ჯეკ ლონდონი – დიდი სახლის პატარა დიასახლისი
წიგნის სახელი: დიდი სახლის პატარა დიასახლისი წიგნის ავტორი: ჯეკ ლონდონი გვერდების რაოდენობა: 232 წიგნის აღწერა: ჭეშმარიტება ის არის, რაც ცხოვრებაში თავის თავს ამართლებს – ამის სჯერა ულამაზეს პაოლა ფორესტს, უმდიდრესი დიკ ფორესტის ცოლს, დიდი სახლის პატარა დიასახლისს, რომლისთვისაც მთავარი ზნეობრივი ფასეულობებია – ერთგულება, პატიოსნება, სხვაზე ზრუნვა… რომანის სიუჟეტი ეყრდნობა “სასიყვარულო სამკუთხედს’’ – პაოლას სენტიმენტალურ სიყვარულს ქმრისა და მისი მეგობრის მიმართ. უაღრესად ემოციური დიალოგების ფონზე თანდათან ვუახლოვდებით დასასრულს და ერთი სული გვაქვს გავიგოთ: როგორ იპოვა პაოლამ აქედან სუფთა და კეთილშობილი გამოსავალი? ამ რომანიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ, ის რაც ცხოვრებაში გვაწბილებს, ზოგჯერ ძალასა და სიბრძნეს გვმატებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.




თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.