შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყევლა (2)


1-10-2015, 20:24
ავტორი blue jeans
ნანახია 2 276

სიბნელიდან შავი მოსასხამები გამოფრიალდნენ დიახ ნამდვილად ასე მოხდა არ დადიოდნენ დაფრინავდნენ.
წინ მათ წითელმოსასხამიანი ბიჭი უძღვებოდა.ალექსი.
ზუსტად ალექსი ქვია.ვიცნობ.
ყველანი იბრძოდნენ და წინ ამეფარნენ.ყველაფერი სწრაფად მოხდა ხუთ მგელს მალე მოუღეს ბოლო.
მერე ჩემს წინ მწყობრად განლაგდნენ და მუხლი მოიყარეს.წითელმოსასხამიანი წინ წარდგა და მომმართა
-კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება თქვენო უდიდებულესობავ.
თავი მაღლა აწია.
ცისფერი თვალები,ლამაზი თვალის ჭრილი,ლამაზი ტუჩები,ქერა თმა თეთრი კანი.
ღვთაებრივი და მომაკვდინებლად მშვენიერი.
ამ ორი სიტყვით დავაგვირგვინებ დახასიათებას.
წამოდგნენ და ყურში ჩამჩურჩულა
-მიხარია შენი დაბრუნება ენჯი.
ჯერ ენჯიო და ლუკასიო მერე მარკუსიო მერე მგლები და ახლა თქვენო უდიდებულესობავო.
თავბრუ დამეხვა და გული წამივიდა.განა ადვილია?ერთ დღეში ვნახე მგლები,მერე მარკუსი მეუბნება დიდი ფასი დაგედოო.
დამიჭირეს ვიცი დამიჭირეს თორემ ახლა დიდი სიმძლავრით დავეცემოდი.
თვალები დიდ სასახლეში გავახილე.ჩემი ოთახი მეცნო.მერე თვალწინ დამიდგა ალექსის სახე.ის მომენტი როცა ალექსი ჩემთან ერთად იყო აქ და და..სიყვარული ამიხსნა.მერე ჩვენი კოცნა.კი მაგრამ თუ ერთმანეთი გვიყვარდა ლუკასი რა შუაშია??რატომ ლუკასი??
ძნელია ამის გახსენება.თავი ამტკივდა და გონება დამეძაბა.მერე ამომიტივტივდა მამაჩემის სურათი რომელიც ტახტზე ზის და მე მის გვერდით ვზივარ.
-გაიღვიძა
დაიყვირა ერთ-ერთმა მცველმა.
იმ წამს კარებში მამაჩემი გამოჩნდა.მივედი და ჩავეხუტე.ენჯის ცხოვრება ჩემეული ხდებოდა მე ვბრუნდებოდი როგორც ენჯი მაგრამ ვიყავი ისევ ის ნინა.
-შვილო როგორც იქნა დაბრუნდი დიდ ხანს გეძინა.
-მამა ბევრი არაფერი არ მახსოვს ვერ ვიხსენებ საშიში ხომ არ არის??აქამდე უნდა გამხსენებოდა.
-ნუ გეშინია. შენს დღიურებს გადახედე-ხელით ოთახისკენ მიმითითა რომელიც ამავე ოთახში იყო ჩაშენებული-და გაიხსენებ.
მამაჩემი ცოტა ხანს დარჩა რიჩარდი ერქვა მეფე რიჩარდი.მე მისი ქალიშვილი თუმცა რატომ ენჯი??მაინცდამაინც ეს რატომ დავიტოვე??
მოდი რიჩარდით მოვიხსენიებ.რიჩარდი გარეთ გავიდა.შემდეგ ალექსი შემოვიდა.
-ალექს!
მივედი და ჩავეხუტე.გაუკვირდა.მე არა რადგან მინდოდა.თითქოს ეს გრძნობა დამწყვდეული იყო და ახლა გამოვიდა იმ ჩარჩოებიდან რომლებშიც მე მოვაქციე.
-ენჯი დააგვიანე.გელოდით მაგრამ არ მოდიოდი.
-ვიცი დამაგვიანდა.
-როგორ ხარ??
-კარგად მადლობ.ალექს რა ვარ??
-ეს შენ უნდა გაიხსენო ძალები ამით დაგიბრუნდებ.
-კარგი
-მე წავალ და დაისვენე.
კართან მივიდა.
-ალექს
მინდოდა რაღაც მეთქვა თუმცა ვერაფერი ვუთხარი ის კი გავიდა.
რა დამსვენებდა??ის კარი შევაღე რომელზეც მიმითითეს.ბევრი დღიური აღმოჩნდა თან ყველა ჩემი სისიხლით იღებოდა.მეც პირველი დღიური ავიღე რომელსაც 1603 ეწერა და დღიურის კითხვა დავიწყე.
თურმე 9 წლიდან მოყოლებული ვწერდი.მეგონა 9 წლისას ჯერ რა უნდა დამეწერა თქო მაგრამ რომ წავიკითხე აზრი შემეცვალა.
1603 წელი 1 სექტემბერი:
ძვირფასო დღიურო თავს ცუდად ვგრძნობ.არა! კი არ ვგრძნობ ცუდად ვარ.ეს საშინელებაა,ეს კატასტროფა.ენჯი მოკვდა.ჩემი მეგობარი ჩემი ენჯი.მენატრება.გითხრა ვინ მოკლა?ივაშკოვებმა.
იმ ცივსისხლიანებმა გეფიცები გავიზრდები და ამისთვის გადავუხდი.მისი სისხლი არ უნდა დაეღვარათ ახლა თავის თავზე იწვნევენ.ამის დაწერ ჩემმა ტკივილმა შთამაგონა.
ივაშკოვები მალე გაიგებენ ვინ არიან დრაგომირები.
‘’ისინი ჩვენი მტრები არიან ისინი უნდა მოვკლათ არ დავინდოთ’’ ამ სიტყვებით გამზარდეს.
თავიდან ვერ ვხვდებოდი რა საჭირო იყო ახლა მივხვდი ისინი არ უნდა დავინდოთ.
მე ენჯი ვარ მე ავღსდექი და იმ წამებისთვის რაც გადავიტანე ვაზღვევინებ.დღეიდან მე ვიქნები ენჯი.ის ვინც მათ ბოლოს მოუღებს.
ჩემი თვალით ვნახე რა უქნეს,ვნახე როგორ აწამეს,ვნახე როგორ აძრობდნენ სხეულიდან ორგანოებს...
აქ კითხვა შევწყვიტე და წიგნი ხელიდან გამივარდა.მე წარსულში დავბრუნდი.შევიგრძენი ის რასაც მაშინ 9 წლის რეიჩელი გრძნობდა.მე თავიდან დავინახე ენჯის სიკვდილი,გავიგე მისი განწირული კივილი თავიდან ავღსდექი მათ მოსაკლავად.
ენჯი ის ჩემს თვალწინ მოკვდა.თვალები ცრემლებით ამევსო და სიკვდილმა დამტენა როგორც ცარიელი მჭიდი.
1603 წელი 2სექტემბერი:
ტკივილი არასდროს ნელდება მაგრამ მოთმენა უნდა ვისწავლო.დღეს რომ ავდექი მეგონა ენჯის ისევ ვნახავდი.
ჩვენი ერთ ერთი მცველის შვილს სევეჩეხე.უნდა მესაყვედურა წინ იარე თქო მაგრამ რომ სევხედე გადავიფიქრე.ისეთი განსხავებული იყო და ისეთი კარგი.ალექსი ერქვა.
მეგობრობა შემომთავაზა.
დავთანხმდი.
მოვრჩეთ ამაზე.ერთი საიდუმლო არსებობს რომლებიც ადამიანებმა არ იციან.ვამპირები იბადებიან იზრდებიან ვითარდებიან და შემდეგ თვრამეტი წლის ასაკში იყინებიან.მეც იგივე დამემართება.’’
საღამოს ჩემთან მცველი შემოვიდა და მითხრა
-დღეს ხალხს უნდა დანეახოთ მთქვენო უდიდებულესობავ.უნდა ...
სიტყვა გაწყვიტა.
-უნდა დავშინო.
დავამთავრე მე და გამეღიმა.
-თქვენი გაგება ადვილია ადრეც ასეთი იყავით (მცველი)
-სამწუხაროა რომ ვერ ვიხსენებ
დავნაღვლიანდი.ნუთუ ვერ უნდა გავიხსენო??რაღაც ხდება ვიცი უკვე უნდა მახსოვდეს.
კარადა გამოვაღე.იმდენი ტანსაცმელი იყო თვალები ამიჭრელდა და კარად დავხურე.მერე გამოვაღე და ერთ ერთი კაბა ავარჩიე.
სხვათასორის ვალდებული არ ვარ ჩავიცვა ფარტინგეილი,პანიე,კრინოლი და ბლა ბლა ბლა.
რაღაც მოკრძალებული კაბაა.
შიგნით ქალები შემოვიდნენ.ლამაზები და განსაკუთრებით ჩაცმულები.
თან ჩემი გვირგვინი და მანტო შემოიტანეს.
როგორც იქნა გამაზადეს.სარკეში არ ჩამიხედავს.განა იმიტომ რომ ვიცოდი ლამაზი ვიყავი.უბრალოდ თავიდანვე ვერ ვიტან სარკეში ჩემი თავის ყურებას.
ჩემი ოთახიდან დიდი დერეფანში გავედი.



№1 სტუმარი LoNdA DM

sainteresoa. gaagrdzele

 


№2 სტუმარი Nino

Zaan damainteresa da momcons didi siamovnebit velodebi shemdeg tavs

 


№3  offline წევრი blue jeans

აუცილებლად.უბრალოდ ვერ ვასწრებ როგორც ხდება ხოლმე სწავლას გადავყევი :D
თქვენი კომენტარები უფრო მეტად მაძლიერებს და უფრო კარგიც გამომდის. <3

 


№4 სტუმარი ბუსა

ისევ მეე .... :დდდ დაგვიანებით ისევ დაგიკომებ რომ ძალიან დამაინტერესა და კარგია :))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent