გირჩევ.

მარია უკან არ დაიხია.

— მე შენი არ მეშინია.

თუმცა მის ხმაში შიშის ნაპერწკალი მაინც იგრძნობოდა.

ფარისიმ ტელეფონი ამოიღო.

— დრო გვიჩვენებს.

მან ვიღაცას დაურეკა.

— კამერა შეამოწმეთ. მინდა ვიცოდე, შესაძლებელია თუ არა ჩანაწერების აღდგენა. და მარიას ყურადღებით მიაქციეთ. აქედან არავინ უნდა გავიდეს.

ზარი გათიშა.

შემდეგ მარიას მიუბრუნდა.

— დაისვენე. ხვალ ისევ ვისაუბრებთ.

— ომარის შესახებ მითხარი. ცოცხალია?

ფარისი კართან შეჩერდა.

— თუ ჭკვიანურად მოიქცევა, არაფერი დაემართება.

— შენ მას ვერ შეეხები!

ფარისიმ უკან მოიხედა.

— მე მასთან საქმე არ მაქვს. შენ ხარ ის, ვინც ყველაფერი გაართულა.

კარი გაიღო და დაიხურა.

მარია მარტო დარჩა.

რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა, შემდეგ კი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩამალა.

— ომარ... — ჩურჩულით წარმოთქვა მან. — გთხოვ, მიპოვე.

იმ დროს ომარი ვადი რუმის ტერიტორიას უახლოვდებოდა.

მისმა თანამშრომელმა კვლავ დაურეკა.

— ბატონო, ფარისის მანქანა ერთ-ერთ კაფსულა-სასტუმროსთან გაჩერდა.

ომარმა მანქანა გზის პირას გააჩერა.

— რომელთან?

— ახლავე გამოგიგზავნით ადგილმდებარეობას. ჩვენი კაცი შორიდან აკვირდება. ფარისი შიგნით შევიდა.

ომარმა თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა.

— მარია იქ არის?

— ჯერ არ ვიცით, ბატონო.

— არავინ მიუახლოვდეს. არ მინდა, ფარისმა შეამჩნიოს.

— გასაგებია.

ზარი დასრულდა.

ომარმა მანქანა დაძრა და რამდენიმე წუთში იმავე სასტუმროს კომპლექსს მიაღწია.

მან ავტომობილი შესასვლელიდან მოშორებით გააჩერა.

გარეთ უკვე ბინდდებოდა. უდაბნოს თავზე პირველი ვარსკვლავები გამოჩენილიყო. კაფსულების შიგნით თბილი განათება ენთო, ხოლო შორიდან ქარის ხმა ისმოდა.

ომარი მანქანიდან გადმოვიდა და კომპლექსს დააკვირდა.

მისი მზერა ერთ-ერთ კაფსულაზე შეჩერდა.

შიგნით ორი ადამიანის სილუეტი ჩანდა.

ერთი ფარისის იყო.

მეორე კი...

ომარი წინ გადაიხარა.

გულისცემა აუჩქარდა.

მარია!

ის ცოცხალი იყო.

მაგრამ ოთახში მარტო არ იმყოფებოდა.

ომარს უნდოდა დაუყოვნებლივ შეჭრილიყო, ფარისისთვის პასუხი მოეთხოვა და მარია იქიდან გამოეყვანა. თუმცა თავს შეიკავა.

თუ ნაჩქარევად იმოქმედებდა, ფარისის ხალხი მარიას სხვა ადგილას გადაიყვანდა. შესაძლოა, კამერაც სამუდამოდ დაეკარგა.

ომარმა ტელეფონი ამოიღო და თავის სანდო თანამშრომელს დაურეკა.

— მომისმინე ყურადღებით. მინდა, კომპლექსის ყველა გასასვლელი აკონტროლოთ, მაგრამ არავის შეაშინოთ. პოლიციასთანაც უნდა დავუკავშირდეთ, თუმცა ჯერ მარიას უსაფრთხოება უნდა უზრუნველვყოთ.

— გასაგებია, ბატონო.

— და კიდევ ერთი რამ: არავინ დაუპირისპირდეს ფარისის, სანამ მე არ გეტყვით.

ზარი გათიშა.

ომარმა კაფსულას კიდევ ერთხელ შეხედა.

ახლა უკვე დარწმუნებული იყო, რომ ბიძამისი რაღაცას მალავდა.

მაგრამ ჯერ კიდევ არ იცოდა, რამდენად შორს იყო ფარისი წასული.

კაფსულაში მარია ფანჯარასთან იდგა, როცა გარედან ხმაური გაიგონა.

ფარისი კვლავ ოთახში იყო. ტელეფონს ამოწმებდა და ვიღაცას შეტყობინებებს უგზავნიდა.

— რა მოხდა? — იკითხა მარიამ.

— არაფერი.

— გარეთ ვიღაცები არიან?

ფარისიმ თავი ასწია.

— შენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.

მარიამ ფანჯრიდან გაიხედა.

შორს, განათების მიღმა, თითქოს ვიღაცის სილუეტი დაინახა.

მისი გული უცებ აჩქარდა.

ომარი?

არა, შეიძლება უბრალოდ თანამშრომელი იყო.

მან თვალები მოჭუტა და ისევ გაიხედა.

სილუეტი გაქრა.

ფარისიმ მისი ყურადღება შეამჩნია.

— რას უყურებ?

— არაფერს.

ფარისი მისკენ წამოვიდა.

— მარია, მინდა, კარგად გაიგო. შენი უსაფრთხოება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გონივრულად მოიქცევი.

— ჩემი უსაფრთხოება შენს ხელში არ უნდა იყოს.

— მაგრამ ახლა ასეა.

— ომარი მომძებნის.

ფარისიმ ცივად გაიღიმა.

— ამას იმეორებ, თითქოს მისი სახელი რაიმე ჯადოსნური ძალის მქონე იყოს.

— შენ მას არ იცნობ ისე, როგორც მე ახლა ვიცნობ.

ფარისის გაეცინა.

— რამდენიმე დღეში გაიცანი და უკვე ფიქრობ, რომ მასზე ყველაფერი იცი?

მარია გაჩუმდა.

ფარისიმ განაგრძო:

— ომარი ყოველთვის ოჯახის ერთგული იყო. ის ჩემ წინააღმდეგ არ წავა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც გოგონამ რაღაც თქვა.

— მე ვიღაც გოგო არ ვარ. მე მარია მორალესი ვარ. ჟურნალისტი. და მე ვნახე, რაც მოხდა პეტრაში.

ფარისის ღიმილი გაუქრა.

— შენ იმაზე მეტი იცი, ვიდრე საჭიროა.

— და შენ იმაზე მეტად გეშინია, ვიდრე აჩვენებ.

ფარისი მას მიუახლოვდა.

— გგონია, რომ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს?

— არა, — უპასუხა მარიამ. — მაგრამ ვიცი, რომ ტყუილი სამუდამოდ ვერ იმალება.

რამდენიმე წამით ერთმანეთს უყურებდნენ.

შემდეგ ფარისიმ კარი გააღო და გარეთ გასვლა დააპირა.

სწორედ ამ დროს კართან ვიღაცის ნაბიჯების ხმა გაისმა.

ფარისი შებრუნდა.

კარის ზღურბლზე ომარი იდგა.

მისი სახე გაფითრებული იყო, ტანსაცმელზე გზის მტვერი ეტყობოდა, ხოლო თვალებში ისეთი ბრაზი ჩასდგომოდა, როგორიც მარიას მანამდე არასდროს ენახა.

— ომარ! — იყვირა მარიამ.

იგი მისკენ გაიქცა, მაგრამ ფარისის ერთ-ერთმა კაცმა გზა გადაუღობა.

ომარმა მკაცრად შეხედა მამაკაცს.

— ერთი ნაბიჯიც გადადგი და ინანებ.

მამაკაცი ადგილზე გაშეშდა.

ფარისი კარის წინ იდგა და რამდენიმე წამი ხმას ვერ იღებდა.

— ომარ... — ბოლოს წარმოთქვა მან. — აქ რას აკეთებ?

ომარი ნელა შევიდა ოთახში.

— ეს კითხვა მეც უნდა დაგისვა, ბიძია.

ფარისიმ სახეზე ღიმილი დაიბრუნა, თუმცა თვალებში დაძაბულობა აშკარად ეტყობოდა.

— საქმეზე ჩამოვედი. მარია აქ შემთხვევით აღმოჩნდა.

ომარმა მწარედ ჩაიცინა.

— შემთხვევით?

მან მარიას შეხედა. გოგონას თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, მაგრამ ომარის დანახვაზე სახეზე იმედი დაუბრუნდა.

— ომარ, მათ შენ...

— ვიცი, მარია. ახლა უსაფრთხოდ ხარ.

ომარი კვლავ ფარისისკენ შებრუნდა.

— მინდა, ყველაფერი ამიხსნა.

— რას გულისხმობ?

— რატომ მოიტაცე ჩემი ცოლი?

ფარისის სახე შეეცვალა.

— ფრთხილად იყავი, როგორ მელაპარაკები!

— შენ ჩემი ბიძა ხარ. სწორედ ამიტომ გაძლევ საშუალებას, სიმართლე მითხრა.

— მე ის არ მომიტაცებია! ჩემი ხალხი უბრალოდ...

— შენი ხალხი? — შეაწყვეტინა ომარმა. — საინტერესოა. საიდან გაჩნდა შენი ხალხი იმ გზაზე, სადაც მე და მარიას საბურავები დაგვიზიანეს? რატომ წაიყვანეს ის ძალით? და რატომ აღმოჩნდი შენ აქ, უდაბნოს შუაგულში, მასთან ერთად?

ფარისიმ პასუხი ვერ მოიფიქრა.

ომარი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

— მთელი ცხოვრება მამაჩემი მეუბნებოდა, რომ ოჯახი სიმართლესა და ნდობაზე დგას. მე შენ გენდობოდი, ბიძია.

— და ახლაც უნდა მენდობოდე!

— მაშინ სიმართლე მითხარი!

მისი ხმა კაფსულაში გაისმა.

მარია მათ შორის იდგა და სუნთქვას ძლივს ახერხებდა.

ფარისიმ მზერა მარიასკენ გადაიტანა, შემდეგ ისევ ომარს შეხედა.

— შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რაში ერევი.

— მაშინ ამიხსენი.

— ეს შენი საქმე არ არის.

ომარმა თავი ნელა გააქნია.

— როცა ჩემს ცოლს იტაცებენ, ეს უკვე ჩემი საქმეა. როცა ჩემი ოჯახი სიმართლეს მიმალავს, ესეც ჩემი საქმეა.

ფარისი რამდენიმე წამი დუმდა.

შემდეგ ჩუმად თქვა:

— მარია საფრთხეს წარმოადგენს.

ომარმა მზერა გაუმკაცრა.

— არა. მარია საფრთხე არ არის. ის ადამიანი არის, რომელმაც რაღაც დაინახა. და თუ შენ უდანაშაულო ხარ, მაშინ სიმართლის არ უნდა გეშინოდეს.

ფარისის სახეზე ბრაზი და შიში ერთმანეთს ენაცვლებოდა.

— შენ არ იცი, რა მოხდა პეტრაში.

ომარმა პასუხი დაუყოვნებლივ გასცა.

— მაშინ მომიყევი.

ფარისი გაჩუმდა.

გარეთ ქარი გაძლიერდა. კაფსულის გამჭვირვალე კედლებს მიღმა უდაბნოს წითელი ქვიშა ნელა იძვროდა.

მარია ომარს მიუახლოვდა და ხელი ჩაჰკიდა.

ომარმა მის თითებს დახედა, შემდეგ კი ხელი უფრო მტკიცედ მოუჭირა.

— აქედან ერთად წავალთ, — ჩუმად უთხრა მას.

ფარისიმ ეს დაინახა.

— ომარ, თუ ახლა მას წაიყვან, უკან ვეღარ დაბრუნდები. შენ თვითონვე დაანგრევ იმას, რაც ჩვენმა ოჯახმა წლების განმავლობაში ააშენა.

ომარი ნელა შემობრუნდა.

— თუ ჩვენი ოჯახის გადარჩენა დანაშაულის დამალვას ნიშნავს, მაშინ შესაძლოა ის უკვე დიდი ხნის წინ დაინგრა.

ფარისის სახე გაფითრდა.

— რას ამბობ?

ომარმა მარიას შეხედა, შემდეგ კი ბიძას.

— კამერა ვიპოვეთ, ფარისი.

ოთახში სრული სიჩუმე ჩამოვარდა.

ფარისის თვალებში შიშის ნაპერწკალი გაჩნდა.

— რა კამერა?

ომარმა მისი რეაქცია შეამჩნია.

— ის კამერა, რომლის გამოც ჩემი ცოლი მოიტაცე.

ფარისიმ პირი გააღო, მაგრამ სიტყვა ვერ თქვა.

ომარმა განაგრძო:

— ჩანაწერები ჯერ არ გვინახავს. მაგრამ მალე ვნახავთ. და თუ იქ ის არის, რასაც მარია ამბობს, ამჯერად ვეღარავინ დაგიცავს.

ფარისის სახე ბრაზისგან დაეძაბა.

— შენ არ გაბედო ჩემი მუქარა!

— ეს მუქარა არ არის, ბიძია. ეს გაფრთხილებაა.

ომარი მარიასთან მივიდა და მის წინ დადგა.

— წავიდეთ.

მარია მაშინვე გაჰყვა, მაგრამ კართან მისულებს ფარისის ერთ-ერთი კაცი გადაეღობა.

ომარმა ტელეფონი ამოიღო.

— ჩემი ხალხი უკვე აქ არის. თუ ვინმე გზას გადაგვიღობავთ, პოლიცია რამდენიმე წუთში აქ იქნება.

მამაკაცმა ფარისის შეხედა.

ფარისიმ ხელი ასწია და გზა დაუთმო.

ომარმა მარია კაფსულიდან გაიყვანა.

გარეთ გრილი უდაბნოს ჰაერი დახვდათ. მარია რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ შეჩერდა და ომარს ჩაეხუტა.

— მეგონა, ვეღარ გნახავდი, — ჩურჩულით უთხრა მან.

ომარმა ხელები ფრთხილად შემოხვია.

— გითხარი, რომ გიპოვიდი.

მარია მის მხარზე ტიროდა.

— მეგონა, შენც...

— აქ ვარ, მარია. ყველაფერი კარგად იქნება.

თუმცა ომარმა იცოდა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

კაფსულის შიგნით ფარისი იდგა და მათ უყურებდა.

მისი სახე სრულიად შეცვლილიყო.

ახლა უკვე იცოდა, რომ ომარი ეჭვობდა.

და თუ კამერაზე მართლაც არსებობდა მტკიცებულება, მისი საიდუმლო მალე გამჟღავნდებოდა.

ფარისიმ ტელეფონი ამოიღო და ნადირს დაურეკა.

— სასწრაფოდ მომისმინე, — თქვა მან ჩუმად. — ომარმა კამერა იპოვა.

მეორე მხარეს ნადირი გაჩუმდა.

— ბატონო, ეს ნიშნავს, რომ...

— დიახ, — შეაწყვეტინა ფარისიმ. — ყველაფერი შეიძლება დასრულდეს.

მან ომარსა და მარიას კიდევ ერთხელ გახედა.

— მაგრამ ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა.

ზარი გათიშა.

უდაბნოს თავზე ღამე ჩამოწვა.

ომარი მარიას მანქანისკენ მიაცილებდა, თუმცა გონებაში ერთი კითხვა უტრიალებდა:

თუ ფარისი მართლაც მკვლელობასთან იყო დაკავშირებული, კიდევ ვის იცავდა იგი — და ვისგან მალავდა სიმართლეს?

მარიას ჩანთაში კი კამერა იდო.

დამჯდარი ელემენტით.

დაზიანებული ეკრანით.

მაგრამ შესაძლოა, მასში ჯერ კიდევ შენახული იყო ჩანაწერი, რომელიც ყველაფერს შეცვლიდა.

#პეტრას_საიდუმლო
#თავი_მეექვსე — საიდუმლო, რომელიც გულს უახლოვდება 💚

ვადი რუმის უდაბნოზე ღამე ჩამოწოლილიყო, როდესაც ომარმა და მარიამ ქალაქისკენ აიღეს გეზი. მანქანაში სიჩუმე გამეფებულიყო. მარია ფანჯრიდან იყურებოდა და გონებაში ისევ იმ საშინელ წუთებს იხსენებდა, როცა ომარი გზის პირას უგონოდ დატოვა, თავად კი ფარისის ხალხმა გაიტაცა.

ომარი დროდადრო მისკენ აპარებდა მზერას. ხედავდა, რამდენად დაღლილი იყო მარია, მაგრამ არ უნდოდა, ზედმეტი კითხვებით შეეწუხებინა.

— თავს როგორ გრძნობ? — ბოლოს ჰკითხა მან.

— კარგად ვარ, — ჩუმად უპასუხა მარიამ.

ომარმა ოდნავ გაიღიმა.

— იცი, მარია, შენს ადგილას სხვა ადამიანი ალბათ უკვე დიდი ხნის წინ იტყოდა უარს ამ ყველაფერზე.

— სხვა ადამიანი არც მე ვარ და არც შენ ხარ, ომარ.

— ეს უკვე შევამჩნიე, — გაეცინა მას.

მარიასაც ოდნავ გაეღიმა. ეს პირველი ღიმილი იყო იმ დღის განმავლობაში, თუმცა მალევე ისევ სერიოზული გახდა და ჩანთას დახედა.

— კამერა უნდა შევამოწმოთ.

— როგორც კი ბინაში მივალთ, დავტენით და ვნახავთ, რა არის შიგნით.

რამდენიმე ხანში ომარმა მანქანა იმ კორპუსის წინ გააჩერა, სადაც მარია პირველად მიიყვანა მას შემდეგ, რაც ფარისის ხალხისგან იხსნა.

ეს ადგილი მათთვის უკვე ნაცნობი და შედარებით უსაფრთხო თავშესაფარი იყო. აქ მარიამ პირველად იგრძნო, რომ ვიღაც მის დაცვას ნამდვილად ცდილობდა და მისგან სანაცვლოდ არაფერს ითხოვდა.

ბინაში შესვლისთანავე ომარმა მაგიდაზე პატარა დამტენი და საჭირო კაბელები მოამზადა.

მარია მის გვერდით დაჯდა და კამერა ჩანთიდან ამოიღო.

— იმედია, მუშაობს, — ჩაიჩურჩულა მან.

— ვნახოთ, — უპასუხა ომარმა. — ჯერ ბოლომდე ნუ დავკარგავთ იმედს.

კამერა დამტენთან შეაერთეს და რამდენიმე წუთი დაელოდნენ. შემდეგ მარიამ ჩართვის ღილაკს დააჭირა.

ეკრანი აინთო.

— ჩაირთო! — წამოიძახა მან.

სახეზე სიხარული გამოესახა. სწრაფად გახსნა მენიუ და ჩანაწერების საქაღალდეში შევიდა.

მაგრამ იქ მხოლოდ რამდენიმე მოკლე ვიდეო აღმოჩნდა — სასტუმროს ოთახის, აეროპორტისა და პეტრას სრულიად სხვა მონაკვეთის კადრები.

მარიამ ჩანაწერები სათითაოდ გადაამოწმა.

არც მკვლელობა.

არც ის კაცი, რომელიც გასროლამდე დაინახა.

არც ფარისი.

მისი ღიმილი ნელ-ნელა გაქრა.

— არა... ეს შეუძლებელია.

მან კიდევ ერთხელ გახსნა საქაღალდე და ყველა ფაილი გადაამოწმა.

— რა მოხდა? — ჰკითხა ომარმა.

მარია ეკრანს უყურებდა, თითქოს იმედოვნებდა, რომ კიდევ ერთი შეხებით ყველაფერი შეიცვლებოდა.

— ეს ის კამერა არ არის.

ომარი დაიბნა.

— რას გულისხმობ?

— შეხედე. ეს ჩემი კამერაა, მაგრამ არა ის, რომელიც იმ დღეს თან მქონდა. ამ მოდელის ორი კამერა მაქვს. ერთი სასტუმროში დავტოვე, მეორე კი პეტრაში წავიღე. ეს სასტუმროს კამერაა.

რამდენიმე წამით ხმა ვეღარ ამოიღო.

— ის კამერა, რომელზეც მკვლელობა უნდა ყოფილიყო აღბეჭდილი, ისევ დაკარგულია.

ომარი მის გვერდით დაჯდა.

— მარია...

— მთელი ეს დრო მეგონა, რომ მტკიცებულება გვქონდა. ფარისის ხალხმა ამის გამო მოგვიტაცა, შენ კინაღამ სიცოცხლე დაკარგე, მე კი... — ხმა აუკანკალდა. — მე კი ხელში მხოლოდ ჩვეულებრივი ჩანაწერები შემრჩა.

ომარმა კამერა ფრთხილად დახურა.

— ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა.

— მაგრამ შეიძლება ერთადერთი მტკიცებულება დავკარგეთ.

— შეიძლება. თუმცა მკვლელობა მხოლოდ კამერის ჩანაწერით არ მტკიცდება. არსებობს მოწმეები, გადაადგილების კვალი, სატელეფონო ზარები და სხვა მტკიცებულებებიც. ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია სიმართლეს მივაგნოთ.

მარია ჩუმად იყო.

— შენ ხომ დამპირდი, რომ სიმართლეს არ დამიმალავდი?

— და ამ დაპირებას არ დავარღვევ.

— მაშინ მითხარი, ომარ... თუ კამერას ვერასდროს ვიპოვით, რას გავაკეთებთ?

ომარმა მის თვალებში ჩაიხედა.

— გავაგრძელებთ ძებნას. სანამ არ გავიგებთ, ვინ მოკლა ის კაცი და რატომ. შენ მარტო არ ხარ, მარია.

მარიამ თავი დახარა.

— მადლობა, რომ ისევ ჩემ გვერდით ხარ.

ომარს უნდოდა მისთვის ხელი მოეკიდა, მაგრამ თავი შეიკავა. იცოდა, რომ მარიას ახლა ყველაზე მეტად სიმშვიდე სჭირდებოდა.

— დაისვენე. ხვალ ახალი დღე დაიწყება.

მარია საძინებლისკენ წავიდა, ომარი კი მისაღებში დარჩა.

მაგიდაზე კამერა იდო.

პატარა მოწყობილობა, რომელსაც შეეძლო მათი გადარჩენა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ცარიელ იმედად ქცეულიყო.

და ორივემ იცოდა, რომ ფარისი ამას არ შეეგუებოდა, თუ გაიგებდა, რომ მტკიცებულება ჯერ კიდევ არ ჰქონდათ.

იმავე ღამეს ფარისი საკუთარ ოფისში იჯდა. მაგიდაზე რამდენიმე დოკუმენტი ეწყო, თუმცა მისი ყურადღება მხოლოდ ერთ საკითხზე იყო გამახვილებული.

კამერაზე.

ტელეფონი აიღო და ნადირს დაურეკა.

— მითხარი, რა გაიგე?

— ბატონო, ჩვენი ხალხი ამოწმებს იმ კამერას, რომელიც პეტრაში იპოვეს. თუმცა ჯერ არ ვიცით, შესაძლებელია თუ არა ჩანაწერების აღდგენა.

ფარისის სახეზე გაღიზიანება გამოისახა.

— როგორ შეიძლება, ამდენი დრო გავიდეს და ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდეთ?

— ბატონო, კამერა დაზიანებული იყო. ტექნიკოსს დრო სჭირდება.

ფარისი სავარძელში გადაწვა და რამდენიმე წამით ჩაფიქრდა.

— ომარმა წაიღო კამერა?

— დიახ. როგორც ჩანს, მას მტკიცებულება ეგონა.

ფარისის ტუჩებზე ნელა გაჩნდა ღიმილი.

— შესანიშნავია.

— ბატონო?

— თუ კამერა ის არ არის, რასაც ეძებენ, მაშინ ამჯერად გაგვიმართლა.

ნადირი გაჩუმდა.

— მაგრამ იღბლის იმედი არ უნდა გვქონდეს, — განაგრძო ფარისიმ. — მინდა, ის კამერა გაანადგურო. არ მაინტერესებს, რა ჩანაწერებია მასზე. არ მინდა, ოდესმე ვინმემ მისი გამოყენება შეძლოს.

— გასაგებია, ბატონო.

— და ყურადღებით მომისმინე. ომარმა უკვე იცის, რომ რაღაცას ვმალავ. ის ჩემი ძმისშვილია და კარგად ვიცნობ. თუ ეჭვი კიდევ უფრო გაუმძაფრდა, გაჩერებას აღარ აპირებს.

— რას აპირებთ?

ფარისიმ ფანჯარაში გაიხედა.

— ჯერ არაფერს. მინდა, იფიქროს, რომ ყველაფერი დასრულდა. მარიას გადარჩენა და კამერის პოვნა მისთვის საკმარისი გამარჯვება უნდა იყოს.

— და თუ სხვა კამერასაც იპოვიან?

ფარისის ღიმილი გაქრა.

— მაშინ მოგვიწევს იმაზე ფიქრი, როგორ დავიცვათ ის, რაც ჯერ კიდევ დაგვრჩა.

მან ზარი დაასრულა.

რამდენიმე წამი უძრავად იჯდა, შემდეგ მაგიდის უჯრა გახსნა და იქიდან პატარა ფოტოსურათი ამოიღო.

ფოტოზე ის კაცი იყო, რომელიც პეტრაში მოკლეს.

ფარისი დიდხანს უყურებდა მას.

— ყველაფერი შენ გამო დაიწყო, — ჩაილაპარაკა მან.

ფოტო ისევ უჯრაში ჩადო და ჩაკეტა.

შემდეგ ტელეფონი კვლავ აიღო.

— ნადირ, კიდევ ერთი რამ. არავის უნდა შეეტყოს, რომ ჩვენ კამერის გვეშინია. და თუ ომარი კითხვებს დასვამს, არაფერი იცი.

— გასაგებია.

ფარისიმ ზარი გათიშა.

მას ეგონა, რომ დრო ჯერ კიდევ მის მხარეს იყო.

მაგრამ ვერ ხვდებოდა, რომ ომარი უკვე აღარ იყო ის ადამიანი, რომელიც ბიძამისის ყოველ სიტყვას უპირობოდ ენდობოდა.

მეორე დილით მარიას ტელეფონი აწკრიალდა.

ჯერ კიდევ საწოლში იწვა, როცა ეკრანზე სოფიას სახელი დაინახა.

ტელეფონს სწრაფად დასწვდა.

— სოფია!

— მარია! ღმერთო ჩემო, როგორ ხარ? — გაისმა მეგობრის აღელვებული ხმა. — გუშინ მთელი საღამო გირეკავდი. ისეთი შეშინებული ვიყავი, აღარ ვიცოდი, რა მექნა.

— მაპატიე. ტელეფონი გამორთული მქონდა.

— შენ და ომარი კარგად ხართ?

მარია წამით გაჩუმდა.

— ახლა კი.

— რას ნიშნავს, „ახლა კი“? მარია, კიდევ რამე მოხდა?

მარია ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გაიხედა.

— გრძელი ამბავია, სოფია. პირადად მოგიყვები, როცა შევხვდებით.

— კარგი, მაგრამ ჯერ რაღაც უნდა გითხრა.

მარიას გულში ცუდმა წინათგრძნობამ გაუელვა.

— რა მოხდა?

— მე და დანიელი ესპანეთში უნდა დავბრუნდეთ.

მარია გაშეშდა.

— რა? რატომ?

— ჩვენი გადაღებები აქ დასრულებულია. თან, სიმართლე რომ გითხრა, ბოლო დღეების შემდეგ ორივე ძალიან დავიღალეთ. დანიელსაც უნდა დაბრუნება, მეც ოჯახი მენატრება. ბილეთები უკვე ავიღეთ.

მარიამ თვალები დახუჭა.

— როდის მიფრინავთ?

— დღეს საღამოს.

— დღესვე?

— ვიცი, მოულოდნელია, მაგრამ ასე გადავწყვიტეთ.

მარია საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.

მას ესმოდა მეგობრების გადაწყვეტილება. სოფიასაც და დანიელსაც საკუთარი ცხოვრება ჰქონდათ, ოჯახები, საქმეები და სამშობლო, სადაც დაბრუნება სურდათ.

მაგრამ მათი წასვლის წარმოდგენამ უცნაური სიცარიელე აგრძნობინა.

— მარია, გესმის ჩემი?

— კი, სოფია.

— ხომ არ გეწყინა?

— არა... უბრალოდ მომენატრებით.

სოფიას ხმაში სითბო იგრძნობოდა.

— შენც ძალიან მოგვენატრები. მაგრამ ხომ იცი, რომ შენ უკვე ოჯახი გყავს.

მარიას თვალები აუწყლიანდა.

— მადრიდში ყავის დალევა და შენთან საათობით საუბარი მომენატრა.

— მაშინ აუცილებლად უნდა ჩამოხვიდე შენს "ქმართან" ერთად.

მარიას გაეცინა.

— არაფერს დაგპირდები.

— აი, ეს უკვე ჩემი მარიაა!

ორივეს გაეცინა, თუმცა სიცილი მალევე შეწყდა.

— კიდევ რაღაც მინდა გითხრა, — განაგრძო სოფიამ. — დანიელი ამბობს, რომ აეროპორტში წასვლამდე შენთან მოსვლა უნდა. მინდა, კიდევ ერთხელ გნახოთ და მშვიდად დაგემშვიდობოთ.

— რა თქმა უნდა. მოდით.

— კარგი. რამდენიმე საათში შენთან ვიქნებით.

— გელოდებით.

ზარი დასრულდა.

მარია ტელეფონს ხელში ატრიალებდა და ცდილობდა, ცრემლები შეეკავებინა.

სწორედ მაშინ ოთახში ომარი შემოვიდა.

— სოფია იყო?

მარია თავს დაუქნია.

— დღეს საღამოს ესპანეთში ბრუნდებიან.

ომარი მის გვერდით ჩამოჯდა.

— გული გწყდება?

— ძალიან. ისინი ჩემი ოჯახივით არიან. ამ უცხო ქვეყანაში, სადაც თითქმის ყველას ეშინია, ჩემ გვერდით იყვნენ. ახლა კი ისევ მარტო დავრჩები.

ომარმა ჩუმად მოუსმინა.

— შენ მარტო არ ხარ, მარია.

მარია მისკენ შებრუნდა.

— ვიცი, მაგრამ ესპანეთი მაინც მენატრება. Მადრიდის ქუჩები, სადაც ბავშვობის ნაწილი გავატარე... ზოგჯერ მინდა, უბრალოდ დავბრუნდე და ყველაფერი ძველებურად იყოს.

ომარმა მზერა აარიდა.

იცოდა, რომ მარიასთვის ეს დროებითი ქორწინება მხოლოდ უსაფრთხოების საშუალება იყო. იცოდა ისიც, რომ გოგონას ჯერ კიდევ სურდა ესპანეთში დაბრუნება.

მაგრამ პირველად იგრძნო, რომ ამ ფიქრმა იმაზე მეტად ატკინა გული, ვიდრე ელოდა.

— დღეს მათთან ერთად გაატარე დრო, — უთხრა ბოლოს. — არ მინდა, შენი მეგობრებისგან დამშვიდობებაც ვერ მოასწრო იმის გამო, რაც ჩვენ თავს დაგვატყდა.

მარია მადლიერებით შეხედა.

— შენ მართლა არ ჰგავხარ იმ ადამიანს, როგორადაც პირველად წარმოვიდგინე.

ომარს გაეღიმა.

— ეს კომპლიმენტია?

— ჯერ ვერ გადავწყვიტე.

ორივეს გაეცინა.

და რამდენიმე წამით ბინაში სიმშვიდე დაბრუნდა.

შუადღისას სოფია და დანიელი ბინაში მივიდნენ.

კარის გაღებისთანავე სოფია მარიას ჩაეხუტა.

— ღმერთო ჩემო, როგორ მომენატრე!

— ხომ გუშინ ვილაპარაკეთ, — გაეცინა მარიას.

— ტელეფონით საუბარი ჩახუტებას არ ცვლის!

დანიელმაც თბილად მოიკითხა.

— როგორ ხარ, მარია?

— ახლა უკეთ.

დანიელმა ომარს შეხედა და ხელი გაუწოდა.

— მადლობა, რომ მასზე ზრუნავ.

ომარმა ხელი ჩამოართვა.

— არაფრის. მარია ჩემთვის მნიშვნელოვანია.

სოფიამ ამ სიტყვებზე მარიას გადახედა, მაგრამ არაფერი უთქვამს.

ოთხივენი მისაღებში დასხდნენ. თავიდან ჩვეულებრივ ამბებზე საუბრობდნენ — ესპანეთში დაბრუნებაზე, ფრენაზე, მადრიდში დაგეგმილ საქმეებზე. სოფია მარიას ეკითხებოდა, რა ნივთები ჰქონდა წამოსაღები, დანიელი კი ხუმრობდა, რომ მათი გადაღების ჯგუფი მის გარეშე აღარასოდეს იქნებოდა ისეთი, როგორიც ადრე.

მაგრამ დამშვიდობების დრო სწრაფად მოახლოვდა.

სოფიამ ჩანთა აიღო.

— უნდა წავიდეთ. აეროპორტში დროულად მისვლა გვინდა.

მარია ფეხზე წამოდგა და მეგობარს ისევ ჩაეხუტა.

— მომწერე, როგორც კი ჩახვალ.

— აუცილებლად. და შენც დამპირდი, რომ თავს გაუფრთხილდები.

— გპირდები.

დანიელმა მარიას შუბლზე აკოცა.

— ესპანეთში გელოდებით. და გთხოვ, აღარ შეგვაშინო ასე.

— ვეცდები.

— არა, მარია. მართლა გეუბნები.

მარია გაეცინა, თუმცა თვალებში ცრემლები უკვე ჩადგომოდა.

სოფიამ ხელები მოხვია.

— შენ ძლიერი ხარ. ვიცი, რომ ყველაფერს გაუმკლავდები.

— ზოგჯერ არ მინდა, ძლიერი ვიყო, — ჩუმად თქვა მარიამ. — ზოგჯერ უბრალოდ მინდა, ვინმემ მითხრას, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

სოფიას სახე შეეცვალა.

— მაშინ გეუბნები: ყველაფერი კარგად იქნება. და როცა დაგჭირდება, დამირეკე. დღე და ღამე მნიშვნელობა არ აქვს.

მარია მეგობარს კიდევ ერთხელ ჩაეხუტა.

შემდეგ სოფია და დანიელი კარისკენ წავიდნენ.

— ნახვამდის, მარია! — დაუძახა დანიელმა.

— ნახვამდის!

კარი დაიხურა.

მარია რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა.

შემდეგ ფანჯარასთან მივიდა და დაინახა, როგორ ჩასხდნენ მეგობრები მანქანაში და ქუჩის ბოლოს გაუჩინარდნენ.

ცრემლები თავისით ჩამოუგორდა ლოყებზე.

ომარი მის უკან გაჩერდა.

— გინდა, მარტო დაგტოვო?

მარია თავს უარყოფითად აქნევდა.

— არა. უბრალოდ... უცებ მივხვდი, რამდენად შორს ვარ ყველაფრისგან, რაც მიყვარს.

ომარი მის გვერდით დადგა.

— ვიცი, რამდენად რთულია ეს.

— არა მგონია, იცოდე. შენ აქ დაიბადე, აქ გაიზარდე, შენი ოჯახი აქაა. მე კი ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი ცხოვრება სადღაც სხვაგან დარჩა.

ომარი რამდენიმე წამით ჩუმად იყო.

შემდეგ თქვა:

— მაშინ მოდი, დღეს სხვა ადგილას წავიდეთ.

მარია მისკენ შემობრუნდა.

— სად?

— იქ, სადაც ცოტა ხნით მაინც შეძლებ, ყველაფერზე აღარ იფიქრო.

— და სად არის ეს ადგილი?

ომარმა ხელი გაუწოდა.

— ეს სიურპრიზია.

მარია პირველად გაეღიმა მთელი დილის განმავლობაში.

— კარგი. მაგრამ იმედია, უდაბნოში აღარ წამიყვან.

ომარს გაეცინა.

— ამჯერად გპირდები, რომ არც ჯიპები დაგვდევენ და არც საბურავები დაგვეზიანება.

მარია სიცილით გაჰყვა.

მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ ეს დღე ორივესთვის განსაკუთრებულ მოგონებად იქცეოდა.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ომარმა მანქანა იორდანეს ხეობისკენ მიმავალ გზაზე შეაყენა.

მარიამ ფანჯრიდან გაიხედა.

ირგვლივ მწვანე მცენარეები, ხეები და ვრცელი დაბლობი ჩანდა. ქალაქის ხმაური აქ აღარ ისმოდა. ჰაერი მშვიდი იყო, მხოლოდ ქარისა და ჩიტების ხმა არღვევდა სიჩუმეს.

— სად ვართ? — ჰკითხა მარიამ.

— მდინარე იორდანესთან მივდივართ.

მარიამ გაკვირვებით შეხედა.

— მდინარე იორდანესთან?

— დიახ. მინდა, ერთი ადგილი გაჩვენო.

მანქანა გააჩერა და ორივე გადმოვიდა.

ომარი ბილიკს გაუყვა, მარია კი გვერდით მიჰყვებოდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ მდინარე გამოჩნდა.

წყალი მშვიდად მიედინებოდა, ხოლო მის ორივე მხარეს ბუნებრივი მცენარეულობა იზრდებოდა. მდინარის მეორე მხარეს ისრაელის ტერიტორია მდებარეობდა.

მარია გაჩერდა.

— საოცარია...

ომარმა მის რეაქციაზე გაიღიმა.

— ეს მდინარე ბევრისთვის განსაკუთრებული ადგილია. ქრისტიანული ტრადიციის თანახმად, სწორედ იორდანეში მოინათლა იესო ქრისტე იოანე ნათლისმცემლის მიერ.

მარიამ მდინარეს გახედა.

— ბავშვობაში ამ ამბავს ხშირად მიყვებოდნენ. დედაჩემი ეკლესიაში დამატარებდა. ყოველთვის მინდოდა, ერთხელ მაინც მენახა ეს ადგილი.

— მაშინ მიხარია, რომ აქ მოგიყვანე.

მარია წყლისკენ რამდენიმე ნაბიჯით წავიდა. მდინარის ზედაპირზე მზის სხივები ირეკლებოდა.

— იცი, ომარ, ბოლო დღეებში ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა, ერთ წამში გაქრა. დედაჩემის შემდეგაც კი არ მიგრძნია ასეთი სიცარიელე.

ომარის სახე დასერიოზულდა.

— დედაშენი ძალიან გენატრება, არა?

მარია ნელა დაუქნია თავს.

— ძალიან. ყოველთვის მეუბნებოდა, რომ სიმართლის ძიება რთული გზაა, მაგრამ თუ ერთხელ დაიწყებ, შიშმა არ უნდა შეგაჩეროს.

— კარგი რჩევა ყოფილა.

— დიახ. ალბათ ამიტომ ვერ ვანებებ თავს იმას, რაც პეტრაში ვნახე. შეიძლება საფრთხეში ვარ, მაგრამ არ მინდა, იმ კაცის მკვლელობა უბრალოდ დავივიწყო.

ომარი მის გვერდით დადგა.

— არც მე მინდა, რომ დაივიწყო. ოღონდ მინდა, ცოცხალი და უსაფრთხო იყო, როცა სიმართლეს იპოვი.

მარია მისკენ შემობრუნდა.

— ზოგჯერ მგონია, რომ შენ უფრო მეტად ღელავ ჩემზე, ვიდრე მე საკუთარ თავზე.

ომარს გაეღიმა.

— შეიძლება იმიტომ, რომ შენ ხშირად საკუთარ უსაფრთხოებაზე საერთოდ არ ფიქრობ.

— და შენ ხშირად ზედმეტად ცდილობ, ყველაფერი აკონტროლო.

— ესეც შევამჩნიე, — გაეცინა ომარს.

მარია მდინარეს კვლავ გახედა.

რამდენიმე წუთი ჩუმად იდგნენ.

ამ სიჩუმეში არაფერი იყო უხერხული. პირიქით, ორივეს ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს პირველად შეეძლოთ ერთმანეთის გვერდით ყოფნა ისე, რომ არც საფრთხეზე ეფიქრათ და არც იმ იძულებით ქორწინებაზე, რომელმაც მათი ცხოვრება ერთმანეთთან დააკავშირა.

— მადლობა, რომ აქ მომიყვანე, — თქვა ბოლოს მარიამ.

ომარმა თავი დაუქნია.

— კიდევ ერთი ადგილი მინდა გაჩვენო.

— კიდევ ერთი?

— ამჯერად ძალიან ახლოსაა.

მდინარის ნაპირიდან ომარმა მარია ალ-მაღთასის მიმართულებით წაიყვანა — ადგილას, რომელსაც ქრისტიანული ტრადიცია იესოს ნათლობას უკავშირებს და რომელიც იორდანიის მნიშვნელოვანი წმინდა ადგილია.

იქ მისვლისას მარია გაოცებული ათვალიერებდა გარემოს.

ძველი ნაგებობების ნაშთები, არქეოლოგიური ადგილები და მომლოცველებისთვის განკუთვნილი ბილიკები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა.

— ვერ ვიჯერებ, რომ აქ ვარ, — თქვა მან. — ამდენი ხანი მხოლოდ ფოტოებზე მქონდა ნანახი.

ომარი მის გვერდით მიდიოდა.

— ეს ადგილი მხოლოდ ქრისტიანებისთვის არ არის მნიშვნელოვანი. აქ ისტორია, რწმენა და კულტურა ერთმანეთს ერწყმის.

მარია ერთ-ერთ ძველ ნაგებობასთან გაჩერდა.

— იცი, რას ვფიქრობ? ზოგჯერ ადამიანი მთელ ცხოვრებას ისე ატარებს, თითქოს ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია, ძალიან შორსაა. მერე კი ერთ დღეს ასეთ ადგილას აღმოჩნდება და ხვდება, რომ სიმშვიდე შეიძლება იქაც იპოვო, სადაც საერთოდ არ ელოდი.

ომარი მას უყურებდა.

— ალბათ იმიტომ, რომ ზოგჯერ სიმშვიდეს ადგილი კი არა, ის ადამიანები გვაძლევენ, ვის გვერდითაც ვართ.

მარიამ მისკენ გაიხედა.

მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა.

ომარმა პირველი აარიდა თვალები და გზა განაგრძო.

ცოტა ხანში მარიამ საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა.

— ომარ, შენ თქვი, რომ ბარსელონაში სწავლობდი, ხომ?

— დიახ. რამდენიმე წელი იქ გავატარე.

— მაშინ დარწმუნებული ვარ, საგრადა ფამილია ბევრჯერ გექნება ნანახი.

— ბევრჯერ! მაგრამ ყოველ ჯერზე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს პირველად ვხედავდი. ანტონი გაუდის არქიტექტურა საოცარია. განსაკუთრებით ის მომწონს, როგორ ერწყმის ერთმანეთს ბუნება, რწმენა და ხელოვნება.

Მარიამ ღიმილით დაუქნია თავი.

— ზუსტად ამიტომ მიყვარს ბარსელონა. როცა პირველად მივედი, საგრადა ფამილიას სანახავად თითქმის მთელი დღე დავყავი. მეგონა, რამდენიმე საათში მოვასწრებდი, მაგრამ ბოლოს ისევ უკან დავბრუნდი.

მარიას გაეცინა.

— ანუ შენც იმ ადამიანებს მიეკუთვნები, რომლებიც ერთსა და იმავე ადგილას რამდენჯერმე მიდიან?

— როცა ადგილი განსაკუთრებულია, რატომაც არა?

— კარგი პასუხია.

რამდენიმე ნაბიჯი კიდევ გადადგეს.

შემდეგ მარიამ მოულოდნელად ჰკითხა:

— ომარ, შეიძლება რაღაც გკითხო?

— რა თქმა უნდა.

— შენთვის რწმენა მნიშვნელოვანია?

ომარი ცოტა ხნით ჩაფიქრდა.

— დიახ. მე ქრისტიანი ვარ. ჩემს ოჯახშიც ქრისტიანული რწმენა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.

მარია გაკვირვებით შეჩერდა.

— მართლა?

— დიახ. რატომ გაგიკვირდა?

— არ ვიცი... აქ, იორდანიაში, შენს ოჯახზე ბევრი არაფერი ვიცოდი. არასდროს გვისაუბრია ამაზე. ვიცოდი, რომ შენთვის ოჯახი მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ქრისტიანები იყავით.

ომარს გაეღიმა.

— იორდანია სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანების ქვეყანაა. ჩემი ოჯახი ქრისტიანია, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვების რწმენისა და ტრადიციების პატივისცემაც.

მარია ჩაფიქრდა.

— დედაჩემიც ყოველთვის ამას მეუბნებოდა. ამბობდა, რომ ადამიანს რწმენა სიკეთისკენ უნდა უბიძგებდეს და არა სხვების განსჯისკენ.

— შენი დედა ძალიან ბრძენი ქალი ყოფილა.

მარიას თვალებში სევდა ჩაუდგა.

— იყო. მასთან ბევრ რამეზე შემეძლო საუბარი. როცა გარდაიცვალა, მეგონა, რომ ვეღარასდროს ვიპოვიდი ადამიანს, ვისთანაც ასე თავისუფლად შევძლებდი ლაპარაკს.

ომარი ჩუმად უსმენდა.

— მამაჩემიც ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ადამიანის ნამდვილ სახეს მისი ქმედებები აჩვენებს და არა სიტყვები, — თქვა მან. — ალბათ ამიტომ ვერ ვიტან ტყუილს.

— ახლა კი შენს საკუთარ ოჯახში აღმოჩნდი საიდუმლოს წინაშე, — ჩუმად თქვა მარიამ.

ომარის სახე შეიცვალა.

ფარისი.

რამდენიმე წამით მდინარისა და ტაძრის სიმშვიდე თითქოს შორეულ მოგონებად იქცა.

— დიახ, — თქვა მან. — და ყველაზე რთული ის არის, რომ ჯერ კიდევ არ ვიცი, რამდენად ღრმაა ეს საიდუმლო.

მარია მის გვერდით გაჩერდა.

— გეშინია, რომ ფარისი მართლაც დამნაშავეა?

ომარმა ღრმად ჩაისუნთქა.

— იმის მეშინია, რომ სიმართლე იმაზე მძიმე აღმოჩნდება, ვიდრე წარმომიდგენია. მაგრამ თუ ის დამნაშავეა, ამას ვერ დავმალავ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ბიძაა.

მარია დიდხანს უყურებდა.

— ახლა მესმის, რატომ ვენდობი შენს სიტყვებს.

ომარმა თავი მისკენ შემოაბრუნა.

— მართლა მენდობი?

მარია ოდნავ დაიბნა.

— დიახ. თუმცა ზოგჯერ ისეთი ჯიუტი ხარ, რომ ნდობა რთულდება.

ომარს გაეცინა.

— ეს უკვე მეორე კომპლიმენტია, რომელსაც საეჭვო დასასრულს უკეთებ.

— მაშინ მესამე კომპლიმენტს აღარ მიიღებ.

— როგორი სასტიკი ხარ, მარია მორალეს.

მარიამ გაიცინა.

ომარიც აჰყვა.

და იმ წამს მათ შორის ისეთი სითბო გაჩნდა, რომელსაც არც ერთი ელოდა.

როცა უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, მარია კიდევ ერთხელ შეჩერდა და ალ-მაღთასის გარემოს გახედა.

— ეს დღე არასდროს დამავიწყდება.

— მიხარია, — უპასუხა ომარმა.

— არა მხოლოდ ადგილის გამო.

ომარმა მისკენ გაიხედა, მაგრამ მარიას აღარაფერი დაუმატებია.

მან უბრალოდ გაუღიმა და მანქანისკენ წავიდა.

ომარი რამდენიმე წამით ადგილზე დარჩა.

მისთვის ეს ღიმილი იმაზე მეტს ნიშნავდა, ვიდრე მარიას შეეძლო წარმოედგინა.

საღამოს ქალაქში დაბრუნდნენ.

მთელი გზა მარია მშვიდად იყო. დროდადრო ფანჯრიდან იყურებოდა და მდინარე იორდანესთან გატარებულ დროს იხსენებდა.

ომარი კი საჭესთან იჯდა და ცდილობდა, ყურადღება გზაზე შეენარჩუნებინა.

მის გონებაში მარიას სიტყვები ტრიალებდა.

„ახლა მესმის, რატომ ვენდობი შენს სიტყვებს.“

ეს მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იყო, მაგრამ ომარისთვის მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

როცა ბინასთან მივიდნენ, მარია მანქანიდან გადმოვიდა და რამდენიმე წამით ჩუმად იდგა.

ომარმა გასაღები ჯიბეში ჩაიდო.

— დაღლილი ხარ?

— ცოტა, მაგრამ სასიამოვნოდ.

— მაშინ დაისვენე. დღეს ბევრი რამ გადაიტანე.

მარია მის წინ დადგა.

— ომარ, მინდა, რაღაც გითხრა.

— გისმენ.

მარია რამდენიმე წამით ყოყმანობდა, თითქოს სიტყვებს არჩევდა.

— როცა პირველად გნახე აეროპორტში, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანი გახდებოდი.

ომარი ჩუმად უსმენდა.

— თავიდან მეგონა, რომ უბრალოდ ცდილობდი, შენი ოჯახის სახელი და გავლენა გამოგეყენებინა ჩემს დასაცავად. მერე კი მივხვდი, რომ შენ მართლა ზრუნავ ჩემზე. არ ვიცი, როგორ გადაგიხადო მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთე.

ომარმა თავი გააქნია.

— არაფრის გადახდა არ გჭირდება, მარია.

— ვიცი, მაგრამ მაინც მინდა, იცოდე, რომ ამას არასდროს დავივიწყებ.

მარიამ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

ომარი გაუნძრევლად იდგა და თვალებში უყურებდა.

— მადლობა, ომარ.

მან ომარს ლოყაზე მსუბუქად აკოცა.

ეს მხოლოდ მადლობის ნიშნად გაკეთებული კოცნა იყო.

მარიამ მაშინვე უკან დაიხია და ოდნავ გაიღიმა.

მაგრამ ომარი არ განძრეულა.

მისი გული ისე ძლიერად უცემდა, თითქოს მთელი დღე ამ ერთი წამისთვის ემზადებოდა.

მარიამ შეამჩნია, რომ ომარი უცნაურად უყურებდა.

— რა მოხდა? — ჩუმად ჰკითხა მან.

ომარმა თავი გააქნია.

— არაფერი.

— ომარ...

— მარია, მე...

სიტყვები გაუწყდა.

მას ახსოვდა მათი შეთანხმება. ახსოვდა, რომ მარია ამ ქორწინებას დროებითად მიიჩნევდა და ესპანეთში დაბრუნებას ელოდა. ახსოვდა, რომ არ უნდა მოეთხოვა მისთვის იმაზე მეტი, რისთვისაც მზად არ იყო.

მაგრამ როცა მარია მის წინ იდგა და თვალებში უყურებდა, ვეღარ შეძლო იმ გრძნობების დამალვა, რომლებიც ბოლო დღეებში თანდათან იზრდებოდა.

— არ მინდა, რამე არასწორად გაიგო, — ჩუმად თქვა მან.

მარიას ღიმილი ნელ-ნელა გაუქრა.

— რას გულისხმობ?

ომარი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, მაგრამ მაშინვე შეჩერდა.

— თუ არ გინდა, მითხარი და გავჩერდები.

მარია გაოცებული უყურებდა.

მისთვის ომარის ეს სიტყვები მოულოდნელი იყო. ამდენი საფრთხის, შიშისა და გაურკვევლობის შემდეგ პირველად იგრძნო, რომ ვიღაც მის გადაწყვეტილებას ელოდა და არაფერს აიძულებდა.

მან ომარის თვალებში ჩაიხედა.

იქ არც ბრძანება იყო და არც მოთხოვნა.

მხოლოდ გრძნობა, რომელსაც ომარი ვეღარ მალავდა.

მარია პასუხის ნაცვლად მისკენ ოდნავ გადაიხარა.

ეს მცირე მოძრაობა საკმარისი აღმოჩნდა.

ომარმა ფრთხილად მოხვია ხელი და ტუჩებზე აკოცა.

კოცნა თავდაპირველად ნაზი და ფრთხილი იყო, თითქოს ორივე ცდილობდა გაეგო, რას ნიშნავდა ეს წამი მათთვის. შემდეგ მარიამ თვალები დახუჭა და თავადაც უპასუხა კოცნას.

რამდენიმე წამით ყველაფერი გაქრა.

არც ფარისი.

არც დაკარგული კამერა.

არც მკვლელობის საიდუმლო.

არც დროებითი ქორწინების პირობა.

მხოლოდ ისინი იყვნენ — მარია და ომარი, ორი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთის ცხოვრებაში შიშითა და იძულებით აღმოჩნდნენ, მაგრამ ახლა პირველად მიუახლოვდნენ ერთმანეთს საკუთარი სურვილით.

როცა ერთმანეთს დაშორდნენ, ომარმა შუბლი მსუბუქად მიადო მარიას შუბლს.

ორივე ჩუმად იყო.

მარია მის თვალებს უყურებდა და თავადაც ვერ გაეგო, რატომ უცემდა გული ასე ძლიერად.

ომარმა ჩურჩულით წარმოთქვა:

— მაპატიე... არ მინდოდა, შენთვის რამე დამეძალებინა.

მარია თავს უარყოფითად აქნევდა.

— არ დაგიძალებია.

— დარწმუნებული ხარ?

მარია ოდნავ გაწითლდა.

— დიახ, ომარ.

მან თვალები წამით დახარა, შემდეგ ისევ შეხედა.

— უბრალოდ... არ მეგონა, რომ ასე მოხდებოდა.

ომარს გაეღიმა, თუმცა მის თვალებში აშკარა მღელვარება ჩანდა.

— არც მე.

მარია ჩუმად იცინოდა.

— ეს ჩვენი შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა.

ომარს ღიმილი სახეზე შეეყინა.

— ვიცი.

რამდენიმე წამი გავიდა.

— და არ მინდა, ამ კოცნამ იფიქროს, რომ შენგან რამეს ველოდები, — დაამატა მან. — შენ ისევ თავისუფალი ხარ, მარია. როცა უსაფრთხოდ იქნები, ესპანეთში დაბრუნების უფლებას არავინ წაგართმევს. შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.

მარიას გულში რაღაც შეეკუმშა.

რამდენიმე წუთის წინ თავადაც ფიქრობდა ესპანეთში დაბრუნებაზე. ეს იყო მისი მიზანი, ერთადერთი რამ, რაც ამ მძიმე დღეებში იმედს აძლევდა.

მაგრამ ახლა, ომარის გვერდით მდგომს, პირველად გაუჩნდა კითხვა, რომელიც აქამდე არასდროს დაუსვამს საკუთარი თავისთვის.

თუ საფრთხე დასრულდება, მართლა შეძლებს მისგან წასვლას ისე, რომ უკან ერთხელაც არ მოიხედოს?

მარიამ პასუხი არ იცოდა.

და ომარისთვისაც ეს კოცნა მხოლოდ წამიერი ემოცია აღარ იყო.

ის მიხვდა, რომ ქალი, რომლის დაცვასაც თავიდან მხოლოდ მოვალეობად მიიჩნევდა, მისთვის ნელ-ნელა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა.

მარია ოდნავ მოშორდა, მაგრამ ხელი ჯერ კიდევ ომარის ხელში ჰქონდა მოქცეული.

— ღამე მშვიდობისა, ომარ.

— ღამე მშვიდობისა, მარია.

მან ბინის კარი გააღო და მარიას გზა დაუთმო.

მარია შიგნით შევიდა, თუმცა ზღურბლთან ერთხელ კიდევ შემობრუნდა.

მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა.

ამჯერად არც ერთს გაუღიმია.

მათ შორის რაღაც შეიცვალა.

და ორივემ იცოდა, რომ ამის დავიწყება ადვილი აღარ იქნებოდა.

ომარმა კარი ნელა დახურა.

მარია რამდენიმე წამით მის მიღმა იდგა, თითებით ტუჩებს შეეხო და თვალები დახუჭა.

მის გულში ერთდროულად იყო სიხარული, შიში და დაბნეულობა.

მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რას ნიშნავდა ეს კოცნა.

მაგრამ პირველად დიდი ხნის შემდეგ მომავალი მხოლოდ საფრთხით აღარ ეჩვენებოდა სავსე.

იმ ღამეს მარიას პირველად შეეშინდა არა იმისა, რომ ომარს დაკარგავდა, არამედ იმის, რომ ერთ დღეს შეიძლება მართლა მოუწიოს მისგან წასვლა.

გაგრძელება იქნება... 💚




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent