შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (38)


8-10-2015, 19:55
ავტორი Keke27
ნანახია 14 417

ავალიანისგან შორი-ახლოს უბნის უხეცესები ისხდნენ ხის ძირში, მათთან ერთად რამოდენიმე ქალი იყო.
თორნიკემ ზარის რეკვასავით გაიგონა ერთ-ერთი ქალის ნათქვამი:
_ყოჩაღ მაგულის რა, მალხაზის გოგოს დასანიშნად მიდიან ახლა მაგენი....
იმ წამს გული თუ არ გაუჩერდებოდა არ ეგონა.
_მოიცათ, რა თქვით ქალბატონო? - ჰკითხა იმ ქალს თორნიკემ და საკუთარი ხმა ვერ იცნო.
_ჰო, შვილო. მაგული იძახდა გუშინ, როგორ რძალზეც ვოცნებობდი ისეთი შემყავს სახლშიო. ხვალ ნიშნებს მივუთანთო და მერე ქორწილსაც გავმართავთო. ცა და მიწამ უნდა ილაპარაკოს ჩემი შვილის ქორწილი ისეთი უნდა იყოსო.
_მერე გოგოს არაფერს ეკითხებიან? - თვალები ჩაუსისხლიანდა სვანს. უხუცესები სმენად გადაქცეულიყვნენ და დიალოგს ყურს უგდებდნენ.
_რავიცი, შვილო, მანანასთან ულაპარაკია მაგულისა, უთქვამსა რომა, მომწონს შენი გოგო რძლადაო, ჰოდა, მერე გვანცასა დაურთავს ნება, ამოდით ჩვენთან სახლშიო. - უთხრა ქალმა მეტი მონდომებით. მეზობლებში ჩურჩული ატყდა.
ავალიანს სიმწრის სიცილით ჩაეცინა და მოშიშვლებულ მიწას ჩააჩერდა. ვერაფერს ხედავდა, ბრაზმა ბინდი გადაუფარა მხედველობას და თითქოს დაბრბმავდა.
_კარგით, დაგტოვებთ. ნახვამდის. - მეზობლებს დაემშვიდობა და სწრაფად შებრუნდა სადარბაზოში. ერთ ადგილზე ყოფნას არ აპირებდა და მოვლენების განვითარებაზე თვალყურის დევნებას. ამიტომ, პირველი რაც მოაფიქრდა თავში, მის სისრულეში მოყვანას შეუდგა.
კიბეებზე ნარბენმა, ძლივს ჩაიწყნარა გული და სუნთქვა მეოთხე სართულზე, შენგელიების ბინის კარებთან.
მკაცრად დააკაკუნა კარებზე.
გამომეტყველებაც მკაცრი ჰქონდა. მზერა მრისხანე. უცებ რომ დაგენახათ, შიში დაგივლიდათ ტანში.

• * * *
_დედი კარებზე ზარია, გააღე მიდი. - გამოსძახა მანანამ შვილს სამზარეულოდან და ფქვილიანი ხელები გაიფერთხა.
გვანცა კარის გასაღებად გაემართა. ოქროპირიძეებს ელოდნენ.
კარი ფართედ გააღო და გაკვირვებამ გული შეუტოკა. ამდენ ხალხს არ ელოდებოდა. მაგული, მისი მეუღლე, ერეკლე, ერეკლეს ბიძია, ბიცოლა და კიდევ ერთი ქალი, რომელიც ოჯახის ახლო მეგობრად გააცნეს.
_მობრძანდით, - გამოერკვა გვანცა და სტუმრები სახლში შეიპატიჟა. ყველა სათითაოდ დაჰყვა და გადაკოცნეს უმცროსი შენგელია.
_გამარჯობა გვანცა, - სასიამოვნო ხმა და გამომეტყველება ჰქონდა ერეკლეს, - როგორ ხარ?
_გაგიმარჯოს, მადლობა, არამიშვას. მისაღებ ოთახში მიბრძანდით, - უთხრა მერე სტუმრებს, თვითონ კი კარი დახურა.
_ოჰ, მობრძანდით, მობრძანდით, - მალხაზი მიეგება ოქროპირიძეებს. მანანაც გამოვიდა სამზარეულოდან, დიდი ამბით გადაკოცნეს ერთმანეთი და ის იყო დასხდომას აპირებდნენ, რომ კარზე მკაცრი კაკუნი გაისმა. მოულოდნელობისგან შეკრთა გვანცა.
_მე გავაღებ დედი, შენ სტუმრებს მიხედე, - მანანა კარისკენ გაემართა, - თორნიკე? - იკითხა გაოცებით, - ხომ მშვიდობაა? - მერე შიში შეეპარა ხმაში, რადგან ადამიანის სახე დაჰკარგვოდა თითქმის ავალიანს.
_უკაცრავად, უნდა შემოვიდე, - კარი ფართედ გააღო და სახლში მოურიდებლად შევიდა. მანანა გაშეშებული დატოვა.
ყველა გაჩუმდა უცებ თორნიკეს დანახვისას. უმცროს შენგელიას კი მიწის ფერი დაედო, ავალიანის გამომეტყველებამ ლამის გული გაუხეთქა.
_გამარჯობათ, - თქვა ხრინწიანი ხმით, სტუმრები იმდენად დაიბნენ, რომ პასუხი არ გაუციათ.
_თორნიკე, მობრძანდი, დაბრძანდი, - მისკენ მალხაზი წავიდა.
_არა, დასაჯდომად არ მოვსულვარ. ერეკლე გამომყევი, სამქე მაქვს შენთან. - უბრძანა ახლაგაზრდა ოქროპირიძეს.
_ჩემთან? - გაიოცა ბიჭმა.
_დიახ შენთან! - გაუმეორა მკვახედ.
ერეკლე წამოდგა.
_ვინ ხარ შენ და რა საქმე გაქვს ჩემს შვილთან? - წამოენთო მაგული.
_მხოლოდ სალაპარაკო მაქვს, მეტი არაფერი. - მასაც მკავხედ უპასუხა ავალიანმა, ერეკლეს თვალები დაუბრიალა და შემობრუნდა.
_კი, მაგრამ სხვა დროს არ შეიძლებოდა ეს სალაპარაკო გეთქვა? - მანანამ მიაგება სიტყვა მორიდებით.
მალხაზი ჩუმად იყო, რაგდან ძალიან კარგად ხვდებოდა ავალიანის მოზვლის მიზეზს და გულის კუნჭულში ზეიმობდა კიდეც მის საქციელს.
_თორნიკე, სად მიგყავს ეს ბიჭი, რა ხდება? - გვიანღა გამორკვეული გვანცა დაეწია ავალიანს და ერეკლეს, კიბეზე ჩადიოდნენ უკვე. სვანმა უკან მოუხედა, ისეთი მზერით შეხედა, გოგონა გაქვავდა.
_სახლში შედი შენ! - უბრძანა და გზა განაგრძო.

შენგელიების სახლში მღელვარებამ იმატა. მაგული ადგილს ვერ პოულობდა. ბოლთას ცემდა ოთახში. ქმარი ამაოდ ცდილობდა მის დამშვიდებას.
მანანა ხმას ვერ იღებდა. ახსნას ვერ უძებნიდა ავალიანის საქციელს. გვანცა ნერვიულობისგან ლამის თითებს იმტვრევდა. ღელავდა სხვა დანარჩენი სტუმრებიც, მხოლოდ მალხაზი იყო მშვიდად.
_თემური დარეკე, მიდი იქნებ ახლა მაინც გიპასუხოს. გავიდა ნახევარი საათი. - მოთმინება დაკარგულმა უთხრა ქმარს მაგულიმ.
_წეღან არ დავრეკეთ? არ პასუხობს.
_პოლიციაში დავრეკოთ! - წამოიძახა უცებ.
_რას ამბობ ქალო, ხომ არ გაგიჟდი?
_რას გავდა აბა ეს საქციელი, ტყიურივით შემოვარდა სახლში და წაიყვანა ჩემი შვილი. დაინახე რა თვალები იყურებოდა? კაცის მკვლელის თვალები ჰქონდა, ვაიმეე შვილოოო, რამე არ დაგმართოს და არ დამაქციოს თავდაღმა, - მოთქმას მოჰყვა ერეკლეს დედა. მანანას მთელი ტანი უცახცახებდა, ფერი დაეკარგა.
_ქალბატონო მაგული დაწყნარდი, ბავშვბი ხომ არ არიან? დაილაპარაკებენ და მოვლენ, არაა თორნიკე ცუდი ადამიანი და დაუფიქრებელ ნაბიჯებს არ დგამს. - ამოიდგა ხმა უფროსმა შენგელიამ და დინჯად თქვა მისი სათქმელი.
_თქვენ ხომ არაფერი იცით? რაიმე უთანხმოება ხომ არ მოისვლიათ ადრე მათ? - მუდარით ჰკითხა ერეკლეს მამამ მალხაზს.
_არა, არაფერი არ ვიცი თემურ, გარდა იმისა, რომ თორნიკე წესიერი ადამიანია. სამხედროა, მეთაურია ერთ-ერთი ბატალიონის.
_ასე პასტივსაცემი ადამიანი თუა რა ჭირი ეტაკა აქ მხეცივით რომ შემოვარდა? - წამოენთო მაგული.
_დაველოდოთ, დაბრუნდებიან.
რამოდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოწვა სახლში. ყველა თავის ფიქრს მისცემოდა. ის იყო მაგული შემდეგი ისტერიკის გამოვლენას აპირებდა, რომ უცებ კარი გაიღო სახლში ერეკლე შემოვიდა. სახეზე მიტკალის ფერი ედო. ყველა ფეხზე წამოდგა. დაფეთებული სახეებით მიცვივდნენ ბიჭს.
_შვილო კარგად ხარ? იჩხუბეთ, დაჭრილი ხომ არ ხარ? - მაგულიმ ტანსაცმელი გადაუქექა შვილს, ჭრილობას ეძებდა.
_კარგად ვარ დედა, დამშვიდდი. წამოდი სახლში წავიდეთ. ინერვიულებდი შენ და დასვენება გჭირდება. - მზრუნველი ხმით უთხრა შვილმა დედას და ბეჭებზე ხელი მოჰხვია.
_რა მოხდა შვილო, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? - ახლა მამამ ჰკითხა.
_არაფერია, სახლში ვილაპარაკოთ. საგანგაშო არაფერი მომხდარა, წავიდეთ. - ერეკლე ცდილობდა ხმა მშვიდი ჰქონოდა, მაგრამ მაინც იგრძნობოდა, რომ საშინლად ღელავდა, - ძალიან დიდი ბოდიში, რომ შეგაწუხეთ, - მიუბრუნდა მერე მასპინძლებს.
_რას ამბობ, თქვენ იყავით კარგად და... - უთხრა მანანამ და კარებამდე მიაცილა სტუმრები.
გვანცა ენას ვერ აბრუნებდა პირში. თითქოს ლაპარაკი დავიწყებოდა.
_გვანცა წამოდი უნდა გელაპარაკო, - უთხრა უფროსმა შეგელიამ შვილს და მისი ოთახისკენ წავიდა.
გვანცა უკან გაჰყვა.
_შენით მეტყვი რაც ხდება თუ ჩემით მივხვდე და მოგიყვე? - ჰკითხა მერე თბილი ხმით და მკლავებზე მოუჭირა ხელი ფაფუკად.
_მეც არ ვიცი რა უნდოდა თორნიკეს ერეკლესგან, - ამოიდგა ენა გოგონამ და ნერწყვი და ცრემლი ერთად გადაყლაპა.
_გვანცა!..
_მართლა არ ვიცი, მამა რატომ წაიყვანა, - შენგელიამ თავი ვერ შეიკავა და ატირდა...


• * * *
სადარბაზოდან გასული ავალიანი და ოქროპირიძე რომ დაინახეს მეზობლებმა, ყველა ფეხზე წამოდგა. გაოცებული სახეებით გადახედეს ერთმანეთს და გააყოლეს თვალი ეზოდან გასულ მანქანას.
_აკი ვთქვი, მალხაზის გოგოს ავალიანმა დაადგა თვალი-თქო, - თქვა ერთმა მოხუცმა და კმაყოფილი ღიმილით ჩაიცინა თუთუნის კვამლისგან გაყვითლებულ ულვაშებში.
_აუფ, აუფ, რა ამბები ხდება თუ უყურებთ თქვენ, ჰა? - ხელი ხელს შემოკრა იმ ქალმა, რომელმაც ავალიანს ამცნო გვანცას ნიშნობის ამბავი.
მანამ განიხილავდნენ ამ თემას, სანამ ავალიანი არ დაბრუნდა. მანქანა ეზოში გააჩერა. ერეკლე ძლივს გადმოვიდა და უკან მოუხედავად შევიდა სადარბაზოში.
თორნიკეს სახე დამშვიდებოდა. ადამიანის გამომეტყველება მისცემოდა. დინჯად გადმოვიდა მანქანიდან, მეზობლებს თავი დაუკრა და თვითონაც სადარბაზოში შევიდა.
ცოტა ხანში აივანზე იდგა, სიგარეტს ეწეოდა და ზემოდან დასცქეროდა თუ როგორ გამოვიდნენ ოქროპირიძეები სადარბაზოდან.



№1  offline ახალბედა მწერალი Keke27

ესეც ნაუცბათევი თავი :))

შემდეგ თავში გავიგებთ, თუ რა საიბარი გაიმართა თორნიკესა და ერეკლეს შორის. )))
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№2  offline წევრი milangirl

საინტერესოა რა უთხრა ასეთი ერეკლეს ფერი რომ დაეკარგა.

 


№3  offline წევრი kora

au male daadges am cyvils sashveli,ukve vegar vitmen ise minda dalagebuli urtiertobebi. moutmenlad vucdi gagrdzelebas<3
--------------------
kira.G

 


№4  offline მოდერი sopiko

აუ რა ძაან მაგარია. მოუთმენლად ველოდები შემდეგს ♥

 


№5  offline წევრი irinka123

მაგარი ბიჭია ეს თორნიკე მიუჩინა თავის ადგილი ერეკლეს....

 


№6  offline წევრი p♥♥h ^^

Magato saubari ki araaa amat daayene sashveliiiiiiiii amatttttt
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№7  offline წევრი პილმაუ

აუ ძალიან პატარა თავებიაა... :( ცოტა განავრცე. ასე მგონია სულ სამი აბზაცია ეგეც დზალიან მცირე.

 


№8 სტუმარი Marusia_maro

Kargi tavi iyo :* me piradad ar mombezrdeba am istoriis kitxva magram mgoni dzaan gaiwela amato ambavi :**

 


№9  offline წევრი სოფი

ნაუცფათევი თავი ეძახე და კარგი იყოო მართლა :* ხვალ ველოდებიი დაა გთხოვ დადეეე :* <3

 


№10 სტუმარი ნინ

კეკე,უმაგრესი ხარ! მომწონს შენი ისტორიები.წარმატებებს გისურვებ :*

 


№11  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaan magaria male dade raa

 


№12  offline წევრი vikipiki.

უძლიერესიი ხარრრ ♥♥♥♥

 


№13  offline მოდერი ჯია

როგორ მიყვარს ავალიანი love

 


№14  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Auu arr meyo

 


ვგიჟდები ავალიანზე, ვგიჟ-დე-ბი!!!

 


№16 სტუმარი lizazu

ძალიან მაგარი იყო, მაგრამ პატარა. გთხოვ ხვალაც დადე რა

 


№17 სტუმარი mariami

უუუხ ერეკლე რაიბიჭიაააა :დდდდ <3 მაგარიხარ !!!!!

 


№18 სტუმარი nini

თორნიკეეე <3 როგორ მიყვარს აი ძაან ძაან. მაგრამ მალე უქენი ამათ რამე თორე დავიტანჯე აღარ შემიძლია რააა :( ძალიან მიყვარხარ კეკე ბრწყინვალე ხარ <3

 


№19  offline აქტიური მკითხველი lalita

აი ასე რა აგრძნობინა ვინ არის უფროსო ვოტ ტაკ . მაგარი ხარ კეკე .

 


№20  offline წევრი sxivi

ძალიან კარგად წერ... მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს :*

 


№21  offline წევრი Winchester ))

მასე უნდა ერეკლეს უფფფფ :D:D ყოჩაააღ კეკეე ❤ მალე დადე შემდეგი რაა love love

 


№22 სტუმარი Nino

Ahahahahaha mosva irakli tavis adgilze egre mouxeebat

 


ჰაჰაჰაჰჰა ირაკლის რა დაერხა ;დდდ დადემალე

 


№24  offline წევრი თამთა.გ

ესეც ასე, მიუჩინა ადგილი, მატრაკვეცა დედას აყოლილ ბიჭიკოს :) ნამდვილი სვანია! love

 


№25  offline წევრი tamari123

yvelafeeri kargad midis :-) imedia male ar daamtavreb da arc uazrod ar daashoreb eertmanets,iseti romania ar mombezrdeba misi kitva,oghond cota metii dade xolme ra :-) :-( :-(

 


№26 სტუმარი ბუზღუ

როდის დაიდება ახალი თავი

როდის დაიდება ახალი თავი

 


№27  offline წევრი Winchester ))

აუუუ მალე დადეე რა გთხოოოვ ❤ love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent