შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეცამეტე თვე (1)


25-04-2015, 11:57
ავტორი MyLove
ნანახია 5 074

თუ სიყვარული წრფელი და ნამდვილია, იგი არ ითვალისწინებს არანაირ გარეშე პირობებს. მთავარია, უყვართ და მორჩა!
ამ ამბავმა, რომელიც თქვენ უნდა მოგიყვეთ, დამიმტკიცა, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეძლებს სიყვარულის დამარცხებას!

* * *

ისევ თავჩაქინდრული დაუყვა დაღმართს. ამ წვიმაში, არანაირი სურვილი არ ჰქონდა ატალახებული ტროტუარისთვის ემზირა. ბევრს უყვარს წვიმა, მაგრამ ამ "ბევრში" ანაბელ კალანდაძე არ შედიოდა. საერთოდ, ის არც ერთ დაჯგუფებას არ მიეკუთვნებოდა, რომელსაც საერთო მიზნები და სურვილები გააჩნიათ. ეს მისი ინდივიდუალიზმი დიდად არავის სიამოვნებდა, რადგან მართლა ყველასგან გამორჩეული იყო. შეეძლო მოეთმინა სხვისი უაზრო შენიშვნების გროვა, მაგრამ შეურაცხყოფას არავის აპატიებდა.. თუ მარტო დარჩებოდა, არ დაიწუწუნებდა, მაგრამ ძალიან დიდი ეგოისტი იყო. ამ ეგოიზმს,რა თქმა უნდა, იმ ადამიანებთან, არ ამჟღავნებდა, ვინსაც "ფეხებზე ე*იდა", ან ეპირფერებოდა.. ვერ იტანდა უაზროდ სიცილს, ჩერჩეტ და გაუწონასწორებელ გოგონებს, რომლებსაც თავმოყვარეობა დაკარგული აქვთ და სხვის თვალში ნაცარივით გაჩხერას ექვემდებარებიან მხოლოდ.
მოახლოვდა ახმაურებული შენობა და იმატა აურ-ზაურმაც. როგორ უყვარდა სიწყნარე! სკოლა კი, ამ სიამოვნებას მხოლოდ გაკვეთილზე აძლევდა. ჩანთა გვერდზე გადაიგდო, რასაც ნაწნავიც მიაყოლა და გაბედულად შეაბიჯა ეზოში.
პატარა ბავშვები ძალიან უყვარდა, მაგრამ მათ ჭყავილს ჭკუიდან გადაყავდა. ზოგი პირველკლასელი ისე ედებოდა ფეხებში, ლამის ცხვირით გაახნევინეს ბეტონი.
ფრუტუნით აირბინა კიბეები და თავი სამშვიდობოზე რომ დაიგულა ამოისუნთქა. ჩანთა მერხზე დადო და ქურთუკი გაიძრო, საკიდზე ჩამოკიდა და ისტორიის სქელი წიგნი მოწყვეტით დააგდო მერხზე.
_ცოტა წყნარად, კალანდაძე!-გადმოძახა უკანა მერხიდან მატათამ, რომელიც ათასში ერთხელ იღებდა ხმას და თუ ამოიღო მტრისას.
_ხელი შეგიშალეთ?-დაწვრილებული თვალებით ჩახედა ბიჭს ლურჯ თვალებში, ამ წუთას ბრაზისაგან რომ აუწითლდა.
_კი, თან ძალიან.. მაგრამ ახლა შენმა გრძელმა ენამ უფრო მომშხამა,-ფეხზე წამოდგა და გოგონას მიუახლოვდა, მის წინ წამის მეასედში დადგა და თვალებში ჩააჩერდა.
_ჩემი ენა შენთვის არა მგონია პრობლემას წარმოადგენდეს, ამიტომ შენს ადგილს დაუბრუნდი, თუ შეიძლება!-სიმკაცრე შეეპარა ხმაში ანაბელს და ადგილს დაუბრუნდა.
_შენ, რამე ხომ არ გეშლება?- მის პირდაპირ მერხზე ხელები დააწყო აშკარელმა და ოდნავ დაიხარა.
_არ..არაფერი,-ცოტა არ იყოს შეშინდა კალანდაძე. ჯერ ერთი ის, რომ ასე ახლოს იყო მატათა მასთან, მერე მეორე ის, რომ ასეთი გაავებული თვალებით უყურებდა.
_მე რაღაც არ ვარ მაგაში დარწმუნებული!
_მატათა, მომშორდი!-სწრაფად დაუყვირა და უკან გადაიხარა.
_მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა, ნერვებს რომ მიშლიდი, ანაბელ!
_შენ თვითონ მოგეშალა ნერვები,-არ თმობდა პოზიციას გოგონა და თავისას გაიძახოდა.
_ასეთი არ მახსოვხარ, კალანდაძე!-ირონიულად გაიმეორა ქიმიის მასწავლებლის სიტყვები, რომელიც სულ ამწარებს გოგონას.
_რა გინდა?-ახლა მართლა არაფერი არ აინტერესებდა ამის გარდა.
_მინდა რომ შემატყობინო, როცა ის ა*ვარი ნამიჭეიშვილი კიდევ ერთხელ მოგწერს, ან დაგირეკავს...-გოგონას საპროტესტოდ გაღებული პირი რომ დაინახა საჩვენებელი თითი დაუქნია და გაანაგრძო, _ყოველგვარი პროტესტის გარეშე მოვითხოვ ამას!
_შენ.. შენ რა უფლებით ითხოვ მაგდენს?-მაინც ამოიბლუყუნა რასაც გულში ფიქრობდა და თვალები სიბრაზისგან ჩაუწითლდა.
_დამიჯერე, ძალიან დიდი უფლებით!-კიდევ ერთხელ ჩატეხა ტუჩის კუთხე და თეთრი კბილები გამოაჩინა,_თუ ასე არ მოხდება, მაგ ა*ვარს ჩემი ხელით გამოვასალმებ სიცოცხლეს.-დაამატა ბოლოს გამწარებულმა და პასუხის მოუსმენლად დაუბრუნდა საკუთარ ადგილს უკანა მერხზე.
"ეს არ უნდა იყოს ნორმალური, ან ნამიჭეიშვილთან რა უნდა? მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს." მთელი ისტორიის გაკვეთილის განმავლობაში ამაზე ფიქრობდა და სულ არ გაუგია, რას ლაპარაკობდა პატივცემული ნელი.
რის ვაი ვაგლახით გადააგორა შვიდი გაკვეთილი და გასავათებულმა დატოვა სკოლის შენობა, ისე რომ უკან არ მიუხედავს.
როგორც ყოველთვის, ახლაც მოუვიდა ბექასგან მესიჯი. დაფიქრდა, გაერისკა და მიეწერა მასაც? იქნებ, მართლა ეცემა იმ შეშლილ აშკარელს, მერე სადღა წავიდოდა?
"როგორ ხარ ანუშკი?"-ყველაზე მეტად არ მოსწონდა "ანუშკის" რომ ეძახდნენ. არაჩვეულებრივი სახელი ჰქონდა და ყველა ვალდებული იყო ამ სახელით მიემართა. ნამიჭეიშვილს ხათრს ვერ უტეხავდა და სწორედ ამიტომ აძლევდა ამის უფლებას.
"კარგად ბექა, შენ?"- მიწერა ბოლოს მანაც. თავი იმით გაიმხნევა, საიდან უნდა იცოდეს მატათამ, მე ვის რას მივწერო.
"არამიშავს, ამ საღამოს რას აკეთებ?"
მრავალგზის გაცვეთილი ფრაზის მოსმენა მასაც ხვდა წილად. ო, როგორ ვერ იტანდა ამ ოთხ სიტყვას "ამ საღამოს რას აკეთებ?''-ს.
"სამეცადინო მაქვს, როგორც ყოველთვის." -ლამის ჩამოეძინა ტელეფონზე, ამიტომ ჯიბეში ჩაიდო და სწრაფად აიარა კიბეები.
კიდევ რამდენიმე მესიჯი გამოუგზავნა ბექამ , თუმცა არც ერთში ეწერა მნიშვნელოვანი რამ.
მოწყენილობისგან ლამის დაიხრჩო. ნამეცადინები ჰქონდა, დედ-მამა სახლში არ იყვნენ, ინტერნეტში ძრომიალი ეზარებოდა. სწრაფად მოიცვა ნაქსოვი ჟილეტი ყვავილებიან კაბაზე და შოკოლადების საყიდლად ჩავიდა მაღაზიაში..
მარტის თავისებური, ე.წ გიჟური სიცივე არასასიამოვნოდ ატანდა ძვალ-რბილში.
სწრაფად გამოართვა გამყიდველს რამდენიმე შეკვრა და ისე ჩაიკრა გულში შოკოლადები თითქოს ვინმე ართმევდა. ყურები წივილ-ყვირილმა აატკივა და სწრაფად მიაბრუნა თავი მარჯვნივ, საიდანაც მოდიოდა ხმაური.
ხალხის შეკრებილი ჯგრო დაინახა. წრეში რა ხდებოდა ვერ ხვდებოდა, თუმცა აშკარა იყო, ვიღაცეები ჩხუბობდნენ. მკვეთრად ისმოდა გინების ხმა, ქალები წიოდნენ, "გააშველეთო" გაიძახოდნენ.
სწრაფად მიუახლოვდა გროვას ანაბელიც და თვალები შუბლზე აუვიდა სახეაშლილი აშკარელი და ნამიჭეიშვილი რომ დაინახა. ისეთი ველური მზერით უყურებდა მატათა ბექას, იმ მსუქან კაცს რომ არ გაეკავებინა, ალბათ მოკლავდა.. აშკარად მოკლავდა, ამას მისი სახის მიმიკაც ამტკიცებდა.
_გაფრთხილებ, გაფრთხილებ!-დაუყვირა ბოლოჯერ აშკარელმა, _თუ მიეკარები, ან მიწერ, გეფიცები ჩემი ხელით დაგახრჩობ! გესმის? დაგახრჩობ!
_შენ ვერ დამიშლი, ლაწირაკო!-დაუყვირა ბექამაც.
_გამიშვით, უნდა მოვკლა!-დაიღრიალა მატათამ და კაცის მკლავებს დაეჯაჯგურა.
_შვილო, გაჩერდით ახლა! როგორ შეიძლება ასე ჩხუბი?-სიტყვით გამოვიდა მოხუცი კაცი და ორივეს მკაცრად მიაჩერდა,_დაიშალეთ ხალხო! ასე კარგი საყურებელია ორი ახალგაზრდა ერთმანეთს რომ ცემს?
_წამოდით, წამოდით.-აჩოჩქოლდა ბრბო და მალევე გაიფანტა.
ანაბელი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს... მერე გაახსენდა აშკარელის სიტყვები და მიხვდა ეს ბიჭი არ ხუმრობდა..
_ანაბელ, საქმე მაქვს გამოდი, ერთი წუთით!-მკაცრი ხმით უთხრა მატათამ ერთ ადგილას გაშეშებულს, ისიც დაჰიპნოზებულივით გაყვა უკან.
__________________________________________________________
დავბრუნდი! სულ სულ მალე...
ვიცი რომ პატარა თავია და მომიტევეთ, თუ შეგიძლიათ, გუშინ დავწერე გადარბენაზე და ესეც საცდელია. იმედია, მოგეწონებათ. აზრი კომენტარებში დააფიქსირეთ, თქვენზეა დამოკიდებული განვარგძობ თუ არა წერას. (არ მიყვარს ასე რომ ვამბობ მარა ასეა wink )
მეცამეტე თვე (1)
მეცამეტე თვე (1)



№1  offline წევრი DaaDaa

პირველი ვარ...ხომიცი როგორ ველოდები გაგრძელებას,კარგია კარგია ძაან...პს: მე მატათა უფრო სხვანაირი წარმოვიდგინე ეს რაღაც ნაზოა :დ მმარა მაინც არაფერი ჭირს ჩემი დასაწუნი...მალე დაადეე

 


№2  offline მოდერი MyLove

DaaDaa
პირველი ვარ...ხომიცი როგორ ველოდები გაგრძელებას,კარგია კარგია ძაან...პს: მე მატათა უფრო სხვანაირი წარმოვიდგინე ეს რაღაც ნაზოა :დ მმარა მაინც არაფერი ჭირს ჩემი დასაწუნი...მალე დაადეე

ერთი ასეთი ნაზო ნეტა მეც მომცა და შენც wink
მიყვარხარ. love
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№3  offline წევრი londoner

ანაბელი ისეთი ლამაზიამეც, რომ მენახა, მეც შემყვარდებოდა:დ
რაც შეეხება ისტოროას, თავი პატარა, მაგრამ წინა ისტორიებიდან გამომდინარე ძალიან მომწონხარ და ვიცი,რომ ესეც აუცილებლად მაგარი გამოვა!! ამიტომ რა თქმა უნდა გააგრძელე და დღეს დადე კიდევ სხვა.თავი:დდდდდ
წარმატებები ^^

 


№4  offline მოდერი MyLove

londoner
ანაბელი ისეთი ლამაზიამეც, რომ მენახა, მეც შემყვარდებოდა:დ
რაც შეეხება ისტოროას, თავი პატარა, მაგრამ წინა ისტორიებიდან გამომდინარე ძალიან მომწონხარ და ვიცი,რომ ესეც აუცილებლად მაგარი გამოვა!! ამიტომ რა თქმა უნდა გააგრძელე და დღეს დადე კიდევ სხვა.თავი:დდდდდ
წარმატებები ^^

როგორ გამახარე! ძალიან ძალიან დდიდი მადლობა.
nino-28
Kargiaaa gaagrdzele ^_^

მადლობა
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№5  offline წევრი Unnamed

Mmm... Rogor momewona :D gaagrdzeleb apa ras izav? :D :*

 


№6  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარია მომწონს ველი ახალ თავს მაგარი გოგო ხარ

 


№7  offline მოდერი MyLove

Unnamed
Mmm... Rogor momewona :D gaagrdzeleb apa ras izav? :D :*

Mrs. animal
ჩემი სუპერ-გუპერ გოგო!! <3

lamazmani
ძაან მაგარია მომწონს ველი ახალ თავს მაგარი გოგო ხარ

nini5852
რაა კარგია კიარადა ძალიან კარგია. :*

ჩემი სუპერ-გუპერ საყვარელი მკითხველები ხართ თქვენ!! როგორ მიხარია, რომ გახსოვართთთ love
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№8  offline წევრი Annee

რა კარგიაა ^_^ ველოდები შემდეგ თავს. ისე რა სიმპატიურია მატათა. ანაბელიც რა გოგოა. იფ იფ! :დდ

 


№9  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Vaime ra kargia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent